გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
190210118002606381
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-2417-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ყაჩელი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - თე--------–------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნი---------–---–ი

მოპასუხეები - სვ----–-----------ი, ვე--------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს სვ----–-----------ს და ვე--------------–---–ს მოსარჩელე თე--------–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 12 100 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2015 წელს თე--------–------ეს და სვ----–-----------ს შორის შედგა შეთანხმება, უძრავი ქონების, მდებარე: გარდაბნის რაიონის დაბა ვაზიანში, კორპუსი N17, სადარბაზო N1, სართული N2, ბინა N4 ნასყიდობასთან დაკავშირებით, ბინის საფასურად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მხარეთა შეთანხმებით თანხის ნაწილს 17 000 ლარს მოსარჩელე გადაიხდიდა მაშინვე, ხოლო დარჩენილ თანხას 4 500 ლარს ეტაპობრივად, რის შემდეგაც მოპასუხეები უძრავ ქონებას გადააფორმებდნენ მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა 17 000 ლარი. რამდენიმე თვეში მხარეთა შორის შედგა ახალი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაცემული თანხის ნაწილი 2 500 ლარი უკან უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის, რომელიც კისრულობდა ვალდებულებას დარჩენილი თანხა 7000 ლარი გადაეხადა თავდაპირველი შეთანხმებით დათქმულ ვადაში. შესაბამისად, გადახდილი 17 000 ლარიდან 2 500 ლარი უკან დაუბრუნა მოსარჩელეს, რაც ასევე ოთხ თვეში უნდა გადაეხადა მისთვის. აღნიშნული თანხის გადახდა მან ვეღარ შეძლო, მაგრამ მოპასუხეებმაც ვერ შეძლეს უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონება ირიცხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. 2015 წლის 24 სექტემბრის ხელწერილით სვ----–-----------მა აღიარა, რომ თე--------–------ისათვის დასაბრუნებელი აქვს 14500 ლარი, ვინაიდან ამ თანხიდან მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 100 ლარი, ხოლო 2300 ლარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სვ----–-----------ს თე--------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეებს სვ----–-----------ს და ვე--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 12 100 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეების სვ----–-----------ის და ვე--------------–---–ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული საქმისწარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის, იგივე დავის საგანზე სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რაც შეეხება მოპასუხე ვე--------------–---–ს, მის მიმართ სარჩელი დაუსაბუთებელია, ვინაიდან შეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე მოხდა თე--------–------ეს და სვ----–-----------ს შორის, ხოლო ვე--------------–---–ი წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს მათ შორის, შესაბამისად, აღნიშნული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. პოლიციის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს გამოიკითხა სვ----–-----------ი, გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ 2015 წლის მარტში მასთან მივიდნენ თე--------–------ე და მისი ოჯახის წევრები და განუმარტეს, რომ იყვნენ ვე--------------–---–ის ახლობლები და დაინტერესებულები იყვნენ ბინის ყიდვით. მან განუმარტა, რომ ყიდდა ბინას 10 000 აშშ დოლარად, თუმცა ისევე როგორც სხვა ბინები, ბინა იყო სახელმწიფო საკუთრება და ვერ გადაფორმდებოდა მათზე. ამ პირობებზე დათანხმდნენ თე--------–------ე და მისი მეუღლე. მათ განმარტეს, რომ თანხა სრულად არ ჰქონდათ, თავდაპირველად გადაიხდიდნენ 17 000 ლარს, ხოლო დარჩენილ 5000 ლარს 4 თვის შემდეგ. 17 000 ლარის გადახდის შემდეგ მათ დაიწყეს ცხოვრება ბინაში. მოგვიანებით თე--------–------ის მეუღლემ ვა-–-------–--–--ამ მას სთხოვა 2500 ლარი, რასაც 4 თვეში დაუბრუნებდა. 2015 წლის 8 მარტიდან თე--------–------ეს მისთვის თანხა სრულად არ გადაუხდია, მათ სთხოვეს ვადის გაგრძელება, რაზეც არ დათანხმდა. სვ----–-----------ის განმარტებით, თე--------–------ისგან მიღებული თანხა 14500 ლარი დახარჯა და ეტაპობრივად დაუბრუნებს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

- 2015 წლის 03 სექტემბრის გასაუბრების ოქმი

 

3.1.2. თე--------–------ის მეუღლესთან ვა-–-------–--–--ასთან გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ მას ვე--------------–---–მა შესთავაზა თავისი საცხოვრებელი ბინა, რომელსაც ყიდდა 10 000 აშშ დოლარად, რაზეც დათანხმდა მოსარჩელის მეუღლე, აღნიშნულ ბინაში მას დახვდა სვ----–-----------ი, რომელმაც განუმარტა, რომ ბინა იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა მას აუცილებლად გაიფორმებდა თავის სახელზე.

გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ვა-–-------–--–--ამ სვეტა ავაქიანს გადაუხადა 10000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 17 000 ლარი, აღნიშნული თანხის გარდა, მას უნდა გადაეხადა 4500 ლარი, რაც 8 მარტიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ უნდა მიეცა სვეტა ავაქიანისთვის, აღნიშნულ ბინაში ვა-–-------–--–--ა თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა 2 თვის განმავლობაში. ვა-–-------–--–--ას განმარტებით, თე--------–------ემ მას 17000 ლარი გადაუხადა, თუმცა დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ სვეტა ავაქიანს სთხოვა, რომ ესესხებინა 2500 ლარი, რასაც დათანხმდა სვეტა ავაქიანი და მისცა აღნიშნული თანხა, რომელიც მას არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 17 სექტემბრის გასაუბრების ოქმი

 

3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, თე--------–------ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სვ----–-----------ს თე--------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2300 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე, 976-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წელს თე--------–------ეს და სვ----–-----------ს შორის შედგა შეთანხმება, უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონ დაბა ვაზიანში, კორპუსი N17, სადარბაზო N1, სართული N2, ბინა N4. ბინის საფასურად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მხარეთა შეთანხმებით თანხის ნაწილს 17 000 ლარს მოსარჩელე გადაიხდიდა მაშინვე, ხოლო დარჩენილ თანხას 4 500 ლარს კი ეტაპობრივად, რის შემდეგაც სვ----–-----------ი უძრავ ქონებას გადააფორმებდა მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად მოსარჩელემ სვ----–-----------ს გადასცა 17 000 ლარი. რამდენიმე თვეში მხარეთა შორის შედგა ახალი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე გადაცემული თანხის ნაწილს 2 500 ლარს უკან უბრუნებდა მოსარჩელეს, რომელიც კისრულობდა ვალდებულებას დარჩენილი თანხა 7000 ლარი გადაეხადა თავდაპირველი შეთანხმებით დათქმულ ვადაში. შესაბამისად, გადახდილი 17 000 ლარიდან 2 500 ლარი უკან დაუბრუნდა მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 14 500 ლარი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, არამედ ეკუთვნოდა სახელმწიფოს, რის შემდეგაც მან მოითხოვა გადახდილი 14 500 ლარის დაბრუნება. სვ----–-----------მა პოლიციის თანამშრომელთან გასაუბრებისას აღიარა, რომ მან მოსარჩელისგან აიღო ბინის შეძენის საფასური, 14 500 ლარის ოდენობით. გადახდა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ 100 ლარის ოდენობით, ხოლო 2300 ლარი გადასახდელი დარჩა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თე--------–------ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სვ----–-----------ს თე--------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2300 ლარის გადახდა. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 12100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, კერძოდ, თე--------–------ეს და სვ----–-----------ს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე, რომლის თანახმად, თე--------–------ემ მოპასუხისაგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც აღმოჩნდა სახელმწიფოს საკუთრებაში, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ მოახდინა უძრავი ქონების საკუთარ სახელზე აღრიცხვა, ხოლო გადახდილი თანხა მოპასუხეს უკან არ დაუბრუნებია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხე სვ----–-----------ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. რაც შეეხება მოპასუხე ვე--------------–---–ს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, სვ----–-----------ის და ვა-–-------–--–--ას გამოკითხვის ოქმებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სადაო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა თე--------–------ეს და სვ----–-----------ს შორის, კერძოდ, შეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ დაიდო თე--------–------ესა და სვ----–-----------ს შორის და მოსარჩელემ 12100 ლარი გადასცა უშუალოდ სვ----–-----------ს, რაც შეეხება ვე--------------–---–ს, მან მხოლოდ მხარეები ერთმანეთს დააკავშირა, შესაბამისად, ვე--------------–---–ის მიმართ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც, მის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სვ----–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 12 100 ლარის 3%-ის 363 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ვე--------------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: წყალტუბო, 9 აპრილის ქუჩა 15, ბინა 12, საკადასტრო კოდი №29.08.37.010.01.012 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 1 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი მოპასუხე ვე--------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ვე--------------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: წყალტუბო, 9 აპრილის ქუჩა 15, ბინა 12, საკადასტრო კოდი №29.08.37.010.01.012 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 199 1 -ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თე--------–------ის სარჩელი მოპასუხეების სვ----–-----------ის და ვე--------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე სვ----–-----------ს მოსარჩელე თე--------–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 12 100 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე სვ----–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 363 ლარის გადახდა.

4. თე--------–------ის სარჩელი მოპასუხე ვე--------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ვე--------------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: წყალტუბო, 9 აპრილის ქუჩა 15, ბინა 12, საკადასტრო კოდი №29.08.37.010.01.012 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი