გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ქ--–-- თ---–--ის მ----–----–------ის მ----ა
წარმომადგენელი - ს--–---- ზ--------ა
მოპასუხე - შ-- “A----”
წარმომადგენელი - ა----- ი-----–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შ-- "A----"-ისათვის თ---–--ის მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 7 920,42 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს თ---–--ის მ----–----–------ის მ----ასა და შ-- "A----"-ს შორის 2--- წლის 10 მ---ს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0----------- ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებდა თ---–--ის ბიუჯეტის სახსრებით თ---–--ში, ო-–--------ი ს-----–ის საკანალიზაციო გარე ქსელის ჩართვების და განშტოებების დასასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, აეროპორტის ტრასის დაჭირხვნის მეთოდით გადაჭრის სამუშაოების შესყიდვას, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4--------- ლარით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტით სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე (9 ივლისი, 2--- წელი), თუმცა აღნიშნული სამუშაოები შ-- "A----"-ის მიერ შესრულდა 2--- წლის 28 ივლისს (19 კალენდარული დღის დაგვიანებით), და 2--- წლის 17 სექტემბერს (70 კალენდარული დღის დაგვიანებით).
ხელშეკრულების 8.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 7------- ლარს.
წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია დარიცხული პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ თავდაპირველი ხელშეკრულების პირობები მხარეებმა მიუსადაგეს სამშენებლო ობიექტის და პროექტის ფაქტობრივ საჭიროებებს.
მხარეთა შორის 2--- წლის 19 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება მხარეთა შორის გაფორმებულია ხელშეკრულების თავდაპირველი ვადის (60 კალენდარული დღის) ვადის გასვლიდან 71-ე დღეს, სწორედ იმ პერიოდის გასვლის შემდეგ როდესაც შემსყიდველი მიმწოდებელს აკისრებს პირგასამტეხლოს. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, ცალსახად უსაფუძვლოა შემსყიდველის მიერ 2--- წლის 08 აგვისტოსა და 11 ოქტომბრის წერილებით დარიცხული პირგასამტეხლო. პირაგსამტეხლო ხელშეკრულების მიხედვით ერიცხება მხარეს ვალდებულებების დარღვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის გადაცილებით შესრულებისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კვლავ შემსყიდველის მიერ ნათლად გამოხატული ნებით, რომლითაც მან მიმწოდებელს დაუდასტურა შესრულებული - გაზრდილი სამუშაოების მართებულობა და არსებითობა თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ჯეროვნად განხორციელების მიზნით.
მხარეთა შორის 2--- წლის 19 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება ხელშკრულების ცვლილების შესახებ თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი, რომელიც მოწესრიგებულია საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 398-ე მუხლით და შეცვლილი გარემოებების შესაბამისად განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 10 მ---ს თ---–--ის მ----–----–------ის მ----ასა (შემსყიდველი) და შ-- "A----"-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0----------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა თ---–--ის ბიუჯეტის სახსრებით თ---–--ში, ო-–--------ი ს-----–ის საკანალიზაციო გარე ქსელის ჩართვების და განშტოების დასასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში აეროპორტის ტრასის დაჭირხვნის მეთოდით გადაჭრის სამუშაოების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გამარტივებული შესჭიდვის საშუალებით, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველის კანონის მე-101 მუხლის III პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (2--- წლის 5 მ---ის №1--- სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს თავმჯდომარის განკარგულება).
ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა თ---–--ში, ო-–--------ი ს-----–ის საკანალიზაციო გარე ქსელის ჩართვების და განშტოებების დასასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში აეროპორტის ტრასის დაჭირხვნის მეთოდით გადაჭრის სამუშაოები.
შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 4--------- ლარით (ხელშეკრულების 2.2. პუნქტი).
ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოების მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 10 მ---ის ხელშეკრულება №0----------- (ს.ფ. 21-26).
3.1.2. ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესყიდვის ობიექტის ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში" (ფორმა-2) მითითებული სამუშაოთა დასრულების თარიღი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 10 მ---ის ხელშეკრულება №0----------- (ს.ფ. 21-26).
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 8.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 10 მ---ის ხელშეკრულება №0----------- (ს.ფ. 21-26).
3.1.4. 2--- წლის 28 ივლისს გაფორმებული №- მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ №0----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1--------- ლარს (რასაც ემატებოდა ექსპერტიზის მომსახურების ღირებულება 600,00 ლარი).
2--- წლის 28 სექტემბერს გაფორმებული №- მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ №0----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1--------- ლარს (რასაც ემატებოდა ექსპერტიზის მომსახურების ღირებულება 600,00 ლარი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
2--- წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი №- (ს.ფ. 18).
2--- წლის 28 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №- (ს.ფ. 20).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები 2--- წლის 10 მ---ის №0----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ არ შეთანხმებულან.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 19 სექტემბერს გაფორმდა 2--- წლის 10 მ---ის №0----------- ხელშეკრულებაში ცვილებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რაც თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი (რაც მოწესრიგებულია საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 398-ე მუხლით) და შეცვლილი გარემოებების შესაბამისად განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ამასთან, აღნიშნული შეთანხმება მხარეთა შორის გაფორმებულია ხელშეკრულების თავდაპირველი ვადის (60 კალნედარული დღის) ვადის გასვლიდან 71-ე დღეს, სწორედ იმ პერიოდის გასვლის შემდეგ როდესაც შემსყიდველი მიმწოდებელს აკისრებს პირგასამტეხლოს.
სასამართლო მიუთითებს, რომ 2--- წლის 19 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მხარეებმა ცვლილება შეიტანეს 2--- წლის 10 მ---ის №0----------- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 4-------- ლარით და ნაცვლად 4--------- ლარისა, ღირებულება განისაზღვრა 4--------- ლარით.
ამავე შეთანხმებით მხარეები 2--- წლის 10 მ---ის №0----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა მიწოდების ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან, არამედ მხარეებმა ცვლილება შეიტანეს მხოლოდ სამუშაოების ღირებულების ნაწილში, რაც თავისთავად, ავტომატურად არ იწვევს სამუშაოების ვადის გაგრძელებას.
მხარეები 2--- წლის 19 სექტემბრის შეთანხმების 1.2 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ ცვლილება არ იწვევდა ხელშეკრულების 15.3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით დასაშვები იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა. ხელშეკრულების 15.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების შეცვლა დაუშვებელი იყო, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდებოდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდებოდა ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ხელშეკრულების 15.3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელი იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა. 15.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდებოდა მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
მხარეებმა თავად განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება (გაზრდა) არ იწვევდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდას. ამდენად, მოპასუხე მხარის მითითება ხელშეკრულების მისადაგებისა შეცვლილ გარემოებებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში. რაც შეეხება თავად შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების შემთხვევას, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია სხვა იმ გარემოებებზე, რაც ხელშეკრულებითა და სკ-ის 398-ე მუხლის შესაბამისად ამგვარ გარემოებებად შეიძლებოდა მიჩნეულიყო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებებით. სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს 2--- წლის 19 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლითაც მხარეებმა საბოოლოდ განსაზღვრეს ის ცვლილებები, რაც განიცადა თავდაპირველმა სახელშეკრულებო პირობებმა, აღნიშნული ცვლილება არ შეხებია სამუშაოთა მიწოდების ვადას, რაც გათვალისწინებული იყო 2--- წლის 10 მ---ის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით. აღნიშნული შეთანხმების საპირწონედ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიმწოდებელმა იკისრა თ---–--ში, ო-–--------ი ს-----–ის საკანალიზაციო გარე ქსელის ჩართვების და განშტოებების დასასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში აეროპორტის ტრასის დაჭირხვნის მეთოდით გადაჭრის სამუშაოები. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 4--------- ლარით, რაც შემდგომში მხარეთა შეთანხმებით გაიზარდა 4--------- ლარამდე. მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოების მიწოდების ვადაზეც - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.
საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შ-- “A----”-ს ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეთანხმებული სამუშაოების შესრულება. დადგენილია, რომ შ-- “A----”-მა ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადებში სამუშაოების შესრულება, მიმწოდებელმა ხელშეკრულებებით შეთანხმებული სამუშაოები დაასრულა 19 დღისა და 70 დღის ვადაგადაცილებით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოა პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1--------- ლარსა და 1--------- ლარს. მოსარჩელე აღნიშნულ თანხებს ასევე ამატებს ექსპერტიზის ხარჯს 600 ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 7------- ლარის გადახდის დაკისრებას.
ამასთან, სამუშაოები შესრულდა ერთ შემთხვევაში 19 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე შემთხვევაში 70 კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად ექსპერტიზის ხარჯს ანაზღაურებს შემსყიდველი (თ---–--ის მ----–----–------ის მ----ა), შესაბამისად ამ ხარჯის გათვალისწინებით სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს.
საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ვადაგადაცილებით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქ--–--ო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 5-ჯერ და განისაზღვროს 0,01%-ით: 2--- წლის 28 ივლისისათვის ვადაგადაცილებული სამუშაოების (1--------- ლარი) ვადაგადაცილებისათვის (19 დღე) 257,26 ლარით, ხოლო 2--- წლის 28 სექტემბრისათვის ვადაგადაცილებული სამუშაოების (1--------- ლარი) ვადაგადაცილებისათვის (70 დღე) 1 320,9 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (1 578,16 ლარი), ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ამიტომ მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულ ბაჟს, რაც არ დაკმაყოფილდა, გაიღებს სახელმწიფო; მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს ბაჟი 4---- ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქ--–-- თ---–--ის მ----–----–------ის მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე შ-- “A----”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 1 578,16 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 4---- ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე