გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33790 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე თ------- დ----–---–-
მოპასუხე ზ------ ა-------
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ------ ა--------ათვის არასრულწლოვანი შვილის, ი----- ა--------ათვის (დაბადებული 2--- წლის 1-------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე ზ------ ა--------ათვის არასრულწლოვანი შვილის, დ----- ა--------ათვის (დაბადებული 2--- წლის 1------------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე თ------- დ----–---–- და მოპასუხე ზ------ ა------- 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 0-------- ი----- ა------- და 2--- წლის 1------------ დ----- ა-------. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში. მოსარჩელე მხარე კი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვან შვილებს ყველა საჭიროებით. არასრულწლოვან ბავშვებს ასაკის შესაბამისად ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ესაჭიროებათ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება. არასრულწლოვანი ი----- ა------- სწავლობს გერმანულ ენას კერძო მასწავლებელთან, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 90 (ოთხმოცდაათი) ლარს. ასევე, არასრულწლოვანი ი----- ა------- ემზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის ყოველთვიური საფასურია 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანი დ----- ა------- გადის წრვთნას საფეხბურთო კლუბ ,,მ-----------–------–-“, სადაც გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბავშვებს ესაჭიროებათ დამატებით წრეებში ჩართვა მოპასუხე მხარე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. იგი არის შპს ,,ვ-----------“ დამფუძნებელი და დირექტორი და ყოველთვიურად აქვს საკმაოდ კარგი შემოსავალი. იგი ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში და უწევდეს მათ სტაბილური მატერიალურ დახმარებას.
(სარჩელი, სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს;
2.2. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს;
მოპასუხე არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას, შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში. ამჟამად იგი მოსარჩელესთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ვერ ნახულობს არასრულწლოვან ბავშვებს. მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზ------ ა------- ვერ გადაიხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.
(შესაგებელი, 2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ------- დ----–---–- და მოპასუხე ზ------ ა------- 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ისინი რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.1.2. თ------- დ----–---–- დედასთან, მამიდასთან და არასრულწლოვან ი----- ა-------სთან და დ----- ა-------სთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედა და მამიდა არიან პენსიის მიმღები პირები;
არასრულწლოვანი დ----- ა------- გადის წვრთნას საფეხბურთო კლუბ ,,მ-----------–------–-“ და ყოველი თვის გადასახადია 50 (ორმოცდაათი) ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი);
_საფეხბურთო კლუბ ,,მ-----------–--------“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 22).
3.1.3. მოსარჩელე თ------- დ----–---–- არის ი---–--------------------------------------, თუმცა იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოსარჩელე თ------- დ----–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაცემული ცნობა N2--------- (ს.ფ. 91).
3.1.4. მოპასუხე ზ------ ა------- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ---- ი-------სთან. იგი ცხოვრობს მეუღლესთან და არასრულწლოვან ლ---- ა-------სთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ. 58).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ------- დ----–---–ს და ზ------ ა-------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1------- ი----- ა------- და 2--- წლის 1------------ დ----- ა-------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის მიერ 2----–-–------------- გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 27);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–---------–--- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N 0--------- (ს.ფ. 26).
3.2.2. ზ------ ა-------ს და ნ---- ი-------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1--------------ს შეეძინათ შვილი ლ---- ა-------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 1--------------- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 59).
3.2.3. მოპასუხე ზ------ ა------- წარმოადგენდა შპს ,,ვ-----------“ დირექტორს და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელს. მან თავისი წილი საწარმოში უსასყიდლოდ გადასცა თ----–- უ---------ს. შპს ,,ვ-----------“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელია შპს ,,ნ----“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.03.2018 (ს.ფ. 23, 62-63);
_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07.09.2018 (ს.ფ. 64-65);
_06.09.2018 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 67).
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ზ------ ა-------ს“ მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 119.38 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23.88 ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ზ------ ა-------- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 4.38 ლარს, თებერვლის თვეში - 18.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 62.5 ლარს, 8.75 ლარს და 25 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 15 სექტემბერს გაცემული ცნობა, ინფორმაცია ზ------ ა-------ს მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ (ს.ფ. 68-69);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაცემული მიმართვა N2---------, დანართი (91-92);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 24).
3.2.5. ზ------ ა-------- ფინანსური ვალდებულება სს ,,ს----------–------------“ გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით N5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 552.10 ლარს და ოვერდრაფტზე - 0.05 ლარს. ბანკის წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 311.83 ლარს;
მოპასუხე ზ------ ა-------ს სს ,,ლ-------------ში“ ერიცხება პენსია 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს წინსწრებით აქვს აღებული თანხა, რის გამოც ბანკიდან ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_-------- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 70);
_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 15.01.2019 წელს გაცემული ინფორმაცია არსებული ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ. 71);
_სს ,,ლ-------------ის“ ამონაწერი ზ------ ა-------- პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 72-75).
3.2.6. ზ------ ა-------ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ა---------–-------------------–--------------------------------------–-------------------------------------------------------------–-------------–-------------------–----------------------–------–------------–--------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,ჯ---------–------–------ის“ მიერ 2019 წლის 17 იანვარს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 61).
3.2.7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად სჭირდებათ 300 (სამასი) ლარი;
სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას არასრულწლოვანი ი----- ა-------- დამატებით გერმანულსა და ქართულში მომზადებისა და მის მიერ მითითებული ოდენობით თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი სახის მტკიცებულებას თავისი შინაარსის გამო არ წარმოადგენს ლ--- ზ---–-–---–-ს და ხ------- მ-----------ს სახელით 18.09.2018 წლის თარიღით, წარმოდგენილი სახით შედგენილი ხელწერილები (ს.ფ. 20-21);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. -4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელე თ------- დ----–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები: 2--- წლის 1------- დაბადებული ი----- ა------- და 2--- წლის 1------------ დაბადებული დ------ ა------- (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------- დ----–---–- და მოპასუხე ზ------ ა------- 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ისინი რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას. თ------- დ----–---–- დედასთან, მამიდასთან და არასრულწლოვან ი----- ა-------სთან და დ----- ა-------სთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედა და მამიდა არიან პენსიის მიმღები პირები. (3.1.2). მოსარჩელე თ------- დ----–---–- არის ი---–--------------------------------------, თუმცა იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოსარჩელე თ------- დ----–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ა------- ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ზ------ ა------- წარმოადგენდა შპს ,,ვ-----------“ დირექტორს და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელს. მან თავისი წილი საწარმოში უსასყიდლოდ გადასცა თ----–- უ---------ს. შპს ,,ვ-----------“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელია შპს ,,ნ----“. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ზ------ ა-------ს მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 119.38 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23.88 ლარს (3.2.4).
მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ შეუძლია მუშაობა. საქმეს ერთვის ზ------ ა-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის მიხედვითაც, მისი დიაგნოზია ა---------–-------------------–--------------------------------------–-------------------------------------------------------------–-------------–-------------------–----------------------–------–------------–-------------- (3.2.6).
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სტატუსის მინიჭება ხორციელდება ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (კომპეტენტური ორგანოს დასკვნა), რომ მოპასუხე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია მუშაობა და მატერიალური შემოსავლის მიღება. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის საკმარისი დადგინდეს მხარის ჯანმრთელობის მდგომაროების იმგვარი გართულება, რაც მისი შრომის უნარის შეზღუდვას (თუნდაც ნაწილობრივ) გამოიწვევდა. ამასთან, მოპასუხე მხარე თავადვე ადასტურებს, რომ იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა მატერიალური კუთხით ვეღარ შესძლო ამ საქმიანობის გაგრძელება და სხვა პირზე გაასხვისა საწარმოში კუთვნილი წილი.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ა------- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ---- ი-------სთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1--------------ს შეეძინათ შვილი ლ---- ა-------. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება არამხოლოდ არასრულწლოვანი ი----- ა-------- და დ----- ა-------- რჩენის ვალდებულება, არამედ გასათვალისწინებელია ასევე არასრულწლოვანი ლ---- ა-------- კანონით დაცული უფლებები - მიიღოს თავისი მშობლებისაგან რჩენისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს საბანკო შეუსრულებელ ვალდებულებებზე. ზ------ ა-------ს სს ,,ს----------–------------“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით N5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 552.10 ლარს და ოვერდრაფტზე - 0.05 ლარს. ბანკის წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 311.83 ლარს. მოპასუხე ზ------ ა-------ს სს ,,ლ-------------ში“ ერიცხება პენსია 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს წინსწრებით აქვს აღებული თანხა, რის გამოც ბანკიდან ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს.
მოპასუხე ზ------ ა------- თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რაც შეუძლია ალიმენტის სახით გადაუხადოს არასრულწლოვანი შვილებს. სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ ორივე მშობელს აქვს თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან, თ------- დ----–---–თან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ არასრულწლოვანი შვილებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად სჭირდებათ 300 (სამასი) ლარი (3.2.7). მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას არასრულწლოვანი ი----- ა-------- დამატებით გერმანულსა და ქართულში მომზადებისა და მის მიერ მითითებული ოდენობით თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი სახის მტკიცებულებას თავისი შინაარსის გამო არ წარმოადგენს ლ--- ზ---–-–---–-ს და ხ------- მ-----------ს სახელით 18.09.2018 წლის თარიღით, წარმოდგენილი სახით შედგენილი ხელწერილები (ს.ფ. 20-21). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც არასრულწლოვანი ი----- ა-------- აღნიშნულ საგნებში დამატებით მომზადების საჭიროებას დაადასტურებდა. არასრულწლოვანი დ----- ა------- გადის წვრთნას საფეხბურთო კლუბ ,,მ-----------–------–-“ და ყოველი თვის გადასახადია 50 (ორმოცდაათი) ლარი.
სასამართლო მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 05.02.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ნოემბრის თვისათვის - 154.4 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 155 ლარს, სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, თითოეული არასრულწლოვანის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელოობიდან გამომდინარე ითვალისწინებს საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას და ასევე, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას თითოეულ არასრულწლოვან ბავშვისათვის მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის საჭიროების შესახებ. მშობლებს თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე და თანაბრად გაიღონ მათი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მატერიალური ხარჯი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდი არასრულწლოვანი ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთ აქტივობაში მაინც უნდა იღებდეს მონაწილეობას. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ი----- ა-------- და დ------ ა-------- სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის 150 (ასორმოცდაათი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ------- დ----–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ზ------ ა-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ თ------- დ----–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ზ------ ა-------- (პირადი №0----------) მიმართ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე ზ------ ა-------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის ი----- ა-------- (დაბადებული 2--- წლის 1-------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე ზ------ ა-------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის დ----- ა-------- (დაბადებული 2--- წლის 1------------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე ზ------ ა-------ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე