განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24იანვარი,2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------ ლ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ---- მ-----–-–---–-,ბრალდებული - ჯ------– ბ-------ე, დაბადებული 19---–-–---------------–ს, პირადი #3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული თბილისში, პ----–---–---–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------–----------------------------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ პუნქტი,სხდომის სახე: - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგენილად ცნო: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–--- და 2----–-–------------------- განაჩენებით ჯ------– ბ-------ე გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
ჯ------– ბ-------ე იყო რა ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით, 2018 წლის 5----–---, 03:40 საათზე თ---–--–-----------------–----------------------------------------------ში არაერთგზის განახორციელა ძალადობა. კერძოდ, ჯ------– ბ-------ემ 2015 წლიდან მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ----- ა------ეს რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ბრალდებულმა ჯ------– ბ-------ემ განმარტა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ქუჩაში გაიცნო თ----- ა------ე. იმის გამო, რომ იყო უცლოშვილო და სჭირდებოდა გვერდით ქალი რომელიც მას მოუვლიდა გადაწყვიტა წაეყვანა საცხოვრებელ ბინაში მდებარე მ--–---–---–-----------. თავადაც მზრუნველობას იჩენდა თ----- ა------ის მიმართ, აჭმევდა, ასმევდა და ფულს აძლევდა. როცა გაიგო, რომ თ-----ს შვილები ჰყავდა დატოვებული დედათა მონასტერში იქაც გაჰყვა მათ სანახავად.
დაკავებამდე ორჯერ იქნა გასამართლებული თ----- ა------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე და როცა ციხიდან გამოვიდა მასთან კვლავ გააგრძელა თანაცხოვრება, დროებით საცხოვრებელ ბინაში მდებარე დი--------------------------------------------------------.
5----–--- თ-----მა ბავშვისთვის მაწვნის ფული გამოართვა და ის ბინაში პატრულთან ერთად დაბრუნდა იმ მიზეზით, თითქოსდა მასზე იძალადა რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მანვე არ ცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ და ითხოვა გამართლება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული განმარტებას და თვლის, რომ გამოკვლეულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია ჯ------– ბ-------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში განმარტებულია, რომ ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2017 წლის 1-----------–-- განაჩენით დადგენილია, რომ ჯ------– ბ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ოჯახის წევრის, თ----- ა------ის მიმართ თ---–--–----------–---–---------ში ჩადენილი ძალადობის გამო, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20---–-–------------–-- განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული.
ჯ------– ბ-------ე კვლავ იქნა გასამართლებული იმავე ბრალდებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ასევე ოჯახის წევრის თ----- ა------ის მიმართ 2017 წლის 28 იანვარს ჩადენილი ძალადობის გამო, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 15(თხუთმეტი) დღის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 20---–-–------------–-- განაჩენით მოხდილი სასჯელიც და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 7 თებერვალს.
ამდენად, სასამართლო როგორც თავად ბრალდებულის ჩვენების, ასევე გამოკვლეულ განაჩენებზე დაყრდნობით დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ ჯ------– ბ-------ე თ----- ა------ესთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ისინი ერთად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებულ თ----- ა------ის ჩვენებით დადგენილია: - 2----–-–----------–- ჭ---------–ი გაშორდა ქმარს და სახლის უქონლობის გამო შვილებთან ერთად ჯერ მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ იქიდანაც წამოვიდა და თბილისში გაიცნო ჯ------– ბ-------ე. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, წელიწადნახევარი ერთად ცხოვრობდნენ, დადიოდნენ სოჯახო საყიდლებზე და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჯ------– ბ-------ე მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორჯერ არის ნასამართლევი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ კვლავ ერთად განაგრძეს ცხოვრება დ------------–ი ბრალდებულის ახლობლის საცხოვრებელ ბინაში.
2018 წლის 5----–---, დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ჯ------–ი სახლში მივიდა ნასვამ მადგომარეობაში და მას ჯერ უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, ხოლო შემდეგ სახეში ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ. იმის გამო, რომ იყო ღამის დრო და პატარა ბავშვით ვერსად ვერ წავიდოდა გამოიძახა პოლიცია. თანამშრომლებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს და ჯ------–ის პირადი ნივთები, მათ შორის საფულე, საბუთები და სხვა ნივთები მას გადასცეს.
მოწმის განმარტებით, თავშესაფრის უქონლობის გამო მას ბავშვთან ერთად უწევდა ქუჩა-ქუჩა სიარული და ერთ-ერთ სკვერში თანნაქონ ნივთებთან ერთად ჯ------– ბ-------ის პირადი ნივთებიც დაკარგა.
ბ-----------ისა და დ----- ფ------–--ას ჩვენებებით დადგენილია: - 2018 წლის 5----–--- პატრულირებისას რადიოსადგურით მიიღეს შეტყობინება, რომ დ---------------------------------------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. მათი მისვლისას ბინიდან ისმოდა ყვირილისა და ლანძღვის ხმა. დაზარალებული ტიროდა, ხოლო იქვე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ამ უკანასკნელის მიმართ განაგრძობდა აგრესიას. მათ ვითარების განსამუხტად ქალი სხვა ოთახში შეიყვანეს, სადაც ეძინა პატარა ბავშვს და გამოჰკითხეს მომხდარი ფაქტის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალადობას. თ----- ა------ემ მათ განუმარტა, რომ მას ჯ------– ბ-------ემ სახის არეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი რის შემდეგ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. იმავე ოთახში ადგილზე საინფორმაციო ბაზით დაადგინეს, რომ ჯ------– ბ-------ე წარსულში პასუხისგებაში იყო მიცემული იმავე პირის ძალადობის ფაქტებზე.
პატაკის თანახმად, ბ-----------ესთან ერთად საპატრულო ეკიპაჟი, რადიოსადგურ ცენტრის მეშვეობით, თ---–--–---------------------------------–-----------------–-------ში გამოცხადდა რადიოსადგურ ცენტრის გამოძახების საფუძველზე, სადაც თ----- ა------ემ განაცხადა, რომ მასზე ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლემ ჯ------– ბ-------ემ, რის საფუძველზეც ის დაკავებულ იქნა.
მოწმე ნ---- კ------ემ დაადასტურა მის მიერ გამომძიებელ ლ-----------–-----თან ერთად მოცემულ საქმეზე გამოძიების წარმოება. მანვე, განმარტა, რომ ლ-----------–-----თან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც გაესაუბრნენ პატრულ-ინსპექტორებს, დაკავებულს და დაზარალებულს. თ----- ა------ემ მასტან საუბარში დაადასტურა, რომ მას ჯ------– ბ-------ემ რამოდენიმჯერმე გაარტყა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პატრულ-ინსპექტორებისგან შეიტყო, ასევე, რომ ჯ------– ბ-------ე მათი იქ ყოფნის დროს გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ, რის გამო მოხდა მისი დაკავება.
მოწმე გ------- კ-–-----ემ დადასტურა საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტიკურობა.
2----–-–--------–---- #0----- შემაკავებელი ორდერისა და ოქმის თანახმად, ო-----------–-----–-----------–--–---------------------------------–------------------------------–ი მოძალადე ჯ------– ბ-------ის მიერ მსხვერპლზე თ----- ა------ეზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
შემაკავებელ ორდერს თან ახლავს თ----- ა------ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2018 წლის 4------–---- ღამე დარეკა 112-ზე და გამოიძახა საპატრულო პოლიცია ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. კერძოდ, ჯ------– ბ-------ე იყო ნასვამი, ახდენდა მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობას რაც გამოიხატებოდა მის აგრესიულ ქმედებაში. ასევე, ჯ------– ბ-------ემ კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, მტკიცებულების გამყარების საჭიროება შესაბამისად/პროპორციულად, დაბალია. საქმეში ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) [დიდი პალატა], N54810/00, §96, ECHR 2006, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოების მთელი პროცესი სამართლიანი, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად მოხდა დაცვის უფლებების პატივისცემა. ამასთან, გასათვალისწინებელია მტკიცებულების ხარისხი და ისიც, თუ რამდენად აღძრავს ეჭვს იმ გარემოებათა სანდოობა და სიზუსტე, რომლებშიც ის მოიპოვეს. რამდენადაც არ არის აუცილებელი, დადგეს სამართლიანობის პრობლემა, როცა მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება“.
სასამართლოს აქვე განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და უმეტეს შემთხვევებში იგი დახურულ სივრცეშია ჩადენილი. ამ დანაშაულის თვითმხილველები, როგორც წესი, არიან მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული. ამდენად, ოჯახური ძალადობის საქმეებში მნიშვნელოვანი წონა აქვს დაზარალებულის ჩვენებას, რომლის სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით გამყარების მოთხოვნა, როდესაც პრაქტიკულად ორ ინდივიდს შორის აქვს ადგილი დანაშაულებრივ ფაქტს, და ამით მისი სამართლებრივი ფასის შემცირება, შესაძლოა აღმოჩნდეს სასამართლოს მხრიდან ამ ტიპის დანაშაულების წამახალისებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თავსებადია გამოკვლეულ როგორც წერილობით მტკიცებულებებთან, ასევე მოწმეთა ჩვენებებთან, რომელთა შეფასებით დასტურდება ჯ------– ბ-------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ჯ------– ბ-------ეს, ისჯება, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ითვალისწინებს ჯ------– ბ-------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, დანაშაულის ჩადენის მოტივს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთან, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას და ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ძალადობრივ ქმედებას, მართლსაწინააღმდეგო შედეგს თვლის, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დაზარალებულის ადეკვატური სამართლებრივი დაკმაყოფილება (სამართლიანობის აღდგენა) და ბრალდებულის რესოციალიზაცია (საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება) შესაძლებელია, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით. ამასთან, სასამართლო თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქვედა კიდურის ქრონიკულ ტრომბოფლებიტსა და სმენის დაქვეითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ------– ბ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
ჯ------– ბ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან;
გაუქმდეს ჯ------– ბ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/