გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
010310018002359660
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002359660

№3-133/2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – ლე--- წუ-–-----ე

მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური

წარმომადგენელი - მუ----- ჯო-------ე

დავის საგანი – საჯარო ინფორმაციის გაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ლე--- წუ-–-----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიმართ და მოითხოვა:

მოპასუხის დავალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, კერძოდ, რომელ ზონას განეკუთვნებოდა 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ----------------------–- მდებარე შპს „ი--------–ი 2----ის“ (წ------–------------) ტერიტორია და რას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2----2--- წლებში ერთი კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2--- წლის 1-ელ მარტს ლე--- წუ-–-----ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციას და მოითხოვა, გაეცათ წერილობითი ინფორმაცია, თუ რომელ ზონას განეკუთვნებოდა 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ----------------------–- მდებარე „ი--------–ი 2-----ის“ წ------–------------ ტერიტორია და რას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე 2----2--- წლებში ერთი კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი.

იგივე შინაარსის განცხადებით მიმართა ლე--- წუ-–-----ემ 2--- წლის 7 მარტს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს, თუმცა უშედეგოდ.

2--- წლის 18 დეკემბერს ლე--- წუ-–-----ემ კვლავ მოითხოვა მის მიერ დასმულ შეკითხვებზე მიეწოდებინათ ინფორმაცია, მაგრამ მიუხედავად დაჟინებული თხოვნისა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან იგნორირებული იქნა მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, ლე--- წუ-–-----ე იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით, მისი უფლებების დასაცავად.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ლე--- წუ-–-----ეს არ აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას, ისინი მიუთითებენ სულ სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც არაფერ შუაშია განსახილველ საკითხთან.

ლე--- წუ-–-----ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ საჯარო ინფორმაციას და სახეზეა, მისი გაცემის ვალდებულება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე საერთაშორისო ნორმების საფუძველზე.

მოთხოვნილი ინფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, ლე--- წუ-–-----ეს გააჩნია ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელ ზონას განეკუთვნებოდა 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ----------------------–- მდებარე „ი--------–ი 2----ის“, წ------–------------ ტერიტორია და რას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე 2----2--- წლებში 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მოცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნა, რომ თითქოსდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ გაცემულა მოთხოვნილი ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც აღნიშნულ საკითხებზე პასუხი მოსარჩელეს არერთგზის და ამომწურავად გაეცა.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ოფიციალური „ლეგალური“ განმარტების გაცემა არ შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში, თუმცა ნიშანდობლივია, ასევე ის გარემოება, რომ საპასუხო კორესპონდენციები სრულად პასუხობს განცხადებით მოთხოვნილ ინფორმაციას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა უნდა არსებობდეს შემდეგი ორი გარემოება ერთდროულად: 1. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს მისი კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენება, ასევე, ვერ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება უკანონოა.

უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი და იმავე საკითხზე, რაზეც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იქნა გაცემული საპასაუხო წერილი განცხადების მოთხოვნიდან გამომდინარე, თუმცა საკმარისად არ მიიჩნევს გაცემულ პასუხს, ასევე, ითხოვს განმარტებების გაკეთებას, რისი ვალდებულებაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია.

აღნიშნულიდამ გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 18 დეკემბერს ლე--- წუ-–-----ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა, წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ზონას განეკუთვნებოდა 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ----------------------–- მდებარე, შპს „ი--------–ი 2-----ის“ (წ------–------------) განაშენიანებული ტერიტორია და რას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე 2----2--- წლებში, ერთი კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლე--- წუ-–-----ის 2--- წლის 18 დეკემბრის განცხადება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წლის 8 იანვრის წერილით ლე--- წუ-–-----ეს ეცნობა შემდეგი: განცხადებაში დასმულ საკითხზე ლე--- წუ-–-----ეს არაერთხელ გაეცა პასუხი და მოთხოვნიული დოკუმენტაცია. კერძოდ,ა) ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი სამსახურის 2--- წლის 25 მაისის №1------- წერილით;

ბ) ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი სამსახურის 2--- წლის 01 სექტემბრის №1------- წერილით;

გ) ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი სამსახურის 2--- წ. 26 ოქტომბრის №1------- წერილით;

დ) ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი სამსახურის 2--- წლის 20 ნოემბრის №1------- წერილით;

ე) ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი სამსახურის 2--- წლის 06 დეკემბრის №1------- და №1------- წერილებით;

ვ) ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2--- წლის 19 დეკემბრის №1------- წერილით;

ზ) ქ. ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის 2--- წლის 01 მარტის №1------- და №1------- წერილებით;

თ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამახურის 2--- წლის 28 ოქტომბრის №2-------- წერილით;

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით ლე--- წუ-–-----ეს უნდა ეხელმძღვანელა, მითითებული წერილებითა და მისთვის გადაცემული მასალებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წ. 8 იანვრის წერილი.

 

3.1.3. 2--- წლის 20 მარტს ლე--- წუ-–-----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიმართ და მოითხოვა:

მოპასუხის დავალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, კერძოდ, რომელ ზონას განეკუთვნებოდა 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ----------------------–- მდებარე შპს „ი--------–ი 2----ის“ (წ------–------------) ტერიტორია და რას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2----2--- წლებში ერთი კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლე--- წუ-–-----ის სასარჩელო განცხადება..

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--- წუ-–-----ის სარჩელი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“.

- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებზე, რომ ინფორმაციის თავისუფლებას თავად საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რითაც უზრუნველყოფილია თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლება, ვინაიდან თავად საქართველოს კონსტიტუცია აწესებს მისი შეზღუდვის ფარგლებს, კერძოდ, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმარტებულია, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს. სწორედ ამგვარ კანონისმიერ შეზღუდვის ფარგლებს აწესებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის დანაწესი გააზრებულ უნდა იქნეს მთლიანობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406-408 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოახდინა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იმ სახის ინფორმაციის დიფერენცირება, რომლებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში და დაყო ისინი რამდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღება, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ავტომატურად გასაიდუმლოებას გულისხმობს. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება კერძო პირის კერძო საკითხებს, ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და მისი განსაიდუმლოება დამოკიდებულია თავად იმ პირის თანხმობაზე, ვისაც ინფორმაცია შეეხება. ამდენად, ოფიციალურ წყაროებში არსებული პირის კერძო საკითხებს მიკუთვნებული მონაცემები ხელშეუხებელია და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული გამხელისაგან, რაც შეესაბამება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს, ასევე 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან დაცვის პრინციპს.

შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფინანსებთან, ჯანმრთელობასთან, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასთან და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია პირადი ფასეულობის მქონეა და მისი საიდუმლოების დაცვას თავად საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ამდენად, პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება კერძო ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია ავტომატურად გასაიდუმლოებული ხასიათი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,პირადი ცხოვრების პატივისცემის“ უფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ასევე ძირითად უფლებას. მისი შეზღუდვის საფუძვლები განისაზღვრება როგორც საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, კერძო საკითხების შესახებ ინფორმაციის დაცვის მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ უკვე ხსენებულ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში. აღნიშნული ნორმების ანალოგიურად, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას; ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის თანახმად, არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ცხოვრებაში; თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულია, ერთის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოავლენს ინფორმაციის გაცემის ნებას, ხოლო მეორეს მხრივ, კოდექსი ამომწურავად ითვალისწინებს იმ ინფორმაციას, რომელიც ღიაობის მაღალი ხარისხის მატარებელია.

 

6.3. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლით მოწესრიგებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების წესი. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულია ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია. ხსენებული მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ასეთ ინფორმაციას მიაკუთვნებს ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განხილულ უნდა იქნეს ერთობლიობაში, მათი ერთობლივი ანალიზი კი სასამართლოს აძლევს განმარტების შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ერთის მხრივ, ვალდებულია საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, ხოლო, მეორეს მხრივ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის იმ ნაწილის დაცვა მესამე პირთაგან, რომლებიც პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს შეიცავს, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც შესაბამისი პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371-ე მუხლი ადგენს პირის უფლებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავად გადაწყვიტოს პერსონალური მონაცემების სხვა პირზე გაცემის საკითხი. შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, ვიდრე თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას. მართლმსაჯულების განხორციელებისას შექმნილი პერსონალური ინფორმაციის სხვათათვის ხელმიუწვდომლობა განპირობებულია სწორედ მასში შეტანილი იმ მონაცემების პერსონალური ხასიათით, რომლებიც პირის პირადი ცხოვრების კერძო საკითხებს განეკუთვნება და კონსტიტუციით დაცული ფასეულობაა.

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლე--- წუ-–-----ემ 2--- წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა, წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ზონას განეკუთვნებოდა 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ----------------------–- მდებარე განაშენიანებული შპს „ი--------–ი 2-----ის“ (წ------–------------) ტერიტორია და რას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე 2----2--- წლებში ერთი კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წლის 8 იანვრის წერილით ლე--- წუ-–-----ეს ეცნობა, რომ განცხადებაში დასმულ საკითხზე ლე--- წუ-–-----ეს არაერთხელ გაეცა პასუხი და მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ამასთან, წერილით მითითებული იქნა მისთვის გაგზავნილ კონკრეტულ კორესპოდენციებზე.

კერძოდ, ლე--- წუ-–-----ეს 2--- წლის 10 მაისის განცხადების პასუხად, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წლის 25 მაისის წერილით ეცნობა, რომ განცხადებაში აღნიშნული უძრავი ქონება აუქციონის წესით გასხვისებული იქნა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, როგორც სახელმწიფო ქონება. რაც შეეხება ნორმატიულ ფასს, აღნიშნულ მისამართზე 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, 2--- წლის 14 თებერვლიდან, 2--- წლის 25 იანვრის ჩათვით პერიოდისათვის შეადგენდა 8,19 ლარს, ხოლო 2--- წლის 28 იანვრიდან, 25 ლარს.

ლე--- წუ-–-----ეს 2--- წლის 31 ივლისის განცხადების პასუხად, რომლითაც ის კვლავ მოითხოვდა ინფორმაციას მიწის ნორმატიული ფასის შესახებ, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წლის 1-ლი სექტემბრის წერილით ეცნობა, რომ ეს ინფორმაცია მას 2--- წლის 25 მაისის წერილით მიეწოდა, რომლის ასლიც თან დაერთო 2--- წლის 1-ლი სექტემბრის წერილობით პასუხს.

ლე--- წუ-–-----ეს 2--- წლის 21 ოქტომბრის განცხადებაზე, 2--- წლის 20 ნოემბრის წერილით განმეორებით ეცნობა, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე, წ------–------------ მიმდებარედ არსებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის განკარგვა მოხდა 2--- წლის 30 აგვისტოს გამართულ სააუქციონო ვაჭრობაზე, სადაც დადგენილი იყო გასაყიდად გამომტანილი უძრავი ქონების საწყიდი ფასი, 105 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი განლაგებულია შუალედური ზონის 1-ელ ქვეზონაში და 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, 2--- წლის 14 თებერვლიდან, 2--- წლის 25 იანვრის ჩათვით პერიოდისათვის შეადგენდა 11,7 ლარს, ხოლო 2--- წლის 28 იანვრიდან, 35 ლარს.

ლე--- წუ-–-----ეს იმავე შინაარსის ინფორმაცია მიეწოდა მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წლის 6 დეკემბრის წერილით, 6 და 22 ნოემბრის განცხადებებზე.

მოსარჩელე ლე--- წუ-–-----ეს 2--- წლის 4 დეკემბრის განცხადების პასუხად, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 19 დეკემბრის წერილით განემარტა, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს (ან ქირას) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო.

მოსარჩელე ლე--- წუ-–-----ეს 2--- წლის 22 დეკემბრის განცხადებაზე, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 27 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი განეკუთვნება პერიფერიული ზონის 1-ელ ქვეზონას. ქალაქის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფასს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მითითებულ მიმსამართზე მიწის ნორმატიული ფასი (წერილის შედგენის დროს) არის 25 ლარი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 25 იანვრის №1-- გადაწყვეტილების შესაბამისად.

მოსარჩელე ლე--- წუ-–-----ეს 2--- წლის 22 და 26 თებერვლის განცხადებაზე, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 1-ლი მარტის წერილთან ერთად გაეგზავნა, ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

2--- წლის 24 ოქტომბერს ლე--- წუ-–-----ემ ისევ მიმართა მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ-------------------------ში მდებარე წისქვილ კომბინატი რომელ ზონასი მდებარეობს და რა ფასებით მოხდა მისი პრივატიზაცია.

ამ მოთხოვნაზე, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წლის 28 ოქტომბრის №2------- წერილით ეცნობა, რომ მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული ეს ინფორმაცია და მიეთითა მისთვის გაგზავნილ კონკრეტულ კორესპოდენციებზე.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად, განმცხადებელი საკანონმდებლო დანაწესით არ არის შეზღუდული მოითხოვოს კონკრეტული შინაარსის საჯარო ინფორმაცია. კანონმდებლის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივისა და მიზნის მითითებისაგან განმცხადებლის გათავისუფლება გულისხმობს სწორედ იმასაც, რომ პირი თავად განსაზღვრავს ინფორმაციის შინაარსს და ფორმას, მისთვის საჭირო მიზნობრიობიდან გამომდინარე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ლე--- წუ-–-----ეს გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და საფუძველი, მიეღო მისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია, ხოლო მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური ვალდებული იყო, გაეცა იმ სახის და შინაარსის ინფორმაცია, რაც განმცხადებლის მიერ იყო მოთხოვნილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმეტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ ლე--- წუ-–-----ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციას წარმაოდგენს, რასაც ადასტურებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამგვარი ინფორმაცია გასცეს, რასაც ასევე ეთანხმება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

სასამართლოს მიერ ლე--- წუ-–-----ისათვის გაგზავნილი, ზემოთ მითითებული კორესპოდენციების შინაარსის ანალიზით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ლე--- წულიკიძემ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან მიიღო ის საჯარო ინფორმაცია, რასაც ის სისტემატურად მოითხოვდა ჯერ კიდევ 2--- წელს, არაერთი განცხადებით და რაც განმეორებით კიდევ ერთხელ მოითხოვა, 2--- წლის 18 დეკემბრის განცხადებით.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2--- წლის 8 იანვრის წერილით ლე--- წუ-–-----ეს სწორედ ამ მიზეზით ეცნობა, რომ განცხადებაში დასმულ საკითხზე მას არაერთხელ გაეცა პასუხი და მიეწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე, მიეთითა კონკრეტულ კორესპოდენციებსა და მისთვის გადაცემულ მასალებზე.

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ მოსარჩელე ლე--- წუ-–-----ეს მიეწოდა დაზუსტებული და კონკრეტული ინფორმაცია, 2----2--- წლებში ქ. ბათუმში, ბ----------------------–- მდებარე შპს „ი--------–ი 2----ის“ (წ------–------------) ტერიტორიის კონკრეტულ ზონაზე მიკუთვნებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2----2--- წლებში ერთი კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასის შესახებ. ასევე, ლე--- წუ-–-----ეს მიეწოდა, ქ. ბათუმში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახდის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ, ქ. ბათუმის საკრებულოს 2--- წლის 14 თებერვლის №8-- გადაწყვეტილება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 25 იანვრის №1-- გადაწყვეტილება.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ზაკ-ის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

განსახილველ შემთხვევაში ლე--- წუ-–-----ის სასარჩელო მოთხოვნაა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების დავალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, რომლის განხორციელების ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს, რომლის მიერაც ეს ვალდებულება შესრულებულია, მოსარჩელისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიწოდებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის, რომელიც ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი, რაც მოსარჩელე ლე--- წუ-–-----ეს გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლე--- წუ-–-----ის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონებისა და ეკონომიკური მართვის პოლიტიკის სამსახურის მიმართ, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე