განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- მ---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა----- ზ-------ს ასული რ------ე - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ი/მ „ა----- რ------ე“ (პ/ნ 0----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2--- წლის 19 მაისს და საქმიანობდა ქ.თბილისში, მ--------------ში, სადაც ეწეოდა სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობას. ა----- რ------ე, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „ა----- რ------ეს“ საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტში.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2--- წლის 6 აპრილიდან 2--- წლის 16 ივნისის პერიოდში ჩატარდა ი/მ „ა----- რ------ეს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად მეწარმეს დაერიცხა 2--- წლის 16 ივნისის №------ და 2--- წლის 16 ივნისის №------ სამართალდარღვევის ოქმებით ბიუჯეტში გადასახდელად ჯარიმა, ჯამში 45 844 ლარის ოდენობით.
ა----- რ------ისათვის ცნობილი იყო რა, რომ ი/მ „ა----- რ------ეს“ ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დაერიცხა დიდი ოდენობით 45 844 ლარის ჯარიმა და მოუწევდა მისი გადახდა, გადაწყვიტა მოჩვენებითი გარიგების გზით უკვე არსებული ვალდებულებისათვის თავის არიდება, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება.
ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით მოქმედი ა----- რ------ის მითითებით, 2--- წლის 18 ივნისს მისმა შვილმა ნ---- რ------ემ დააფუძნა ი/მ „ნ---- რ------ე“ (პ/ნ 0----------). აღნიშნულ საზოგადოებას რეალურად ხელმძღვანელობდა ა----- რ------ე, რომელმაც 2--- წლის 12 ივლისს ი/მ „ა----- რ------ეს“ საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 2058 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი სრულად გადაიტანა ი/მ „ნ---- რ------ეს“ ბალანსზე და გააგრძელა იგივე საქმიანობა აღნიშული სახელით იმავე მისამართზე, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება. შედეგად დღემდე არ მომხდარა ი/მ „ა----- რ------ეს“ სახელზე ჯარიმის სახით დარიცხული თანხების გადახდა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის გამოკითხვის ჩვენებები; შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის წერილები; მომსახურების დეპარტამენტებიდან მიღებული წერილები თანდართულ მასალებთან ერთად; დათვალიერების ოქმები და სხვ.) ერთობლიობა ა----- რ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა----- რ------ემ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა----- რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და მიაჩნია, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, 2 (ორი) წელი პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა----- რ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა----- რ------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა----- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია