განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
090100118002763105
დავის ტიპი
276 6
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/43–2018) 090100118002763105

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–--------ის

ბრალდებულის - ბ---------–----

ადვოკატის – მ----------------–---ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ბ---------–---- მიმართ

მამის სახელი: ჟორა;

დაბადებული: 1--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უ-----–--ი;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

პირადი ნომერი: 0----------;

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მ----–----–------------------–-------------------------------------------–-------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მ----–----–------------------–-------------------------------------------–-------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართრლის კოდექსის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში გამავალ ამბროლაური – ონის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბ-----------–---მ, ვერ უზრუნველყო ,,მერსედეს ბენცი“–ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით CH200EL ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.2 მუხლების მოთხოვნები, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ონის მიმართულებით მოძრავ ნ---------------–---–-- მართვის ქვეშ მყოფ ,,კავაკასი ვულკანი“–ს მარკის სახელმწიფო NCC 2404 მოტოციკლს, რის შედეგადაც ნ---------------–---–ი გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 04 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.207–211).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.ბ---------–---- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და საბოლოო სიტყვაში მიუთითა მხოლოდ ერთი: ,,ჯობდა მის ადგილზე მე ვყოფილიყავი“.

 

5.მოწმის სახით დაკითხული ბექა ლამაზოშვილის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება რომ ისვენებდა ქ. ონში და სტუმრად ელოდებოდა თბილისიდან მომავალ მეგობარს – ნ---------------–---–ს, რომელიც გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი ,,კავაკასი ვულკანი“–ს მარკის, შავი და წითელი ფერებით გაწყობილი სახელმწიფო NCC 2404 მოტოციკლით. მასთან კავშირი გაწყდა. ამავე დროს შეიტყო ამბროლაური – ონის გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ. ვინაიდან ნ---- დააგვიანა და კონტაქტსაც ვერ ამყარებდა, წავიდა სიტუაციის გასარკვევად. ამბროლაურში ჩასვლამდე გზაზე შეხედა რომ ,,მერსედეს ბენცი“–ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით CH200EL ავტომანქანა შეჯახებული იყო ნ---ს მოტოციკლს. პოლიციამ ხევიდან ამოიღო ჩაფხუტი და ტანსაცმელი. მიხვდა, რომ ნ--- ხევში იყო გადავარდნილი (ს.ფ. 41–44).

 

6.მოწმეთა სახით დაკითხული გიორგი ჯოხაძის და გიორგი ქურციკიძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 20 საათისათვის მოძრაობდნენ შემოვლაზე სამსახურებრივი ავტომანქანით ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში. მოძრაობისას, ონის რაიონის საზღვართან მისვლამდე შეამჩნიეს, რომ ,,მერსედეს ბენცი“–ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით CH200EL ავტომანქანა შეჯახებული იყო მოტოციკლზე, შემდეგ ბეტონის პარაპეტზე. გადაგდებული ჰქონდა ბეტონის პარაპეტი მდინარე რიონის ხეობაში და წინამხრით იდგა ხევის პირთან. პარაპეტის ადგილზე, ხოლო მოტოციკლის მძღოლი არ ჩანდა. დარეკეს სამორიგეო ნაწილში და აცნობეს მომხდარის შესახებ. ადგილზე მისვლისას ბ---------–---- ეტყობოდა მძაფრი ალკოჰოლის სუნი, გადმოსული იყო მანქანიდან და ამბობდა ,,ეს რა ვქენიო”. შეკითხვაზე უპასუხათ, რომ ონიდან ამბროლაურის მიმართულებით მიმავალს მოუვიდა შეჯახება. ბ---------–---- რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. შეჯახება მომხდარი იყო ბ---------–---- მოძრაობის ზოლის საპირისპირო მოძრაობის ზოლში. არის დაუსახლებელი პუნქტი. მართალია შეჯახება მოხდა გზის სწორ მონაკვეთზე, მაგრამ ახლოს არის მოსახვევი და გზა გაყოფილია უწყვეტი ღერძულა ხაზით. შემთხვევის ადგილზე მისულმა პირმა ამოიცნო მოტოციკლი და გაირკვა მისი მესაკუთრის ვინაბა, რომ ის იყო ონში სტუმრად მიმავალი ნ---------------–---–ი. მოტოციკლი ეგდო მის სამოძრაო ზოლში გვერდულის ახლოს, ხოლო მერსედესი შეჯახებული იყო მოტოციკლზე, მოტოციკლის სამოძრაო ზოლში(ს.ფ.48–50; 51–53);

 

7.მოწმეთა სახით დაკითხული ი-–------–--------ს და ა-–------------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება რომ არიან მეხანძრე–მაშველები. 2018 წლის 21 სექტემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 20 საათისათვის შევიდა შეტყობინება ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, სადაც ითხოვდნენ სამაშველო სამსახურს. როდესაც ავიდნენ ონის რაიონის საზღვართან, შეამჩნიეს რომ ,,მერსედეს ბენცი“–ს მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით CH200EL, შეჯახებული იყო ,,კავაკასი ვულკანი“–ს მარკის მოტოციკლზე, სახელმწიფო NCC 2404. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე არ ჩანდა. სავარაუდოდ გადავარდნილი იყო მდინარე რიონის ხეობაში. ადგილზე მისვლისთანვე დაიწყეს გადავარდნილი მოტოციკლისტის ძებნა, რომელიც ნაპოვნი იქნა 22 სექტემბერს, დაახლოებით 16 სააზე (ს.ფ.74–76; 77–79);

 

8.დაზარალებულის უფლებამონაცვლის სახით დაკითხული თ----–-------------–---–ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ჰყავდა შვილი, ნ---------------–---–ი, რომელიც მისი კუთვნილი ,,კავაკასი“–ს მოდელის მოტოციკლით, 2018 წლის 21 სექტემბერს წავიდა ქ. ონში მეგობრებთან. ნ---ს დიდი ხნის მანძილზე ჰყავდა მოტოციკლი, კარგად ჰქონდა განვითარებული როგორც მოტოციკლის, ისე ავტომობილის მართვის უნარები და მოძრაობდა უსაფრთხოდ. ასევე ჰქონდა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და ყოველთვის გადაადგილდებოდა ჩაფხუტით. იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, მის ოჯახში დარეკეს ნ---ს მეგობრებმა, რომლებიც მას ელოდებოდნენ ონში. ნ---ს რომ დააგვიანდა ონში ასვლა და ტელეფონსაც არ პასუხობდა, თან გაუგიათ ავარიის შესახებ, წასულან საძებრად. ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში უნახავთ რომ ნ---ს მოტოციკლზე შეჯახებული იყო ,,მერსედესი“–ს მარკის ავტომანქანა როგორც მოგვიანებით შეიტყო, მას მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ---------–--ე. მისი დაუდევრობით დაკარგა შვილი. ითხოვს ბრალდებულის დასჯას კანონის მთელი სიმკაცრით. (ს.ფ.129–130);

 

9. ალკოტესტით შემოწმების შესახებ 2018 წლის 21 სექტემბრის ოქმით დგინდება, რომ მითითებულ დღეს, 16:20 საათზე ,, FiT 240“ ალკოტესტით N0000000014010323 ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებული იქნა ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“–ს სახელმწიფო ნომრით CH200EL –ის მძღოლო ბ---------–--ე პ/ნ 0----------. შემოწმებისას ალკოტესტმა აჩვენა 1.440%, რაც ნიშნავს, რომ შემოწმებისას ის იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში(ს.ფ.65–67);

 

10.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო – კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 21 ოქტომბრის N768/ა–105/ატრ ექსპერტის დასკვნით, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლის, ბ---------–---- მოქმედება, რაც აღნიშნულ სიტუაციაში არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.2 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

რაც შეეხება მძღოლის, ნ---------------–---–-- მოქმედებას, აღნიშნულ სიტუაციაში მის მოქმედებაზე არ იქნებოდა დამოკიდებული მომხდარი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, რადგან ის მოძრაობდა მის სამოძრაო ზოლში სხვა საგზაო მონაწილეებისაგან უსაფრთხოდ.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,მერსედეს ბენცი“–ს მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით CH–200–EL, მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,კავაკასი“–ს მოდელის სახელმწიფო NCC 2404 მოტოციკლი, მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში (ს.ფ.120–124).

 

11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის N006639018 სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ნ---------------–---–-- სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი–შერწყმული ტრავმა, ჩონჩხის ძვლების და შინაგანი ორგანოების დაზიანებით. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის დადგომიდან, გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი არაუმცირეს 24 საათისა.

 

ნ---------------–---–ს გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ქალა–ტვინის ბლაგვი ტრავმა, სისხლჩაქცევებით თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემის რბილ გარსებში, ქალა–სარქველის და ქალა–ფუძის ძვლების დამსხვრეული მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობებით. ორმხრივი, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, მოტეხილი ბოლოების შეღწევით ორთავე პლევრის ღრუში, ფილტვების ქსოვილის და მფარავი პლევრის დაზიანებით. მრავლობითი, უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ორთავე ფილტვის ქსოვილზე. პლევრის ღრუში მარჯვნივ 600 მლ.მდე და მარცხნივ 300 მლ–მდე სისხლი და სისხლის კოლტები. სისხლნაჟღენთი მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში. მარჯვენა დიდი და მცირე წვივის ძვლების მოტეხილობა ზედა მესამედის დონეზე. უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში – მარცხენა დიდი და მცირე წვივის ძვლების ღია მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე. მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე. ზედა ყბის მოტეხილობა პირველ კბილთა შორის საპროექციო მიდამოში და ქვედა ყბის მოტეხილობა მარცხნივ III-IV კბილთა შორის საპროექციო მიდამოში, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ცხვირის ძვლების დამსხვრეული მრავალფრაგმენტული მოტეხილობები ზედა, შუა და ქვედა მესამედების დონეზე. მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, სისხლჩაქცევა ქვედა ტუჩის მიდამოში, შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე მარჯვნივ– განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან – სიკვდილთგან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითთებულ თარიღს.

 

ქიმიურ– ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნ---------------–---–-- გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, იპიატები, ბუპრენორფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი(ს.ფ. 132–142);

 

12.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის N007019618 ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ბ---------–---- სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, იპიატები, ბუპრენორფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი.

 

,,ბ---------–---- სისხლის ნიმუშში“ აღმჩენილი 2.51% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მძიმე ხარისხს.(ს.ფ.167–172);

 

13.2018 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ბ---------–----, 2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში გამავალ ამბროლაური – ონის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დაარღვია ავტომობილის მოძრაობისას უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.175 – 177);

 

14.ბ---------–---- მიმართ მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 22 სექტემბრის მოწმე გ-----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 22 სექტემბრის მოწმე გიორგი გრიგოლაშვილის გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 22 სექტემბრისა და 15 ნოემბრის ბრალდებულ ბ---------–---- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 21 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული სქემით და ფოტოცხრილით, 2018 წლის 21 სექტემბრის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, 2018 წლის 21 სექტემბრის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ და ალკოტესტის ამონაწერით, 2018 წლის 22 სექტემბრის გვამის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 22 სექტემბრის გვამის ამოცნობის ოქმით, 2018 წლის 22 სექტემბრის ტანსაცმლისა და პირადი ნივთების ამოღების ოქმით, 2018 წლის 7 ნოემბრის დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2018 წლის 7 ნოემბრის დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის ინფორმაციის მიწოდებისა და საქმის მასალების გაცნობის ოქმით, 2018 წლის 13 ნოემბრის ბ---------–---- დაკავების ოქმით, 2018 წლის 13 ნოემბრის ბრალდებულისავის უფლებების განმარტების ოქმით, 2018 წლის 13 ნოემბრის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ, 2018 წლის 13 ნოემბრის ოქმით ოჯახის წევრზე ბრალდებულის დაკავების შეტყობინების შესახებ, 2018 წლის 14 ნოემბრის და 15 ნოემბრის ოქმებით მტკიცებულებების გაცვლის შესახებ, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით CD დისკზე, გვამის დათვალიერების ფოტოცხრილით CD დისკზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ანაწმენდით, მოტოციკლისტის ჩაფხუტით, მომწვანო ქურთუკით, ერთი ცალი სპორტული ფეხსაცმელით, ჩაფხუტის სათვალით, ჩაფხუტის შესაკრავი ღვედით, მოტოციკლი ,,კავასაკი ვულკანი“–თ, სახელმწიფო ნომრით CC2404, პროზექტურიდან ამოღებული ნ---------------–---–-- ტანსაცმელით და პირადი ნივთებით (მოშავო ფერის ქამარი შესაკრავი ჩანთა, სამსუნგის მობილური ტელეფონი მოშავო ფერის ტყავის ბუდით, მოლურჯო ფერის სათვალე, მოშავო ფერის ტყავის მაგნიტიანი ბარათების შესაკრავი, ხუთი ცალი პლასტიკური ბარათი, მათ შორის: ერთი ,,თიბისი ბანკი“–ს და ერთი ცალი ,,ემერიქან ექსპრესი“–ს ბარათი, ორი ცალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ერთი ცალი ნ---------------–---–-- სახელზე გაცემული აიდი ბარათი, მოცისფრო ფერის სანთებელა, ერთი ცალი ოც თეთრიანი და ერთი ცალი 10 თეთრიანი მონეტა), ავტომანქანა მერსედესით, სახელმწიფო ნომრით CH200EL, 2018 წლის 28 სექტემბრის ბესიკ ჭელიძის ნასამართლობის ცნობით, 2018 წლის 28 სექტემბრის ბ---------–---- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2018 წლის 28 სექტემბრის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბ---------–---- მიმართ, 2018 წლის 01 ოქტომბრის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბ---------–---- შესახებ, 2018 წლის 21 სექტემბრის შეტყობინებებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2018 წლის 21 სექტემბრის საჯარიმოს აქტით მერსედესის შესახებ, ინფორმაციით ბ---------–----ა და მისი ავტომანქანის შესახებ, ინფორმაციით ნ---------------–---–--ა და მისი მოტოციკლის შესახებ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2018 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების ჩატარების შესახებ, 2018 წლის 23 სექტემბრის შუამდგომლობით ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 7 ნოემბრის დადგენილებით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, 2018 წლის 12 ნოემბრის შუამდგომლობით დაკავების შესახებ, 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით პირის დაკავების შესახებ, 2018 წლის 23 ნოემბრის ბ---------–---- ფორმა N 100–თ, ნ----------–---–-ს ფორმა N100–თ, ბ---------–---- დახასიათებით, 2018 წლის 15 ნოემბრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 16 ნოემბრის ცნობით პენიტენციური დაწესებულებიდან ბ---------–---- შესახლების შესახებ.

 

15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ბ---------–---- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---------–---- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში–დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

17. ბ---------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დაზარალებულის მკვეთრად გამოხატული პოზიციის გამო მასთან შეურიგებლობა.

 

18. ბ---------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლევი), არის დ------------–-, ხასიათდება დადებითად, მის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას ფატალური შედეგის მიუხედავად, არის ონკოლოგიური ავადმჯოფი, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ---------–---- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ---------–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: დადებითი დახასიათება, შეუბღალავი წარსული, ოჯახური მდგომარეობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ბ---------–---- მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ბ---------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.

 

2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 ნოემბრის 15 საათისა და 25 წუთიდან – ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროდან.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ბ---------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

– შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე

– გვამის დათვალიერების ფოტოცხრილი CD დისკზე

დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში დაცული ნივთიერი მტკიცებულებებიდან,:

 

– შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ანაწმენდი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

– მოტოციკლისტის ჩაფხუტი, მომწვანო ქურთუკი, ერთი ცალი სპორტული ფეხსაცმელი, ჩაფხუტის სათვალე, ჩაფხუტის შესაკრავი ღვედი, პროზექტურიდან ამოღებული ნ---------------–---–-- ტანსაცმელი და პირადი ნივთები, მოშავო ფერის ქამრით შესაკრავი ჩანთა, სამსუნგის მობილური ტელეფონი მოშავო ფერის ტყავის ბუდით, მოლურჯო ფერის სათვალე, მოშავო ფერის ტყავის მაგნიტიანი ბარათების შესაკრავი, ხუთი ცალი პლასტიკური ბარათი, მათ შორის: ერთი ,,თიბისი ბანკი“–ს და ერთი ცალი ,,ემერიქან ექსპრესი“–ს ბარათი, ორი ცალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ერთი ცალი ნ---------------–---–-- სახელზე გაცემული აიდი ბარათი, მოცისფრო ფერის სანთებელა, ერთი ცალი ოც თეთრიანი და ერთი ცალი 10 თეთრიანი მონეტა– საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

 

ზესტაფონში, სპეც. ავტოსადგომზე (სტაროსელსკის ქუჩა N41), დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე დაყენებული სატრანსპორტო საშუალებებიდან:

 

– მოტოციკლი ,,კავასაკი ვულკანი“, სახელმწიფო ნომრით CC2404, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

– ავტომანქანა მერსედესი, სახელმწიფო ნომრით CH200EL დაუბრუნდეს ბ---------–---- ოჯახს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი