გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე შპს „ტ--------------------ი“
წარმომადგენელი - და-----------------ა
მოპასუხე შპს „ა---------------------“
წარმომადგენელი - ლე-------------ა
დავის საგანი - მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ა---------------------“-ს შპს „ტ--------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2 949 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის დაკვეთის საფუძველზე გაუწია მომსახურება - მისი ტვირთის საერთაშო-რისო გადაზიდვა. თუმცა, მომსახურების გაწევის პროცესში შეწყვიტა დავალება და მოითხოვა ტვირთის უკან დაბრუნება. ამასთან, დაადასტურა მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევა, თუმცა, მომსახურების ღირებულება დღემდე არ გადაუხდია. მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას მოსარჩელე ადასტურებს მათ შორის ელექტრონული ფოსტის ამონაწერებით.
მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 1------ს მოპასუხისგან მიიღო დასტური მისი ტვირთის - 1-20 კონტეინერის გადაზიდვაზე ე-----------ნ. შესაბამისად, იმავე დღეს დაიჯავშნა აღნიშნული კონტეინერის ტიპის ტრანსპორტირება საზღვაო ხაზის E---------------------- წარმომადგენელთან საქართველოში - შპს „ბ------------------სთან“. დასტურის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ტვირთი მოდიოდა ორი სხვადასხვა საწყობიდან და წარმოიშვებოდა დამატებითი ხარჯი, რის შესახებაც მოსარჩელემ ინფორმაცია მიიღო 1------ს და შემდგომ გასცა საბოლოო დასტური. 1------------ე დაიწყო ტვირთზე ინფორმაციის მოძიება - დაუკავშირდნენ თუ არა ორივე გამომგზავნს და შეათანხმა თუ არა ხაზმა დატვირთვის დეტალები, რომელზეც პასუხი მოსარჩელემ მიიღო 2------ს. დაგვიანება გამოიწვია ერთის მხრივ, იმ ფაქტორმა, რომ გამომგზავნები ვერ ახდენდნენ იდენტიფიციერებას ვის ტვირთზე იყო საუბარი - საპასუხოდ მათი მხრიდან გაგზავნილი იყო ორივე ტვირთის ინვოისი და მეორეს მხრივ, ინვოისის მიღების შემდეგ საზღვაო აგენტები ელოდნენ მომწოდებლისგან დატვირთვაზე დასტურს, რათა შესაბამისად მოთხოვნილი თარიღში გაეგზავნათ კონტეინერი დატვირთვის ადგილას. იმავე დღეს, 2------ს, მოპასუხეს ეცნობა იმ თარიღის შესახებ, რომელშიც იგეგმებოდა კონტეინერის ჩატვირთვა და მას ასევე ეცნობა იმ ფაქტის შესახებ, რომ გამომგზავნებს მოუწევდათ L-- დეკლარაციაზე ხელის მოწერა. არც კლიენტისგან და არცერთი გამომგზავნისგან არ იყო დაფიქსირებული წინააღმდეგობა ამ საბუთზე ხელისმოწერის შესახებ. კონტეინერის ჩატვირთვის რეალური თარიღი იყო 2------ი. მას შემდეგ, რაც გამომგზავნებმა ჩატვირთეს ტვირთი - მათ უარი განუცხადეს ამ საბუთის ხელისმოწერაზე, რაც შეიტყვეს საზღვაო აგენტისგან და დაამატეს, რომ თუ არ იქნებოდა შესაბამისი საბუთი ხელმოწერილი - საზღვაო ხაზი უარს აცხადებდა ამ კონტეინერის გემზე დადებაზე, რადგან ტვირთი იყო არასწორედ ჩატვირთული და იყო დიდი შანსი და რისკი ტვირთის დაზიანების.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ხელისმოწერაზე მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელე მხარის მხრიდან, რაზეც უარი განაცხადეს ვინაიდან შეხება არ ქონდათ კონტეინერის ჩატვირთვასთან და ვერ აიღებდნენ აღნიშნულზე პასუხისმგებლობას. აღნიშნულის შემდგომ, იმავე დღეს 2------ს დამკვეთმა მოითხოვა შეკვეთის გაუქმება და კონტეინერის უკან გამომგზავნის საწყობში მიტანა, დაცლა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განხორციელდებოდა მხოლოდ შესაბამისი ხარჯების გადახდის შემდგომ ამასთან, იმავე მოთხოვნით მიმართეს საზღვაო ხაზს, 31 მაისს საზღვაო ხაზისგან მიიღეს დაწვრილებითი ხარჯების ჩამონათვალი. ხარჯებთან ერთად საზღვაო ხაზმა შესთავაზა მომხდარიყო ტვირთის თავიდან ჩატვირთვა, თუმცა, აღნიშნულზეც უარი განაცხადა მოპასუხე მხარემ.
მოპასუხემ 2018 წლის 31 მაისს და შემდგომში 6 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაადასტურა კონტეინერის უკან დაბრუნების ხარჯები, რაც წარმოადგენდა 1029 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში - 2 949 ლარს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არაერთი ელექტრონული მიმოწერით მხარისთვის ცნობილი იყო აღნიშნული დავალიანების შესახებ, მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს გაეგზავნა ხელშეკრულება ელექტრონულად, თუმცა, მისი მხრიდან არ მიღებულა არც დასტური და არც რაიმე სახის შენიშვნა. საბოლოოდ, კი მოპასუხისგან 2018 წლის 26 ივნისს მიიღო პასუხი, რომ უარს აცხადებდნენ რაიმე თანხის გადახდაზე და თანახმა იყვნენ მიემართათ სასამართლოსთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 შპს „ა---------------------“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. ამასთან, სადაოდ გახადა წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერების კავშირი კომპანიასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ტ--------------------მა“ ვერ დაადასტურა მხარეებს შორის სახელშეკრუ-ლებო ურთიერთობის არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითი-თებული გარემოების დამკტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადა-სტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მხარეებს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ გადაზიდვის ზეპირი ხელშეკრულე-ბის პირობებში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპის გათვალის-წინებით გადაზიდვის მომსახურების ღირებულების არასრულად მიღების მტკიცების ტვირთი ეკისრება შპს “ტ--------------------ს“.
ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა.ა. პუნქტის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი არის ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენა-ხული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს.
მოსარჩელე მხარე სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას აფუძნებს სარჩელზე დართული ელექტრონული ფოსტის მიმოწერებით, რომლის ნამდვილობასაც არ ადასტურებს მოპასუხე მხარე და აღნიშნავს, რომ ამ ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ გადმოტანილია ფურცელზე შეიძლება მოსარჩელის შექმნილიც იყოს, ვინაიდან მას არ ახლავს რაიმე ნიშანი ან თუნდაც კონსტატაციის მასალები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მითითებული კომპიუტერული საშუალე-ბიდან არის ამობეჭდილი და იქ მართლაც არსებობდა ამგვარი მიმოწერა. სასამართლო ეთანხმება მოპასუხის განმარტებას და მიუთითებს, რომ აღნიშნულით არ დასტურდება ხელშეკრულების არსებობა, მისი არსებითი პირობები, მათ შორის, მომსახურების სახეები და ტარიფები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 668-ე, 672-ე, 673-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოსარჩელე თანხის გადახდას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ არ ანაზღაურა გაწეული მომსახურების საფასური.
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 672-ე მუხლით დადგენილია გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრუ-ლების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. ხოლო 673-ე მუხლი ეხება ეხება გადაზიდვის ხელშეკრულების (ზედნადების) რეკვიზიტებს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს ინფორმაციას გადაზიდვის ხელშეკრუ-ლების მხარეთა შესახებ, როგორიცაა: გამგზავნის სახელი, გადამზიდველის სახელი, ტვირთის მიმღების სახელი. ამდენად, ზემოთ მოხმობილ ნორმათა საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მხარეები წარმოადგენენ ტვირთის გადამზიდველს და ტვირთის მიმღებს.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გადაზიდვის ზეპირი ხელშეკრულების შესრულების მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელე მხარეს, რომელმაც ვერ დაადას-ტურა მოპასუხე მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა მხარეებს შორის გადაზიდვის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახ-დება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა შპს „ტ--------------------ი“-ს სარჩელი, მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება, აგრეთვე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს "ტ--------------------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტი-ლების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე