განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
110100118002566941
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002566941

N1/167-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 იანვარი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------- დ------ს ძე კ-----–---–-, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ---------------------–-----–------–--–---------------

 

ადვოკატი - ა---- ჯ----–---;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2--- წლიდან, შ---- კ------- ო-----ი ქორწინებაში იმყოფება ზ------ კ-----–---–თან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ-------------–-----------–-----–-------ა, პ------–- შ--------, N-/--–ი. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები ე-–--- კ-----–---–- (დ----------2---) და დ----- კ-----–---–- (და--------------. 2017 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია) 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ზ------ კ-----–---–-, მეუღლეს, შ---- კ------- ო-----ის, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ---- კ------- ო-----ი განიცდიდა ტანჯვას.

 

2. 2018 წლის აპრილის თვეში, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-----------–-----–-------ა, პ------–- შ--------, N-/--–ი, სახლში ყოფნისას, ზ------ კ-----–---–მა, ბავშვებისათვის საკვების მომზადების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, შ---- კ------- ო-----ის ძლიერად მოქაჩა თმებში, რის შემდეგაც ზურგის არეში ერთხელ დაარტყა ხელი ძლიერად, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ე-–--- კ-----–---–- (დ----------2---) და დ----- კ-----–---–- (და--------------. ზ------ კ-----–---–-ს მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ---- კ------- ო-----იმ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2017 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია), 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ზ------ კ-----–---–ს, მეუღლის - შ---- კ------- ო-----ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

4. 2018 წლის აპრილის თვეში, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-----------–-----–-------ა, პ------–- შ--------, N-/--–ი, სახლში ყოფნისას, ზ------ კ-----–---–ს, მეუღლის - შ---- კ------- ო-----ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

5. 2--- წლის 2 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია შ---- კ------- ო-----ი, ხოლო საქმროდ ზ------ კ-----–---–-.

 

6. 2--- წლის 4 ივნისის ე-–--- კ-----–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია შ---- კ------- ო-----ი, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ------ კ-----–---–-.

 

7. 2017 წლის 5 ივნისის დ----- კ-----–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია შ---- კ------- ო-----ი, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ------ კ-----–---–-.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ კ-----–---–- და დაზარალებული შ---- კ------- ო-----ი არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - 1) სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

2) ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ:

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ------ კ-----ა განაცხადა, რომ არის შ---- კ------- ო-----ის მეგობარი. შ----ისგან იცის, რომ იმყოფებოდა მძიმე ოჯახურ მდგომარეობაში, როგორც ფსიქოლოგიურში, ასევე, ფიზიკურში. შ----თან ვიზიტის დროს, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დაძაბული და მძიმე ურთიერთობა ჰქონდა როგორც მეუღლესთან, ასევე, მეუღლის მშობლებთანაც. იმყოფება კონტროლის ქვეშ და შეზღუდული ჰქონდა ზ-------სგან სოციალური ქსელებით და მანქანით სარგებლობა. არ აძლევდა მოგზაურობის საშუალებას. ასევე, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, იღებდა მოულოდნელ დარტყმებს მეუღლისგან. ასევე, მოქაჩა თმებში. შ----თან სატელეფონო კონტაქტი პირველად ჰქონდა 2017 წლის დეკემბრის თვეში, რა დროსაც, შ----მა უთხრა ოჯახში არსებული დაძაბულობის შესახებ. 2018 წლის მარტის თვეში კი, ეწვია ზესტაფონში შ----ს, რა დროსაც, შ----მა, მას, მოუყვა არსებული მდგომარეობის შესახებ და უთხრა, რომ მეუღლე აყენებდა როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო დედამთილთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. დედამთილი ეუბნებოდა მადლობელი ყოფილიყო მისმა შვილმა რომ შეირთო ცოლად. 2018 წლის აპრილის თვეში კი, ტელეფონზე დაუკავშირდა შ----ი და უთხრა, რომ მეტის გაძლება აღარ შეეძლო და მიდიოდა სახლიდან. მისი დახმარებით, შ----ს დაუკავშირდნენ დახმარების ცენტრიდან და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე, ხოლო შემდეგ თავშესაფარში. მოწმის განმარტებით, როდესაც შ----ი ნახა, მას დაზიანებები არ ემჩნეოდა, ხოლო როდესაც მოუყვა ზ-------ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ, თარიღები არ უთქვამს.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ც---–---ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიბელად. 2018 წლის 15 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მისამართზე გასულს, სოფელ დილიკაურში დახვდა მოქალაქე შ---- კ------- ო-----ი, რომელიც იმყოფებოდა აღელვებულ მდგომარეობაში და განუცხადა, რომ მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას. თან ჰქონდა ბარგი და ითხოვა თავშესაფარში გადაყვანა. აღნიშნულის საფუძველზე შ---- კ------- ო-----ი გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვის მიზნით. ასევე, მის მიერ მოხდა ბრალდებულის სახით ზ------ კ-----–---–-ს დაკავება და გადაყვანა სამმართველოში.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ-------–---მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. ზ.კ-----–---–-ს ბრალების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ე-–--- კ-----–---–-. ასევე, ზ------ კ-----–---–ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ და გამოკითხა მოწმის სახით.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო ზ.კ-----–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ზ.კ-----–---–-ს მიმართ.

 

14. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა შ---- კ------- ო-----იმ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. მცირეწლოვანმა მოწმემ ე-–--- კ-----–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა ზ------ კ-----–---–მა, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.

 

15. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების დ----- კ-----–---–-ს და ე-–--- ჟღ-----ს დაკითხვა.

 

16. 2018 წლის 23 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, მოწმე ჯ------ კ----ის და თარჯიმან ს--–---- კ----–---–-- თანდასწრებით, დათვალიერებული იქნა ჯ------ კ----ის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებული იყო მაგთიკომის ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით 595-276-624. მობილურ ტელეფონში ნომრიდან 551-224-414, 2018 წლის 30 მარტს 09:28 საათზე შესულია მოკლე ტექსტური შეტყობინება ინგლისური ტექსტით შესრულებული და მისი შინაარსი ქართლად არის შემდეგი: „ბოდიში ვერ დაგირეკე ერთი წუთიც არ მქონდა, დღეს არ შემიძლია რუსთავში ის იქნება კვირას მთელი დღე. არ მიპასუხო, იმიტომ რომ ამოწმებს ჩემს ტელეფონს და გუშინ ნახა აქამდე ჩვენი მიმოწერა. დაგირეკავ დღეს, როგორ კი ამის შანსი მექნება“.

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

18. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რომელიც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ.

 

19. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ------ კ-----–---–-ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ------ კ-----–---–-ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ------ კ-----–---–-ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ------ კ-----–---–-ს მხრიდან დაზარალებულ შ---- კ------- ო-----ის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ: 1) 2017 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია), 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ზ------ კ-----–---–ს, მეუღლის - შ---- კ------- ო-----ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია; 2) 2018 წლის აპრილის თვეში, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-----------–-----–-------ა, პ------–- შ--------, N-/--–ი, სახლში ყოფნისას, ზ------ კ-----–---–ს, მეუღლის - შ---- კ------- ო-----ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პ------–- ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

22. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ------ კ-----–---–-ს მიერ შ---- კ------- ო-----ის მიმართ ძალადობისა და სისტემატურად შეურაცხყოფის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის - ჯ------ კ----ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ კ-----–---–-ს მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2017 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია), 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით ზ------ კ-----–---–- სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა შ---- კ------- ო-----ის, ხოლო 2018 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დილის საათებში, ზ------ კ-----–---–მა ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის - შ---- კ------- ო-----ის მიმართ. ზოგადად მოწმე ჯ------ კ-----ა მიუთითა, რომ მას შ---- კ------- ო-----იმ უთხრა ოჯახში არსებული დაძაბული და მძიმე მდგომარეობის შესახებ. რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფას, მისგან იღებდა მოულონელ დარტყმებს, რომ ერთხელ თმებშიც მოქაჩა და მოჩეჩა. ასევე, განუცხადა, რომ დაძაბული და მძიმე ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან და მამათილთან. შ----ისგან იცის, რომ აკრძალული ჰქონდა სოციალური ქსელების და მანქანის გამოყენება, ასევე, მოგზაურობა. თუმცა მოწმეს დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, რა ადგილებში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულმა დაზარალებულს, სად იდგნენ ამ დროს არასრულწლოვანი ბავშვები, რა დაინახეს მათ, მოწმეს არ უთქვამს. ასევე, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ თავად მოწმის განმარტებით ის არასდროს შესწრებია ზ------სა და შ----ს შორის უთანხმოებას ან ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტს. ასევე, როდესაც ნახა შ----ი, მას დაზიანებები არ ეტყობოდა.სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ანდა სხვაგრავი ძალადობა, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფა ტანჯვას. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ ძალადობისას მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის, ხოლო სისტემატურად შურაცხყოფისას ტანჯვას. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. სისტემატური შეურაცხყოფა კი ეს არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რომელიც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პ------–- შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი და ტანჯვა სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) და სიტყვიერმა შეურაცხყოფამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და ტანჯვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ 1261-ე მუხლი კომპლექსური ნორმაა და სამივე კომპონენტი ძალადობა (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) და სისტემატური შეურაცხყოფა, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ერთობლივად უნდა იყოს სახეზე. მათგან ერთერთის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების სსკ 1261-ე მუხლით კვალიფიკაციას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა შ---- კ------- ო-----იმ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ ზ------ კ-----–---–-ს მხრიდან განხორციელებულმა ძალადობამ და სისტემატურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია დაზარალებულ შ---- კ------- ო-----ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, სასამართლო, ზ------ კ-----–---–-ს ბრალეულობის დამადასტურებლად ვერ გაიზიარებს ჯ------ კ----ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს და აღნიშნავს, რომ სატელეფონო შეტყობინების ფოტოსურათი და აღნიშნული შეტყობინების თარგმანი, 2018 წლის 9 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 18 აგვისტოს განჩინებით. შესაბამისად, როდესაც დათვალიერების ოქმი წარმოადგენს ირიბ მტკიებულებას, სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია, დაუშვებელია სასამართლოს მიერ ისეთი ირიბი მტკიცებულების გაზიარება, რომელიც არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით.

 

26. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ზ------ კ-----–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ1261-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ კ-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ1261-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ზ------ კ-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

გამართლებულ ზ------ კ-----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე