განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----1-
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1- დეკემბერი, 201- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ თ------------------ს,ადვოკატ კ----–------–---ს,ბრალდებულ კ----–----–---–----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----–----–---–----ს (პირადი #0----------) - დაბადებულის 19---–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ლ.ქ------–--–-–---–-- ქ.#--ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კ----–----–---–----- ჩაიდინა მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ----–----–---–----- უკანონოდ შეიძინა და 201- წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 12:25 საათზე, თბილისში, ბ-–------- ქ.#-, გასართობ ცენტრ ,,ჯ------------------‘‘ მიმდებარედ, ტყის მასივში, უკანონოდ ინახავდა 9,11 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რომელიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ----–----–---–----- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების - გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ კ----–----–---–----ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ კ----–----–---–----სა და მოწმე გ----------------ს გამოკითხვის ოქმებით; კ----–----–---–----ს პირადი ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის #2-----------/ქრ დასკვნით - დადასტურებულად მიაჩნია კ----–----–---–----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ----–----–---–----ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
კ----–----–---–----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, კ----–----–---–----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კ----–----–---–---ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ----–----–---–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კ----–----–---–---ს, დაკავების ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1900 (ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით.
კ----–----–---–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
კ----–----–---–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე