განაჩენი

სისხლის სამართლის 01.12.2018
საქმის ნომერი
330100115001092641
თარიღი
01.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 დეკემბერი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი ნათია რობაქიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მა-------–-----ე,დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - მე-------------ი, გა---------–---–ი,ბრალდებული: და--------–----ე - დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თბილისი, ლ--------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

201- წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე ქ.თბილისში, უ--------------------- N6-ში განთავსებულ შპს ,,----- ავტომანქანების დარბაზში და--------–----ემ და------------ნს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: და------------ნს დაუდგინდა დიაგნოზი: პირველი მეტაკარაბალური ძვლის ფუძის მოტეხილობა ცდომით; მარცხნივ იღლიის წინა ხაზზე ქვედა ნეკნის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 09.09.1--–-

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, და--------–----ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა და------------ნმა განაცხადა, რომ 201- წლის აგვისტოს თვიდან მუშაობა დაიწყო შპს ,------ში, მენეჯერის პოზიციაზე. შპს ,,------ს 20% წილს ფლობდა და--------–----ე, ხოლო თავად შპს ,------ს დამფუძნებლებს შორის არსებობდა უთანხმოება. მისი ხელფასის გამო და--------–----ე გამოხატავდა პროტესტს, თანამშრომლებს ანახებდა დანიშვნის ბრძანებას და აცხადებდა თუ რატომ უნდა ჰქონოდა ამხელა ხელფასი მას. 201- წლის 09 სექტემბერს იგი სიტუაციის გასარკვევად შეხვდა და--------–----ეს და მოთხოვა პასუხის გაცემა მის ქმედებაზე. და--------–----ე, როდესაც ის მასთან სალაპარაკოდ შევიდა იჯდა. მას უკანა ჯიბეში ედო ტელეფონი, ამოიღო ტელეფონი და მაგიდაზე დადო, თვითონაც ჩამოჯდა მაგიდაზე. როდესაც ჰკითხა და--------–----ეს თუ რატომ იქცეოდა ასე, მან მიაყენა შეურაცხყოფა და განუცხადა, რომ იგი იყო კომპანიის დამფუძნებელი და რასაც მოისურვებდა იმას გააკეთებდა. აღნიშნულზე მან და--------–----ეს დაარტყა ხელი, რაზეც და--------–----ე წაბორძიკდა. შემდეგ მათ შორის წარიმართა ფიზიკური დაპირისპირება, ამ შეხლა-შემოხლაში და ჩხუბში და--------–----ეს ეჭირა მისი ცერა თითი. ამავდროულად ის ხელს კრავდა და მუშტებს ურტყამდა, რა დროსაც ის გადავარდა უკან, რის შედეგადაც ჯერ მაგიდას დაეჯახა, შემდეგ ბოძს. ამის შემდეგ ისინი გააშველეს და იგი კაბინეტში ავიდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც და--------–----ემ გამოიძახა. იგი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს დასაკითხად. მან მისცა ჩვენება, თუმცა ხელის და გულ-მკერდის არეში გრძნობდა ტკივილს. დაკითხვის შემდეგ გადაიყვანეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც შეამოწმეს. ის თვითონ ექიმთან არ მისულა, ვინაიდან საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან თვლიდა, რომ საგანგაშო არაფერი ჭირდა. როდესაც ტკივილმა გულ-მკერდის და ხელის არეში არ იკლო, იგი წავიდა სამედიცინო დაწესებულება - ,,მ-------–-------------–ი“, სადაც ჩაუტარდა კვლევა, მას დაუდგინდა მარცხენა ხელზე ცერა თითის მოტეხილობა, ასევე მარცხენა მხარეს ნეკნის მოტეხილობა, დაახლოებით ორი დღე მსჯელობდნენ ექიმები დაჭირდებოდა თუ არა ოპერაცია. მანვე განმარტა, რომ და--------–----ესთან ჩხუბის დროს ხელში არაფერი ეჭირა.

 

მოწმე შა-------–-------ს გამოქვეყნებული ჩვენებით ირკვევა, რომ 201- წლის 09 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში შპს ,------ში, გასაყიდი ა/მანქანების დარბაზში. მასთან ერთად იმყოფებოდნენ და--------–----ე და გი-----------–-----ნი, რა დროსაც მათთან მივიდა და------------ნი, რომელსაც და--------–----ესთან საუბარი სურდა. ის და გი-----------–-----ნი დარბაზში შორიახლოს განთავსდნენ, ხოლო და------------ნსა და და--------–----ეს შორის საუბარი წარიმართა. რამდენიმე წუთში მას შემოესმა და------------ნისგან და და--------–----ისგან ხმაურის და გინების ხმა, მან დაინახა, რომ და------------ნი საცემად იწევდა დასისხლიანებული და--------–----ისკენ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ის და სხვა თანამშრომლები ცდილობდნენ და------------ნის გაკავებას, იგი და------------ნს ექაჩებოდა ზურგიდან მის მხარეს. სხვა თანამშრომლები თავის მხრივ აკავებდნენ და--------–----ეს. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ და--------–----ე დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. მომხდარი ფაქტის თაობაზე, და--------–----ე თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომლებმაც იგი რ-------–------ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მოწმე დი--------------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ და--------–----ესა და და------------ნს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. თავდაპირველად ორივე მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ინციდენტის მერე მან დაინახა რომ და--------–----ეს სისხლი მოდიოდა ცხვირიდან. მან ვერ გაიხსენა, რომ და------------ნს ჯანმრთელობის მდგომაროების თაობაზე დაეჩივლა. დაახლოებით 10:00 საათი იქნებოდა, როდესაც მივიდა სამსახურში. გაყიდვების სალონში ერთმანეთს შეხვდნენ და------------ნი და და--------–----ე, ვინაიდან მათ საუბარი სურდათ გაერიდნენ, თუმცა დარჩნენ გაყიდვების დარბაზში. დაახლოებით 15-20 მეტრით იყვნენ დაშორებული ის და გი-----------–-----ნი იმ მაგიდას, სადაც ისხდნენ და--------–----ე და და------------ნი. რაღაც დროის შემდეგ მათ შემოესმათ ხმაური, მიტრიალდნენ და------------ნის და და--------–----ის მხარეს. ისინი იყვნენ ჩაჭიდებულნი, მათ შორის იყო შეხლა-შემოხლა. ძალიან მალე მოხდა ეს ამბავი, შემდეგ თანამშრომლებმა გააშველეს და ყველაფერი დასრულდა. მას არ დაუნახავს, რომ და--------–----ეს ხელი ან ფეხი დაერტყას და------------ნისთვის, არც ის ახსენდება ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაეჩივლოს.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გი-----------–-----ნმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა--------------–---–მა დაადასტურა და--------–----ისა და და------------ნს შორის მომხდარი დაპირისპირება. მას ხმაური შემოესმა, ის და მისი თანამშრომელი გო------–--ე შევიდნენ შენობაში, სადაც დახვდა და--------–----ე და და------------ნი, რომლებსაც ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ, ისინი უკვე გაშველებული იყვნენ. და------------ნი მისმა თანამშრომელმა გო------–--ემ ააცილა კაბინეტში, ხოლო თავად დარჩა და--------–----ესთან, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და------------ნს. შემდეგ და--------–----ე დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას მომხდარი ფაქტის თაობაზე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გო------–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ და------------ნს მისთვის რაიმეს ტკივილთან დაკავშირებით არ უთქვამს. როდესაც დარბაზში შევიდა და--------–----ესა და და------------ნს შორის კონტაქტი არ ყოფილა, ხელი ერთმანეთისთვის არ დაურტყამთ.

 

მოწმე ხვ-----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ა/მანქანების სალონში მაგიდასთან ისხდნენ და--------–----ე და შა-------–-------. როდესაც და------------ნი მივიდა და თქვა, რომ გასაუბრება სურდა და--------–----ესთან, ისინი გავიდნენ გარეთ. მას შემოესმა მაგიდების და სკამების ხმები, იგი შეესწრო იმ ფაქტს თუ როგორ ჰყავდა და--------–----ეს ჩაჭიდებული და------------ნი, რომლებიც შემდეგ თანამშრომლებმა გააშველეს. და--------–----ეს ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მას დარტყმის მომენტი არ დაუნახავს.

 

მოწმე დი-------------–---–-ს და გი----------------ს ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი შეესწრნენ და--------–----ისა და და------------ნის გაშველების ფაქტს. მათ უშუალოდ ჩხუბის ფაქტი არ დაუნახავთ. დაინახეს, რომ და--------–----ეს სისხლი მოდიოდა ცხვირიდან. მათ არ ახსოვთ, რომ და------------ნს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაეჩივლა.

 

მოწმე ნო--------–-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შეტყობინების საფუძველზე მის მეწყვილესთან ლე------------ან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. როდესაც შენობაში შევიდა, ნახა რომ და--------–----ეს აღენიშნებოდა სახის არეში დაზიანება, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. და--------–----ემ მას მიუთითა მე-2 სართულზე მყოფ და------------ნზე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან და მისმა მეწყვილემ და------------ნი საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს, რა დროსაც და------------ნს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩივილები არ გამოუთქვამს. გარდა და--------–----ისა სამედიცინო მომსახურების სურვილი სხვა პირს არ გამოუთქვამს.

 

ბრალდებულმა და--------–----ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს, თუმცა დასკვნით სიტყვაში, მან უარყო მის მიმართ წარდგენილი ბრალი და მოითხოვა გამართლება.

 

ექსპერტის N0------- დასკვნის თანახმად, 1) ლ.სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნა N0---------ის მონაცემებით ექსპერტიზის მიერ 09.09.1--–- გარეგანი გამოკვლევისას დაფიქსირებულია დ.ჩი------ის ჩივილები ტკივილებზე მარცხენა ხელის მტევნის და გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ხოლო ინსპექციით - მარცხენა ხელის მტევნის I თითის მკვეთრი შეშუპება. ანამნეზური მონაცემების, შესამოწმებელი პირის ჩივილების და მარცხენა ხელის მტევნის I თითის შეშუპების არსებობის გათვალისწინებით სხეულის დაზიანების ხარისხზე ადეკვატური მსჯელობისათვის საჭირო იყო ჩი------ის გაგზავნა პროფილურ სპეციალისტთან ექიმ-ტრავმატოლოგთან ან/და სულ მცირე რენტგენორაფიული გამოკვლევის ჩატარება. 2) წარმოდგენილი და------------ნის CD დისკის მონაცემებით, რომელზეც ასახულია მარცხენა ხელის მტევნის და გულმკერდის ნაწილის რენტგენორამები, აღინიშნება მარცხენა მტევნის I მეტაკარპალური ძვლის ფუძის მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით და ნეკნის (თუ რომელი ნეკნია, განსაზღვრა შეუძლებელია) მოტეხილობა ცდომის გარეშე. რენტგენორაფიული მონაცემებით ორივე მოტეხილობა ახალია, ხოლო კონკრეტული თარიღის მითითება ანუ მოტეხილობა ცალსახად განვითარებულია 9,10,11 თუ 12 სექტემბერს, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. 3) მოტეხილობების მხარეობის, ლოკალიზაციის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, მათი განვითარება დ.ჩი------ს საკუთარი სხეულის სიმაღლიდან ერთჯერადი დაცემით მკვრივ ბლაგვ ზედაპირზე სავსებით დასაშვებია. 4) აღნიშნულ მოტეხილობებს დაზიანების მიყენებისთანავე უცილობლად ახლავს ტკივილი. ამ მიმართებით განსაკუთრებით საყურადღებოა I მეტაკარპარული ძვლის ფუძის შეცილებული მოტეხილობა, რომლის დროსაც დაზიანების მიყენებისთანავე მკვეთრადაა გამოხატული კლინიკური ნიშნების სიმძაფრე, როგორიცაა ძლიერი ტკივილი, მოტეხილობის ირგვლივ რბილი ქსოვილების შესივება და ხელის I თითის მოძრაობის შეუძლებლობა, რომელთა ინტენსივობა, სამკურნალო ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, რჩება ტრავმიდან ორი-სამი კვირის განმავლობაში.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ალ------------------მ.

 

სასამართლო-სამედიცინო საკონსულტაციო N3--------- მედ. დასკვნის თანახმად, მიღებულ ტრავმას და------------ნი უკავშირებს მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი მეტაკარპალური (ნების) ძვლის ფუძის მოტეხილობას და მარცხენა (დაუზუსტებელი) ნეკნის (დაუზუსტებელი მორფოლოგიის) მოტეხილობას. მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი მეტაკარპალური (ნების) ძვლის ფუძის მოტეხილობა და მარცხენა ნეკნის მოტეხილობა, ისევე როგორც და------------ნის სხეულზე არსებული სხვა დაზიანებები:მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის წინა ზედაპირზე დასწვრივად მდებარე მოგრძო ფორმის მოწითალო ფერის წყვეტილი სისხლნაჟღენთი ზომით 2,5 X 0,5სმ. მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე მოგრძო ფორმის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5 X 0,4 სმ, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, იღლიის ფოსოსთან მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით (არ იკითხება), მარჯვენა მხრის ქვედა მესამედის წინა ზედაპირზე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4X2 სმ, მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციოდ მოწითალო ფერის, განივად მდებარე სისხლნაჟღენთი ზომით 2 X 0,3 სმ, მარცხენა ხელის მტევნის პირველი თითი მკვეთრი შეშუპება, მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების ზემოქმედებით. გარდა მარცხენა ნეკნის მოტეხილობისა (რომლის წარმოქმნის მექანიზმი დაზუსტდება ცალკე), და------------ნის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება წარმოქმნილია ამ მიდამოებზე მკვრივი ბლაგვი საგნის (ან საგნების) პირდაპირი ზემოქმედებით. და------------ნს აღენიშნებოდა „მარცხენა ქვედა“ ნეკნის მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე. სამედიცინო დოკუმენტებით -რენტგენოგრამებით არ არის დაზუსტებული, თუ კერძოდ რომელი ნეკნია მოტეხილი, და რაც მთავარია, არ არის აღწერილი მოტეხილობის მორფოლოგიური სურათი, მოტეხილობის ხაზების მიმართულება და განლაგება. არასრული სურათის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს კონკრეტული ნეკნის მოტეხილობის მექანიზმი, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ნეკნის მიდამოში ძალის პირდაპირ ზემოქმედებას (ნეკნის პირდაპირი მოტეხილობის განვითარება), თუ ადგილი ჰქონდა ე.წ. „კონსტრუქციულ“, ანუ ნეკნის არაპირდაპირ მოტეხილობას, როდესაც ნეკნის მოტეხილობა ვითარდება ძალის მოდების ადგილისაგან (მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებისაგან) დაშორებულ ადგილას. სასამართლო მედიცინაში ჩატარებულია ბევრი ფუნდამენტალური შრომა (მაგ. ვ.ნ. კრიუკოვი წიგნში „მოტეხილობების მექანო და მორფოგენეზის საფუძვლები“, მოსკოვი, 1995 „ ვ.ნ. კრიუკოვი წიგნში: ძვლების მოტეხილობების მექანიზმები“, მოსკოვი, 1971 და სხვა), მეცნიერულად დადგენილია და საყოველთაოდ აღიარებულია, რომ განირჩევა ძვლების პირდაპირი და არაპირდაპირი მოტეხილობები. პირდაპირი, ანუ ლოკალური მოტეხილობების შემთხვევაში ადგილი აქვს დაზიანებულ მიდამოზე ძალის (მკვრივი ბლაგვი საგნის) უშუალო ზემოქმედებას, მაშინ, როდესაც არაპირდაპირი, ე.წ. კონსტრუქციული „მოტეხილობების დროს ძალის მოდება არის მოშორებითი, ხოლო მოტეხილობა ვითარდება სხვა მიდამოში. მკვრივი ბლაგვი საგნით პირდაპირი მოტეხილობის მიყენების დროს მოტეხილობის ადგილას ყოველთვის (თუ მაგალითად პიროვნებას არ ეცვა სქელი ქურქი) აღინიშნება რბილი ქსოვილების ფარგლებში დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, მაშინ, როდესაც კონსტრუქციული მოტეხილობების გამომწვევი ძალის მოდება, მაგ. ორი ბლაგვი საგნით ზეწოლის (კომპრესიის გამო) ადგილი აქვს გულმკერდის დეფორმაციას, ძალის მოდების წერტილებში, ამ საგნების ზემოქმედების ადგილებში აღინიშნება სისხლნაჟღენთები, დეფორმაციის გამო განვითარებული ნეკნების მოტეხილობები ვითარდება მოშორებით. ნეკნების მოტეხილობები. ა. ლოკალური; ბ. კონსტრუქციული, 1,3 დაზიანებები გარეთა ფირფიტის მხრიდან, 2,4 დაზიანებები შიგნითა ფირფიტის მხრიდან. ამრიგად, ცალსახაა, რომ და------------ნის ნეკნის რენტგენოგრამის უხარისხობის ან მისი აღწერილობის უხარისხობის გამო შეუძლებელია დადგინდეს, როგორია მოტეხილობის ხაზების მორფოლოგია, და შესაბამისად, ნეკნის მოტეხილობის მექანიზმი. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ 09.09.1-. ნანახი იქნა-გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, იღლიის ფოსოსთან, ანუ იღლიის ხაზზე (დაუზუსტებელია, რომელზე) მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ხოლო ნეკნის მოტეხილობა ნანახია გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის წინა ხაზზე, და------------ნის ნეკნის მოტეხილობა უნდა წარმოადგენდეს კონსტრუქციულ, ანუ არაპირდაპირ მოტეხილობას. და------------ნის ნეკნის მოტეხილობის ხანდაზმულობის დადგენა 1,2,3,4 დღის სიზუსტით რენტგენოლოგიურად შეუძლებელია, ვინაიდან რენტგენოგრამაზე არ არის აღწერილი ნეკნის მოტეხილობის ხაზებიც კი, ასეთ მოკლე დროში, ანუ მოტეხილობის მწვავე პერიოდში რენტგენოლოგიური კვლევა არ იძლევა საშუალებას, დანახულ იქნეს ძვლის მოტეხილობის მიდამოში მიმდინარე ისეთი ნატიფი მიკროსკოპული პროცესები, როგორიც მიმდინარეობს მოტეხილობის ადგილას უჯრედულ დონეზე. ამდენად, რენტგენოლოგიურად შეუძლებელია, იმის დიფერენცირება, და------------ნის ნეკნის მოტეხილობა განვითარებულია 9, 10, 11 თუ 12 სექტემბერს, ანუ 1-4 დღის სიზუსტით. რენტგენოლოგ ავ----–---–-ს დასკვნა არის სავარაუდო და ნიშნავს ,,არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს“, ანუ მეტი სიზუსტე რენტგენოლოგიური კვლევებს მოტეხილობის ადრეულ-მწვავე ეტაპზე არ გააჩნია. და------------ნს აღენიშნებოდა მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი ნების (მეტაკარპალური) ძვლის ფუძის მოტეხილობა. სასამართლო-მედიკური და ტრავმატოლოგიური სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევებით დადგენილია, რომ მტევნის 1-ლი ნების ძვლის ფუძის მოტეხილობა, ანუ როლანდოს მოტეხილობა ვითარდება: ამ მიდამოზე მკვრივი ბლაგვი საგნის პირდაპირი ზემოქმედებით (მაგ. საგნის დარტყმით უშუალოდ 1-ლი ნების ძვლის ფუძის მიდამოში); 1-ლი ნების ძვლის ღერძის მიმართ პერპენდიკულარულად დიდი ძალის მკვეთრი მოქმედებით (დარტყმით); შეკრული მუშტის დარტყმით მკვრივ ბლაგვ საგანზე და არ ვითარდება 1-ლი თითის ამოტრიალების შედეგად. ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურდება საქმის მასალების და სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებით: ციტატა: „25.12.201--–- მოწმის სახით და------------ნის დაკითხვიდან: „მას შემდეგ რაც და--------–----ეს სახის არეში დავარტყი ხელი, იგი გამოიწია ჩემსკენ, დამიჭირა მარცხენა ხელის ცერა თითი და გადამიტრიალა, რა დროსაც ვიგრძენი ძლიერი ტკივილი, შემდეგ კი ტანის არეში რამდენჯერმე დამარტყა ხელი.“ ციტატა: „1-.09.201-. პაციენტი და------------ნი შემოვიდა მ------–------------- მიმღებ განყოფილებაში ჩივილით ტკივილზე მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, შესივებაზე, მოძრაობის შეზღუდვაზე, კიდურის ფუნქციის მკვეთრ დარღვევაზე. პაციენტის გადმოცემით ტრავმა მარცხენა მტევნის არეში მიიღო ორიოდე დღის წინ დაცემის შედეგად. ... მარცხენა მტევანი 1-ლი თითის მიდამო შესივებულია. აღინიშნება კანქვეშა ჰემატომები. პალპაციით პირველი თითის მოძრაობა შეზღუდულია, კიდურის ფუნქცია მკვეთრად შეზღუდულია“. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0--------; ციტატა: „ოპერაციის პროტოკოლი N---- პაციენტი და------------ნი. ოპერაციის დასახელება მარცხენა მტევნის პირველი თითის პროქსიმალური ფალანგის ფუძის ოსტეოსინთეზი მეტალოკონსტრუქციით“. ციტატა: „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0-------- ჩვენი 16.01.14წ.-ის შუამდგომლობა N5----------ის საფუძველზე გამომძიებლის მიერ ექსპერტიზაზე დამატებით წარმოდგენილ იქნა მოქ. და------------ნის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ელ.ვერსია (1 ც. CD დისკი), რომელიც შეისწავლა თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ირ---–--------–---–მა... 12.09.1-წ-ს. წარმოდგენილ რენტგენოგრამებზე აღინიშნება 1-ლი მეტაკარპალური ძვლის ფუძის მოტეხილობა, აგრეთვე ნეკნის (ვერ დგინდება რომელი ნეკნის) მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე. რენტგენოლოგიური სურათი არ ეწინააღმდეგება მიმართვაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 09.09.1-წ.“ ციტატა 12.08, 2015წ. და------------ნი დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმიდან: ,,შემაგინა ,,დედის მისამართით“, რის გამოც ვეღარ მოვითმინე და და--------–----ეს სახის არეში რამდენჯერმე დავარტყი ხელი, რის შემდეგაც ჩვენ ფიზიკურად შევეჭიდეთ ერთმანეთს და ჩვენს შორის დაიწყო ძიძგილაობა, მან უცბად დაძლია ჩემი ფიზიკური წინააღმდეგობა ვინაიდან ფიზიკურად ჩემზე ძლიერია და შემდეგ უკვე აქეთ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მომაწვა მთელი ძალით, დამარტყა ხელი ტანის არეში, სადაც, როგორც შემდგომ გაირკვა გამიტყდა კიდეც ნეკნი. აღნიშნული ინციდენტი გაგრძელდა 10-15 წამი, ჩვენ გაგვაშველეს დაცვის თანამშრომლებმა“. და--------–----ის სამედიცინო დაწესებულებაში ნათქვამის მიხედვით დაზიანება სახის მიდამოში მიაყენეს სახის არეში მუშტის დარტყმით. და--------–----ის სახის მიდამოში არსებული დაზიანებები ცხვირის მიდამოს ბლაგვი ტრავმის, მარჯვენა ქვედაყბის, მარცხენა ლოყისა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებში მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების მოქმედებით, მაგრამ საქმის მასალებში არსებულ არასაკმარის მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია და--------–----ის სახის მიდამოში არსებული დაზიანებების მიმყენებელი საგნის იდენტიფიცირება, კერძოდ, შეუძლებელია, დადგინდეს, რომელი დაზიანება არის მიყენებული წაგრძელებული ფორმის საგნის მოქმედებით, და რომელი სახის მიდამოში მუშტის მოქმედებით, ვინაიდან, არ არის ჩატარებული და--------–----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა პირადი გასინჯვის გზით ტრავმის მიღებიდან უახლოეს დღეებში, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა, დაეფიქსირებინა და--------–----ის სახეზე არსებული დაზიანებების ზომები და ფორმები, შესაბამისად კი შესაძლებელი იქნებოდა დაზიანებების მიმყენებელი საგნის ფორმის დადგენა (მუშტი თუ წაგრძელებული ფორმის ცილინდრული საგანი). მიუხედავად ამისა, სპეციალური სამედიცინო ლიტერატურის მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლებელია, და--------–----ეს სახის მიდამოში დაზიანებები მიეღო, როგორც ცილინდრული საგნის, ასევე სახის მიდამოში მუშტის დარტყმითაც, როგორც ამას ექიმებთან აცხადებს და--------–----ე და როგორც ამას თავის ჩვენებაში აცხადებს და--------–----ე, მითუმეტეს, რომ მას დაზიანებები მიყენებული აქვს სახის მარჯვენა ნახევარშიც და მარცხენა ნახევარშიც, და თუ გავითვალისწინებთ, რომ, სავარაუდოდ დაზიანების მიმყენებელ პირს აღენიშნება მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა, რაც საკმაოდ ხშირად ვითარდება მკვრივ, ბლაგვ საგანზე შეკრული მუშტით დარტყმის დროს. ზემოთმოყვანილი სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერები: ციტატები: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0--------, ექსპერტი გი---------------ე, 23.10.-28.11.201-. და--------–----ის სახელზე არსებული სამედიცინო დოკუმენტები. ციტატა: „შპს ,,აკ-----------------–----------–------–--------–----------------------------–------ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N------ის ჩანაწერები. ციტატა: ,,ს.ს „ვ--------“ კლინიკა „მ-----“-ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8----ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. და--------–----ეს ამბულატორიულად მიუმართავს 16.09.201-წ. დიაგნოზი: ქალა-ტვინის ტრავმის (თავის ტვინის შერყევის) შემდგომი მდგომარეობა, პოსტტრავმული ასთენიზაციის სინდრომი.“ ციტატა: შ.პ.ს. ,,ს.ხე----–---–--------–----------------------------–----ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N4-------ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. და--------–----ეს აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის მიდამოს ჰემატომები.“ ციტატა: „შპს „აკ-----------------–----------–------–--------–----------------------------–-------ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 8----დან ირკვევა 201-წლის 09 სექტემბერს 10 საათსა და 11 წუთზე პაციენტის გადმოცემით ტრავმა მიიღო ჩხუბის დროს, მკვრივი ბლაგვი სხეულის (მუშტის) მოხვედრის შედეგად. აღენიშნება ქვედა ყბის არეში მარცხნივ ჰემატომა. ტუჩის მარცხენა კუთხესთან შეშუპება. ცხვირიდან აღენიშნება სისხლდენა. ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია-პაციენტმა ჩხუბში დარტყმის გამო მიიღო ტრავმა ცხვირისა და სახის არეში. ტრავმა მიიღო ბლაგვი სხეულით (მუშტით). ამჟამად ავადმყოფს აღენიშნება ჰემატომა ქვედა ყბის არეში და თვალბუდეზე მარცხნივ, ცხვირიდან სისხლდენა“. ციტატა: „ს.ს. „ვ--------“ კლინიკა „მ-----“-ს ... პაციენტს სახის არეში (მარჯვენა ქვედაყბის, მარცხენა თვალბუდისა და მარცხენა ლოყის მიდამოში) აღენიშნება კანქვეშა ჰემატომები“.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა---------–--–---–მა. მანვე კატეგორიულად გამორიცხა ამოტრიალების გზით ცერა თითის იმ სახით მოტეხილობა, რომელიც ჰქონდა და------------ნს. მისივე განმარტებით, იმ დაზიანებების გათვალისწინებით, რაც და--------–----ეს აღენიშნებოდა სახის არეში ცალსახად ადგილი ჰქონდა რამდენიმე ზემოქმედებას.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, და------------ნს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა მხრისა და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა (დისტანციური დაკითხვა) ექსპერტმა ელ------------ამ. მანვე განმარტა, რა დაზიანებებიც ჰქონდა და------------ნს ასახა, სხვა დაზიანებები, რომ ჰქონოდა ისიც ასახული იქნებოდა დასკვნაში. იმ შემთხვევაში, როდესაც პირს აქვს ჩივილები ეუბნებიან, რომ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. თუ პირი მათთან დააფიქსირებდა ჩივილებს, ისინი დანიშნავდნენ დამატებით კვლევას.

 

სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნის თანახმად, და------------ნს დაუდგინდა დიაგნოზი: პირველი მეტაკარპალური ძვლის ფუძის მოტეხილობა ცდომით. რენტგენოგრამების შესწავლის შედეგად ასევე დადგინდა მარცხნივ იღლიის წინა ხაზზე ქვედა ნეკნის (ვერ დგინდება რომელი ნეკნის) მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 09.09.1--–-

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა--------------მ. მანვე დამატებით განმარტა, როდესაც ამბობს არ ეწინააღმდეგება არ ნიშნავს კატეგორიულ მტკიცებას. შესაძლოა ისეთივე წარმატებით არ ეწინააღმდეგებოდეს 11 რიცხვს, როგორც არ ეწინააღმდეგება 9 რიცხვს, რადგან მოტეხილობა არ არის ისეთი სახის დაზიანება, რომელიც 2 დღეში შეიცვლის სახეს. ის არ არის კომპეტენტური მოტეხილობის ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრაში.

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეო გამოსახულებაში 09:44:38 წუთზე დაფიქსირებული პიროვნება (აღნაგობის მიხედვით: მაღალი, გამხდარი. აცვია მოთეთრო ფერის პერანგი, მოშავო ფერის შარვალი. აქვს მოშავო ფერის მოკლე თმოვანი საფარი) 09:44:50 წუთზე მარცხენა ხელით მაგიდაზე დებს სავარაუდოდ თაბახის ფურცელს (ებს) და შემდეგ ხელი მიაქვს შარვლის უკანა მარცხენა ჯიბესთან, რის შემდეგაც მის ხელ (მარცხენა) 09:44:51 წუთზე ფიქსირდება მოშავო ფერის წვრილი მართკუთხა ფორმის საგანი და პარალელურ რეჟიმში ჯდება სკამზე მაგიდის უკან, რის გამოც მისი ხელი ამოეფარება მაგიდას. 09:45:21 წუთზე ფიქსირდება ზემოთ აღნიშნული პიროვნების ხელებით გადაწვდომა მის წინ ჯერ კიდევ მჯდარ პიროვნებაზე და შემდგომ ხელების შეხება. 09:45:21 წუთზე პიროვნების მარჯვენა ხელში ფიქსირდება მოშავო ფერის წვრილი მართკუთხა ფორმის საგანი. 09:45:44 წუთზე მამაკაცი (რომელიც ფიქსირდება გამშველებელთან ერთად. აცვია მონაცრისფრო ტონალობის პერანგი და მუქი ტონალობის შარვალი) იხრება ძირს, შემდეგ იმართება და მარცხენა ხელს მიმართავს ფანჯრის რაფისკენ (სავარაუდოდ დებს დაფაზე ნივთს). 09:45:48 წუთზე მამაკაცი (რომელიც ფიქსირდება გამშველებელთან ერთად. აცვია მოიასამნისფრო ტონალობის პერანგი და მუქი ტონალობის შარვალი) უახლოვდება ფანჯარას და მარჯვენა ხელის მოძრაობით ფანჯრის რაფიდან სავარაუდოდ იღებს ნივთს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლა–----------–---მ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის მტკიცებულებები (დაზარალებულ და------------ნის ჩვენება) და--------–----ის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ ის ვერ იქნება გაზიარებული და მიღებული უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებს. მათ შორის სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ხოლო რიგ შემთხვევაში კი ნაკლებად სარწმუნოა და მოკლებულია როგორც სანდოობას, ასევე დამაჯერებლობას. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები (ცერა თითის და ნეკნის მოტეხილობა), რაც მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედების დასაკვალიფიცირებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს, როდის მიიღო, რა ვითარებაში და ვისგან დაზიანებები დაზარალებულმა, ასევე აქვს თუ არა აღნიშნულთან შემხებლობა ბრალდებულს. მისი (დაზარალებული) ჩვენების მიხედვით, მან შეურაცხყოფისთვის, რომელიც და--------–----ემ მიაყენა, ამ უკანასკნელს დაარტყა ხელი, რაზეც და--------–----ე წაბორძიკდა. შემდეგ მათ შორის წარიმართა ფიზიკური დაპირისპირება, ამ შეხლა-შემოხლაში და ჩხუბში და--------–----ეს ეჭირა მისი ცერა თითი. ამავდროულად ის ხელს კრავდა და მუშტებს ურტყამდა, რა დროსაც ის გადავარდა უკან, რის შედეგადაც ჯერ მაგიდას დაეჯახა, შემდეგ ბოძს. ამის შემდეგ ისინი გააშველეს. სრულიად საპირისპირო განმარტეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დი--------------–---–მა და გი-----------–-----ნმა, ასევე სრულიად საპირისპირო დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული შა-------–-------ს ჩვენებით. კერძოდ, შა-------–------- თავის ჩვენებაში უთითებს, რომ გაიგონა ხმაურის და გინების ხმა, დაინახა, რომ და------------ნი საცემად იწევდა დასისხლიანებული და--------–----ის მიმართ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ის (შა-------–-------) ცდილობდა და------------ნის გაკავებას. თავის მხრივ, მოწმეებმა გი-----------–-----ნმა და დი--------------–---–მა უჩვენეს, რომ და--------–----ესა და და------------ნს შორის იყო შეხლა-შემოხლა, ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, შემდეგ თანამშრომლებმა გააშველეს და ყველაფერი დასრულდა, მათ არ დაუნახავთ, რომ და--------–----ეს ხელი ან ფეხი დაერტყას და------------ნისთვის, არც ის ახსენდებათ ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაეჩივლოს. საყურადღებოა, რომ არცერთი ზემოაღნიშნული მოწმე არ ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკურ ძალადობას (ხელის ან ფეხის დარტყმას, თითის ამოტრიალებას და ა.შ), ისინი უთითებენ მათ შორის არსებულ მხოლოდ შეხლა-შემოხლას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირები სხვა მოწმეებისგან განსხვავებით, რომლებიც ცოტა მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და მხოლოდ გაშველებაში მიიღეს მონაწილეობა, და--------–----ესა და და------------ნს შორის არსებული კონფლიქტის დროს მათთან ყველაზე ახლოს იმყოფებოდნენ (შა-------–------- აღნიშნავს, რომ შორი ახლოს იმყოფებოდა, ხოლო დი--------------–---–- და გი-----------–-----ნი კი უთითებენ, რომ დაახლოებით 15-20 მეტრის მანძილზე იყვნენ, ყოველ შემთხვევაში არცერთი მათგანი არ იყო გასული გაყიდვების სალონიდან, სადაც მოხდა კიდეც დაპირისპირება), შესაბამისად შეუძლებელია რომელიმე მათგანს მაინც არ დაენახა ის გარემოებები, რასაც თავის ჩვენებაში დაზარალებული უთითებს (ბრალდებული და--------–----ე ურტყამდა ხელს, დაეჯახა ჯერ მაგიდას, ხოლო შემდეგ ბოძს და ა.შ). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ნაკლებად სარწმუნო და წინააღმდეგობრივი ჩვენება არის ბრალდების მიერ წარმოდგენილი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდების დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას ცდილობს, რაც ცალსახად არასაკმარისია საქმეში არსებული ბუნდოვანებების აღმოსაფხვრელად. იმავდროულად, სასამართლოს არ გააჩნია არანაირი საფუძველი, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ. მათგან, მოწმეები დი--------------–---–- და გი-----------–-----ნი არ არიან ბრალდებულის ოჯახის ახლობლები ან ნათესავები, ისინი სრულიად ნეიტრალურები არიან და ამ საქმის მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ. როგორც მათ აღნიშნეს ერთნაირად იცნობენ როგორც და--------–----ეს, ასევე და------------ნს. პირველი მათგანი კომპანიის თანადამფუძნებელია, ხოლო მეორე დირექტორის მოადგილე. გარდა აღნიშნულისა, ისინი სასამართლო სხდომაზე გაფრთხილებულნი იქნენ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ამ პირობებში კი გაუგებარია რა მოტივაცია უნდა ამოძრავებდეთ, რომ მართლმსაჯულების წინააღმდეგ წავიდნენ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარუდგინოს ბრალდების მხარემ, თანაც ისე, რომ საქმეში არსებული ყველა საეჭვო გარემოება აღმოიფხვრას.

 

გარდა ზემოაღნიშნული წინააღმდეგობებისა, რაც არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს შორის, სასამართლო, აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს სხვა საეჭვო გარემოებებზე, რაც კიდევ უფრო უკარგავს დაზარალებულის ჩვენებას როგორც სანდოობას, ასევე სარწმუნოობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რასაც ვერ ვიტყვით მოცემულ შემთხვევაზე. მტკიცებულებათა ერთობლიობაც, რომ არ მივიღოთ მხედველობაში, ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი - დაზარალებულ და------------ნის ჩვენება (შინაარსობრივი მხარე), ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, კერძოდ: ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა როგორც ცერა თითის, ასევე ნეკნის მოტეხილობა, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს. ვინაიდან ორივე დაზიანება არა ერთობლიობაში, არამედ ცალ-ცალკე აღებულიც იძლევა და--------–----ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობას (დანაშაულის ერთერთი შემადგენელი ნაწილია ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება), სასამართლო ცალკეულ მათგანზე გაამახვილებს ყურადღებას. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ინციდენტი ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა 201- წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე. ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ დაზარალებულმა და------------ნმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა მხოლოდ 201- წლის 12 სექტემბერს დილის საათებში, ანუ ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულების მასალებზე დაყრდნობით ექსპერტმა ნა--------------მ დაუდგინა და------------ნს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. მართალია ექსპერტი თავის დასკვნაში უთითებს, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 201- წლის 9 სექტემბერი, თუმცა ვერც მან და სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვერცერთმა ექსპერტმა (მა---------–--–---–ი, ალ------------------) ვერ გამორიცხეს ის გარემოება, რომ დაზიანებები თარიღში შესაძლოა არ ეწინააღმდეგებოდეს ასევე 201- წლის 9 სექტემბერს (იგულისხმება 10:00 საათის შემდგომი პერიოდი, როდესაც ინციდენტი ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დასრულდა), ასევე 201- წლის 10 და 11 სექტემბერს. ექსპერტების განმარტებით, მოტეხილობა არ არის ისეთი სახის დაზიანება, რომელიც 2-3 დღეში შეიცვლის სახეს, ხოლო ბრალდების მხარეს სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა დაზარალებულის მიერ დაზიანებების მიღებას, 201- წლის 9 სექტემბერს ინციდენტის შემდეგ ან 201- წლის 10 და 11 სექტემბერს, არ წარუდგენია. კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის გარემოებას საქმეში არსებული ელ------------ას მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რა დროსაც დაზარალებული ექსპერტს შემოწმების მიზნით წარედგინა 201- წლის 9 სექტემბერს (სავარაუდოდ ინციდენტიდან მოკლე პერიოდში), დასკვნის თანახმად, და------------ნს აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა წინა მხრის, მარჯვენა მხრისა და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, რომლებიც მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუკი ინციდენტის დასრულებისთანავე დაზარალებულს მხოლოდ მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, მაშინ როდის მიიღო მან (დაზარალებული) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება? (ბრალდების რომელიმე მტკიცებულებით არ გამორიცხულა დაზიანების შემდგომ მიღების ალბათობა). ამასთან, ცერა თითთან დაკავშირებით ექსპერტმა ჭი-------მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ჰქონდა მხოლოდ შეშუპება, რომელიც არ წარმოადგენდა ფიზიკური დაზიანების ობიექტურ გარემოებას, ხოლო სხვა რაიმე დაზიანება, რომ ჰქონოდა და------------ნს აისახებოდა დასკვნაში, ასევე თუ პირი დააფიქსირებდა სხვა ჩივილებს, დანიშნავდნენ დამატებით კვლევას. თავის მხრივ ექსპერტმა ალ------------------მ სხდომაზე ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ შესივება (შეშუპება) იმთავითვე არ ნიშნავს მოტეხილობას, შესივება (შეშუპება) შესაძლოა სხვა მიზეზითაც იქნეს გამოწვეული, მაგრამ ის, რომ მოტეხილობას თან ახლავს ძლიერი ტკივილი და თითის ფუნქციონირების მოშლა, ამაში ექსპერტი იყო კატეგორიული. ექსპერტ ჭი-------ს დასკვნაში კი არაფერია აღნიშნული თითის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც ასევე აუცილებელია თითის მოტეხვის დროს. ყოველივე ამასთან ერთად, როგორც ექსპერტ მა---------–--–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული დასკვნით დგინდება, იმ სახის (როლანდო) მოტეხილობა (თითი), რომელიც დაზარალებულ და------------ნს ჰქონდა, შეუძლებელია მას მიეღო თითის ამოტრიალების გზით, როგორც ამას თავის ჩვენებაში დაზარალებული უთითებს. ამდენად, გაზიარებულიც რომ იქნეს დაზარალებულის ჩვენება, ეს უკანასკნელი თითის მსგავსი სახის მოტეხილობას მიიღებდა მხოლოდ მყარ ზედაპირზე ზემოქმედების შედეგად (ნამსჯელია სასამართლო-სამედიცინო საკონსულტაციო N3--------- დასკვნაში). შესაძლოა ეს იყოს დაცემა ან სულაც დარტყმის შედეგი. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული არ უარყოფს ბრალდებულზე ხელის დარტყმას, თანაც არაერთხელ, რამდენიმეჯერ, რაც ასევე როგორც ექსპერტი მა---------–--–---–ი განმარტავს მყარ საგანზე ზემოქმედებად განიხილება. ხოლო რაც შეეხება ნეკნს, როგორც სასამართლომ აღნიშნა, გაზიარებულიც რომ იქნეს დაზარალებულის ჩვენება, ბრალდებულის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება შემდეგ გარემოებათა გამო: და------------ნი თავის ჩვენებაში არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ხელი პირველად ბრალდებულს მან დაარტყა, ანუ ის იყო ინიციატორი ძალადობის განხორციელების. საქმის მასალებით, მათ შორის ექსპერტ მა---------–--–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული დასკვნით ასევე დასტურდება, რომ ერთჯერადი დარტყმით და--------–----ე იმ დაზიანებებს, რაც მას სახის არეში ჰქონდა ვერ მიიღებდა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნას და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ლა–----------–--ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, პირს (აღნაგობის მიხედვით: მაღალი, გამხდარი. აცვია მოთეთრო ფერის პერანგი, მოშავო ფერის შარვალი) ხელი მიაქვს შარვლის უკანა მარცხენა ჯიბესთან, რის შემდეგაც მის ხელში (მარცხენა) 09:44:51 წუთზე ფიქსირდება მოშავო ფერის წვრილი მართკუთხა ფორმის საგანი და პარალელურ რეჟიმში ჯდება სკამზე მაგიდის უკან, რის გამოც მისი ხელი ამოეფარება მაგიდას. 09:45:21 წუთზე ფიქსირდება ზემოთ აღნიშნული პირის ხელებით გადაწვდომა მის წინ ჯერ კიდევ მჯდარ პირზე და შემდგომ ხელების შეხება. 09:45:21 წუთზე პირის მარჯვენა ხელში ფიქსირდება მოშავო ფერის წვრილი მართკუთხა ფორმის საგანი. ამასთან ერთად, საყურადღებოა დაცვის მხარის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს დაზარალებული საგნით ხელმომარჯვებული დაესხა თავს, რასაც კატეგორიულად უარყოფდა დაზარალებული და უთითებდა, რომ საგანი, რომელიც მის ხელთ ჩანდა უბრალოდ ტელეფონი იყო. ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ ლა–----------–--ის ჩვენების გაანალიზების შედეგად, სასამართლო მიუთითებს, რომ საგანი, რომელიც საქმეში ფიგურირებს ყველაზე ნაკლებად გავს ტელეფონს. ამასთან ერთად, ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუკი ეს საგანი, როგორც დაზარალებული უთითებს - ტელეფონი მან (დაზარალებული) მაგიდაზე დადო, მაშინ როგორღა აღმოჩნდა ეს საგანი მის ხელთ, მაშინ, როდესაც ის (დაზარალებული) ხელით წვდა (შეეხო) ბრალდებულს? ექსპერტი ამ------–--ე ცალსახად უთითებს, რომ 09:45:21 წუთზე (დრო, როდესაც და------------ნი ხელით ეხება და--------–----ეს) პირის მარჯვენა ხელში ფიქსირდება მოშავო ფერის წვრილი მართკუთხა ფორმის საგანი. აღნიშნულ საკითხზე ასევე იმსჯელა მოსამართლემ 2----–-–--------------- განაჩენში (წარმოადგინა დაცვის მხარემ როგორც მტკიცებულება, რომელიც დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე), სადაც მოსამართლემ განმარტა - მიუხედავად დაზარალებულის (იმ საქმეზე და--------–----ე) და ექსპერტის ჩვენებებისა, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადგენს ჰქონდა და------------ნს (იმ საქმეზე ბრალდებული) თუ არა რაიმე საგანი და--------–----ეზე ძალადობის შედეგად. სასამართლო სრულად იზიარებს მოსამართლის მიერ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, ის, რომ წინა საქმეზე (2----–-–--------------- განაჩენი) რაიმე ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეჭვი არ არსებობდა. სწორედაც, რომ დაზარალებულის (წინა საქმეზე და--------–----ე) და ექსპერტის ჩვენებამ აღძრა საფუძვლიანი ეჭვი, თუმცა, ვინაიდან ხსენებულ საქმეზე და------------ნი სარგებლობდა ბრალდებულის სტატუსით, ყოველგვარი ეჭვი გადაწყდა მის სასარგებლოდ. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოცემულობა არსებობს ამ საქმეზე, სადაც და------------ნია დაზარალებული, ხოლო ბრალდებული კი პირიქით და--------–----ე. ამ ვითარებაში, განსხვავებით წინა შემთხვევისა, სასამართლო არ არის შეზღუდული იმსჯელოს და შეაფასოს გარემოება, რომელიც, თუნდაც არ დასტურდება უტყუარად, მაგრამ აჩენს საფუძვლიან ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს ხელში ნამდვილად ეჭირა საგანი, რომლითაც ის ბრალდებულს უსწორდებოდა და ეჭვი ამ შემთხვევაშიც ბრალდებულის სასიკეთოდ განმარტოს, როდესაც საკითხი შეეხება სამართლებრივ შეფასებას. სასამართლომ ზემოდ არაერთხელ მიუთითა და იმსჯელა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასანდო და არასარწმუნო მტკიცებულებით (დაზარალებულის ჩვენება) უტყუარად არ დასტურდება ფაქტი, ანუ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი გარემოებები, თუმცა დადასტურების შემთხვევაშიც კი და--------–----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდებოდა, რადგან და--------–----ის მიმართ ბრალად შერაცხული მუხლი მიეკუთვნება განზრახ, ამასთან მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მაშინ, როდესაც და--------–----ე იგერიებდა და------------ნის თავდასხმას, რომელიც შესაძლოა შეიარაღებულიც კი იყო მართკუთხა ფორმის საგნით, შეუძლებელია მას (და--------–----ე), თუნდაც გაზიარებული იქნეს დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები ხელის დარტყმასთან დაკავშირებით ჰქონოდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახვა და------------ნის მიმართ. მითუფრო შეუძლებელია ბრალდებულს გაეთვალა, რომ ხელის დარტყმის შედეგად დაზარალებული ჯერ მაგიდას, ხოლო შემდეგ ბოძს დაეჯახებოდა. ანუ დაზარალებულის ჩვენების სრულად გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ იქნებოდა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა (ხელის დარტყმა) და დამდგარ შედეგს შორის (ნაკლებად მძიმე დაზიანება), ვინაიდან შეუძლებელია იმის გამორიცხვა, რომ დაზარალებულს დაზიანება ბოძზე ან მაგიდაზე შეჯახების შედეგად არ მიეღო.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და--------–----ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

და--------–----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

CD დისკები - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე