განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/303-18 17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №03----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–- ორ---------ე;
დაცვის მხარე - გ---- ჯა----–---–ი
ბრალდებული - მი----ა ტა-----–ის ძე ჭა------ი (დაბადებული 19-- წლის 17 მარტს, პირადი №23---------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: თი-----ის რაიონის სოფელ ლი–--ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ძვ. რედ) - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 17: 30 საათზე, თი-----ის რაიონის სოფელ ლი–--ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მი----ა ჭა------მა, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებული კონფლიქტის მოტივით, იმაზე გაღიზიანებულმა, რომ მამა ილ-- (ტა-----–) ჭა------მა სთხოვა დახმარებოდა თივის გადაზიდვაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, შემდეგ კი მძინარეს რამდენჯერმე მუშტები ჩაარტყა სახის არეში და საწოლიდან წამომდგარი წააქცია იატაკზე და კვლავ რამდენჯერმე სახისა და სხეულის არეში დაარტყა მუშტი, რის გამოც მან თავი დაარტყა სკამს და წამოუვიდა სისხლი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მი----ა ჭა------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ილ-- (ტა-----–) ჭა------ის გამოძიებაში მიცემული ინფომარციით დადგენილ--, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ილ-- ჭა------ი იმყოფებოდა სახლში და ეძინა ტანსაცმლ--ნად, როდესაც გონზე მოვიდა საწოლზე დაწოლილს მუშტებით ცემდა მი----ა ჭა------ი სახის არეში, წააქცია იატაკზე და აგრძელებდა ცემას, მან თავი დაარტყა სკამს და წამოუვიდა სისხლი, ხოლო დაზარალებულის მეუღლე ცი–---- ჭა------ი ცდილობდა მი----ა ჭა------ის შეკავებას. ცემის შედეგად ილ-- ჭა------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. სამედი–---- ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ილ-- ჭა------ს სამედი–---- შემოწმებისას აღენიშნებოდა - ორივე თვალბუდის, ყვრიმალის, შუბლის, ცხვირის, მარცხენა ბეჭის და მარცხენა მხრის სახსრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმთელობის მოშლის გარეშე.
2.4. ბიოლოგიური ექსპერტიზის №03---------- დასკვნის თანახმად, ილ-- ჭა------ის სისხლი მიეკუთვნება OaB/I / ჯგუფს. ილ-- ჭა------ის პერანგზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამინის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება OaB/I / ჯგუფს.
2.5. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1---/ტრ დასკვნის თანახმად, ილ-- ჭა------ის პერანგის და მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ღილების ამოგლეჯის, გახევის და ნაკერის განარღვევის სახით, წარმოქმნილ-- ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. გამოკითხვის ოქმებითა და საქმის მასალებით დადგენილ--, რომ ილ-- (ტა-----–) ჭა------ი არის ბრალდებულ მი----ა ჭა------ის მამა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: რა---- წი---–-–---–ის, ლ--ნა ცა-–------–-–---–ის, ცი–---- ჭა------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ილ-- (ტა-----–) ჭა------ის გამოკითხვის ოქმები, თ----- და-----–---–ის, ზი------- ლო--–---–ის, ნ--- რა-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, მი----ა ჭა------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგლის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, ნივთმტკიცების სახით ამოღებული ილ-- ჭა------ის ტანსაცმელი, სამედი–---- ბარათი, და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მი----ა ჭა------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ. რედ) გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ მი----ა ჭა------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინ---ებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი ამოწურულ--, ერთ ოჯახად ცხოვრობენ, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
5.4. სწორედ, სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მი----ა ჭა------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მი----ა ჭა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ. რედ) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. მი----ა ჭა------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.
3. მი----ა ჭა------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. გაუქმდეს მი----ა ჭა------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად - გ------------–-ს (პირადი №23---------) კუთვნილი უძრავი ქონების - 1951.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, (მდებარე თი-----ის რაიონის სოფელი არ-----, საკადასტრო კოდი 73.0--------) 10 000 (ათი ათასი) ლარის ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.
5. მი----ა ჭა------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ილ-- (ტა-----–) ჭა------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, სისხლის ნიმუში განადგურდეს, ხოლო სამედი–---- ბარათი N52 დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი