გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2019
საქმის ნომერი
330310018002371308
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1897-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“

 

წარმომადგენლები - ა----------–---–ი (თ-------------ე), ს-----------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

წარმომადგენლები - ლ-–-----------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ------------–---–ის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტების - ა----------–---–ის და ს-----------------–---–ის დანიშვნის შესახებ;

 

1.4. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თავის შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტებს უკრძალავს მ------------–---–თან კომუნიკაციას (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: 24.01.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლიდან, მ–----–---------------------–-----–-----–-ი - მ------------–---–ი, სახელმწიფო მზრუნველობის ერთ-ერთი პროგრამის მოსარგებლეა. მ------------–---–ს მინიჭებული აქვს შ------------–--–-----–---–------------------–-ის სტატუსი. 2017 წელს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, როგორც არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა, მიიღო გადაწყვეტილება მ------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის შეცვალის თაობაზე, ბავშვის ადეკვატური ინფორმირების, მომზადების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი აზრის გათვალისწინების გარეშე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, მ------------–---–ი დაუკავშირდა ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ დირექტორს - ა----------–---–ს და სთხოვა დაეცვა მისი უფლებები, როგორც ადვოკატს. მოსარჩელის განმარტებით, მ------------–---–ის სურვილი იყო მიეღო სამართლებრივი დახმარება, რის თაობაზეც ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებებით მიზანშეწონილად არ მიიჩნია მ------------–---–ის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტების დანიშვნა. ამასთან, გარდა წარმომადგენლობაზე უარის თქმისა, სააგენტომ ორგანიზაციის ადვოკატებს აუკრძალა მ------------–---–თან კომუნიკაცია სააგენტოს წინასწარი ინფორმირების გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეზე წარმოდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,პ--------------------------------–------თვის“ წესდებით დასტურდება, რომ საზოგადოების მიზანია ს----------–--–--–------------–--–-----–---–---------------------------–--------–----------------------–--ა და ს---------–---–------------------–---------------–თა უფლებების დაცვა, უფლებათა დარღვევის პრევენცია, უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი. მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაცია სამართლის პრინციპებთან და სტანდარტებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,პ--------------------------------–------თვის“ წესდება (ს.ფ. 143-155);

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიან (ს.ფ. 110).

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 15 იანვარს, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ემ ა----------–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 16.01.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 4---) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 2018 წლის 15 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციას ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, არასრულწლოვანმა მ------------–---–მა მიმართა იურიდიული დახმარების თხოვნით. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ მ------------–---–ი მეშვიდე წელია მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ცხოვრობდა დ--–-------------ში, ბ---–-------ში, მიმღებ ოჯახთან. განცხადების თანახმად, მ------------–---–თან შეხვედრისას, მათთვის ცნობილი გახდა, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო შეეცვალა მიმღები ოჯახი. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, ვინაიდან მ------------–---–ის კანონიერი წარმომადგენლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მ------------–---–ის სურვილს, მისი ინტერესების დაცვის მიზნით, განცხადების ავტორმა მოითხოვა 2005 წლის 28 თებერვალს დაბადებული მ------------–---–ის კანონიერმა წარმომადგენელმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მ------------–---–ის ადვოკატად, მისი უფლებების დაცვის მიზნით, დანიშნოს ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტები - ა----------–---–ი და ს-----------------–---–ი; ასევე მოთხოვნილ იქნა არასრულწლოვნის შესახებ არსებული დოკუმენტები.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 იანვარს, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ემ ა----------–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 24.01.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 6---) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა 2018 წლის 15 იანვრის ზემოაღნიშნული განცხადების უმოკლეს დროში განხილვა, ვინაიდან მათთვის ცნობილი ინფორმაციით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განიხილებოდა მ------------–---–ის სხვა მიმღებ ოჯახში გადაყვანის პროცედურები. ამასთან, მათი მოთხოვნა, მ------------–---–ის ინტერესების დაცვის მიზნით, მის ადვოკატებად ჩართვის შესახებ განხილული არ ყოფილა, რაც აზიანებდა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ის ა----------–---–ის განცხადება (რეგისტრაციის თარიღი: 16.01.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 4---) თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 179-185);

-ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ის ა----------–---–ის განცხადება (რეგისტრაციის თარიღი: 24.01.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 6---) (ს.ფ. 190).

 

3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N------- აქტით ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტებს, 2018 წლის 16 იანვრის N4--- და 2018 წლის 24 იანვრის N6--- განცხადებების პასუხად ეცნობათ, რომ უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ბავშვის უფლებების დაცვის ვალდებულება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეკისრებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აქტში მითითებუყლი იყო, რომ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, განმცხადებლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ არ დასტურდებოდა, შესაბამისად, ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროებაც არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიეკუთვნებოდა პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებულ მონაცემთა კატეგორიას. აღნიშნული აქტით ასევე განმარტებულ იქნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობის და მზურველობის ორგანო და ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, არ თვლიდა მიზანშეწონილად, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, ორგანიზაციის იურისტებს ეკონტაქტათ არასრულწლოვანთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N------- აქტი (ს.ფ. 191-192).

 

3.1.4. 2018 წლის 2 თებერვალს, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ემ ა----------–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 05.02.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 1----) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელშიც მითითებული იყო, რომ 2018 წლის 26 იანვრის N------- წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და მ------------–---–ის კანონიერი წარმომადგენელი, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა არასრულწლოვნისა და მათი ორგანიზაციის იურისტების კომუნიკაციას. განცხადების თანახმად, აღნიშნულ წერილში არ იყო მითითებული, თუ რა გარემოებების გათვალიწისნებით და კანონის რომელ ნორმაზე დაყრდნობით მოხდა, მათთვის ბავშვთან კომუნიკაციის აკრძალვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადების ავტორი ითხოვდა, ორგანიზაციის იურისტებისა და მ------------–---–თან კომუნიკაციის შეზღუდვის დასაბუთებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ის ა----------–---–ის განცხადება (რეგისტრაციის თარიღი: 05.02.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 1----) (ს.ფ. 193-194).

 

3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N-------- აქტით ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ეს, 2018 წლის 5 თებერვლის N1---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო იყო სააგენტო. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით, უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალებოდა ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზნია შვილად აყვანა. მითითებული იქნა ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მეურვეობისა და მზურნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფდა შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პოცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას. ამდენად, წერილით განიმარტა, რომ ზოგადად, მინდობით აღსაზრდელის, მით უფრო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის მიმართ, მინდობით აღზრდის თუ შვილად აყვანის საკითხის განხილვა განეკუთვნებოდა სოციალური მომსახურების საგენტოს უშუალო უფლებაბოსილებას და მსგავსი ტიპის საქმეში მესამე პირების ჩართვა, მოქმედი კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, იკრძალებოდა. აქვე მითითებული იყო, რომ უშუალოდ აღნიშნული კატეგორიის (ბავშვის მინდობით აღზრდა/შვილად აყვანა) საქმის განხილვაში ჩართვით დაინტერესებული და მასზე ზემოქმედების მსურველი მესამე პირების მხრიდან კონტაქტი იმ ბავშვთან, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა ამგვარი საქმისწარმოება, მიზანშეწონილი იყო განხორციელებულიყო სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით, უარყოფითი სახის შესაძლო რისკების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N-------- აქტი (ს.ფ. 195-196).

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ მ------------–---–ი დაიბადა 2005 წლის 28 თებერვალს. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მ------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობა N------ (ს.ფ. 198);

-მხარეთა განმარტებები (სარჩელი და შესაგებელი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N------- და 2018 წლის 26 თებერვლის N-------- აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა მ------------–---–ის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტების - ა----------–---–ის და ს-----------------–---–ის დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ქმედების, კერძოდ, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტებისთვის მ------------–---–თან კომუნიკაციის აკრძალვა.

 

6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა - მეურვეობისა, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის და მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის, ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N------- და 2018 წლის 26 თებერვლის N-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას და არ ეთანხმება მოპასუხის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ის ა----------–---–ის მოთხოვნა - 2005 წლის 28 თებერვალს დაბადებული მ------------–---–ის ადვოკატად, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტების - ა----------–---–ის და ს-----------------–---–ის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების თანახმად, 2018 წლის 15 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციას ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურიდიული დახმარების თხოვნით მიმართა არასრულწლოვანმა მ------------–---–მა. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ მ------------–---–ი მეშვიდე წელია მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ცხოვრობდა დ--–-------------ში, ბ---–-------ში, მიმღებ ოჯახთან. განცხადების თანახმად, მ------------–---–თან შეხვედრისას, მათთვის ცნობილი გახდა, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო შეეცვალა მიმღები ოჯახი. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ, ვინაიდან მ------------–---–ის კანონიერი წარმომადგენლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მ------------–---–ის სურვილს, მისი ინტერესების დაცვის მიზნით, განცხადების ავტორმა მოითხოვა მის ადვოკატებად - ა----------–---–ის და ს-----------------–---–ის დანიშვნა.

 

საქმეზე დადგენილია და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მ------------–---–ი დაიბადა 2005 წლის 28 თებერვალს. ამასთან, მის კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

სასამართლო მიუთითებს ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას შვილად აყვანისას და მინდობით აღზრდისას. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც შვილად აყვანისას/მინდობით აღზრდისას წარმოიშობა სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, აგრეთვე განსაზღვრავს წარმოშობის სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; ამასთან, შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციაზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.

 

ამავე კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით; ამ უფლების განხორციელებას შეიძლება შეეხოს ზოგიერთი შეზღუდვა, მაგრამ ასეთი შეზღუდვები შეიძლება იყოს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპტუაციის პატივისცემისათვის; ან ბ) სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.

 

მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ თ-------------ის ა----------–---–ის განცხადებაში (რეგისტრაციის თარიღი: 16.01.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 4---) აღნიშნული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ მიმართა არასრულწლოვანმა მ------------–---–მა იურიდიული დახმარების თხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 25-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის მიზნით მზრუნველობისათვის გადაცემული ბავშვის უფლებას დაცვაზე ან ფიზიკურ, ანდა ფსიქიკურ მკურნალობაზე, ბავშვის მკურნალობის პერიოდულ შეფასებაზე და ბავშვისადმი ასეთ ზრუნვასთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტებით მოპასუხემ უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის, კერძოდ, მ------------–---–ის წარმომადგენლებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტების - ა----------–---–ის და ს-----------------–---–ის დანიშვნაზე და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ არ დასტურდებოდა, შესაბამისად, ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროებაც არ არსებობდა. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და მ------------–---–ის კანონიერი წარმომადგენელი, არ თვლიდა მიზანშეწონილად, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, ორგანიზაციის იურისტებს ეკონტაქტათ არასრულწლოვანთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და ბავშვის ინტერესი და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ბავშვის წარმომადგენლებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტების - ა----------–---–ის და ს-----------------–---–ის დანიშვნა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (საქმე „X ??????? ??????????”, ( X v. LATVIA ), [დიდი პალატა], §95-96, № 27853/09, ECHR 2013) არაერთხელ განმარტა, რომ ,,ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესების” დაცვა პრიორიტეტია...მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომელიც მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს უზენაესი.“

 

სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი, განსახილველ შემთხვევაში კი, რა კონკრეტული ღონისძიებების შედეგად დაადგინა მოპასუხემ, რომ ბავშვის უფლებების დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რით დასტურდებოდა ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროების არარსებობა, მისი სურვილი და საუკეთესი ინტერესი, ამ უკანასკნელის დადგენა კი, შესაბამისი სპეციალისტების შეფასების გარეშე, შეუძლებელია.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილებების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მათი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომელსაც ბავშვისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გამოეწვია. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ობიექტური გარემოებების მხედველობაში მიღებითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ემსჯელა სადავო საკითხზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N------- და 2018 წლის 26 თებერვლის N-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

6.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს - მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მ------------–---–ის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტების - ა----------–---–ის და ს-----------------–---–ის დანიშვნის შესახებ და ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ იურისტებს უკრძალავს მ------------–---–თან კომუნიკაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს ხსენებული მოთხოვნების კანონიერებაზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N------- და 2018 წლის 26 თებერვლის N-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

3. დანარჩენ ნაწილში ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე;

 

4. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–------თვის“ სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია ბუსკაძე