განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
060100118002608194
დავის ტიპი
126
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე N1/136-18

№050020818001

 

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივ--- გურამ შენგელია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–--–---------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----- მ----ს ძე ლ------–---–ი (დაბადებული 1--- წლის 2-------------, პირადი ნომერი №1----------, მცხოვრები: ვ---ს რ------, სოფელი ს--–--------)

 

ადვოკატი - ნ-----–---- კ-----ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------–------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2012-2018 წლებში გ-------–------–---–ი ვ---- რ------ს, სოფელ ს--–--------ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვ--- შვილების ნ--ო ლ------–---–ის და დ------ ლ------–---–ის თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს თ-------- ლ------–---–ს, რამაც თ-------- ლ------–---–ში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-------–------–---–მა, ვ---- რ------ს სოფელ ს--–--------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ყოფით საკითხზე განაწყენების ნიადაგზე სახეში ხელის დარტყმის გზით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თ-------- ლ------–---–ზე. გ-------–------–---–ის ქმედების შედეგად თ-------- ლ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

გ-------–------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სასამართლოს სრულად და დადასტურებულად მიაჩნია სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპით, თანაბარი პირობებით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, მოწმეების ჩვენებებით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ-------–------–---–მა ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ-------- ლ------–---–ს, რასაც დღეს ძალიან განიცდის და პირობა დადო, რომ მსგავსი ქმედება მისი მხრიდან აღარ განმეორდება.

 

საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2018 წლის 03 აგვისტოს გამოკითხული მოწმის მ----კა ლ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ-------–------–---–ი არის მისი ბიძაშვილი და მასთან და მის ოჯახთან აქვს ახლო-ნათესაური ურთიერთობა. როდესაც გ-------–------–---–ი არის მთვრალი გამოხატავს აგრესიას თავისი მეუღლის თ-------- ლ------–---–ის მიმართ, რაც გამოიხატება სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ლანძღვა-გინებაში. 2018 წლის 01 აგვისტოს დილის საათებიდან იმყოფებოდა სამსახურში წყალტუბოს რაიონ სოფელ ქ-------ში და სამსახურიდან დაბრუნდა ღამის საათებში. გ-------–------–---–ის სახლთან მისულმა გაიგონა ხმამაღალი საუბარი, მიხვდა რომ გ-------–------–---–ი იყო ნასვამი და მისი ხასიათიდან გამომდინარე გადაწყვიტა ჩასულიყო ეზოში და დაემშვიდებინა იგი. ეზოში ჩასულს დახვდა გ-------–------–---–ი შვილთან დ------თან ერთად. რამდენიმე წუთში ჩამოვიდა თ--------, რომელსაც თან ახლდა თავისი შვილი ნ--ო ლ------–---–იც. გ----- თ--------ს დანახვაზე გახდა აგრესიული და დაუწყო ლანძღვა გინება თან ეკითხებოდა თუ სად იყო და სად დადიოდა, აღნიშნულზე თ--------მ უპასუხა, რომ იყო მ----კა ლ------–---–ის მეუღლესთან ი--- დ---–-–---–თან. ამის შემდეგ გ-----მ ჰკითხა თუ რატომ არ პასუხობდა მობილურ ტელეფონზე, რაზეც თ--------მ უპასუხა, რომ არ სურდა მასთან საუბარი. მათი დიალოგი უკვე ჩაწყნარებულ საუბარს ჰგავდა რა დროსაც გ-------–------–---–მა თ-------- ლ------–---–ს მოულოდნელად გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარჯვენა ნაწილში. თ-------- ლ------–---–ი წამოვიდა სახლის მიმართულებით, რა დროსაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წაიქცა ძირს ხრეშიან ნიადაგზე. ამის შემდეგ თ-------- ლ------–---–ი წამოდგა და დარეკა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ---ა დ---–-–---–თან ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2018 წლის 03 აგვისტოს გამოკითხული მოწმის გ------ი ლ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ-------–------–---–ი არის მისი ბიძაშვილი და მასთან და მის ოჯახთან აქვს ახლო-ნათესაური ურთიერთობა. გ-------–------–---–ი აგრესიას ავლენს მხოლოდ მისი მეუღლის თ--------ს მიმართ და სხვა მისი ოჯახის წევრების მიმართ აგრესია არ აქვს, მისი აგრესია კი გამოხატება ლანძღვა-გინებაში. 2018 წლის 01 აგვისტოს, საღამოს საათებში ქალაქ ქუთაისიდან ამოვიდა ვ---- რაიონ სოფელ ს--–--------ში სააგარაკე სახლში. ეზოში ყოფნის დროს გაიგონა ხმამაღალი ლაპარაკის ხმა. მიხვდა რომ გ----- იყო მთვრალი და იქედან გამომდინარე, რომ იცოდა მისი სიმთვრალე გადაწყვიტა შესულიყო და დაემშვიდებინა. ეზოში ჩასულს დახვდა გ-------–------–---–ი თავის შვილ დ------თან და ბიძაშვილ მ----კა ლ------–---–თან ერთად. რამდენიმე წუთში ჩამოვიდა თ--------, რომელსაც თან ახლდა თავისი შვილი ნ--ო ლ------–---–იც. გ----- თ--------ს დანახვაზე გახდა აგრესიული და დაუწყო ლანძღვა გინება თან ეკითხებოდა თუ სად იყო და სად დადიოდა აღნიშნულზე თ--------მ უპასუხა, რომ იყო მ----კა ლ------–---–ის მეუღლესთან ი--- დ---–-–---–თან. ამის შემდეგ გ-----მ ჰკითხა თუ რატომ არ პასუხობდა მობილურ ტელეფონზე, რაზეც თ--------მ უპასუხა, რომ არ სურდა მასთან საუბარი. მათი დიალოგი უკვე ჩაწყნარებულ საუბარს ჰგავდა რა დროსაც გ-------–------–---–მა თ-------- ლ------–---–ს მოულოდნელად გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარჯვენა ნაწილში. თ-------- ლ------–---–ი წამოვიდა სახლის მიმართულებით, რა დროსაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წაიქცა ძირს ხრეშიან ნიადაგზე. ამის შემდეგ თ-------- ლ------–---–ი წამოდგა და დარეკა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ---ა დ---–-–---–თან ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N005618718 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე თ-------- ლ------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით, ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. მარჯვენა წვივის ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 3.5X1.8სმ. მარჯვენა მუხლის სახსრის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი-კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1.6X0.7სმ. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4.2X1.7სმ. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ გ-------–------–---–ის ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ-დაზარალებულმა თ-------- ლ------–---–მა, ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ გ-------–------–---–ის წინააღმდეგ.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ გ-------–------–---–ის ახლო ნათესავმა, კერძოდ, შვილმა - არასრულწლოვანმა ნ--ო ლ------–---–მა, ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ გ-------–------–---–ის წინააღმდეგ.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ გ-------–------–---–ის ახლო ნათესავმა, კერძოდ, შვილმა დ------ ლ------–---–მა, ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ გ-------–------–---–ის წინააღმდეგ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შედეგად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------–------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------–------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მი---ნს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, რესოციალი---ციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის გ-------–------–---–ს უნდა დაენიშნოს სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალიწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------–------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.

 

გ-------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შოთა ლელაძის (პ/ნ 09001012674) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ბაღდათის რ------, სოფელი რ---- (ზონა - ბაღდათი - 30, სექტორი - რ---- - 04, კვარტალი - 40, ნაკვეთი - 288, ს/კ 30.04.40.288) - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ვ---- მუნიციპალიტეტში 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

მსჯავრდებულ გ-------–------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 აგვისტოდან 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა