გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ო
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი
მოპასუხე - შპს ,,ბ---"
წარმომადგენელი - ი-----–------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ბ---" -ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2543.37 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ს----------–-----------–---------------ოსა და შპს ,,ბ---"-ს შორის 2018 წლის 16 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 696185.84 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–---------------ოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საქონლის სპორტული ტანსაცმლის (ქურთუკი და შარვალი) შესყიდვა.
ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის.
ხელშეკრულების 22.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხემ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა, რის გამოც 22.08.2018 წლის N----1 აქტით დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, ჯამში 23428.95 ლარის ოდენობით.
დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით გარანტორს გაეგზავნა შეტყობინება საგარანტიო თანხის უზრუნველსაყოფად და გარანტორმა მოსარჩელეს ჩაურიცხა 20885.58 ლარი, თუმცა დარჩენილი 2543.37 ლარის ანაზღაურება შპს ,,ბ---"-ის მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების 16.1 და 16.1.1 პუნქტის თანახმად ,,მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამავე ხელშეკრულების 16.7 პუნქტის თანახმად ,,დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგება“
ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად ,,მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღების აქტის თარიღი“.
ვინაიდან საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით და მიწოდებული სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად საქონელი მიწოდებულია 15.06.2018 წელს, 19.06.2018 წელს, 25.06.2018 წელს, 11.07.2018 წელს და 02.08.2018 წელს, შესაბამისად პირველ შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - ერთი დღე (47633.82 X 0.2% X 1დღე=95.27 ლარი), მეორე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 5 დღე (29276.48 X 0.2% X 5დღე=292.76 ლარი), მესამე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 11 დღე (51334.60X0.2%X11დღე=1129.36 ლარი), მეოთხე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 27 დღე (73282.80X0.2%X27დღე=3957.27 ლარი) და მეხუთე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 49 დღე (183206.99 X 0.2% X 49დღე=17954.29 ლარი), შესაბამისად მთლიანობაში ვადაგადაცილებულ დღეებზე თანხა შეადგენს 23428.95 ლარს.
მტკიცებულება:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;
- პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი N----1
- სარჩელი;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება. ასევე როგორც შესაგებელში ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს 23428.95 ლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება 20885.85 ლარამდე.
მტკიცებულება:
- შესაგებელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–-----------–---------------ოსა და შპს ,,ბ---"-ს შორის 2018 წლის 16 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 696185.84 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–---------------ოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საქონლის სპორტული ტანსაცმლის (ქურთუკი და შარვალი) შესყიდვა.
ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის.
ხელშეკრულების 22.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხემ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა, რის გამოც 22.08.2018 წლის N----1 აქტით დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, ჯამში 23428.95 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.03.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების 16.1 და 16.1.1 პუნქტის თანახმად ,,მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამავე ხელშეკრულების 16.7 პუნქტის თანახმად ,,დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგება“
ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად ,,მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღების აქტის თარიღი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.03.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;
3.1.3. ვინაიდან საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით და მიწოდებული სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად საქონელი მიწოდებულია 15.06.2018 წელს, 19.06.2018 წელს, 25.06.2018 წელს, 11.07.2018 წელს და 02.08.2018 წელს, შესაბამისად პირველ შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - ერთი დღე (47633.82 X 0.2% X 1დღე=95.27 ლარი), მეორე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 5 დღე (29276.48 X 0.2% X 5დღე=292.76 ლარი), მესამე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 11 დღე (51334.60X0.2%X11დღე=1129.36 ლარი), მეოთხე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 27 დღე (73282.80X0.2%X27დღე=3957.27 ლარი) და მეხუთე შემთხვევაში ვადაგადაცილებულია - 49 დღე (183206.99 X 0.2% X 49დღე=17954.29 ლარი), შესაბამისად მთლიანობაში ვადაგადაცილებულ დღეებზე თანხა შეადგენს 23428.95 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.03.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;
- სასაქონლო ზედნადებები;
- მიღება-ჩაბარებისა და დროებითი შენახვის აქტები;
- 2018 წლის 22 აგვისტოს N----1 აქტი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით გარანტორს გაეგზავნა შეტყობინება საგარანტიო თანხის უზრუნველსაყოფად და გარანტორმა მოსარჩელეს ჩაურიცხა 20885.58 ლარი, თუმცა დარჩენილი 2543.37 ლარის ანაზღაურება შპს ,,ბ---"-ის მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 05 სექტემბრის N----------------- წერილი;
- 12.09.2018 წლის საგადასახადო დავალება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულება შპს ,,ბ---”-ის მიერ შესრულდა ვადაგადაცილებით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 23428.95 ლარს, ვინაიდან გარანტორმა მოსარჩელეს ჩაურიცხა 20885.58 ლარი, დარჩენილი პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 2543.37 ლარს, რისი ანაზღაურებაც შპს ,,ბ---"-ის მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება დაგვიანებით განხორციელდა. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) საკმარისი საფუძველია მისი დადასტურებულად მიჩნევისთვის.
გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 23428.95 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება 20885.85 ლარამდე, ვინაიდან გარანტორმა მოსარჩელეს უკვე ჩაურიცხა 20885.58 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ბ---”-ის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შესრულებულა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლო მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 23428.95 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის გადაცილებულ დღეებთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულება შესრულდა დაგვიანებით, შესაბამისად მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს დადგენილი ოდენობით.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქმეზე 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა 2543.37 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე მე-14 მუხლის თანახმად, შპს „ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ბ---"-ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2543.37 ლარი.
3. შპს ,,ბ---"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე