განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
120100118002585298
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ა---––--ის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/324-18წ. 04 თებერვალი, 2019 წელი ქ.ა---––---

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ------ კ--–------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 2-.0-.1--- წელს ა---––---ში, პ/ნ 4----------, რეგისტრაციის მისამართი: ა------- რაიონი, ხ-----ი; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.ა---––---. კ--------ს ქ.N 1---

ადვოკატი - ი--------------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

ქ.ა---––---ში კ--------ს ქუჩა N 1----ში მცხოვრები ზ------ი კ--–------ე 2018 წლის 2- ი---სს დაახლოებით 2-:00 საათზე მივიდა სახლში და მეუღლეს მ--- ტ-------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელების დარტყმით სახისა და ტანის არეში დაუწყო ცემა, რის შედეგადაც მ--- ტ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ზ------ კ--–------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე ნ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ა---––---ში კ--------ს ქუჩაზე ბინა N5-ში ზ------ კ--–------ის მეზობლად. 2018 წლის 2- ი---სს გვიან ღამით, სახლში ყოფნის დროს მოესმა ხმაური. როდესაც დაინტერესდა, შემოესმა მ--- ტ-------ის ყვირილი. გავიდა ეზოში სადაც ასევე დახვდა მეზობელი ზ----- თ------–---–ი. ზ------ კ--–------ე მ--- ტ-------ეს უყვიროდა თუ სად ჰქონდა ტელეფონი, თან იწევდა მ--- ტ-------ისკენ ლანძღვა-გინებით. ზ----- თ------–---–ი ეუბნებოდა ზ------ს, რომ ნასვამი იყო და როდესაც გამოფხიზლდებოდა შემდეგ გაერკვია. ზ------ი აგინებდა მ---ს, რომელიც იდგა მისგან ცოტა მოშორებით ეზოს კარებისკენ და მეუღლეს სთხოვდა ტელეფონს. ზ----- თ------–---–ი ზ------ს ელაპარაკებოდა და ამშვიდებდა. კონფლიქტის დროს მ--- ტ-------ე წავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ შეხვედრია. ზ------ კ--–------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში.

მოწმე ზ-----ი თ------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, ცხოვრობს ა---––---ში კ--------ს ქუჩაზე ზ------ კ--–------ის მეზობლად. 2018 წლის 2- ი---სს გვიან ღამით იმყოფებოდა სახლში. ხმაური შემოესმა მეზობლისგან. გავიდა გარეთ ზ------ის სახლის შესასვლელისკენ და დაინახა, რომ მისი მეუღლე მ--- ტ-------ე იდგა დაახლოებით 10-15 მეტრში ზ------ისგან ეზოს კარების მხარეს, ზ------ კ--–------ე კი იდგა სახლის კართან და აგინებდა მ--- ტ-------ეს. მან ურჩია ზ------ს, რომ გაჩერებულიყო და მომდევნო დღეს გაერკვიათ. ზ------ი გაჩერდა. მან ჩხუბის ხმა გაიგო და იმიტომ გავიდა გარეთ. არ ჩათვალა საჭიროდ გაერკვია რა ხდებოდა და ზ------ი რის გამო აგინებდა მეუღლეს. გინების და ხმაურის ხმა რომ გაიგო სახლში იმყოფებოდა, სახლის კარები ღია იყო და ისმოდა ჩხუბის ხმა. ნასვამი იყო თუ არა არ შეუმჩნევია. ზ------ი აგრესიული იყო მეუღლის მიმართ, აგინებდა და იწევდა მისკენ. მ--- ტ-------ეს რაიმე დაზიანება ჰქონია თუ არა არ შეუმჩნევია, კონფლიქტის შემდეგ სად წავიდა არ ახსოვს.

მოწმე ბ--–-----------ე-ლ----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის მ--- ტ-------ის ბიძაშვილი. 2018 წლის 2- ი---სს დილის 7 საათზე მ--- ტ-------ე მივიდა მასთან, ნამტირალევი იყო. ეგონა ავადმყოფი დედის გამო ტიროდა, მაგრამ მ---მ აუხსნა, რომ კამათი მოუვიდა მეუღლესთან და ტირილი დაიწყო. უთხრა, რომ ნასვამი იყო და ეკითხებოდა თუ ვინ მიიყვანა სახლში, ამის გამო ეჭვიანობის ნიადაგზე დაარტყა. ამის შემდეგ სახლიდან გამოქცევას ცდილობდა ზ------მა კი მოჰკიდა ხელი და დაითრია, რადგან არ უშვებდა გარეთ. ჰქონდა სილურჯე ხელზე. საბოლოოდ მ--- ტ-------ემ დააღწია თავი და გამოვიდა სახლიდან მთელი ღამე ქუჩაში გაატარა და გამთენიისას მივიდა ბიძაშვილთან. მ--- ტ-------ემ უთხრა, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო ზ------ კ--–------ის ეჭვიანობა, რომ ვითომ მეუღლე ვიღაცამ მიიყვანა სახლში, რეალურად კი სამსახურში (ფურნეში) იყო და თავად ზ------მა წაიყვანა სახლში. მოწმე მ--- ტ-------ეს აწყნარებდა და ეუბნეოდა, რომ ოჯახი ჰყავდა, შვილები და ოჯახი არ დაენგრია. მას ნამდვილად უამბო მ--- ტ-------ემ, რომ ზ------ კ--–------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებას რა ინფორმაციაც მისცა სწორია.

მოწმე ა------------ის ჩვენებით დადგენილია, 2018 წლის ი---სის ბოლო რიცხვებში მან რამდენჯერმე დაურეკა თავის დას მ--- ტ-------ეს და რომ არ უპასუხა სახლში მიაკითხა, სახლშიც არ დახვდა. ბოლოს გაარკვია, რომ მ--- ტ-------ე იმყოფებოდა ბიძაშვილთან ბ--–-----------ესთან. მას ა------------ემ გამოჰკითხა ბიძაშვილთან ყოფნის მიზეზი, მ--- ტ-------ემ განუმარტა, რომ მისი მეუღლე ზ------ კ--–------ე ნასვამი მივიდა სახლში, უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, სახეში ხელი გაარტყა და სახლიდან ამის გამო წამოვიდა. მოწმე ასევე განმარტავს, რომ მისი დის გადმოცემით არაერთხელ ჰქონია მსგავს შემთხვევას ადგილი, თუმცა მ--- ტ-------ე აქამდე არაფერს ამბობდა ასეთი ფაქტების შესახებ, ვინაიდან არ სურდა ოჯახის დანგრევა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მ--- ტ-------ე რამოდენიმე დღით ცხოვრობდა ბიძაშვილთან ბ--–-----------ე ლ----------ესთან, ხოლო შემდეგ მასთან მისამართზე ა---––--ე ვ-–- ფ–----–ას ქ.N 4-ა-ში.

დაზარალებულმა მ--- ტ-------ემ უარი განაცხადა მეუღლის ზ------ კ--–------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

არასრულწლოვნებმა ს--- კ--–------ემ და ს------- კ--–------ემ უარი განაცხადეს მამის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

ბრალდებულმა ზ------ კ--–------ემ გამოიყენა დუმილის უფლება.

2018 წლის 27 ი---სს დაიწყო გამოძიება ზ------ კ--–------ის მიერ მეუღლის - ქ.ა---––---ში ვ-–----–----–-ს ქ.N4--ში მცხოვრები მ--- ტ-------ის მიმართ სისტემატიური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მ--- ტ-------ის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მეუღლე ზ------ კ--–------ე ძალადობს მასზე. შეტყობინების ავტორის განმარტებით ამჟამად იგი ცხოვრობს დასთან ქ.ა---––---ში ვ-–----–----–-ს ქ.N4--ში.

2018 წლის 28 ი---სს ა---––--ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა---––--ის რაიონულმა პროკურორმა და მიუთითა, რომ გამოძიება დაიწყო მ--- ტ-------ის მიმართ ზ------ კ--–------ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. შუამდგომლობის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2- ი---სს ქ.ა---––---ში კ--------ს ქ.N1----ში მცხოვრებ მ--- ტ-------ეს მისმა მეუღლემ ზ------ კ--–------ემ სახესა და ხელებზე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება თავად მ--- ტ-------ის მიერ 2018 წლის 27 ი---სს გამოძიებისათვის მიცემულ ინფორმაციას, სადაც მ--- ტ-------ემ განმარტა, რომ მეუღლის მხრიდან ასეთ ძალადობას აქვს სისტემატიური ხასიათი. ზემოაღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი სასამართლოს მიერ ზ------ კ--–------ის დაკავების ნებართვის გაცემისათვის, ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ანალოგიური დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

2018 წლის 28 ი---სის შემაკავებელი ორდერის N0-----–ის თანახმად, 2018 წლის 28 ი---სს ზ------ კ--–------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს მ--- ტ-------ეს. ზ------ კ--–------ეს აეკრძალა მ--- ტ-------ესთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 ი---სის N4--/0-/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--- ტ-------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. კონკრეტულად, მ--- ტ-------ეს მარცხენა მხრის შუა მესამედის გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4X6 სმ-ზე. მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X2,0 სმ-ზე, მარცხენა მხრის ქვემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1.5 X2,0 სმ-ზე, მარჯვენა მხრის ზემო მესამედის გვერდით ზედაპირზე მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5X3,5, სმ-ზე. ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა დაადასტურა ა---––--ის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე 28 ი---სს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სისწორე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 2- ი---სს.

2018 წლის 29 ი---სის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ მ--- ტ-------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ზ------ი კ--–------ე 2018 წლის 28 ი---სს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა 2-:15 საათზე, ქ.ა---––--ეში გ-------------- ქუჩაზე. 29 ი---სს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 30 ი---სს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 ლარის ოდენობით მის უზრუნველყოფამდე პატიმრობით. ბრალდებულის მიერ გირაო იქნა უზრუნველყოფილი ფულადი თანხით და 30 ი---სს განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.

მოწმე ბ-------------–-–---–ის და ლ------------ის ჩვენებით დგინდება რომ მუშაობენ ა---––--ის რაიონულ სამმართველოში 2018 წლის 28 ი---სს ა---––--ის რაიონული სასამართლოს 28 ი---სის განჩინების საფუძველზე ქალაქ ახლაციხეში დააკავეს ზ------ კ--–------ე, მას განუმარტეს დაკავებულის უფლება-მოვალეობები, რომელიც შემდგომ გადაიყვანეს შსს ა---––--ის რაიონულ სამმართველოში. მათვე თაატარეს საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მოწმე დ---------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ ა---––--ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 28 ი---სს მოწმის სახით მის მიერ გამოკითხული იქნა ზ----- თ------–---–ი, რომელმაც მიაწოდა მომხდარის შესახებ ინფორმაცია და დაადასტურა ხელის მოწერით, სხვა საგამოძიებო მოქმედებები მას არ ჩაუტარებია.

სასამართლოს დასკვნა ზ------ კ--–------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი” განმარტავს, რომ ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივ ქმედებას შეიძლება წარმოადგენდეს ძალადობა, რომელმაც საკმარისია გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი - შესაბამისად, იგულისხმება ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2018 წლის 2- ი---სს ქ.ა---––---ში კ--------ს ქუჩა N1----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ------ი კ--–------ემ მეუღლეს მ--- ტ-------ეს, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი ტანის არეში რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. მოწმე ზ----- თ------–---–ისა და ნ-------------–--ის ჩვენებებით ფაქტიურად დგინდება ძალადობის ფაქტი, მათ განმარტეს, რომ 2018 წლის 2- ი---სს გვიან ღამით შემოესმათ ლანძღვა-გინების ხმა. გაარკვიეს, რომ მეზობლად მცხოვრები ზ------ კ--–------ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მ--- ტ-------ეს. ეზოში გასულებმა დაინახეს, რომ მ--- ტ-------ე იდგა ეზოს გასასვლელთან, ხოლო ზ------ კ--–------ე იდგა მისივე სახლის კართან, აგინებდა მეუღლეს, გამოხატავდა აგრესიას და იწევდა მისკენ. მეზობლებმა დაამშვიდეს ზ------ კ--–------ე, მ--- ტ-------ე კი წავიდა სახლიდან. მოწმე ბ--–-----------ე-ლ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მ--- ტ-------ის ბიძაშვილი. 2018 წლის 2- ი---სს გამთენიისას მასთან მივიდა მ--- ტ-------ე ატირებული და მოუყვა, რომ მეუღლემ იძალადა მასზე, იგი ცდილობდა სახლიდან გამოქცევას, ხოლო ზ------ კ--–------ე არ უშვებდა და ითრევდა ხელებიდან, რის გამოც ეტყობოდა ხელებზე ჩალურჯებები. მ--- ტ-------ემ ასევე განუმარტა, რომ ძალადობის შემდეგ შესძლო სახლიდან გამოქცევა, შუაღამისას ვერსად ვერ მივიდა, ღამე გაათენა ქუჩაში, ხოლო გამთენიისას მიაკითხა ბიძაშვილს. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--- ტ-------ეს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს 2018 წლის 2- ი---სს. ექსპერტის მიერ აღწერილი დაზიანებები ემთხვევა მოწმე ბ--–-----------ე-ლ----------ის მიერ აღწერილ დაზიანებებს, რომელიც მან ნახა მ--- ტ-------ის სხეულზე და მისივე განმარტებით მიაყენა მეუღლემ ზ------ კ--–------ემ ძალადობის დროს. მ--- ტ-------ის განმარტების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მისივე გამოკითხვის ოქმში მითიტებული ფაქტობრივი გარემოებები მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ საფუძვლად დაედო საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.

ოჯახური ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულის თავისებურებიდან გამომდინარე ოჯახში ძალადობის ფაქტი არ გამოირჩევა მოწმეთა და სხვა მტკიცებულებების სიუხვით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების ზ----- თ------–---–ისა და ნ-------------–--ის ჩვენებები შესაძლებელია მივიჩნიოთ პირდაპირ მტკიცებულებად ძალადობასთან მიმართებაში, ვინაიდან, მათ სასამართლოს გადმოსცეს ინფორმაცია, რომელიც დაინახეს უშუალოდ ძალადობის დროს - ბრალდებული სახლიდან გამოქცეული მსხვერპლის მიმართ განაგრძობდა ძალადობას, აგრესიას გამოხატავდა მის მიმართ იწევდა საცემად, აგინებდა უცენზურო სიტყვებით, მსხვერპლი თავის დასაღწევად განერიდა მას და იდგა საცხოვრებელი სახლის ეზოს კართან, როდესაც დარწმუნდა, რომ მეზობლებმა იგი შეაჩერეს წავიდა სახლიდან. მომხდარი ფაქტის შემდეგ დაზარალებული ატირებული მივიდა ნათესავთან, მოუყვა მას მომხდარი ძალადობის შესახებ, აჩვენა დაზიანებები რომელთა წარმომავლობაც ძალადობასთან იყო დაკავშირებული და რამოდენიმე დღის განმავლობაში არ ბრუნდებოდა სახლში, რათა თავიდან აეცილებინა ძალადობა. ეს გარემოებაც პირდაპირ ადასტურებს ზ------ კ--–------ის მიერ მ--- ტ-------ეზე განხორციელებული ძალადობას. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას - დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის გამო, სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ქმედების ჩადენის დროს 2018 წლის 2- ი---სს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები ასევე ადასტურებენ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტს. ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს მისი მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობა იძლევა შესაძლებლობას დადასტურებულად იქნეს მიჩნეული გარემოება, რომ დაზიანების მიყენებისას დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის გამო გამოიქცა სახლიდან და მეზობლების ჩარევის შემდეგაც არ დაბრუნდა მოძალადე მეუღლესთან. ეს ობიექტური გარემოებები ერთობლიობით ადასტურებენ ფაქტს, რომ მსხვერპლი გაექცა მოძალადეს და თავი შეაფარა ნათესავს, რის შემდეგაც მიუხედავად განვლილი დროისა არათუ შეურიგდა ბრალდებულს, არამედ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ობიექტური მსჯელობის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ არ სურდა ძალადობის განმეორება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის (როგორც ყველა სხვა დანაშაულის) ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მაგრამ ამ ფაქტის არსებობის მტკიცების შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დაზარალებულის ნებაზე, ვინაიდან, მისი მხრიდან მოძალადე მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემამ შესაძლოა გაართულოს მისი მდგომარეობა. ამავე დროს დაზარალებულის ეს უფლება არ უნდა იქნეს გამოყენებული იარაღად ბრალდებულის ხელში, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ზ------ კ--–------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------ი კ--–------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის ზ------ კ--–------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ------ კ--–------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ------ კ--–------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ზ------ კ--–------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ამავე კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს სწორედ იმის გამო, რომ ძალადობა ჩადენილია მეუღლის, როგორც ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამორიცხავს ამ ფაქტის დამატებით დამამძიემებელ გარემოებად მიჩნევას, ხოლო სხვა მტკიცებულებები რაიმე ნიშნით დანაშაულის ფაქტის ჩადენის შესახებ საქმეში არ მოიპოვება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ზ------ კ--–------ეს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ------ კ--–------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - სამი დღე და დანიშნული სასჯელი 150 საათის ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შემცირდეს 15 საათით.

საბოლოოდ, მსჯავრდებულ ზ------ კ--–------ეს (პ/ნ 4----------) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 საათის ვადით.

2. ზ------ კ--–------ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი-ს------ კ--–------ე პ/ნ 0----------, თანხა გადახდილ იქნა 2018 წლის 30 ი---სს ლიბერთი ბანკში, საგადასახადო დავალება N1-------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

3. განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი