განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2019
საქმის ნომერი
200100118002541385
დავის ტიპი
108
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002541385

№1/197-18 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა----------–--–---–ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ა-------------------------.

 

ადვოკატი - ი--------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17 საათზე, ქ--------------------------------ში მდებარე ვ---------–-----ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ა----------–--–---–ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა-----–------–---–თან. ფიზიკური დაპირისპირებისას ა----------–--–---–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და მოკვლის განზრახვით მარცხენა ხელით დანა ორჯერ დაარტყა ა-----–------–---–ს გულმკერდისა და მხრის არეში. აღნიშნულის შედეგად ა-----–------–---–მა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ძუძუს დვრილის ზემოთ მიიღო ნაკვეთი ჭრილობა შემავალი გულმკერდის ღრუში, რაც წარმოადგენს სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას, ასევე, ნაკვეთი ჭრილობა მიიღო მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს მისი ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვ---------–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს ა----------–--–---–თან ერთად იყო სახლში და „ჭამდნენ პურს“, რა დროსაც მათთან მივიდა ა-----–------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. მან ა-----–------–---–ს უთხრა, რომ იყო ნასვამი და წასულიყო, რაც ამ უკანასკნელმა არ გააკეთა. სუფრის მსვლელობისას ა----------–--–---–მა ასევე უთხრა ა-----–------–---–ს წასულიყო, რის გამოც მათ შორის დაიძაბა სიტუაცია და გადაიზარდა დაპირისპირებაში. ამის შემდეგ გამოვიდნენ გარეთ, რა დროსაც ა-----–------–---–მა ა----------–--–---–ს ყელში წაავლო ხელი, რა დროსაც თვითონ და მისი შვილი ცდილობდნენ გაშველებას, რა დროსაც ა----------–--–---–მა დანა ორჯერ დაარტყა ა-----–------–---–ს, ერთი გულ-მკერდის ხოლო მეორე მკლავის არეში, რის შემდეგ ა-----–------–---–ი დაეცა, წამოდგა და წავიდა, ხოლო ა----------–--–---–ი წავიდა მოგვიანებით. მოწმის განმარტებით ინციდენტის დროს ა----------–--–---–ს გონება არ დაუკარგავს.

 

ვ---------–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს იმყოფებოდა მამასთან ვ---------–-----ესთან, რა დროსაც მასთან სტუმრად იყო ა----------–--–---–ი. მოწმის განმარტებით იგი გავიდა მისაღებ ოთახში სადაც უყურებდა ტელევიზორს, ხოლო ა----------–--–---–ი და ვ---------–-----ე იყვნენ სამზარეულოში სადაც სვავდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მოწმემ აჩვენა, რომ როდესაც იგი უყურებდა ტელევიზორს დაინახა, რომ მათთან მივიდა ა-----–------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას მამამისმა უთხრა, რომ წასულიყო. მიუხედავად ამისა იგი არ წავიდა და შევიდა სამზარეულოში. ამის შემდეგ მას სამზარეულოდან შემოესმა ხმაური, სადაც გავიდა და დაინახა, რომ ა----------–--–---–სა და ა-----–------–---–ს შორის იყო დაპირისპირება, კერძოდ ა-----–------–---–ს ა----------–--–---–ისათვის ხელი ქონდა წაჭერილი ყელზე და მიყუდებული ყავდა სამზარეულოს ავეჯზე, რა დროსაც ის და მამამისი ცდილობდნენ გაშველებას, რაც ვერ მოახერხეს. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ მათ გადაინაცვლეს აივანზე, სადაც კვლავ ცდილობდნენ გაშველებას, რა დროსაც ა----------–--–---–მა ჯიბიდან ამოიღო საკეცი დანა და დაარტყა ა-----–------–---–ს, რაზეც ეს უკანასკნელი დაეცა, რამოდენიმე წამში წამოდგა და წავიდა, ხოლო რამოდენიმე წუთში ასევე წავიდა ა----------–--–---–ი. მოწმის განმარტებით დანის ამოღებამდე ა-----–------–---–ს გაკავებული ქონდა ა----------–--–---–ის ორივე ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გაითავისუფლა ხელი, ჯიბიდან ამოიღო დანა და დაარტყა ა-----–------–---–ს. მოწმის განმარტებით სამზარეულოში იგი ცდილობდა გაშველებას, რის შემდეგ გადაინაცვლეს აივანზე სადან ა----------–--–---–მა და ა-----–------–---–მა კვლავ შეუტიეს ერთმანეთს. მოწმის განმარტებით მან ცხადად დაინახა თუ, როგორ ამოიღო ა----------–--–---–მა დანა ჯიბიდან, რის წართმევასაც იგი შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, ვინაიდან ორივე მხარე იწევდა ერთმანეთზე. მოწმის განმარტებით ერთერთი მხარის დაწყნარების შემთხვევაში ადვილად შეძლებდნენ სიტუაციის განმუხტვას, ამასთან განმარტა, რომ აივანზე ყოფნისას ა-----–------–---–ს ა----------–--–---–ისთვის ყელში არ ქონდა ხელი მოჭერილი და ამ დროს ადგილი ქონდა ერთმანეთზე დაჭიდებას.

 

ე-–----------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მას დაურეკა ა----------–--–---–მა და სთხოვა დახმარება, ამასთან უთხრა, რომ „მგონი ა-----------–---–ი დავჭერიო“. ამის შემდეგ იგი ჩავიდა სახლში, რა დროსაც ა----------–--–---–ი უკვე იყო დაკავებული.

 

საასმართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ა-----–------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 27 მაისს იგი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ვ---------–-----ესთან სახლში და ისე, რომ არ დაუძახია შევიდა სამზარეულოში, სადაც მას დახვდა ვ---------–-----ე და ა----------–--–---–ი. ამის შემდეგ თავადაც შეუერთდა სუფრას და დაიწყეს დალევა, რა დროსაც მას ვ---------–-----ემ უთხრა, რომ წასულიყო რადგან იყო ნასვამი, რაზეც ერთმანეთში მოუვიდათ სიტყვიერი დაპირისპირება. აღნიშნულ კამათში ჩაერთო ასევე ა----------–--–---–ი, რომელსაც უთხრა, თუ რატომ ერეოდა სხვის საქმეში და შეაგინა დედის მისამართით და ერთმანეთში წაძიძგილავდნენ. ამის შემდეგ მას ა----------–--–---–მა გულმკერდის არეში დაარტყა დანა, რაზეც განიცადა ტკივილი, ამასთან მათ გაშველებას ცდილობდნენ ა----------–--–---–ი და მისი შვილი, რა დროსაც ა----------–--–---–მა მას განმეორებით დაარტყა დანა მარჯვენა გვერდში, რის შემდეგ მოხდა მათი გაშველება და თავისით წამოვიდა, რათა მიემართა სამედიცინო დაწესებულებისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ა-----–------–---–ი 2018 წლის 27 მაისს მიღებული ტრავმის გამო მოთავსებული იქნა თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობას გადიოდა 01.06.2018 წლამდე. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ძუძუს დვრილის ზემოთ აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა შემავალი გულმკერდის ღრუში, რაც მიყენებულია მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მას ასევე მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მიყენებული დაზიანებების წაქცევით მიღება პრაქტიკულად არის შეუძლებელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-------------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ა----------–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ დანაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის ა-----–------–---–ს. ვ---------–-----ის საცხოვრებელი სახლის ბალკონზე ასასვლელის ხის კიბის წინ მიწის ზედაპირიდან აღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა-----–------–---–ს. ა-----–------–---–ის ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-----–------–---–ს. ა----------–--–---–ის ტანსაცმელზე სისხლის დანაშრევები არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ა-----–------–---–ის მაისურს აღენიშნება დაზიანებები: განვითარებული, როგორც ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს დანის პირიც, ასევე რღვევით მექანიკური ზემოქმედების შედეგად. ა----------–--–---–ის ტანსაცმელს ცვეთის ნიშნების და კვლების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------–--------–---–მა დაადასტურა მისი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ნ-----–-----------–---–მა, ა----------------მა, ზ----------------ემ, ნ-----–-------------–---–მა და მ-------------------მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე ა----------–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს იგი სტუმრად იმყოფებოდა ვ---------–-----ესთან სადაც იღებდნენ ალოკოჰოლურ სასმელს. ამ დროს მათთან მივიდა ა-----–------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. მოწის განმარტებით ა-----–------–---–ს ვ---------–-----ემ უთხრა წასულიყო, რადგან იყო მთვრალი, რაც მან არ გააკეთა და შემდეგ მანაც უთხრა წასულიყო, რაზეც ა-----–------–---–ი გახდა აგრესიული და ყელში წაუჭირა ხელი, რის შემდეგ მან დაკარგა გონება და როდესაც მოვიდა გონებაზე უკვე იყო აივანზე. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი გონზე მოვიდა მან დაინახა, რომ ა-----–------–---–ი აივანსა და კიბეს შორის იყო ჩავარდნილი, რომელიც ადგა და წავიდა, ხოლო თავად წავიდა რამდენიმე წუთში. მოწმემ ასევე აჩვენა, როდესაც მას სამზარეულოში ა-----–------–---–მა ყელში მოუჭირა ხელი გონების დაკარგვამდე მან სამზარეულოს მაგიდიდან აიღო მისივე კუთვნილი დანა, რომელიც თან შეინახა, რათა ვინმეს იგი არ გამოეყენებინა, ხოლო როდესაც აივანზე მოვიდა გონზე დაინახა, რომ მისი დანა ეგდო „პლოშადზე“, რაც აიღო და ჩაიდო ჯიბეში. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას დანა არ გამოუყენებია და არანაირი დაზიანება ა-----–------–---–ისათვის არ მიუყენებია.

 

ბრალდებულის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმეში დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და მოგონილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებებით, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, დადასტურდა, რომ ა----------–--–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ, დანაშაული თავდამსხმელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა.

 

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში, საკითხი, ადამიანის მკვლელობისა თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა ამოძრავებდა ბრალდებულს, უნდა დადგინდეს არამხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახელდობრ, უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ და ა.შ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე სხდომაზე მოწმეების მიერ მიცემული და დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით დაზარალებულ ა-----–------–---–ს მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, ასევე ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მხარზე, რა დროსაც ა-----–------–---–ი დაეცა და ა----------–--–---–ისა და ა-----–------–---–ის გაშველება მოახერხეს ვ---------–-----ემ და მისმა შვილმა. ამასთან ბრალდებულის დამოკიდებულება დამდგარი შედეგისადმი ცალსახად მიუთითებს განზრახვის მოტივზე - შურისძიებაზე და მიზანზე, დანით სიცოცხლისათვის სახიფათო ორგანოში დარტყმის მიყენებით მოესპო ა-----–------–---–ის სიცოცხლე. ანუ, ა----------–--–---–ის ქმედება დანის დარტყმა, გულმკერდისა და მხრის არეში, იყო დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, თუმცა შედეგი არ დადგა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ის გარემოება, რომ ა----------–--–---–ს დანა არ გამოუყენებია და არ დაურტყია ა-----–------–---–ისთვის სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა, რადგან ორი პირდაპირი მოწმე, რომელიც ცდილობდა ა----------–--–---–ისა და ა-----–------–---–ის გაშველებას ცალსახად მიუთითებს, რომ ა----------–--–---–მა ორჯერ დაარტყა დანა ა-----–------–---–ს. ამასთან ბრალდებულის პოზოცია თითქოს ა-----–------–---–მა დაზიანება მიიღო დაცემისას აღნიშნულიც გამორიცდა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა----------–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მკვლელობის მცდელობა, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა----------–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა----------–--–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა----------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ა----------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.

 

საქმეზე არსებული სისხლის ნიმუში, დანა და მოწითალო ფერის ლაქა განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე