განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
140100118002496188
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002496188

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/222-18 14 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–ის,ბრალდებულ - ი-–-- ა-----–---–-ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011090518001 საქმე ი-–-- გ-------- ძე ა-----–---–-ს (დაბადებული 1--- წლის 1-------------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ვ------–-- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ი-–-- ა-----–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვ------–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის აივანზე, ი-–-- ა-----–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მამის - გ------ ა-----–---–-ს მიმართ. კერძოდ, მან გ------ ა-----–---–ს იატაკის საწმენდი ჯოხი ერთხელ დაარტყა ზურგის არეში, ასევე ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც გ------ ა-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ბრალდებულმა ი-–-- ა-----–---–მა განმარტა, რომ მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელით და არა იატაკის საწმენდი ჯოხით. გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე, ამასთან საბოლოო სიტყვაში ითხოვა პატიება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-- ა-----–---–- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------ ა-----–---–-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებული მისი შვი-–--. 2018 წლის 09 მაისს, ი-–--მ უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი. მან თავი აარიდა და წავიდა ბიძაშვილთან. სახლში დაბრუნების შემდეგ ი-–-- ა-----–---–მა კვლავ განაგრძო ჩხუბი, აივანზე იატაკის საწმენდი ჯოხი ერთხელ დაარტყა ზურგის არეში, შემდეგ მოქაჩა საყელოზე, რა დროსაც დაიხა მაისური, შემდეგ კი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში. თითოეული დარტყმის შედეგად მან განიცადა ტკივილი.

2018 წლის 09 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული იქნა გ------ ა-----–---–-ს კუთვნილი ტანსაცმელი.

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ი-–-- ა-----–---–- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 09 მაისს 19:25 საათზე.

2018 წლის 09 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ვ------–- გ------ ა-----–---–-ს საცხოვრებელ სახლში. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა იატაკის საწმენდი ჯოხი.

სასამართლო-სამედიცინო №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ------ ა-----–---–ს 2018 წლის 10 მაისს 12:22 საათზე, აღენიშნებოდა ნაჭდევები სხეულზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

ბიოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნით დასტურდება, რომ გ------ ა-----–---–-ს ქურთუკზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი გ------ ა-----–---–-ს მაისურზე არსებული დაზიანებები გახევის სახით, წარმოქმნი-–-- ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. გამოკვლევაზე წარმოდგენილ გ------ ა-----–---–-ს ქურთუკზე და შარვალზე არსებული გამჭოლი და ზედაპირული დაზიანებები, წარმოქმნი-–-- გახეხვით და გაგლეჯვით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: მ----- ჭ----------–მა, ვ---- მ----–--ემ, გამომძიებლებმა: გ------- მ-----–---–მა, ჯ--–--- მ------–---–მა, მოწმეებმა: ვ-–- ხ------–---–მა და შ------- ა-----–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მას იატაკის საწმენდი ჯოხი არ დაურტყამს დაზარალებულისათვის, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ი-–-- ა-----–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმე გ------ ა-----–---–-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ბრალდებულის მიერ როგორც ხელის, ასევე იატაკის ჯოხის დარტყმის ფაქტი. გ------ ა-----–---–-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაშია გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო №--------- დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, გ------ ა-----–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, გამოკვლევაზე წარმოდგენილი - გ------ ა-----–---–-ს მაისურზე არსებული დაზიანებები გახევის სახით, წარმოქმნი-–-- ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ გ------ ა-----–---–ს მიყენებული ჰქონდა ერთზე მეტი დაზიანება, რაც ბუნებრივია ვერ მოხდებოდა მხოლოდ ხელის ერთი დარტყმით, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც მან განმარტა, რომ ჩხუბისას ი-–-- ა-----–---–მა მას მოქაჩა საყელოზე, რამაც მაისურის გახევა გამოიწვია.

გარდა აღნიშნულისა, ი-–-- ა-----–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, რომელთა სისწორეც დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელმა და მასში მონაწილე პირებმა, ასევე ექსპერტიზების დასკვნებით, რომელთა სისწორეც დაადასტურეს დაკითხულმა ექსპერტებმა.

საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-- ა-----–---–ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დამდგარ შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, დამოკიდებულებას მომხდართან და მიაჩნია, რომ ი-–-- ა-----–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-–-- ა-----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

ი-–-- ა-----–---–-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 მაისიდან.

ი-–-- ა-----–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ტანსაცმელი და იატაკის საწმენდი ჯოხი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე