განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-----–---–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ---- ნ--------ე, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.ქ-------ი, ე------–---–--------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ---------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–-----------------ს, საღამოს საათებში, გ---- ნ--------ე მივიდა თავისი მეუღლის დის - ლ---------–---–ის საცხოვრებელ ადგილას, ქ. თბილისში, გ-–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის ეზოდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ლ---------–---–ს, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.4. დაზარალებულმა ლ---------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს იყო ქალიშვილთან, ხ------–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც მათ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა მისი დის მეუღლე - გ---- ნ--------ე და კორპუსის ეზოში ელოდებოდა. გ----სთან ჩავიდა მისი სიძე - ა-–---- ხ-------ი. გ---- ადანაშაულებდა მას ოჯახის დანგრევაში, აგინებდა და ემუქრებოდა, ამბობდა, ,,სახლიდან როგორც კი გამოვა, მოვკლავო“. გ----ს ხმამაღალი საუბარი მას ესმოდა, მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა, რომ იგი ავნებდა მას და მისი ოჯახის წევრებს, რადგან იყო აგრესიული. მას შიში დღემდე არ განელებია.
2.5. მოწმე ა-----------მა განმარტა, რომ დაზარალებული ლ---------–---–ი არის მისი დედა. 2----–-–-----------------ს, საღამოს მისი მეუღლე - ა-–---- ხ-------ი აივანზე ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც დაინახა მათ სახლთან მყოფი გ---- ნ--------ე. გ---- იყო ნასვამი და ა-–---- ჩავიდა მასთან. მას ქუჩიდან საუბარი ესმოდა. თავდაპირველად გ---- ჯერ საკუთარ მეუღლეს კითხულობდა, მერე ეზოდან დაუწყო გინება მის დედას - ლ---------–---–ს, ასევე დაემუქრა, ,,გარეთ როგორც კი გამოხვალ, მოგკლავო“. დედამ გ----ს საუბარი გაიგო, მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა, როგორც საკუთარი თავის, ასევე მისი ოჯახის წევრების გამო და ეს შიში არ განელებია. მან იცოდა, რომ გ---- ნ--------ე შემთხვევის დღეს უნდა გათავისუფლებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობიდან, რის გამოც იყო ფრთხლა და ერიდებოდა ქუჩაში გასვლას.
2.6. მოწმე ა-–---- ხ-------მა განმარტა, რომ დაზარალებული ლ---------–---–ი არის მისი სიდედრი. 2----–-–-----------------ს იყო სახლში, მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და სიდედრთან ერთად. საღამოს, აივანზე ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც ეზოდან დაუძახა გ---- ნ--------ემ. იგი ჩავიდა ეზოში. გ---- იყო გაბრაზებული, რადგან ვერ უკავშირდებოდა მის მეუღლეს - თ-------- (თ---–---ა) ყ-----–---–ს. გ----მ დაუწყო ლანძღვა ლ---------–---–ს, იყო ძალ--ნ აგრესიული და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა ,,მოგკლავო“, რაც ესმოდა არა მარტო ლ---------–---–ს, არამედ მთელს კორპუსს.
2.7. მოწმე დ-------------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს შ----------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------–-----------–---ში დაიწყო გამოძიება გ---- ნ--------ის მიერ ლ---------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. იმავე დღეს, მან პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა დაზარალებული, რომელიც ღელავდა, იყო ძალ--ნ შეშინებული და ტიროდა.
2.8. მოწმე თ---–---ა ყ-----–---–მა განმარტა, რომ ბრალდებული გ---- ნ---------ე არის მისი მეუღლე, რომელიც ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, რა დროსაც იყო აგრესიული და ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. 2----–-–-----------------ს გ---- იყო ნასვამი, მივიდა მასთან სამსახურში და არ მისცა მუშაობის საშუალება. აღნიშნულის გამო მან შეატყობინა საპატრულო პოლიციას, რის გამოც სასამართლომ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. პატიმრობიდან გათავისუფლდა 2----–-–-----------------ს. მან გამოცვალა საკუთარი სახლის კარის საკეტი, რის გამოც გ----მ ვერ შეძლო იქ შესვლა. მოგვიანებით მას დაურეკა მისმა დამ ლ---------–---–მა, იყო განერვიულებული და უთხრა, რომ გ---- იყო მისული მასთან, აგინებდათ და ემუქრებოდათ, ,,ყველას დაგხოცავთო“. ამ ფაქტის გამო ლ---------–---–ი ძალ--ნ ღელავდა და იყო შეშინებული.
2.9. ბრალდებულმა გ---- ნ--------ემ განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან და წავიდა სახლში, თუმცა ვერ შევიდა, რადგან საკეტი დახვდა გამოცვლილი. მეზობლისგან შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ თ---–---ა (თ--------) ყ-----–---–მა, რომელსაც თან ახლდა მისი და ლ---------–---–ი, წინა დღეს გამოცვალა საკეტი. იგი მივიდა ლ---------–---–თან, რადგან ფიქრობდა, რომ მისი მეუღლეც იქ იქნებოდა, თუმცა სახლში არ ასულა, რადგან იყო მოუწესრიგებელი. აივანზე დაინახა ა-–---- ხ-------ი, რომელსაც სთხოვა ეზოში ჩასვლა. ა-–----მ გაუზიარა მისი გულისტკივილი, რომ ლ--, მის ოჯახშიც ერეოდა და შეიგინა სიდედრის მისამართით, ასევე თქვა, რომ უნდა მოეკლა. ა-–----ს მან უთხრა, რომ კი არ უნდა მოეკლა, ხელები და ფეხები უნდა მოეჭრა, რადგან იყო მევახშე და სხვებისგან პროცენტების მიღებას ასე შეწყვეტდა და ასევე ვერ შეძლებდა სხვის ოჯაში ჩარევას. ა-–----სთან საუბარში მან მხოლოდ ის თქვა, რომ ლ-- ნუ ერეოდა მისი ოჯახის საქმეში, თორემ არ იცოდა, რას უზამდა. ლ--ს მისი და ა-–----ს საუბარი არ ესმოდა და არც აივნიდან გადმოუხედავს.
2.10. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.11. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: ოქმი ალკოტესტით შემოწმების შესახებ (30.09.2018), N------ შემაკავებელი ორდერი (26.05.2018), N------ შემაკავებელი ორდერი (26.06.2018), N------ შემაკავებელი ორდერი (16.09.2018).
2.12. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
2.13. სასამართლო შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს, საღამოს, გ---- ნ--------ე იმყოფებოდა მისი მეუღლის დის - ლ---------–---–ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე თბილისში, ვ-------------ის მიმდებარედ.
2.15. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---- ნ--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ---------–---–ს. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.16. დაზარალებულ ლ---------–---–ის ჩვენებით, უტყუარად არის დადგენილი, რომ გ---- ნ--------ე კორპუსის ეზოდან აგინებდა და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, სახლიდან როგორც კი გამოვიდოდა, მოკლავდა. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ლ---------–---–ზე მუქარის ფაქტი, ასევე დაადასტურა ინციდენტის თვითმხილველმა უკლებლივ ყველა მოწმემ. კერძოდ, ა-----------მა განმარტა, რომ გ---- ნ--------ე ლ---------–---–ს აგინებდა და დაემუქრა, გარეთ როგორც კი გავიდოდა, მოკლავდა. რაც შეეხება ა-–---- ხ-------ს, ამ უკანასკნელმაც აღნიშნა, რომ გ---- ნ--------ემ ლანძღავდა ლ---------–---–ს, იყო ძალ--ნ აგრესიული და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა რომ მოკლავდა.
2.17. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.18. სასამართლო, შიშის რეალურობის სუბიექტურად შესაფასებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საფრთხის სწორედ დაზარალებულისეული აღქმა. დაზარალებულმა ლ---------–---–მა ცალსახად დაადასტურა, რომ გ---- ნ--------ის მუქარა მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა, რომ ავნებდა როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს, რადგან იყო აგრესიული და მას შიში დღემდე არ განელებია. შიშის რეალურობის ობიექტურად შესაფასებლად, სასამართლო იშველიებს ინციდენტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს, რომელთა შეფასებითაც, შიში, რომელსაც განიცდიდა ლ---------–---–ი იყო რეალური. მოწმე ა-----------მა დაადასტურა, რომ დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა როგორც საკუთარი თავის, ასევე მისი ოჯახის წევრების გამო და განვლილი დროის მიუხედავად ეს შიში კვლავ ჰქონდა. ასევე საყურადღებოა მოწმის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იცოდნენ რა გ---- ნ--------ის გათავისუფლების თაობაზე, მთელი ოჯახი იყო ფრთხლად, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ გ---- ნ--------ის პერსონა შიშს იწვევდა არა მარტო ლ---------–---–ის, არამედ მთლ--ნად მათი ოჯახის წევრებს შორის. დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, სასამართლოსთვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია მოწმე მოწმე დ-------------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენება, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა დაზარალებული ლ---------–---–ი და მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტიდან გასული იყო რამდენიმე საათი, იგი ისევ ღელავდა, იყო ძალ--ნ შეშინებული და ტიროდა.
2.19. ამდენად, სასამართლოს, წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დადგენილად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ---- ნ--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ---------–---–ს, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, მოწმე ა------------ს ჩვენებით, რომელიც შემთხვევის დროს დედის გვერდით იყო, დაადასტურა რომ დედამ გაიგო გ----ს ხმამაღალი საუბარი და მისი მუქარის შემცველი სიტყვები, რაც აღიქვა რეალურად; გამომძიებელმა დ-------------–---–მა, რომელმაც გამოკითხა ლ---------–---–ი, დაადასტურა, რომ ინციდენტის შემდგომ, დაზარალებული იყო შეშინებული და ტიროდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემადგენლობის ყველა ნიშანი.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- ნ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, გ---- ნ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს მის პიროვნებას - არის ალკოჰოლური სასმელების მომხმარაბელი და მის მიმართ არაერთხელ არის გაცემული შემაკავებელი ორდერი ძალადობის ფაქტზე, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ---- ნ--------ეს ისჯება, ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. ამდენად, კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, რაც, როგორც წესი, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, კერძოდ, ოჯახის წევრთან გ---- ნ--------ის გაუთავებელ კონფლიქტებს, რაც გაგრძელდა მეუღლის ნათესავების ლანძღვითა და დაშინებით; ქმედების განხორციელების სახეს, კერძოდ იმ გარემოებას, რომ გ---- ნ--------ე საჯაროდ, ქუჩაში ლანძღავდა და ემუქრებოდა დაზარალებულს; მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებული ხანგრძლივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში; დამნაშავის წარსულ ცხოვრებას - გ---- ნ--------ის მიმართ გაცემული იყო არაერთი შემაკავებელი ორდერი ცოლზე ძალადობის გამო, რაც უდავოდ მიუთითებს ძალადობისკენ მის მიდრეკილებაზე, ასევე იმ გარემოებას, რომ დაკავების შემდგომ ჩატარებული ტესტით, მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, ასევე მის არაეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და ჩადენილი ქმედების საზოგადობრივი საშიშროებისა და ხასიათის, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ნ--------ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების (ახალი დანაშაულის ჩადენის) თავიდან აცილება, დაზარალებულის ადეკვატური სამართლებრივი დაკმაყოფილება (სამართლიანობის აღდგენა) და დამნაშავის რესოციალიზაცია (საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნება) შესაძლებელია, სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და ყველა უფრო მსუბუქი სასჯელი იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.
6.6. ამდენად, სასამართლოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ---- ნ--------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების რეალურ განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ---- ნ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
2. გ---- ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-----------------დან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე