განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/-------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ქეთევან ხელაძე,ბრალდების მხარე
პროკურორი გი------------–--ე,დაცვის მხარე
ადვოკატი გი----------------–---–ი,ბრალდებული: დ----------------ე,დაბადების თარიღი: 0-----------------–--–--
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------
განათლება: უმაღლესი,ნასამართლობა: არ მქონე,რეგისტრაციის ადგილი: ქ.თბილისი, ვ---------–------------–--------------------------------
საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, ვ---------–------------–--------------------------------
სისხლის სამართლის საქმე 0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------------- განკარგულების საფუძველზე დ----------------ე დაინიშნა ქ--------------–- სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, ამდენად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების განუხრელად დაცვა. მიუხედავად აღნიშნულისა, დ----------------ემ განიზრახა სხვისთვის გამორჩენის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს 2008 წლის 1------------ ბრძანებით ქ---------------- გუბერნიას ინფრასტრუქტურის პროგრამების განხორციელების მიზნით უსასყიდლოდ გადაეცა სპეცტექნიკა - გრეიდერი H------------ სახელმწიფო ნომრით Y----- და ბულდოზერი ,,----–--------- სახელმწიფო ნომრით Y------ დ----------------ე მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების მმართველობის ქვეშ მყოფი ფირმების შპს ,,ავ-------------------------“-სა და შპს ,,ტ-----------“-ისათვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით უსასყიდლოდ გადასცა ზემოხსენებული სპეცტექნიკა, რის შედეგადაც 2011-2012 წლებში შპს ,,ავ-------------------------“-ში და შპს ,,ტ-----------“-ში გრეიდერი H------------ უსასყიდლოდ ნამუშევარი აქვს 148 დღე, ხოლო ბულდოზერი ,,----–----------ს ნამუშევარი აქვს 229 დღე. აღნიშნული სპეცტექნიკის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იჯარით გაცემის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლის სახით მიიღებდა 248 400 ლარს. ამდენად, დ----------------ის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, დ----------------ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
დაზარალებულმა თე------------–---–მა განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფომ გუბერნიას გადასცა მძიმე ტექნიკა გადაუდებელი საჭიროებისთვის. ზიანთან დაკავშირებით მისთვის მხოლოდ გამოძიებით დადგენილი გარემოებები არის ცნობილი, რომელსაც არც უარყოფს და არც ეთანხმება. გუბერნიის დებულებით, გადაცემული ტექნიკის კერძო პირებზე გაქირავება ან იჯარით გაცემა არ შეიძლებოდა, მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლოა, თუმცა ზუსტად არ იცის. დღეის მდგომარეობითაც, მოძრავი სახელმწიფო ქონების(მძიმე ტექნიკა) გაქირავება ან იჯარით გაცემა არ შეიძლება.
მოწმე ჭა-------------ის ჩვენებით, დ----------------ის გუბერნატორობის პერიოდში მუშაობდა ერთერთ კომპანიაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ასრულებდა სახელმწიფო დაკვეთებს. მას დ----------------ესთან შეხება ჰქონდა მაშინ, როდესაც ასრულებდა სახელმწიფო დაკვეთებს. როგორც წესი ინტერესდებოდა იმით თუ როგორ მიდიოდა სამუშაოები. რაც შეეხება სპეციალურ ტექნიკას, 2011 წელს დაზიანდა მა----------ს სათავე, მათი კომპანია ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა კომპანიის ტექნიკამ ვერ შეძლო პრობლემის აღმოფხვრა, რაზედაც დახმარებისთვის მიმართეს დ----------------ეს. დ----------------ემ მათ დართოთ ნება გამოეყენებინათ გუბერნიის ტექნიკა. სპეციალურ ტექნიკასთან დაკავშირებით დ----------------ესთან იმყოფებოდა ავ--------–------------თან ერთად. ტექნიკა მუშაობდა რუ------ს ავ-------------აზე, საიდანაც მათ წამოიყვანეს. აღნიშნული ტექნიკა კომპანიას დასჭირდა გა--------–-ც, როდესაც ასევე სახელმწიფო დაკვეთას ასრულებდნენ. მას ზუსტად არ ახსოვს ვის შეხვდა ტექნიკასთან დაკავშირებით, ასევე არ ახსოვს საიდან წამოიყვანეს სპეციალური ტექნიკა. მისივე განმარტებით, ირ---–-------------ს იცნობს. მასთან ირ---–-------------ს არ ჰქონია საუბარი გუბერნიის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკაზე. როდესაც მას (ირ---–-------------) სჭირდებოდა, ის კომპანიის ტექნიკით ეხმარებოდა. დ----------------ესთან ტექნიკასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა მხოლოდ სტიქიური შემთხვევების დროს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ავ--------–-----------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ის და ჭა-------------ე დ----------------ეს შეხვდნენ მისსავე კაბინეტში, სადაც ამ უკანასკნელმა თანხმობა განუცხადათ სპეციალური ტექნიკის გამოყენების თაობაზე და უთხრა მათ, რომ ტექნიკა მუშაობდა ავ-------------აზე, საიდანაც შეეძლოთ მისი ტრანსპორტირება.
მოწმე ზუ-------------ს ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობდა ქ---------------- სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის საფ-------------------------------------–---------–-ს თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა გუბერნიის ადმინისტრაციის ფინანსური საკითხების და მისი ქონების ზედამხედველობა. მისი მუშაობის პერიოდში ქ---------------- გუბერნატორი იყო დ----------------ე. ქ---------------- გუბერნიას ინფრასტრუქტურის პროგრამების განხორციელების, ასევე მუნიციპალიტეტებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა სპეციალური ტექნიკა - გრეიდერი და ბულდოზერი. განკარგულებაში პირდაპირ გაწერილი იყო თუ რაში უნდა გამოეყენებინათ ტექნიკა. გუბერნიის ეზოში ის აღნიშნულ ტექნიკას ვერ დააყენებდა, ვინაიდან გუბერნიას არ გააჩნდა სპეციალური ტექნიკის განსათავსებელი ადგილი. მან თვითონ მოძებნა ტერიტორია რუ------ს ავ-------------აზე, სადაც განთავსდა კიდეც ხსენებული ტექნიკა. კომუნიკაცია ჰქონდა ავ-------------ის ხელმძღვანელთან ირ---–-------------სთან და თუ რომელიმე რეგიონს ან მუნიციპალიტეტს ტექნიკის გამოყენების საჭიროება დაუდგებოდა მიყავდათ ავ-------------იდან. ამასთან დაკავშირებით არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. გუბერნია კერძო სტრუქტურასთან ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდა. ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო სპეციალური ტექნიკა ძალიან დიდია, შესაბამისად ზუსტად თუ სად იდგა ტექნიკა მან არ იცის. მისი თანამდებობიდან გამომდინარე ტექნიკა მას ებარა და დ----------------ისგან მიღებული ჰქონდა დავალება, რომ მოევლო სპეციალური ტექნიკისთვის და გამოეყენებინა რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ანუ ტექნიკა გამოეყენებინა სახელმწიფო მიზნებიდან გამომდინარე. დ----------------ესთან არ შეუთანხმებია სპეციალური ტექნიკის განთავსების ადგილი, ისევე როგორც მან (დ----------------ე) არ იცოდა თუ როგორ ხდებოდა ტექნიკის ექსპლუატაცია. დ----------------ეს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ სპეციალური ტექნიკა შპს-თვის გადაეცა.
მოწმე და---------–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ თანადამფუძნებელი და 50% წილის მფლობელია შპს ,,ტ-----------“-ის და შპს ,,ავ-------------------------“-ის, მისი პარტნიორია ირ---–-------------. იგი არ ერეოდა შპს-ების საქმიანობაში და მან არ იცის ავ-------------ების მშენებლობა როგორ განხორციელდა, ასევე არ იცის თუ რა სახის სპეციალური ტექნიკა იქნა გამოყენებული მშენებლობისთვის.
მოწმე ირ---–-------------ს ჩვენებით დგინდება, რომ შპს ,,ავ----------------------------ის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. შპს მისმა მეგობარმა გი-----------------ა დაარეგისტრირა 2011 წელს. ავ-------------ის მშენებლობის დროს მან დაიქირავა სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორციელდებოდა მშენებლობა. ავ-------------ის მშენებლობის გარკვეული სამუშაოები ჩაატარა შპს ,,გზ-----–--–მა“, რომელიც სამუშაოების ჩატარების დროს იყენებდა სპეციალურ ტექნიკას. მისი ძმა დ----------------ე იყო ქ---------------- გუბერნატორი. მისთვის, როგორც გუბერნატორთან რაიმე თხოვნა არ ჰქონია მშენებლობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რომელიმე მის თანამშრომელს შპს-დან. ავ-------------ის მშენებლობაში დ----------------ე რაიმე ფორმით ჩართული არ ყოფილა.
მოწმე სი---------–-----მა განაცხადა, რომ 2011 წელს მუშაობდა თე-----–------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მუნიციპალიტეტის გამგეობამ გუბერნიას მიმართა თხოვნით სპეციალური ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც მიღებული იქნა გუბერნატორის განკარგულება და გარკვეული პერიოდით თე-----–------- მუნიციპალიტეტს გადაეცა სპეციალური ტექნიკა. მუნიციპალიტეტს სპეციალური ტექნიკა ესაჭიროებოდა შიდა სასოფლო გზების მოხრეშვისა და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის.
მოწმე რე-----–---–----–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა წ--–--ს მუნიციპალიტეტში. მას დ----------------ესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. ერთ-ერთ თათბირზე დ----------------ისგან შეიტყო, რომ გუბერნიას შეძენილი ჰქონდა მძიმე ტექნიკა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა სტიქიური შემთხვევების დროს. საჭიროების შემთხვევაში წ--–--ს მუნიციპალიტეტს ზუ--------------თან ჰქონდა კომუნიკაცია სპეციალური ტექნიკის თაობაზე. როგორც წესი ასეთ შემთხვევებზე გუბერნატორს არ აწუხებდნენ. მას ორჯერ ჰქონდა კომუნიკაცია ზუ--------------თან სპეციალური ტექნიკის თაობაზე და ორივეჯერ დილით ადგილზე იქნა მიყვანილი ტექნიკა.
მოწმე ზა---------------მ განმარტა, რომ თათბირზე მისთვის გუბერნატორისგან ცნობილი გახდა სპეციალური ტექნიკის არსებობის შესახებ და შეეძლოთ აღნიშნული ტექნიკის გამოყენება საჭიროებისამებრ. ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გაერკვიათ ზუ--------------თან, რომელიც იყო საფ-------------------------------------–---------–-. სპეციალური ტექნიკა საჭიროებისამებრ რამდენჯერმე გამოიყენეს. საკითხს ათანხმებდნენ ზუ--------------თან.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ-----------------მ, ხოლო სპეციალურ ტექნიკასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათ მუნიციპალიტეტში ტექნიკა არ დასჭირვებიათ და შესაბამისად არ გამოუყენებიათ.
მოწმე ავ--------–--------–---–მა დაადასტურა, რომ მუშაობდა მძღოლის პოზიციაზე შპს ,---------------“-ში. შპს ,,გზ-----–--–ის“ ავტოსადგომზე იყო განთავსებული სპეციალური ტექნიკა ბულდოზერი და გრეიდერი. იგი ასრულებდა მე-------------–---–ის მითითებებს და ბულდოზერის და გრეიდერის ტრანსპორტირებას ევაკუატორით ახდენდა სოფელ მა---------ში და რუ------ს ავ-------------აზე, სადაც სპეციალური ტექნიკა მიწის სამუშაოებს ასრულებდა. სპეციალური ტექნიკა რუ------ს ავ-------------აზე ორ ადგილას მუშაობდა.
მოწმე ევ-----------------–-----ს ჩვენების მიხედვით, 2011 წელს ოპერატორად მუშაობდა ქ---------------- გუბერნიის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკაზე - გრეიდერზე. იგი გრეიდერს მართავდა მე-------------–---–ის მითითებით. მისი დღიური ანაზღაურება შეადგენდა 50 ლარს. გრეიდერით ბეტონის საფარის სამუშაოები განახორციელა რუ------ს ავ-------------ის ორ ადგილას, ერთი ბენზინ გასამართ ,,ლუ-----–--ან“ და მეორე მომსახურეობის სააგენტოს მიმდებარედ. მან გრეიდერით დაახლეობით ერთი წლის განმავლობაში იმუშავა რუ------ს ავ-------------აზე. დ----------------ესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობდა. ის სამუშაოებს ასრულებდა სოფელ მა---------ში, როდესაც წყალდიდობა იყო, გარდა ამისა მუშაობდა მა-------––ი, ბო-–---–ი და სხვა ბევრ ადგილზე, სადაც იყო სტიქიური შემთხვევები. სოფლის მოსახლეობას ჰქონდა პრობლემები და ისინი ეხმარებოდნენ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ევ-----------------–----მა მიუთითა ის ადგილები (რუ------ს ავ-------------აზე), სადაც ის გრეიდერით ახორციელებდა სამუშაოებს.
მოწმე სე--------------მ განმარტა, დ----------------ეს არ იცნობს, მასთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია. 2011-2012 წლებში მძღოლად მუშაობდა ბულდოზერზე, რომლითაც სამუშაოებს ახორციელებდა რუ------ს ავ-------------აზე. მისი დღიური ანაზღაურება შეადგენდა 50 ლარს. ტექნიკა ეკუთვნოდა გუბერნიას. იგი მუშაობდა ავ-------------ის ორ ადგილზე. იმუშავა დაახლოებით 8 თვე.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, სე--------------მ მიუთითა ის ადგილები (რუ------ს ავ-------------აზე), სადაც ის ბულდოზერით ახორციელებდა სამუშაოებს.
ბრალდებულმა დ----------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ეკავა ქ---------------- გუბერნატორის თანამდებობა. გუბერნატორს ევალებოდა გაეწია ცენტრალური ხელისუფლების განხორციელებული ღონისძიებების ზედამხედველობა. ქ---------------- გუბერნიის ბალანსზე ირიცხებოდა სპეციალური ტექნიკა ბულდოზერი და გრეიდერი, რომელიც გამოყოფილი იყო რეგიონში, მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სპეციალურ ტექნიკას ესაჭიროებოდა სპეციალური მოვლა და გასაჩერებელი ადგილი. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე სპეციალურ ტექნიკაზე პასუხისმგებლობა გადასცა გუბერნიის სამეურნეო სამსახურს. იგი თათბირებზე, მუნიციპალიტეტის გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს აცნობებდა, რომ სპეციალური ტექნიკა ჩაბარებული ჰქონდა გუბერნიის სამეურნეო სამსახურს და შეეძლოთ მიემართათ აღნიშნული სამსახურისთვის საჭიროებიდან გამომდინარე. სტიქიური უბედურებების დროს რამდენჯერმე გამოყენებული იქნა სპეციალური ტექნიკა, ხოლო შემდეგ უკვე, როდესაც გადავლილი იყო ფორსმაჟორული სიტუაცია ხდებოდა დოკუმენტების მოწესრიგება სპეციალური ტექნიკის თაობაზე. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეციალურ ტექნიკას, გარდა მუნიციპალიტეტისა არსად უმუშავია.
2009 წლის 2-------- საქართველოს მთავრობის N3-- განკარგულების თანახმად, სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელწმიფო რწმუნებულების გუბერნატორებისათვის შესაბამისი სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემა დანართის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბო-–----ს, გა--------ს, დმ-----ს, თე-----–-------, მა-------–-ს, წ--–--ს მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუ------ს ადმინისტრაციულტერიტორიულ საზღვრებში გადაცემული იქნას 1 (ერთი) ცალი ბულდოზერი ,,KOMATSU” და 1 (ერთი) ცალი გრეიდერი (H------------4).
შპს ,,ავ-------------------------“-ის და შპს ,,ტ-----------“-ის მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტის თანახმად, ქ---------------- გუბერნიის კუთვნილი სპეცტექნიკის - გრეიდერი H--------------- ოპერატორის ე.ო----------–------ა და ბულდოზერი ,,----–----------ის ოპერატორის ს.პა------ს დაკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ ქ---------------- გუბერნიის კუთვნილ სპეცტექნიკაზე მუშაობის ფაქტს. კერძოდ: ე.ო----------–------ დაკითხვის ოქმის მიხედვით იგი მუშაობდა გრეიდერზე, ხოლო ს.პა------ს დაკითხვის ოქმის მიხედვით იგი მუშაობდა ბულდოზერზე ,,კამაცუ“-ზე. ისინი ასრულებდნენ რუ------ს ავ-------------აზე არსებული შპს ,,ტ-----------“-ისა და შპს ,,ავ-------------------------“-ის ტერიტორიების სამშენებლო სამუშაოებს, რაზედაც ხელფასის სახით თითოეული მათგანი დღეში იღებდა 50 ლარს. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს ,,ტ-----------“-ის მიერ 2012 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ევ-----------------–----ზე 2012 წელს ხელზე გაცემული იქნა 7395 ლარი, რაც სამუშაო დღეზე ხელფასის 50 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 148 სამუშაო დღეს, ხოლო სე--------------ზე ხელზე გაცემული იქნა 5650 ლარი, რაც სამუშაო დღეზე ხელფასის 50 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 113 სამუშაო დღეს. ამდენად, აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, შპს ,,ტ-----------“-ის სამშენებლო სამუშაოებზე 2012 წელს გრეიდერი H----------ს ნამუშევარი აქვს 148 დღე, ხოლო ბულდოზერი ,,----–----------ს 113 დღე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს ,,ავ-------------------------“-ის მიერ, 2011 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მიხედვით, სე--------------ზე ხელზე გაცემული იქნა 5 800 ლარი, რაც 1 სამუშაო დღეზე ხელფასის 50 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 116 სამუშაო დღეს, ხოლო ევ-----------------–----ზე ხელფასის სახით თანხის გაცემა ნაჩვენები არ არის. ამდენად აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ბულდოზერ ,,----–----------ს 2011 წელს ნამუშევარი აქვს 116 დღე. ამდენად, სულ 2011-2012 წლებში, შპს ,,ავ-------------------------“-ში და შპს ,,ტ-----------“-ში გრეიდერი ,,ნობასი“ H--------------- ნამუშევარი აქვს 148 დღე, ხოლო ბულდოზერ ,,----–----------ს 229 დღე. გამოძიების მიერ წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2011-2012 წლებში გრეიდერ HB--------------ის ერთი დღის საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს 750 ლარს, ხოლო ბულდოზერ ,,----–----------ის ერთი დღის საიჯარო ქირის ოდენობა 600 ლარს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, გრეიდერ HB-------------ის იჯარით გაცემის შემთხვევაში, საიჯარო ქირის სახით შეეძლო მიეღო 111 000 (148 750) ლარი, ხოლო ბულდოზერ ,,----–----------ის იჯარით გაცემის შემთხვევაში 137 400 (229 600) ლარი, სულ 248 400 ლარი.
აღნიშნული აქტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი-------------–---–მა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის მტკიცებულებები დ----------------ის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ: ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ----------------ემ განიზრახა სხვისთვის გამორჩენის მისაღებად სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების მმართველობის ქვეშ მყოფი ფირმების შპს ,,ავ-------------------------“-სა და შპს ,,ტ-----------“-ისათვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით უსასყიდლოდ გადასცა გუბერნიის სპეციალური ტექნიკა, ბულდოზერი და გრეიდერი, რომელთაც ზემოაღნიშნულ კომპანიებში უსასყიდლოდ ნამუშევარი აქვთ 148 (გრეიდერი) და 229 (ბულდოზერი) დღე. იმისათვის, რომ ბრალდებულ დ----------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედოს უნდა არსებობდეს ორი გარემოება. 1) მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდება ფაქტობრივი გარემოება. 2) სწორი სამართლებრივი შეფასება ფაქტების, რაც დადასტურდება სასამართლო სხდომაზე კანონის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან დადასტურების შემთხვევაშიც კი, ქმედებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და სასამართლო თითოეულ მათგანზე გაამახვილებს ყურადღებას. სასამართლოს არ გააჩნია არანაირი საფუძველი ეჭვი შეიტანოს და სრულად იზიარებს მოწმეების სე--------------ს და ევ-----------------–-----ს ჩვენებებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება გუბერნიის სპეციალური ტექნიკის მიერ გარკვეული სამუშაოების განხორციელება რუ------ს ავ-------------აზე, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა ფაქტების დადასტურებაში არა ეს გარემოებაა მნიშვნელოვანი, არამედ ის თუ რამდენად იყო აღნიშნული ცნობილი დ----------------ისთვის. ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ ნათესაური კავშირი ირ---–-------------სთან (ძმა) არ ნიშნავს, რომ დ----------------ე ყველაფრის საქმის კურსში იყო და მისი მითითებით და ხელმძღვანელობით ახორციელებდა სპეციალური ტექნიკა სამუშაოებს ძმის და მეგობრების კომპანიებში. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რასაც სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაუდებს. თავის მხრივ, მოწმე ზუ-------------მ ჩვენებაში კატეგორიულად გამორიცხა ბრალდებულის რაიმე შემხებლობა სპეციალურ ტექნიკასთან, უფრო მეტიც, როგორც მან აღნიშნა, სპეციალური ტექნიკა მას ებარა და დ----------------ისგან მიღებული ჰქონდა დავალება სპეციალური ტექნიკის მოვლის და სახელმწიფო მიზნებიდან გამომდინარე მისი გამოყენების. მოწმეებმა სი---------–-----მა, რე-----–---–----–---–მა, ზა---------------მ და დ-----------------მ, რომლებიც თავის დროზე გუბერნიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარმოადგენდნენ განმარტეს, რომ სპეციალური ტექნიკა მათ განკარგულებაში იყო ყოველთვის საჭიროებისამებრ და არასდროს ამ კუთხით შეფერხება არ შექმნიათ. მათივე განმარტებით, სპეციალურ ტექნიკასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდათ ზუ--------------თან, ვინაიდან ასეთ არცთუ ისე მნიშვნელოვან საკითხზე არ სურდათ გუბერნატორის შეწუხება. მოწმე ჭა-------------ე ზედაპირულად შეეხო სპეციალურ ტექნიკასთან დაკავშირებით დ----------------ის კაბინეტში წარმართულ საუბრის შინაარსობრივ მხარეს, მან ზოგადად აღნიშნა, რომ სპეციალური ტექნიკა მუშაობდა ავ-------------აზე, როდესაც ისინი მივიდნენ წასაყვანად, თუმცა მან ჩვენებაში არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაციის დ----------------ისგან მიღების შესახებ (სპეციალური ტექნიკის რუ------ს ავ-------------აზე მუშაობის საკითხი). ავ--------–----------- არის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმე, რომელიც ჩვენებაში აცხადებს, რომ დ----------------ემ იცოდა რუ------ს ავ-------------აზე სპეციალური ტექნიკის არამარტო დგომის, არამედ მუშაობის შესახებაც კი, თუმცა ავ--------–----------ის ჩვენება წარმოადგენს საქმეში არსებულ ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც რაიმე ფაქტობრივი გარემოების უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად საკმარისი არ არის (აუცილებელია შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სულ მცირე ორი მაინც). გარდა ამისა, მოწმის მიერ ჩვენებაში საკმაოდ ზოგადი მითითება, რომ - დ----------------ემ თანხმობა განუცხადათ სპეციალური ტექნიკის გამოყენების თაობაზე და უთხრა მათ, რომ სპეციალური ტექნიკა მუშაობდა ავ-------------აზე, საიდანაც შეეძლოთ მისი ტრანსპორტირება - არ ადასტურებს მისი მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენას, ანუ არ ადასტურებს, რომ დ----------------ემ თავიდანვე იცოდა სპეციალური ტექნიკის ადგილმდებარეობა და მისი მითითებით მოხდა მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების მმართველობის ქვეშ მყოფი ფირმების შპს ,,ავ-------------------------“-სა და შპს ,,ტ-----------“-ისათვის გუბერნიის სპეციალური ტექნიკის უსასყიდლოდ გადაცემა. მაშინ, როდესაც საპირისპირო დასტურდება მოწმე ზუ-------------ს ჩვენებით, რომლის თანახმადაც, სწორედ ეს უკანასკნელი იყო პასუხისმგებელი სპეციალურ ტექნიკაზე, მან მოიძია ადგილი, სადაც განთავსდებოდა სპეციალური ტექნიკა (რუ------ს ავ-------------ა), და ის განაგებდა სრულად ექსპლუატაციას. მისივე განმარტებით, გუბერნატორმა არ იცოდა სპეციალური ტექნიკის ადგილსამყოფლის და გადაადგილების საკითხი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა საქმეზე არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ ფაქტების უტყუარად დადასტურების შემთხვევაშიც კი (რომ დ----------------ის დავალებით ასრულებდა გუბერნიის სპეციალური ტექნიკა გარკვეულ სამუშაოებს მისი ძმის კომპანიაში, მან თავიდანვე იცოდა აღნიშნული და მისი მითითებით ხორციელდებოდა აღნიშნული), შესაძლოა ბრალდებულის ქმედებაში იკვეთებოდეს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თუმცა აღნიშნული საკმარისი არ არის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად, რადგან უნდა არსებობდეს შედეგი, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში რა სახის ზიანი მიადგა სახელმწიფოს, ანუ რაში გამოიხატა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. იმავდროულად, სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა ბრალდების მხარის მიერ უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტული ფაქტებით და გამყარებული უტყუარი მტკიცებულებებით, არ უნდა მოხდეს ბრალდების დადგენილებაში მხოლოდ ნორმის დისპოზიციის შაბლონური ასახვა ანდა აბსტრაქტული ზიანის მითითება. კონკრეტულ ვითარებაში, სწორედ დამდგარი შედეგია განმასხვავებელი მოხელის გადაცდომასა (გასაკიცხი ქმედება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შორის. ბრალდების მხარე მიუთითებს ზიანზე, რომელიც ამ საქმეზე არ არსებობს. აპელირება, რომ სპეციალური ტექნიკის იჯარით გაცემის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავალი ექნებოდა და სწორედ ეს მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს ზიანს, არის სავარაუდო და არ გამომდინარეობს კონკრეტული მტკიცებულებიდან. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება (წერილი, დოკუმენტი, მიმართვა, განცხადება და ა.შ), რომლითაც სპეციალური ტექნიკის იჯარით აღების მსურველი გამოიკვეთებოდა დროის იმ პერიოდში, რომელსაც ბრალდების მხარე დ----------------ეს ედავება (2011 – 2012 წლები, 229 დღე). გარდა ამისა, გუბერნიას არ გააჩნდა არანაირი ვალდებულება სპეციალური ტექნიკის იჯარით გაცემის, პირიქით შეეძლო გაეცა, შეეძლო არ გაეცა იჯარით სპეციალური ტექნიკა, თუმცა ტექნიკის იჯარით გაცემის შემთხვევაში, გუბერნიას აუცილებლად დასჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა და გარკვეული პროცედურების გავლა, რაც საბაზრო სექტორში არსებული კონკურენციის პირობებში კიდევ უფრო შეამცირებდა ტექნიკის ვინმეზე იჯარით გაცემის შესაძლებლობას, ხოლო საქართველოს მთავრობის N3-- განკარგულების გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, ვარაუდის დონეზეც კი ძნელად წარმოსადგენია, რომ გუბერნიას ხსენებული სპეციალური ტექნიკა იჯარით გაეცა, რადგან განკარგულებით პირდაპირ იყო გაწერილი სპეციალური ტექნიკის დანიშნულება, იგი განკუთვნილი იყო სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ხელშეწყობისთვის. ის, რომ სპეციალურ ტექნიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მასზე არსებობდა მაღალი მოთხოვნა დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც უთითებენ, რომ არაერთხელ იქნა სპეციალური ტექნიკა გამოყენებული საჭიროებისამებრ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (წა-–--, დმ-----, გა---------, მა---------- და ა.შ). აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუკი სპეციალური ტექნიკის იჯარის წესით გასხვისება განხორციელდებოდა, როგორ და ფორმით უნდა ემოქმედა გუბერნიას ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიური მოვლენის, ან კიდევ ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში? სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეული სახელმწიფო ქონების გასხვისება სხვადასხვა ფორმით შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა დაცული იქნება კანონის მოთხოვნები, ამავდროულად კანონმდებლობა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა არ აწესებს სახელმწიფო ქონების (მოძრავი, უძრავი) ჩამონათვალს, თუ რა შიძლება გასხვისდეს და არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოგიკურია და მარტივად აღსაქმელი, რომ გუბერნია ამ ტიპის ქონებას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობას და საჭიროებას იძენდა სტიქიური მოვლენებისას იჯარით ან სხვა რაიმე ფორმით არ გაასხვისებდა. ამის ნათელი დასტურია სხვა ადმინისტრაციულტერიტორიულ საზღვრებში არსებული პრაქტიკა, კერძოდ, საყურადღებოა მათზე სპეციალური ტექნიკის გადაცემიდან დღემდე თუ არსებობდა ქვეყნის რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში სპეციალური ტექნიკის იჯარით გასხვისების შემთხვევა და რა შემოსავალი მიიღო ამ ქმედებით სახელმწიფოს ბიუჯეტმა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტს ექნებოდა ზუსტად იმდენივე, რამდენიც მოცემულ საქმეზე ზიანი მიადგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს, იმისდა მიუხედავად როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები - არცერთი თეთრი.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ----------------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სხვა ღონისძიების დასაბუთება:
ვინაიდან ბრალდებულს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შემდეგ კვლავ ბრალად ერაცხება განზრახი დანაშაულის შესაძლო ჩადენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ აღკვეთის ღონისძიების სახის - გირაოს პირობა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------- - ბრალდებულ დ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად შესატან ალ----------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ----------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------------- - ბრალდებულ დ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად შესატან ალ----------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, დი----------------------–-----------------------------ში, საკადასტრო კოდი: 0---------------------- - დადებული ყადაღა გაუქმდეს და უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი დარახველიძე