გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310017001889379
საქმე №3/61-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.12.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე და-------------–--ლი
წარმომადგენელი - თ---–-----ძე, ლ--–--------–-ილი
მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი ი--------–--ლი
მესამე პირი- ნა----------ძე
წარმომადგენელი - თე--------–-–--ლი
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგებლის 27.08.2015 წლის N625 ბრძანება გრიგოლ ნათიძის საკუთრებაში არსებული (ამჟამად ნა----------ძის საკუთრებაში არსებული) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ფართზე კომერციულ ფართზე (ს/კ 56.14.42.1--) არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.
1.2. თანმდევი შედეგით ბათილად იქნეს 2015 წლის 16 ნოემბრის მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი N32.
1.3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას ახალი აქტის გამოცემით მოახდინოს ტერასის დემონტაჟი.
2.1 მოპასუხის პოზიცია
2.1.1 მოპასუხე სიღნაღი მუნიციპალიტეტის მერიას შესაგებელი არ წარმოუდგენია, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რა უშუალო ზიანი ადგება სადავოდ გამხდარი N625 ბრძანებით, სადავო აქტი გამოიცა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული აქტი გამოსცა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ამასთან მოპასუხის წარმომდგენელმა განმარტა რომ მოსარჩელე მხარეს უშუალოდ ტერასის მოწყობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში.(იხ. სხდომის ოქმი 01.05.2018წ) (ს.ფ 255-256);
2.1.2 მესამე პირმა ნა----------ძემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ტერასა მდებარეობს მის კუთვნილი ქონების საზღვრებში, მასზე ნებართვა მიღებული აქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, აღნიშნული ნორმატიული აქტით არანაირი ზიანი არ ადგება მოსარჩელეს, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი) (ს.ფ 53-60);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (2015 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით) დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.42.3-- მდებარე ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქუჩა N3, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:115.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 56.14.19.1-- შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 161,5 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება N150577443, დამოწმების თარიღი:04.06.2015წ, წარმოადგენს და-------------–--ლის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17)
-საკადასტრო გეგმა (ს/ფ. 18)
3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.42.1-- მდებარე ქ. სიღნაღი, ერ---–---------ს ქუჩა N2ა-ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობი:73,.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 - 73 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 07.07.2016წ, წარმოადგენს ნა----------ძის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19)
-საკადასტრო გეგმა (ს/ფ. 20)
3.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.42.1-- მდებარე ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქ. N5-ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება:სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი:451,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:56.14.19.107 შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართი- 486 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:07.07.2016წ, წარმოადგენს ნა----------ძის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21)
-საკადასტრო გეგმა (ს/ფ. 22)
3.4. 2015 წლის 06 აგვისტოს გრ-----–--------მ განცხადებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა მის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ფართზე (მდებარე ქ სიღნაღში, საკადასტრო კოდზე:56.14.42.1--) სურს მოაწყოს ტერასაზე მოაჯირი, აღნიშნულთან დაკავშირებით სურს 0,5 მეტრი სიმაღლის სამეზობლო საზღვართან არსებული კედელი აამაღლოს 0,65 სმ-ით.
2015 წლის 17 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N612 ბრძანებით ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში გრ-------------ის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
2015 წლის 27 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N625 ბრძანებით შეთანხმდა ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში გრ-------------ის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- გრ-------------ის განცხადება. (ს.ფ. 64)
_ 2015 წლის 17 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N612 ბრძანება (ს.ფ.69-70)
- 2015 წლის 27 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N625 ბრძანება (ს.ფ.67-68)
- ტერასის კეთილმოწყობის პროექტი (ს.ფ. 73-79)
3.5 2017 წლის 03 მარტის სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობის N05/420- წერილიდან დგინდება, რომ და-------------–--ლს 2017 წლის 28 თებერვალს მოთხოვილი ნა----–--------ის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა გაეგზავნა 2017 წლის 13 მარტს.
2017 წლის 11 აპრილს და-------------–--ლის წარმომადგენელმა ალ--------------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა 2015 წლის 27 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N625 ბრძანების ბათილად ცნობა და ტერასის დემონტაჟი.
2017 წლის 13 აპრილის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის N05/709 წერილით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ და-------------–--ლის საჩივარი არ მიიღო წარმოებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
-2017 წლის 03 მარტის სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგეობის N05/420- წერილი (ს.ფ. 27-28)
-ადმინისტრაციული საჩივარი( ს.ფ. 31-36)
- 2017 წლის 13 აპრილის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის N05/709 წერილი (ს.ფ.37-38)
3.6 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004872317 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. სიღნაღში, ერ---–---------ს ქ. N2ა-ში მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულო ერთ სართულიანი შენობა და შენობის სახურავზე მოწყობილი ტერასა ხვდება მიჯნის ზონაში (ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქ. N3-ი მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში - იხ. დანართი N3 მიჯნის ზონა მონიშნულია ყვითელი ფერით.
ქ. სიღნაღი ბა------–---–ის ქ. N3-ის და ერ---–---------ს ქ. N2ა-ს მიმდებარედ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- და N56.14.42.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული კედელი წარმოადგენს ხსენებული მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ღობეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004872317 ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ. 149-160)
3.7 ექსპლუატაციაში მიღების N32 აქტით დგინდება, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქ სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში მდებარე მშენებლობა დამთავრებული ობიექტის კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობა მიღებული იქნა ექსპლუატაციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- ექსპლუატაციაში მიღების N32 აქტი(ს.ფ. 72)
3.8 ექსპერტ ირ---–----------–-–--ლმა მისივე ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული N004872317 დასკვნის სისწორე იხ. სხდომის ოქმი 06.11.2018.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- სხდომის ოქმი 06.11.2018. (ს.ფ 265-269)
3.9 დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.1-- 2016 წლის 07 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ნა----------ძეს. ასევე დადგენილია რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქუჩა N3-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.3--, 2015 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირდა მოსარჩელე და-------------–--ლის საკუთრებად, აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2015 წლის 04 ივნისის N150577443 ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, ის გარემოება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.1-- და უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.42.3-- მდებარე ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქუჩა N3-ში განთავსებულია ერთმანეთის მომიჯნავედ, ამასთან დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.1-- 2016 წლის 07 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ნა----------ძეს. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქუჩა N3-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.3--, 2015 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირდა მოსარჩელე და-------------–--ლის საკუთრებად, აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2015 წლის 04 ივნისის N150577443 ნასყიდობის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს გრ-----–--------მ განცხადებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა მის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ფართზე (მდებარე ქ სიღნაღში, საკადასტრო კოდზე:56.14.42.1--) სურს მოაწყოს ტერასა მოაჯირით, აღნიშნულთან დაკავშირებით სურს 0,5 მეტრი სიმაღლის სამეზობლო საზღვართან არსებული კედელი აამაღლოს 0,65 სმ-ით. 2015 წლის 17 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N612 ბრძანებით ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში გრ-------------ის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. 2015 წლის 27 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N625 ბრძანებით შეთანხმდა ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში გრ-------------ის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტი. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N625 ბრძანების გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის უფლებები, ასევე მოსარჩელე მხარს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება თუ რა უშუალო ზიანი მიადგა მას აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გამოცემით და ტერასაზე განხორციელებული მშენებლობით.
ასევე დადგენილია რომ 2015 წლის 16 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქ სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობა მიღებული იქნა ექსპლუატაციაში.
სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004872317 ექსპერტიზის დასკვნას საიდანაც დგინდება, რომ ქ. სიღნაღში, ერ---–---------ს ქ. N2ა-ში მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთ სართულიანი შენობა და შენობის სახურავზე მოწყობილი ტერასა ხვდება მიჯნის ზონაში (ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქ. N3-ი მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში - იხ. დანართი N3 მიჯნის ზონა მონიშნულია ყვითელი ფერით. ქ. სიღნაღი ბა------–---–ის ქ. N3-ის და ერ---–---------ს ქ. N2ა-ს მიმდებარედ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- და N56.14.42.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული კედელი წარმოადგენს ხსენებული მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ღობეს.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნიდან არ დგინდება თუ რა უშუალო ზიანი ადგება მოსარჩელე მხარეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- და N56.14.42.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ კედლის, (რომელიც წარმოადგენს ხსენებული მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ღობეს,) 0,65 სმ-თ ამაღლების შემთხვევაში. ამასთან თავად ქ. სიღნაღის ერ---–-----ს ქუჩა N2ა-ში კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის პროექტით, დგინდება, რომ უკვე არსებული ტერასის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო დასავლეთ მხარეს, უსაფრთხოების მიზნით, შემდგომში მოეწყო ფოლადის მოაჯირი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით სამეზობლო საზღვართან არსებული 0.5 მეტრის სიმაღლის კედელი ამაღლდა 0.65 სმ და მისი სიმაღლემ შეადგინა 1.15 მეტრი, ამასთან აღნიშნული ტერასის მოპირკეთებაც მოხდა. საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ შენობა-ნაგებობის აღნიშნულმა ცვლილებამ მას რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა. ამასთან დადგენილია, რომ უძრავი ქონებზე განთავსებული შენობა-ნაგებობა კომერციული ფართი მასზე მოწყობილი ტერასით მანამდე იყო აშენებული სანამ მოსარჩელე და-------------–--ლი გახდებოდა მეზობელი უძრავი ქონების სკ 56.14.42.3-- მესაკუთრე. ასევე თავად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროს 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით იგი უძრავი ქონების სკ 56.14.42.3-- მესაკუთრეს არ წარმოადგენდა, უძრავი ქონება მასზე დარეგისტრირდა 14.09.2015 წელს.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტი. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული: სიღნაღი მუნიციპალიტეტის გამგებლის 27.08.2015 წლის N625 ბრძანება და 2015 წლის 16 ნოემბრის მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი N32 წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2 სასამართლო განმარტავს, რომ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები (შემდგომში განაშენიანების ძირითადი დებულებები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს“. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად განაშენიანების ძირითადი დებულებების მიზნებია, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე: ა) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრა; ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობის განსაზღვრა; გ) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირება, შემუშავება, დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და ამ პროცესების საჯაროობა; დ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა; ე) დასახლებათა მდგრადი განვითარების მიზნით, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 27-ე პუნქტის თანახმად ტერასა (ბანი) – არის გადაუხურავი, ერთი, ორი, სამი ან ოთხი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია მხრიდან/მხარეებიდან საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემოკავებული ფართობი, აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე რომ შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან/მხარეებიდან შემოსაზღვრულია მოაჯირით ან/და პარაპეტით. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სანამ გამოიცემოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ტერასა და მხოლოდ მისი კეთილმოწყობას ითხოვდა მხარე.
„დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის მესამე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საზიარო კედელი _ სამეზობლო საზღვრებზე არსებული კედელი, რომლის ნაწილი შეიძლება მომიჯნავე ნაკვეთებზე განთავსებული შენობ(ებ)ის ერთ-ერთ კედელს წარმოადგენდეს. ასევე საზიაროა სამეზობლო საზღვარზე არსებული ან ასაშენებელი საყრდენი კედელიც; ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად ღობე – წარმოადგენს მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ კონსტრუქციას, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს როგორც საკადასტრო საზღვერზე (საზიარო ღობე), ისე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. თუ ღობის სხვადასხვა მხარეს ღობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ნიშნული სხვადასხვაა, მაშინ ყრუ ღობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება უფრო მაღალი ნიშნულიდან; ხოლო ამავე დადგენილების 27-ე პუნქტის თანახმად ტერასა (ბანი) – გადაუხურავი, ერთი, ორი, სამი ან ოთხი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია მხრიდან/მხარეებიდან საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემოკავებული ფართობი, აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე რომ შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან/მხარეებიდან შემოსაზღვრულია მოაჯირით ან/და პარაპეტით. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი.
„დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთასებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს რომელებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს, ხოლო 151 პუნქტის თანახმად ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობები, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. ამავე დადგენილების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ უნდა იმოქმედოს შემდეგი პრინციპით – თუ შენობები აშენებულია წინამდებარე „განაშენიანების ძირითადი დებულებები”-ს ძალაში შესვლამდე, ამ თავის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია ამ თავის მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა.
7.3 მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.1-- და უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე N56.14.42.3-- მდებარე ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქუჩა N3-ში წარმოადგენს განთავსებულია ერთმანეთის მომიჯნავედ, ამასთან დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.1-- 2016 წლის 07 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ნა----------ძეს. ასევე დადგენილია რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქუჩა N3-ში საკადასტრო კოდზე N56.14.42.3--, 2015 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირდა მოსარჩელე და-------------–--ლის საკუთრებად, აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2015 წლის 04 ივნისის N150577443 ნასყიდობის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს გრ-----–--------მ განცხადებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა მის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ფართზე (მდებარე ქ სიღნაღში, საკადასტრო კოდზე:56.14.42.1--,) სურს მოაწყოს ტერასა მოაჯირით, აღნიშნულთან დაკავშირებით სურს 0,5 მეტრი სიმაღლის სამეზობლო საზღვართან არსებული კედელი აამაღლოს 0,65 სმ-ით. 2015 წლის 17 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N612 ბრძანებით ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში გრ-------------ის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. 2015 წლის 27 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის N625 ბრძანებით შეთანხმდა ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში გრ-------------ის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის არქიტექტურულ პროექტი.
ასევე დადგენილია რომ 2015 წლის 16 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქ სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობა მიღებული იქნა ექსპლუატაციაში.
სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004872317 ექსპერტიზის დასკვნას საიდანაც დგინდება, რომ ქ. სიღნაღში, ერ---–---------ს ქ. N2ა-ში მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთ სართულიანი შენობა და შენობის სახურავზე მოწყობილი ტერასა ხვდება მიჯნის ზონაში (ქ. სიღნაღი, ბა------–---–ის ქ. N3-ი მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში - იხ. დანართი N3 მიჯნის ზონა მონიშნულია ყვითელი ფერით. ქ. სიღნაღი ბა------–---–ის ქ. N3-ის და ერ---–---------ს ქ. N2ა-ს მიმდებარედ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- და N56.14.42.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული კედელი წარმოადგენს ხსენებული მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ღობეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ და-------------–--ლი ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობდა დაინტერესებული მხარის სახით და საქართველოს მთავრობის N59-ე დადგენილების თანახმად ასევე არ მიუღიათ მისგან ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა სასაზღვრო კედელზე დაშენების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული წარმოება გრ-------------ის განცხადებაზე დაიწყო 2015 წლის 17 აგვისტოს და სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოსცა 2015 წლის 27 აგვისტოს, ხოლო ქ. სიღნაღში ბა------–---–ის ქ. N3-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს გრ-------------ის საკუთრებაში არსებული ქ. სიღნაღში ერ---–---------ს ქ. N2ა-ში მდებარე უძრავი ქონების მომიჯნავედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ერთიან ბაზაში და-------------–--ლის სახელზე დარეგისტრირდა 2015 წლის 18 სექტემბერს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ N56.14.42.3--), ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და-------------–--ლი ვერ მიიღებდა მონაწილებას დაინტერესებული პირის სახით მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან არ წარმოადგენდა ქ. სიღნაღში, ბა------–---–ის ქ. N3-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, და ამავდროულად მისგან ვერც ნოტარიული თანხმობას მიიღებდა გრ-------------ე.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდება თუ რა პირდაპირი უშუალო ზიანი ადგება მოსარჩელე მხარეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N56.14.42.1-- და N56.14.42.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ კედლის, (რომელიც წარმოადგენს ხსენებული მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ღობეს,) 0,65 სმ-თ ამაღლების შემთხვევაში. ამასთან თავად ქ. სიღნაღის ერ---–-----ს ქუჩა N2ა-ში კომერციულ ფართზე არსებული ტერასის კეთილმოწყობის პროექტით, დგინდება, რომ უკვე არსებული ტერასის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო დასავლეთ მხარეს, უსაფრთხოების მიზნით, შემდგომში მოეწყო ფოლადის მოაჯირი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით სამეზობლო საზღვართან არსებული 0.5 მეტრის სიმაღლის კედელი ამაღლდა 0.65 სმ და მისი სიმაღლემ შეადგინა 1.15 მეტრი. ამასთან აღნიშნული ტერასის მოპირკეთებაც მოხდა. შესაბამისად დადგენილია, რომ აღნიშნული ტერასა უკვე არსებობდა და მხოლოდ მისი კეთილმოწყობა მოხდა, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტაცია და მტკიცებულება იმისა, რომ უკვე არსებული ტერასის კეთილმოწყობით მას რა ზიანი ადგება.
საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ შენობა-ნაგებობის აღნიშნულმა ცვლილებამ მას რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა. ამასთან დადგენილია, რომ უძრავი ქონებზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სკ 56.14.42.1-- მანამდე იყო აშენებული სანამ მოსარჩელე და-------------–--ლი გახდებოდა მეზობელი უძრავი ქონების სკ 56.14.42.3-- მესაკუთრე.
7.4. სასამართლო მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის და საფუძვლიანობის ამსახველი გარემოებების მითითება და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. ამასთან აღნიშნული არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელში მოყვანილი გარემოებების მტკიცების ტვირთისაგან.
7.5 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. მოცემული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ და-------------–--ლის სარჩელი არ უნდა დაკმყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, მე-12, 22, 32-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით, ’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. და-------------–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი