განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1----17
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
სტაჟიორ - პროკურორი - თ----- ბ-–---–---–ი,დაცვის მხარე:
ადვოკატი: თ----- მ----–---–-,ბრალდებული - პ----- ნ--------ის ძე მ---------ე დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ას--------------–---–------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-------–-------------–---–------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით),სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2016 წლის 1------------, შუადღის საათებში, ქ.თბილისი, ბ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პ----- მ---------ემ სახისა და მუცლის არეში სცემა ვ----– ს----------–ი, რის შედეგად ვ----– ს----------–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ვ----– ს----------–ის ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ ტაქსაობს კუთვნილი ავტომობილით. დაზარალებულის განმარტებით ის შემოსავლის მიღების მიზნით, ავტომანქანით მომსახურეობას უწევდა მის კლიენტს - თ----- ფ-----–--ს, რომელთანაც ბოლო პერიოდში გაწყვიტა ურთიერთობა და სთხოვდა მიეცა კუთვნილი გასამრჯელო. თ----- ფ-----–-- მის მოთხოვნაზე გადაეხადა თანხა უარს აცხადებდა და ბოლოს უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა მწარედ ანანებდა.
2016 წლის 1------------ მოძრაობდა ს----------–--- რაიონში და როცა კუთვნილი მანქანით პ-----------------–----------------------------ე, მას გზა გადაუღობა მერსედესის მარკის ავტომანქანამ. იმავე ავტომობილში მძღოლის - პ----- მ---------ის გვერდით იჯდა თ----- ფ-----–--. ბრალდებულმა გამოჰკითხა ვინაობა, ასევე იცნობდა თუ არა თ----- ფ-----–--ს და როცა მიიღო დადებითი პასუხი, პ----- მ---------ემ მას მანქანის კარის ღია ფანჯრიდან სახის არეში ხელი დაარტყა. ეს არ აკმარა, გადმოიყვნა გარეთ მანქანიდან და ისევ დაარტყა ხელი რის შედეგად დაეცა ძირს და შემდეგ უკვე მუცლის არეში დაარტყა ფეხი.
თ----- ფ-----–--ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, 2016 წლის 1------------ პ----- მ---------ესთან ბ------------ ქუჩაზე მოძრაობისას შენიშნა ვ----– ს----------–ის ავტომანქანა. თ----- ფ-----–--მ პ----- მ---------ეს მიუთითა ვ----– ს----------–ზე და განუმარტა, რომ მას დასახელებული პიროვნება აწუხებდა. პ----- მ---------ემ, რომლიც არის ოჯახის ახლობელი გადაწყვიტა გაეფრთხილებინა ვ----– ს----------–ი, რომ მისთვის თავი დაენებებინა. ამ მიზნით, პ----- მ---------ემ მანქანით გზა ჩაუჭრა ვ----– ს----------–ს, გააჩერა და მივიდა დაზარალებულის მანქანასთან. ბრალდებული მანქანის შუშას დაეყრდნო და მისთვის უცნობია ისინი რაზე საუბრობდნენ, შემდეგ ბრალდებულმა დაუძახა მას „თ----- გადმოდიო“ და როცა მათთან ახლოს მივიდა, ვ----– ს----------–მა მ---------ეს მასზე უთხრა, ეს იცი ვინ არისო „ წაგიყვან ბ----–ი და განახებო“, პ-----მ უპასუხა: - „როგორ კადრულობ ხუთი შვილის დედაზე, რეებს ამბობო“ და ხელი აუქნია რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულის ძირს დავარდნა.
დ----- ბ----ემ განაცხადა, რომ მუშაობს შსს ვ-----------------–--- ს-----------–-------------------–--აში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მისთვის 2016 წლის 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პ----- მ---------ემ სცემა დაზარალებული ვ----– ს----------–ი. მავე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.
გ------ი მ-------ემ დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: მოქ. ვ----– ს----------–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (---0--2---–--) აღენიშნებოდა- მარჯვენა თვალბუდის, მარჯვენა ყვრიმალის და ლოყის, მარჯვენა მხრის სახსრის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოებში, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები (ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში), რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პ----- მ---------ემ მოწმის სახით დაკითხვისას, უარყო რა დანაშაულის ჩადენა განმარტა, რომ მას არ უცემია ვ----– ს----------–ი. ბრალდებულის ჩვენებით მას შემდეგ რაც დაზარალებულმა ხელი წაავლო მაიკაზე და ჩამოახია, მისგან თავის დასაღწევად და მოსაშორებლად ხელი აიქნია, რამაც განაპირობა ვ----– ს----------–ის ძირს დაცემა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ვარ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას არ უცემია ვ----– ს----------–ი შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია გამოძიების ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო მტკიცებულებად არ იყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეფასდეს ისინი მოწმის ჩვენების სანდოობის კუთხით.
სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისაგან განსხვავებით, მომხდარი ფაქტიდან მალევე, გამოძიებას თ----- ფ-----–--მ ცემის ფაქტთან დაკავშირებით განუმარტა, რომ პ-----მ ხელი კი არ აიქნია, რომ მოეშორებინა ვ----– ს--------ე არამედ დაარტყა.
წინააღმდეგობრივია პ----- მ---------ის ჩვენება თ----- ფ-----–--ს არა მარტო გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას გადმოცემულ ფაქტებთან, ასევე, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან მიმართებით. თ----- ფ-----–-- არასად არ ახსენებს, რომ ვ----– ს----------–მა ბრალდებულს ჩამოახია ტანსაცმელი, რის გამოც ის იძულებული გახდა მოეშორებინა ეს უკანასნელი და ამ მიზეზით აიქნია ხელი.
ბრალდებულს უფლება აქვს შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეს არ ერთვის ბრალდებულის ტანსაცმელი რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა, რაც ნათელს მოჰფენდა არსებულ ვითარებას და სარწმუნოს გახდიდა ბრალდებულის ჩვენებას.
სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის ჩვენება თავსებადია სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასათან, რომლითაც დადგენილია დაზიანებათა ხასაიათი, რაოდენობა და ლოკალიზაცია, რაც სასამართლოს უმყარებს რწმენას, რომ ვ----– ს----------–ი არსებული დაზიანებებს მხოლოდ ერთი ხელის აქნევით ვერ მიიღებდა და თვლის, რომ ბრალდებულისა და მისი ახლობლის თ----- ფ-----–--ს ჩვენებები ემსახურება მიზანს, პ----- მ---------ემ აიცილოს მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, მტკიცებულების გამყარების საჭიროება შესაბამისად/პროპორციულად, დაბალია. საქმეში ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) [დიდი პალატა], N54810/00, §96, ECHR 2006, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოების მთელი პროცესი სამართლიანი, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად მოხდა დაცვის უფლებების პატივისცემა. ამასთან, გასათვალისწინებელია მტკიცებულების ხარისხი და ისიც, თუ რამდენად აღძრავს ეჭვს იმ გარემოებათა სანდოობა და სიზუსტე, რომლებშიც ის მოიპოვეს. რამდენადაც არ არის აუცილებელი, დადგეს სამართლიანობის პრობლემა, როცა მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება“.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება პ----- მ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ----- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გაუქმდეს მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება:
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/