განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/26-15 წ.
გამოძიების N104090018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი - გ------- დ---–----ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ნ-----–---- ა------–---–ი, ე---------- ა--–--ე
ბრალდებული - ზ---- ა------–---–ი
პირადი N0----------
მამის სახელი: შ-----
დაბადებული: 03.07.1973 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: უმაღლესი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლეობა: არმქონე;
საცხოვრებელი ადგილი: ა-------, სოფ. ა----–-;
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდებულ ზ---- ა------–---–ს ბრალად ედება, მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის თანახმად, ბრალდებული ზ---- ა------–---–ი წარმოადგენდა მოხელეს, რადგანაც, 2009 წლის 11 თებერვლის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის N594 ბრძანებით იგი დანიშნული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის II (B) ბატარეის მეთაურად.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ ზ---- ა------–---–ი იყო ქვედანაყოფის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურებისაგან იყო დაკომპლექტებული საყარაულო სამსახურის შემსრულებელი ჯგუფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების 29-ე მუხლის მიხედვით, ზ---- ა------–---–ს მოეთხოვებოდა კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა, რომლებიც შეძლებდნენ საშტატო იარაღის სათანადოდ გამოყენებას და მათზე დაკისრებული გუშაგის მოვალეობის სათანადოდ შესრულებას.
სამხედრო ნაწილ 16106-ის მეთაურის თე-------------–---–ის №119 ბრძანების საფუძველზე, 2009 წლის 21 აპრილს, საველე სწავლების ჩატარების მიზნით, სამხედრო ნაწილ №16106-ის A, B ბატარეიები და D ასეულის დაცვის ოცეული, მივლინებული იქნა „სიმონეთი“-ს პოლიგონზე, ხოლო N120 ბრძანებით, ზ---- ა------–---–ს, როგორც ქვედანაყოფის მეთაურს, დაევალა უზრუნველეყო განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობის შერჩევა, პირადი შემადენლობის მიერ განწესის შესრულებაზე კონტროლი, ინსტრუქტაჟის ჩატარება და დოკუმენტალურად გაფორმება.
ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის პატაკით, 2009 წლის 29 აპრილს, სიმონეთის პოლიგონზე, შედგენილი იქნა, იმავე წლის 30 აპრილისათვის, B ბატარეიის პირადი შემადგენლობიდან განწესში გამსვლელ სამხედრო მოსამსახურეთა სია, რომელშიც N2 მარშუტზე შეყვანილი იქნა სწავლებაზე მყოფი, იმავე ბატარეის კაპრალი ი------------–-–---–ი.
იმავე დღეს, 2009 წლის 29 აპრილს, სამხედრო ნაწილ 16106-ის მეთაურის თე-------------–---–ის N81 ბრძანებით, ზ---- ა------–---–ის პატაკის შესაბამისად, დამტკიცებული იქნა განწესში გამსვლელ პირთა შემადგენლობა.
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე, II (B) ბატარეის მეთაურმა, ბრალდებულმა ზ---- ა------–---–მა, 2009 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 20:45 საათზე, მორიგე განწესში გამსვლელ სამხედრო მოსამსახურეებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი, რომელსაც არ ესწრებოდა განწესში ბრძანებით დანიშნული, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, კაპრალი ი------------–-–---–ი. ზ---- ა------–---–მა მისი სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების 29-ე მუხლის და 2009 წლის 21 აპრილის, სამხედრო ნაწილ 16106-ის მეთაურის N120 ბრძანების სავალდებულო მოთხოვნები, არ გაუწია კონტროლი პირადი შემადგენლობის მიერ განწესის შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, არ მიიღო ზომები ი------------–-–---–ის ამოძახებაზე გამოუცხადებლობის მიზეზების გასარკვევად და ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ჩათვალა იგი სამხედრო სამსახურის შესრულებისათვის კვალიფიციურად. შედეგად ალკოჰოლის ზემოქმედების გამო, განწესის შესრულებისათვის არასათანადო მდგომარეობაში მყოფ ი------------–-–---–ს, ინსტრუქტაჟის ჩატარების გარეშე გადაეცა მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელმაც ისარგებლა ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიერ გამოვლენილი გულგრილობით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში მიიყენა დაზიანება, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ზ---- ა------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს.
მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–-----------------–-–---–მა აჩვენა, რომ აწ. გარდაცვლილი ი------------–-–---–ი იყო მისი ძმა, რომელიც 2008 წელს მსახურობდა ქუთაისში დისლოცირებული, მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში, 2009 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა სახლში დასთან ნ-----–-------------სთან ერთად. საღამო საათებში, მისი ძმა უგზავნიდა მოკლე ტექტურ შეტყობინებებს და ვინაიდან იყო არტილერიის დღე და ქეიფობდნენ უგზავნიდა სიმღერების დასახელებას რადიოში შესაკვეთად, განმარტავს, რომ მის ძმას მონაწილეობა ქონდა მიღებული ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, მას სურდა შეექმნა ოჯახი. მეორე დღეს შეიტყო მისი ძმის გარდაცვალების შესახებ, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მისმა ძმამ ი------------–-–---–მა თავი მოიკლა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული თ------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე დაინიშნა 2008 წლის დეკემბრის თვეში. განმარტავს, რომ 2009 წლის 21 აპრილს N119 ბრძანების საფუძველზე, საარტილერიო ბატალიონის A და B ბატარიები და D ასეულის დაცვის ოცეულის პირადი შემადგენლობა სულ 130 სამხედრო მოსამსახურე, მივლინებული იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთის პოლიგონზე საველე სწავლების ჩატარების მიზნით, ხოლო ბატარეის მეთაურებს N120-ე ბრძანებით დავალებული ქონდათ განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობის შერჩევა, ინსტრუქტაჟის ჩატარება და დოკუმენტალურად გაფორმება, ასევე, პირადი შემადენლობის მიერ განწესის შესრულების კონტროლი. მოწმის განმარტებით, პირადად პოლიგონზე არ იმყოფებოდა და პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურეთა შეკრებას ხელმძღვანელობდა მეთაურის მოადგილე მაიორი მ-----------------ი, რომელის მოვალეობას წარმოადგენდა სწავლებასა და მომზადებაზე კონტროლი. მოწმის სახით დაკითხულმა თ------------------–---–მა დაადასტურა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული N119 და N120 ბრძანებებზე მის მიერ ხელმოწერის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული ბრძანებები მომზადდა და შედგენილი იქნა სამხედრო საჯარისო წესდებების საფუძველზე. განმარტა, რომ შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების მიხედვით იმ დანაყოფის მეთაურს, რომლის ჯარისკაცებისაგანაც არის დაკომპლექტებული სამსახურის შემსრულებელი ჯგუფი, მოეთხოვება კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ მოვალეობის შესრულებასა და საშტატო იარაღის სათანადოდ გამოყენებას. მოწმის განმარტებით, განწესი წარმოადგენს საბრძოლო ამოცანას, რის გამოც, დანაყოფის მეთაურს წესდების თანახმად, ევალება სწორად შეარჩიოს განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობა, განწესში არ შეიძლება გავიდეს სამხედრო მოსამსახურე, თუკი მას ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის ალკოჰოლური სიმთვრალის გამო არ შეუძლია განწესის შესრულება. მეორე ბატარეის მეთაურის ზ---- ა------–---–ის პატაკის საფუძველზე, მის მიერ, 2009 წლის 29 აპრილს გამოცემული იქნა ბრძანება N81 სამწყობრო ნაწილის მიმართ, რომლითაც პატრულის განწესში განაწილებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის მე-2 მარშუტზე განაწილებული იყო მეორე ბატარეის სამხედრო მოსამსახურე ი------------–-–---–ი. როგორც მისთვის გახდა ცნობილი ი------------–-–---–ი ინსტრუქტაჟის ჩატარებას არ დასწრებია, მიღებული ქონია ალკოჰოლური სასმელი და ყოფილა მთვრალი. მოწმის განმარტებით, ინსტრუქტაჟი ტარდება ყველა შემთხვევაში, რის შემდეგაც ხდება სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად გაგზავნა, ამასთან ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი პირი ვალდებულია გაარკვიოს სამხედრო მოსამსახურის გამოუცხადებლობის მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ზომები, თუკი სამხედრო მოსამსახურე რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს განწესის შესრულებას უნდა გაკეთდეს მოხსენება ზემდგომთან და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უნდა მოხდეს სამხედრო მოსამსახურის ჩანაცვლება. მოწმის განმარტებით, მორიგე განწესში გამსვლელი პირების სია, რომლებსაც ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, მიეწოდება დანაყოფის შეიარაღების სერჟანტს, რომელის ამ პირებზე გასცემს იარაღსა და საბრძოლო მასალის იმ ოდენობას, რაც რეგულირდება სათანადო ბრძანებით. მოწმე იქვე განმარტავს, რომ ბატარეის მეთაურ ზ---- ა------–---–ს, სათანადოდ, რომ შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა და დროულად შეემოწმებინა ი------------–-–---–ის ინსტრუქტაჟისთვის მოწყობაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, ამ უკანასკნელთან, რომელიც იმყოფებოდა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, არ მოხდებოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ჩაიდინა მან თვითმკვლელობა. მოწმე ასევე, განმარტავს, რომ ინსტრუქტაჟი ტარდება რაც შეიძლება მცირე დროით ადრე განწესში გასვლამდე, რადგან პასუხისმგებელი პირი დარწმუნდეს, რომ განწესში გამსვლელ პირად შემადგენლობას ნამდვილად შეუძლია საბრძოლო ამოცანის შესრულება. N120 ბრძანებით განსაზღვრული დაგზავნის დრო 10:00 საათი ეხებოდა მხოლოდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს, ხოლო საპატრულო განწესი უნდა დაგზავნილიყო საღამოს 22:00 საათზე, როცა უშუალოდ იწყებოდა საბრძოლო ამოცანის შესრულება. განმარტავს, რომ 2009 წლის 30 აპრილს ი------------–-–---–ის მიერ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური იარაღით თვითმკვლელობის ჩადენის ფაქტი მისთვის მალევე გახდა ცნობილი,მოწმის სახით დაკითხულმა, მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ მ-----------------მა აჩვენა, რომ 2009 წლის 21 აპრილს, სამხედრო ნაწილი N16106–ის მეთაურის პოლკოვნიკ თ------------------–---–ის N119 ბრძანების საფუძველზე, საარტილერიო ბატალიონის A და B ბატარიები და D ასეულის დაცვის ოცეულის პირადი შემადგენლობა, სულ 130 სამხედრო მოსამსახურე მივლინებული იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთის პოლიგონზე საველე სწავლების ჩატარების მიზნით. მეთაურის იმავე დღეს გამოცემულიN120 ბრძანების საფუძველზე, ბატარეის მეთაურებს დაევალათ განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობის შერჩევა, ინსტრუქტაჟის ჩატარება, ამის დოკუმენტალურად გაფორმება და პირადი შემადენლობის მიერ განწესის შესრულებაზე კონტროლი.მოწმის განმარტებით, საბანაკე შეკრებას მეთაურის ბრძანებით თავად ხელმძღვანელობდა. შემთხვევის დღეს, 2009 წლის 30 აპრილის 22:00 საათისთვის მე-2 ბატარეის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული განწესი უნდა გასულიყო საველე ბანაკის პერიმეტრის დასაცავად. საველე ბანაკში არსებული დღის წესრიგი რეგულირდებოდა ბატალიონის მეთაურის N119 და N120 ბრძანებებით. შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების მიხედვით იმ დანაყოფის მეთაურს, რომლის ჯარისკაცებისაგანაც არის დაკომპლექტებული სამსახურის შემსრულებელი ჯგუფი, მოეთხოვება კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ მოვალეობის შესრულებას და საშტატო იარაღის სათანადოდ გამოყენებას. ამდენად, დანაყოფის მეთაურის მიერ სწორად უნდა იქნეს შერჩეული განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობა და რადგან განწესი არის იგივე საბრძოლო ამოცანა, განწესში არ შეიძლება გავიდეს სამხედრო მოსამსახურე, თუ მას, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის ალკოჰოლური სიმთვრალის გამო არ შეუძლია განწესის შესრულება. 2009 წლის 29 აპრილს, მეორე ბატარეის მეთაურის ზ---- ა------–---–ის პატაკის საფუძველზე, ბატალიონის მეთაურის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N81, რომლითაც პატრულის განწესში განაწილებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის მე-2 მარშუტზე განაწილებული იყო მეორე ბატარეის სამხედრო მოსამსახურე ი------------–-–---–ი. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი ინსტრუქტაჟს არ ესწრება რომელიმე სამხედრო მოსამსახურე, ინსტრუქტაჟი ტარდება ყველა შემთხვევაში, რის შემდეგაც ხდება სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად გაგზავნა, თუმცა, იმავდროულად ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი პირი ვალდებულია გაარკვიოს სამხედრო მოსამსახურის გამოუცხადებლობის მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ზომები, თუკი სამხედრო მოსამსახურე რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს განწესის შესრულებას უნდა გაკეთდეს მოხსენება ზემდგომთან და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მოხდეს სამხედრო მოსამსახურის ჩანაცვლება. მოწმე მამუკა ბითხუზის განმარტებით, მორიგე განწესში გამსვლელი პირების სია, რომლებსაც ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, მიეწოდება დანაყოფის შეიარაღების სერჟანტს, რომელის ამ პირებზე გასცემს, იარაღსა და საბრძოლო მასალას. მოწმე იქვე განმარტავს, რომ განწესი წარმოადგენს საბრძოლო ამოცანას, რის გამოც, ჯარისკაცის გაგზავნა ხდება საბძოლო ამოცანის დაწყებამდე უახლოეს დროში, ასევე, ინსტრუქტაჟი ტარდება, რაც შეიძლება მცირე დროით ადრე განწესში გასვლამდე, რადგან პასუხისმგებელი პირი დარწმუნდეს მასში, რომ განწესში გამსვლელ პირად შემადგენლობას ნამდვილად შეუძლია საბრძოლო ამოცანის შესრულება. N120 ბრძანებით განსაზღვრული პატრულის დაგზავნა ხდებოდა საღამოს 22:00 საათზე და შესაბამისად, ბატარეის მეთაური ვალდებული იყო ინსტრუქტაჟი ჩაეტარებინა განწესის გასვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე. შემთხვევის დღეს, 2009 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა სიმონეთის საველე ბანაკში, რა დროსაც, დაახლოებით 21:30 წუთზე გაიგონა გასროლის ხმა და გაემართა სავარაუდო გასროლის მიმართულებით. საცხოვრებელი კარვების უკან სამხედრო მოსამსახურებს მოჰყავდათ ი------------–-–---–ი, რომელსაც თავზე აღენიშნებოდა სისხლის ლაქები. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ქუთაისის საავადმყოფოში, საიდანაც მიღებული ინფორმაციით ი------------–-–---–ი უკვე გარდაცვლილი იყო.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მე-2 ბატარეის სამხედრო მოსამსახურის ი-----–--------–--ა თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ 2009 წლის 22 აპრილს, სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლების მიზნით მივლინებული იქნენ საარტილერიო ბატალიონის A და B ბატარიები და D ასეულის დაცვის ოცეულის მოსამსახურეები. 2009 წლის 29 აპრილს, საღამოს მოწყობის შემდეგ განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებსაც მეორე დღეს ე.ი. 30 აპრილს საღამოს 22 საათიდან დილის 08 საათამდე უნდა შეესრულებინათ განწესი. მათ შორის იყო B ბატარეის სამხედრო მოსამსახურე: კაპრალები გ----------------, ლ-------------------, ი-----–-----------ე, გ-------------ი, ზ------------------, თ------------ე, მ-------------- და ი------------–-–---–ი. მოწმის განმარტებით, პატრულის უფროსად თავად იყო დანიშნული. მეორე დილით მოწყობის შემდეგ შესაბამისი ბრძანებით დაზუსტდა იგივე შემადგენლობა, რის თაობაზეც გამოეცხადათ განწესის წევრებს. შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, დილის მოწყობის შემდეგ ჩატარდა მცირე ღონისძიება, რის შემდეგაც სამხედრო მოსამსახურეებს შესთავაზეს ვისაც სურვილი ქონდა შეეძლო ნავენახევის მღვიმის დათვალიერება. ბატარეიდან წავიდა დაახლოებით 20 მოსამსახურე, მაგრამ თავად და განწესის წევრები არ წასულან, რადგან მორიგეობის წინ დასვენება გადაწყვიტეს. დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე ბატარეის მეთაურმა მორიგე განწესი გამოიძახა ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად. მან ამოიკითხა განწესის სია და აკლდა კაპრალი ი------------–-–---–ი. ბატარეიის მეთაური ზ---- ა------–---–ი დაინტერესდა ი------------–-–---–ის არ ყოფნით, რა დროსაც, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თქვა შეუძლოდ არისო. მოწმის განმარტებით, ინსტრუქტაჟი ჩაატარა ბატარეის მეთაურმა ზ---- ა------–---–მა, ისე რომ ი------------–-–---–ი ინსტრუქტაჟს არ დასწრებია. ინსტრუქტაჟის დამთავრების შემდეგ იარაღიც გაიცა განწესზე შეიარაღების სერჟანტ მ-----------------------ას მიერ. მოწმის განმარტებით,აღნიშნულის შემდეგ მან და მ-----------------------ამ ინსტრუქტაჟის ჟურნალი და იარაღის გაცემის უწყისი მიიტანეს კარავში, სადაც შესულები იყვნენ განწესის წევრები და ხელი მოაწერინეს დოკუმენტებზე. ამ დროს გამდლიშვილი კარავში იყო და იარაღი თან ჰქონდა, რომელმაც ხელი მოაწერა ორივე დოკუმენტზე, ამ უკანასკნელმა დაიწყო ტანსაცმელის ჩაცმა და გავიდა კარავიდან, ეტყობოდა, რომ იყო ნასვამი და აღგზნებული ილანძღებოდა და იგინებოდა მეთაურების მისამართით. როგორც მოწმე განმარტავს, მან შექმნილი სიტუაციის შესახებ მოახსენა ბატარეის სერჟანტ დ-------------ს, რომელმაც შეიხედა კარავში, რის შემდეგაც წავიდა ბატარეის მეთაურთან მოსახსენებლად. რამოდენიმე წუთში დაინახა, რომ გამდლიშვილის კარვისკენ მიდიოდნენ ზ---- ა------–---–ი და დ-------------, იმადროულად გაისმა ავტომატის ერთჯერადი გასროლის ხმა. ყველანი გაიქცნენ კარვის უკან, სადაც აღმოაჩინეს ი------------–-–---–ი, რომელიც იყო უგონოდ და თავი ჰქონდა გასისხლიანებული, იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში საავადმყოფოში, მაგრამ როგორც შემდეგ გაიგეს ი------------–-–---–ი უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით,ინსტრუქტაჟი ტარდება განწესის შესრულებიდან მცირე დროით ადრე, რადგან სამხედრო მოსამსახურე იქვე გაეცნოს უსაფრთხოების წესებს, იცოდეს საბძოლო დავალების არსი, ასევე, მეთაური დარწმუნდეს, რომ სამხედრო მოსამსახურე ვარგისია საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. განმარტავს, რომ 2009 წლის 30 აპრილს დილით ჩატარდა მოწყობა, რომელიც სამხედრო ნაწილში ტარდება ყოველდღიურად და ადასტურებს, რომ საღამოს საათებში პატრულში გამსვლელ პირად შემადგენლობას ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი.
მოწმის მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეორე ასეულის სერჟანტის დ-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის 30 აპრილს, სწავლებაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმყოფებოდა სიმონეთის სასწავლო პოლიგონზე. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი წაყვანილი ჰყავდათ ნავენახევის მღვიმეში. საღამოს დაახლოებით 20:40 საათზე პატრულში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები მოეწყვნენ ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე, ინსტრუქტაჟს ატარებდა ასმეთაური ზ---- ა------–---–ი და პატრულის უფროსი ი-----–--------–--ა, მოწმის განმარტებით, მას არ ევალებოდა ინსტრუქტაჟზე ყოფნა და ამიტომ მოწყობას არ დასწრებია. ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებზე გაიცა იარაღი, რომელსაც აწარმოებდა შეიარაღების სერჟანტი მ-----------------------ა, რომელსაც ეხმარებოდა კაპრალი ა-----–-----–---. მ---------------------- იძახდა ჯარისკაცის გვარს, რომელსაც ეუბნებოდა იარაღის ნომერს, შესაბამის იარაღს იღებდა მ-----------------------ა, აწოდებდა უ--–---ს, ხოლო უ--–--- თავის მხრივ აწოდებდა სამხედრო მოსამსახურეებს. იარაღის ასაღებად ი------------–-–---–ი არ გამოცხადებულა, პატრულის უფროსმა ა-----–---მ თქვა, რომ შეუძლოდ არისო, რის გამოც, თვითონ და მ-----------------------ამ გადაწყვიტეს, რომ იარაღი გაეგზავნათ კარავში ი------------–-–---–ისთვის. ავტომატი კარავში ი------------–-–---–თან გაატანეს კაპრალ ა-----–-----–---ს.მოწმის განმარტებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთან მივიდა პატრულის უფროსი ა-----–---, რომელმაც მოახსენა, რომ გამდლიშვილი იყო მთვრალი და საჭირო იყო მისი შეცვლა. იგი მაშინვე წავიდა გამდლიშვილის სანახავად, როდესაც მასთან შევიდა კარავში, ი------------–-–---–ი იქცეოდა აგრესიულად და აუდიოდა ალკოჰოლის სუნი. აღნიშნულის თაობაზე მოახსენა ასმეთაურ ზ---- ა------–---–ს, რომელმაც მოხსენებისთანავე დაასრულა საღამოს მოწყობა და გაემართნენ ი------------–-–---–ის კარავისაკენ, სადაც ეს უკანასკნელი არ აღმოჩნა. მოწმის განმარტებით, ამ დროს გაიგონეს ერთჯერადი გასროლის ხმა. ხმის მიმართულებით მოძრაობისას კარვების უკან აღმოაჩინეს მიწაზე დაგდებული ი------------–-–---–ი, რომელიც ზურგით იწვა მიწაზე და თავიდან სდიოდა სისხლი, ავტომატი ეგდო მისგან მარჯვენა მხარეს. ი------------–-–---–ი მაშინვე გადაიყვანეს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებისას ან შემდგომ არავის უთქვამს, რომ ი------------–-–---–ისათვის იარაღის გაცემა არ მოეხდინათ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მე-2 ბატარეის შეიარაღების სერჟანტ მ-----------------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის 30 აპრილს, დანაყოფთან ერთად, იმყოფებოდა სიმონეთის პოლიგონზე, საველე სწავლებაზე. საღამოს პატრულში გამსვლელ 9 სამხედრო მოსამსახურეზე უნდა გაეცა ავტომატური ცეცხლასროლი იარაღი აკ-74 თავისივე ორი მჭიდით. პატრულის უფროსი იყო კაპრალი ი-----–--------–--ა. პატრულის განწესში გადიოდნენ ზ----------------, გ----------------, ირაკლი გორგაძე, ლ-------------------, გ-------------ი, ი------------–-–---–ი, მ-------------- და თ------------ე. იარაღის გაცემაში ეხმარებოდა კაპრალი ა-----–-----–---, იარაღს სცემდა ავტომანქანის ძარიდან. იგი იღებდა იარაღს, კითხულობდა იარაღის ნომერს, იძახებდა მფლობელის გვარს, შემდეგ აწოდებდა კაპრალ უ--–---ს, რომელიც თავის მხრივ აწოდებდა განწესში გამსვლელ სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნული წესით გასცა ყველა იარაღი, მათ შორის ი------------–-–---–ზე გაპიროვნებული იარაღიც. იარაღების გაცემის შემდეგ დახურა ავტომანქანის ძარის კარები და გადაინაცვლა სამორიგეო კარავში, საიდანაც გასცა განწესში გამსვლელთათვის ავტომატების მჭიდები, ამ შემთხვევაშიც მჭიდები გასცა ყველა ჯარისკაცზე. იარაღებისა და მჭიდების მიღებაზე განწესში გამსვლელებს ხელი მოაწერინა საძინებელ კარავში, მათ შორის ი------------–-–---–საც. მასთან ერთად საძინებელ კარავში განწესში გამსვლელებს ინსტრუქტაჟის ჟურნალზე ხელი მოაწერინა პატრულის უფროსმა ი-----–--------–--ამ. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ გაიგონა ერთჯერადი გასროლის ხმა და გაიგო რომ ი------------–-–---–ს, მასზე მიმაგრებული ავტომატიდან გასროლით, მოუკლავს თავი. მოწმის განმარტებით, იგი პატრულში გამსვლელთა ინსტრუქტაჟს არ ესწრებოდა. განმარტავს, რომ იმ შემთხევაში თუკი ინსტრუქტაჟს არ ესწრება რომელიმე სამხედრო მოსამსახურე, ინსტრუქტაჟი ტარდება ყველა შემთხვევაში, რომლიც დამთავრების შემდეგ მეთაური არკვევს სამხედრო მოსამსახურის არყოფნის მიზეზებს. იმავდროულად შეიარაღების სერჟანტს უნდა აცნობოს, რომ შესაბამისი ზომების მიღებამდე არ გასცეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იმ პირზე, ვისაც არ ჩატარებია ინსტრუქტაჟი. ადასტურებს, რომ მას არ მიუღია მეთაურისაგან რაიმე სახის მითითება, იმის თაობაზე, რომ არ გაეცა ი------------–-–---–ზე იარაღი და საბრძოლო მასალა.
მოწმის სახით დაკითხული, მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მე-2 ბატარეის მემიზნის გ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის 22 აპრილს 10 დღის ვადით მივლინებული იქნენ სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლების მიზნით საარტილერიო ბატალიონის A და B ბატარიები და D ასეულის მოსამსახურეთა ნაწილი, 2009 წლის 29 აპრილს საღამოს მოწყობის შემდეგ გამოიძახეს ის მოსამსახურეები, რომლებსაც მეორე დღეს-30 აპრილს საღამოდან 01 მაისის დილამდე უნდა შეესრულებინათ პატრულირება. სულ 9 მოსამსახურე, მათ შორის იყო თვითონ და ი------------–-–---–ი. პატრულის უფროსი იყო ი-----–--------–--ა. 30 აპრილს დაახლოებით 20:45 საათისთვის განწესში გამსვლელებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარა ასმეთაურმა ზ---- ა------–---–მა. ამ დროს მწყობრში არ იდგა ი------------–-–---–ი. ასეულის მეთაურმა მოიკითხა გამდლიშვილი, მაგრამ რა პასუხი გასცეს არ ახსოვს, ი------------–-–---–;ის მოსაყვანად, მისი თანდასწრებით, ვინმეს გაგზავნის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ წავიდნენ შეიარაღების მანქანისკენ იარაღის - ავტომატების ასაღებად. ცეცხლსასროლი იარაღი მიიღეს სერჟანტ ირაკლი კორთხონჯიასაგან, რომელსაც კაპრალი უ--–--- ეხმარებოდა იარაღის გაცემაში. იარაღის მიღების შემდეგ მივიდნენ სამორიგეოს კარავთან, რათა მიეღოთ მჭიდები, კარავთან სერჟანტ კორთხონჯიასაგან მიიღეს 2 ცალი მჭიდი, ამის შემდეგ წავიდა საძინებელი კარვისაკენ რა დროსაც დაინახა, რომ მინდორში შეიარაღების მანქანის მახლობლად იდგა ი------------–-–---–ი და ხელში ავტომატი ეჭირა, მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, სად და რა დროს აიღო ი------------–-–---–მა იარაღი. ამის შემდეგ დაახლოებით 10-15 წუთში გაიგონა ავტომატის ერთჯერადი გასროლა და სხვებთან ერთად გამოვიდა კარვიდან, რა დროსაც, დაინახა, რომ სამხედრ მოსამსახურეებს მოჰყავდათ დაჭრილი ი------------–-–---–ი და ამბობდნენ, რომ თავი მოიკლაო. ი------------–-–---–ი გადაიყვანეს ქუთაისში საავადმყოფოში, მაგრამ როგორც შემდეგ გაიგო იგი უკვე გარდაცვლილი ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხულმა, მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ გ----------------მ განმარტა, რომ 2009 წლის 30 აპრილს, სიმონეთის საველე ბანაკში, თვითონ და სამხედრო მოსამსახურეები: ლ-------------------, ი-----–-----------ე, გ-------------ი, ზ------------------, თ------------ე, მ-------------- და ი------------–-–---–ი გადიოდნენ ღამის პატრულში, პატრულის უფროსი იყო ი-----–--------–--ა, პატრულის უფროსის მითითებით დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე მოეწყვნენ ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად რა დროსაც, მწყობრში მის უკან უნდა მდგარიყო კაპრალი ი------------–-–---–ი, მაგრამ ეს უკანასკნელი მწყობრში არ იდგა. ი------------–-–---–ის მწყობრში არ ყოფნით დაინტერესდა ასმეთაური ზ---- ა------–---–ი, მაგრამ რა უთხრეს მას ი-------------–-–---–ის შესახებ არ იცის. ასმეთაურ ზ---- ა------–---–ის მიერ ინსტრუქტაჟი ჩატარდა ი------------–-–---–ის მონაწილეობის გარეშე. იარაღის აღების შემდეგ, შეიარაღების სერჟანტმა და პატრულის უფროსმა, კარავში შეუტანეს უწყისი, რომელზედაც მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შემდეგ ერთ-ერთ კარავში უყურებდა საინფორმაციო გამოშვებას, რა დროსაც, პატრულის უფროსმა ი-----–--------–--ამ შეახსენა, რომ პატრულში გასვლის დრო იყო. კარავიდან გამოსვლისას გაიგონა ერთი გასროლის ხმა, რომელიც მოდიოდა საძინებელი კარვის გვერდითა მხრიდან. გასროლიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ კარვების უკანა მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებმა ამოიყვანეს ი------------–-–---–ი, რომელსაც სახე ჰქონდა მთლიანად სისხლით მოსვრილი, ი------------–-–---–ი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით წაიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მოწმის განმარტებით, ისინი დილით იდგნენ საერთო მოწყობაზე, ხოლო მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება და დავალების შესასრულებლად გაგზავნა მოხდა საღამოს საათებში, რამოდენიმე წუთით ადრე გამწესში გასვლამდე.
მოწმის სახით დაკითხულმა სამხედრო მოსამსახურე ი-----–-----------ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ 2009 წლის 22 აპრილს ბატალიონ შემადგენლობასთან ერთად სწავლების მიზნით იმყოფებოდა სიმონეთის საწრთვნელ პოლიგონზე. სამხედრო მოსამსახურეებთან: ი------------–-–---–თან, გ-------------თან, ზურაბ გაბისონიასთან, გ----------------სთან, ა-----–-----–---სთან, თ------------ესთან და მ--------------სთან ერთად 2009 წლის 30 აპრილს უნდა გასულიყო ღამის პატრულში. პატრულის უფროსი იყო ი-----–--------–--ა. შემთხვევის დღეს, პატრულში გამსვლელთა განწესი მოეწყო დაახლოებით 20:45 საათზე, ასმეთაურმა ზ---- ა------–---–მა ინსტუქტაჟის ჩატარების მიზნით დაიწყო განწესში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურეთა გვარების ამოკითხვა. ინსტრუქტაჟის ჩატარებას არ ესწრებოდა ი------------–-–---–ი. ასმეთაური ზ---- ა------–---–ი დაინტერესდა მისი არ ყოფნით, მაგრამ მიიღო თუ არა რაიმე პასუხი არ იცის. ინსტრუქტაჟის შემდეგ იქვე მდგარი ავტომანქანიდან აიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, ხოლო კარავიდან აიღეს მჭიდები. მ-----------------------ამ და პატრულის უფროსმა ი-----–--------–--ამ მას იარაღის გაცემის უწყისზე ხელი მოაწერინეს საძინებელ კარავში. მოწმის განმარტებით, ემზადებოდა განწესში გასასვლელად, იმყოფებოდა საძინებელ კარავში, რა დროსაც, გაიგონა ერთჯერადი გასროლის ხმა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით გამოვიდა გარეთ, რა დროსაც, დაინახა, რომ ჯარისკაცებს კარვების უკანა მხრიდან ხელით მიჰყავდათ ი------------–-–---–ი, რომელსაც სახე ჰქონდა სისხლიანი. აღნიშნულის შემდეგ იგი წაიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ი------------–-–---–ი გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ჩაუტარა თუ არა ცალკე ინსტრუქტაჟი ზ---- ა------–---–მა ი------------–-–---–ს.
ასევე, მოწმის მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მე-2 ბატარეის სამხედრო მოსამსახურის ლ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის 22 აპრილს საარტილერიო ბატალიონის A და B ბატარიები და D ასეულის დაცვის ოცეულის მოსამსახურეები ათი დღით მივლინებული იქნენ სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლების მიზნით. 2009 წლის 30 აპრილს დილის მოწყობის შემდეგ ბატარეის მეთაურმა უფროსმა ლეიტენანტმა ზ---- ა------–---–მა გააცნო იმ სამხედრო მოსამსახურეთა სია ვინც საღამოს 22 საათიდან მეორე დღის 08 საათამდე შეასრულებდა პატრულირებას. ამათ შორის იყო, როგორც თვითონ, ასევე, სამხედრო მოსამსახურეები: გ----------------, ი-----–-----------ე, გ-------------ი, ზ------------------, თ------------ე, მ-------------- და ი------------–-–---–ი. პატრულის უფროსი იყო ი-----–--------–--ა. მოწყობის შემდეგ შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავად ჩატარდა ღონისძიება, რის შემდეგაც სამხედრო მოსამსახურეებს მისცეს უფლება, ვისაც ჰქონდა სურვილი დაეთვალიერებინა ნავენახევის მღვიმე. საღამოს ვახშმის შემდეგ ასეულის მეთაურმა ზ---- ა------–---–მა დაუძახა პატრულში გამსვლელებს, რათა ჩატარებულიყო ინსტრუქტაჟი და აეღოთ იარაღი. სია ამოიკითხა პატრულის უფროსმა კაპრალმა ა-----–---მ, რა დროსაც, ადგილზე არ იყო კაპრალი ი------------–-–---–ი. ვიღაცამ თქვა, რომ იგი იყო ცუდად და იმყოფებოდა კარავში.ინსტრუქტაჟის შემდეგ აიღეს იარაღი. მორიგე განმწესში არ მყოფი ი------------–-–---–ის იარაღი აიღო კაპრალმა უ--–---მ და ი------------–-–---–ს მიუტანა კარავში, კარავშივე შეიტანეს ინსტრუქტაჟისა და იარაღის მიღების ჟურნალები და მოაწერეს ხელი, მათ შორის გამდლიშვილმაც. რამოდენიმე წუთში კარავში შევიდა ი-----–--------–--ა და ისევ გავიდა კარვიდან, დაინახა, რომ გამდლიშვილი ადგა იარაღი მხარზე გადაიკიდა და წავიდა კარავის გასასვლელისაკენ. რამოდენიმე წუთში გაიგონა ერთჯერადი გასროლის ხმა, მოწმის განმარტებით, როდესაც მივიდა კარვების უკანა მხარეს დაინახა, რომ კარვიდან დაახლოებით 50 მეტრში მიწაზე იწვა ი------------–-–---–ი, პირი გასისხლიანებული ჰქონდა. დაჭრილი ი------------–-–---–ი წაიყვანეს სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში. შემდეგ შეიტყო, რომ იგი გარდაცვლილა საავადმყოფოში მიყვანამდ.განმარტავს, რომ დილით ბანაკში ჩატარდა დილის მოწყობა, ხოლო საღამოს უშუალოდ პატრულში გასვლის წინ ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ მ--–--------------–---–მა აჩვენა, რომ 2009 წლია 22 აპრილს,საარტილერიო ბატალიონის ორი ასეული და ბრიგადის ერთი საშტაბო ასეული წავიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში არსებულ სასროლ პოლიგონზე,10 დღიან სწავლებაზე, მათ შორის იყო კაპრალი ი------------–-–---–იც. 2009 წლის 30 აპრილს იყო დასვენების დღე. იმ საღამოსვე იცოდა, რომ ი------------–-–---–ი გადიოდა პატრულის გაწესში. საღამოს ი------------–-–---–ი იმყოფებოდა კარავში და იყო მთვრალ მდგომარეობაში, კარავში ასევე, რამოდენიმე წუთით შევიდა ი-----–--------–--ა. საღამოს ბანაკში ჩატარდა მოწყობა, რომელსაც არ ესწრებოდა ი-------------–-–---–ი. მოწმის განმარტებით განწესიდან უკან დაბრუნების შემდეგ ნახა, რომ ი------------–-–---–ი კარავში აღარ იყო. უთხრეს მას, რომ ი-------------–-–---–მა იარაღი აიღო და წავიდაო. თავადაც გავიდა გარეთ და სცადა მოეძებნა ი------------–-–---–ი. რამოდენიმე წუთში გაიგონა გასროლის ხმა. სამხედრო მოსამსახურეები წავიდნენ გასროლის მიმართულებით, რა დროსაც, კარვების უკან აღმოაჩინეს მიწაზე მწოლიარე ი------------–-–---–ი, რომელსაც პირიდან და თავის არეში სდიოდა სისხლი. იგი ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო.
მოწმე ქართლოს მინდიაშვილი, თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ 2009 წლის 22 აპრილს საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმყოფებოდა სიმონეთის სასწავლო პოლიგონზე. ასეულთან ერთად იმყოფებოდა კაპრალი ი------------–-–---–ი. 2009 წლის 30 აპრილს დილით მოეწყო ასეულის პირადი შემადგენლობა. გამოცხადდა, რომ ვისაც სურდა შეეძლო დაეთვალიერებინა ნავენახევის მღვიმე. მოწმის განმარტებით, იგი დარჩა საველე ბანაკში. საღამოს საათებში, ვახშმის შემდგომ იმყოფებოდა საველე კარავში და უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც, გაიგონა გასროლის ხმა. გამოვიდა კარვიდან და გაემართა გასროლის ხმის მიმართულებით, სადაც უკვე მისული იყვნენ სხვა სამხედრო მოსამსახურეებიც. ნახეს, რომ შემთხვევის ადგილზემყოფ ი------------–-–---–ს, სახეზე ეტყობოდა სისხლის ლაქები. მას მიაწოდეს ი------------–-–---–ის ავტომატი, რომელიც იქვე განმუხტა, ხოლო თავად ი------------–-–---–ი მოათავსეს სასწრაფოს ავტომანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგორ გადლიშვილი გარდაცვლილა.
მოწმის სამხედრო მოსამსახურის მ--------------ს ჩვენება, სადაც მითითებულია, რომ 2009 წლის 22 აპრილიდან იმყოფებოდა სიმონეთის საველე ბანაკში სწავლებაზე. 2009 წლის 30 აპრილს უნდა გასულიყო საღამოს პატრულში. 29 აპრილს საღამოს პატრულში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები მოეწყვნენ ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად, რომელსაც ატარებდა ასმეთაური ზ---- ა------–---–ი. მის მიერ სიის ამოკითხვისას გაირკვა, რომ ადგილზე არ იყო ი------------–-–---–ი. ინსტრუქტაჟი ჩატარდა ი------------–-–---–ის გარეშე, რის შემდეგაც აიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, სადაც ასევე, არ დაუნახავს ი------------–-–---–ი. როდესაც აიღო მჭიდები, ამის შემდეგ კარავიდან გამოსვლისას დაინახა ი------------–-–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა ავტომატი. დაახლოებით 21:30 საათზე გაიგონა ერთი გასროლის ხმა. გარეთ გამოსვლისას აღმოაჩინა, რომ გამდლიშვილს სვამდნენ სასწრაფოს მანქანაში და წაიყვანეს ქუთაისში. იქვე შეიტყო, რომ გამდლიშვილს თავის თავზე უსვრია მასზე გაპიროვნებული ავტომატიდან. მოწმის განმარტებთ, ი------------–-–---–ს ცალკე ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა თუ არა არ იცის.
მოწმის მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მე-2 ბატარეის პირველი ოცეულის მეთაურის გ------- ც-------ის ჩვენებაში მითითებულია, რომ 2009 წლის 22 აპრილს მე-2 ბატარეა ქუთაისიდან გაემგზავრა სიმონეთის საწვრთნელ პოლიგონზე, ტექნიკური და ტაქტიკური მომზადებების ჩატარების მიზნით, მეთაური იყო მაიორი მ-----------------ი. 30 აპრილს შეიარაღების დღესთან დაკავშირებით, ასეულის მეთაურმა ზ---- ა------–---–მა განაცხადა, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლოთ ფეხით წასულიყვნენ ნავენახების მღვიმის დასათვალიერებლად. იგი სხვა მოსამსახურეებთან ერთად წავიდა ნავენახევის მღვიმეში, მათთან ი------------–-–---–ი არ წასულა. ბაზაზე დაბრუნდნენ საღამოს 18:00 საათზე. საღამოს ამოკითხვის შემდეგ იმყოფებოდა ოფიცრების კარავში. დაახლოებით 21:30 საათზე გაისმა ავტომატის ერთჯერადი გასროლის ხმა, როდესაც გამოვიდა გარეთ დაინახა, რომ საძინებელი კარავის უკანა მიმართულებით გარბოდნენ სამხედრო მოსამხურეები, თვითონაც წავიდა ამ მიმართულებით, სადაც შეიტყო, რომ ი------------–-–---–ს ავტომატიდან გასროლით მიუყენებია თვითდაზიანება და გადაჰყავდათ საავადმყოფოში. მოგვიანებით შეიტყო, რომ ი------------–-–---–ი გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით ი------------–-–---–ი იყო თუ არა ინსტრუქტაჟის ჩატარების დროს მწყობრში მისთვის უცნობია.
მოწმის სახით დაკითხულმა, მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის იურისტმა გ-------–-------–---–ი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებები, მათი გადაადგილებები და სწავლებები ისაზღვრება შესაბამისი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელთა ბრძანებებით. ეს ბრძანებები შესაბამება და გამომდინარეობენ ზემდგომი ორგანოებიდან დამტკიცებულ სასწავლო გეგმა კალენდრისა და სამხედრო საჯარისო წესდებებიდან. ბრძანებაში კონკრეტულად ისაზღვრება შესასრულებელი დავალება და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები. ბრძანებაში ცვლილების შეტანა ხდება მხოლოდ ბრძანებაში ახალი ბრძანებით ცვლილების შეტანის საფუძველზე. ბრძანების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბრძანებით განსზღვრულ შემსრულებელ პირებს და ასევე ეცნობებათ მასთან შემხებლობაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ნაწილ 16106-ის მეთაურის, 2009 წლის 21 აპრილის N120 ბრძანება შეეხებოდა „სიმონეთის“ პოლიგონზე საარტილერიო ბატალიონის ქვედანაყოფების საველე სწავლების ხარისხიანად ჩატარებას და საჯარისო სამსახურის ორგანიზებას. ბრძანებაში კონკრეტულადაა განსაზღვრული პატრულირების დრო და პატრულში გამსვლელთა რაოდენობა. ბატარეის მეთაურებს მათ შორის ზ---- ა------–---–ს ევალებოდა განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობის შერჩევა, ინსტრუქტაჟის ჩატარება და დოკუმენტალურად გაფორმება და პირადი შემადგენლობის მიერ განწესის შესრულებაზე კონტროლი. განწესში გამსვლელი პირადი შემადგენლობის შერჩევა ხდება ბატარეის პირადი შემადგენლობიდან. არ შეიძლება განწესში გავიდეს წინა დღის ნამორიგევები, სამხედრო პირი, რომელიც გადაცემულია სამხედრო ნაწილის მეთვალყურეობის ქვეშ, ან დისციპლინური წესით დაკისრებული აქვს რიგგარეშე განწესი. ინსტრუქტაჟის ჩატარებისას პატრულში გამსვლელებს განემარტებათ თავიანთი უფლება- მოვალეობები, წარედგინებათ პატრულის უფროსი, ეცნობებათ მოძრაობის მარშუტი, პატრულირების დრო. დოკუმენტალურად გაფორმებაში იგულისხმება განწესში გამსვლელებზე პატაკის შედგენა, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და უსაფრთხოების ჟურნალებზე ხელმოწერების გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ ინსტრუქტაჟს არ ესწრება პატრულში გამსვლელი ყველა სამხედრო მოსამსახურე, ინსტრუქტაჟი ტარდება ყველა შემთხვევაში, იმავდროულად დგინდება, რატომ არ ესწრება ყველა სამხედრო მოსამსახურე ინსტრუქტაჟს, თუ სამხედრო მოსამსახურე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ავადმყოფობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, ხდება პატრულში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურის შეცვლა სხვა სამხედრო მოსამსახურით, მოწმის განმარტებით, ასეთ სამხედრო მოსამსახურეს, ინსტრუქტაჟი აუცილებლად სხვებთან ერთად ან ცალკე უნდა ჩაუტარდეს.
მოწმის სახით დაკითხული საარტილერიო ბატალიონის სამედიცინო პუნქტის უფროსის ი----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ. 2009 წლის 30 აპრილს, იმყოფებოდა სიმონეთის საველე ბანაკში. საღამოს მოწყობის შემდეგ იმყოფებოდა სამედიცინო კარავში. დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე გაიგონა ერთჯერადი გასროლის ხმა, იმავდროულად გაიგონა, რომ ეძახდნენ ექიმს. წავიდა გასროლის ხმის მიმართულებით, სადაც ნახა,, რომ ჯარისკაცებს მოჰყავდათ სამხედრო მოსამსახურე ი------------–-–---–ი. მან დაუყონებლივ შეამოწმა სასიცოცხლო ვითარება, პულსი ესინჯებოდა სუნთქვაც იყო, მაგრამ იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. გარეგნული დათვალიერებით კეფის არეში აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობა ქალა ძვლების დაზიანებით. დაჭრილი გამდლიშვილი ამოყვანიდან დაახლოებით 2-3 წუთში უკვე გადაყვანილი იქნა სამედიცინო ავტომანქანაში და ტრანსპორტირებული იქნა, გზაში მსვლელობისას შეატყო, რომ ი------------–-–---–ს სასიცოცხლო ფუნქციები აღარ ჰქონდა. საავადმყოფოში დადასტურდა გარდაცვალების ფაქტი. მოწმის განმარტებით, ი------------–-–---–მა, 2008 წლის ოქტომბერში სამედიცინო პუნქტს მიმართა ჩივილებით, რომ თითქმის სამი თვეა ჰქონდა თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და ადვილად ღიზიანდებოდა, უჩიოდა უძილობას, მისი გადმოცემით იღებდა რაღაც წამლებს. გორის ჰოსპიტალში გამოკვლევისა და ფსიქიატრათან კონსულტაციის შემდეგ კაპრალ გამდლიშვილს დაუდგინდა დიაგნოზი პოსტსტრესული ნევროზული აშლილობა და მიეცა შესაბამისი დანიშნულება.
მოწმის ნ-----–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ი------------–-–---–ი იყო მისი ნახევარძმა, 2008 წელში ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ იგი დაბრუნდა ქუთაისში. ი------ აპირებდა ჰქონოდა თავისი მეურნეობა და ამ მიზნით აგროვებდა ფულად სახსრებს. 2009 წლის 30 აპრილს იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც, დაახლოებით 17-18 საათის შუალედში, მეორე ძმას ა-–----------ს ი------ უგზავნიდა მოკლე ტექტურ შეტყობინებებს და თხოვდა, ვინაიდან იყო არტილერიის დღე, ვქეიფობთ და რადიოში რაღაც სიმღერა შეუკვეთეო. მეორე დღეს, 01 მაისს დილით 07 საათზე, დაურეკა ძმამ მიხეილ გამდლიშვილმა და უთხრა, რომ იგორმა თავი მოიკლაო. მოწმის განმარტებით, მის ძმას 30 აპრილს ბოლოს ესაუბრა დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევრზე, რა დროსაც მისმა ძმამ ი-------------–-–---–მა უთხრა, რომ ისინი იწყებდნენ ,,მოწყობას“ და ამის შემდეგ ტელეფონს ვერ გამოიყენებდა, საუბრისას იგორს ეტყობოდა, რომ ნასვამი არ იყო. მისი ძმა ი------------–-–---–ი 2009 წლის 06 მაისს ბაკურციხეში დაკრძალეს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
ბრალდებულმა ზ---- ა------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2009 წლის თებერვალში დაინიშნა მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის II 122 მმ-იანი ჰაუბიცა დ-30 ბატარეის მეთაურად, 2009 წლის 22 აპრილიდან პირველ მაისამდე, მეთაურის ბრძანებით, საარტილერიო ბატალიონის A და B ბატარიები და D ასეულის დაცვის ოცეული სწავლების მიზნით იმყოფებოდა სიმონეთის პოლიგონზე. 2009 წლის 30 აპრილს, სამხედრო ფიცის მიღებასთან დაკავშირებით ბანაკში მყოფი ჯარისკაცების ნაწილი, სულ თვრამეტი ჯარისკაცი, დაბრუნებული იქნენ დისლოკაციის ადგილზე ქალაქ ქუთაისში, ხოლო 2009 წლის 29 აპრილს საღამოს საათებში მან მიიღო მეთაურის სიტყვიერი ბრძანება 30 აპრილს პატრულირების შესახებ, რის შემდეგაც მან დავალება მისცა ასეულის სერჟანტს დ-------------ს სამხედრო მოსამსახურეების შერჩევაზე, რაზეც შედგა შესაბამისი პატაკი, ხოლო მეორე დღეს, 2009 წლის 30 აპრილს, დილის ცხრა საათიანი მოწყობის შემდეგ, მან ასეულის სერჟანტის დახმარებით გამოყო განწესში გამსვლელი მოსამსახურეები და ჩაუტარა ინსტრუქტაჟი განწესის შესახებ, როგორც დღის განრიგით და მეთაურის ბრძანებით იყო გათვალისწინებული და რომელიც ყოველ დღე, მეცადინეობის დაწყების წინ უტარდებოდათ უსაფრთხოებასა და იარაღის გამოყენებაში, აღნიშნულ ინსტრუქტაჟს ესწრებოდა პატრულში გამსვლელი ყველა მოსამსახურე, მათ შორის კაპრალი ი------------–-–---–ი, ამის შემდეგ ათ საათზე მოხდა მთლიანი განწესის დაგზავნა ბანაკის მორიგის ხელმძღვანელობით. რადგან პატრულში გამსვლელი ყველა მოსამსახურე ათი საათიდან ოცდაორ საათამდე თავისუფალი იყვნენ ყველა დავალებისგან, მან პატრულის უფროსი ი-----–--------–--ა გააფრთხილა ოცდაერთ საათზე განმეორებითი ინსტრუქტაჟის თაობაზე, რის შემდეგაც აღნიშნულს დააფიქსირებდენ ჟურნალში ხელმოწერით. საღამოს ინსტრუქტაჟი ჩატარდა ნომერ ექვს კარავსა და კუნგს შორის ტერიტორიაზე, ვინაიდან გარე პერიმეტრზე მხოლოდ იქ იყო განათება. ბრალდებულის განმარტებით ოცდაერთ საათზე განმეორებით ინსტრუქტაჟს არ ესწრებოდა კაპრალი ი------------–-–---–ი, რაზეც მას უპასუხეს, რომ ის იყო საპირფარეშოში. წვიმიანი ამინდი იყო, ამაში მას საეჭვო არაფერი შეუმჩნევია და ასევე, არავის მოუხსენებია რაიმე დარღვევის შესახებ, აქედან გამომდინარე, მან გადაწყვიტა აღარ შეეყოვნებინა მეპატრულეები და კაპრალი გამდლიშვილი მოგვიანებით პატრულირებისას შეემოწმებინა, როდესაც გაუშვა სამხედრო მოსამსახურეები, მეპატრულები იარაღის ასაღებად კუნგთან, თავად გაემართა ოფიცრების კარვისკენ, მეექვსე კარვისკენ ბილიკით, ჯარისკაცების კარვის წინ, მეხუთე კარავთან შეხვდა კაპრალ ი------------–-–---–ს, რომელსაც ორიოდე სიტყვით გაესაუბრა და გააგრძელა გზა, თუმცა მისთვის სიმთვრალე არ შეუმჩნევია, ამას ადასტურებს ასევე, ი------------–-–---–ის დაც, სადაც ამბობს, რომ შემთხვევის დღეს, საღამოს ცხრის ნახევრიდან ცხრა საათანდე ტელეფონის მეშვეობით ესაუბრა მის ძმას და მისთვის არ შეუმჩნევია რომ ნასვამი იყო, ბრალდებულის განმარტებით, კაპრალ გამდლიშვილთან მის შეხვედრას მეპატრულეები ვერ შეხედავდნენ, რადგანაც ის მათ უკან და მოშორებით იყო, ასევე, სხვაც ვერ შეამჩნევდა, რადგანაც გარეთ წვიმიანი ამინდი იყო და ბანაკის მთელ ტერიტორიაზე იყო ტალახი. ამის შემდეგ, დაახლოებით ოცდაათ წუთში ბანაკის მორიგემ მოაწყო პირადი შემადგენლობა საღამოს შემოწმების მიზნით, მოწყობისას, როცა იგი დავალებებს აძლევდა ასეულის სამსახურის სერჟანტებს, მას ასეულის სერჟანტმა, დ-------------მ მოახსენა კაპრალ ი------------–-–---–ის ნასმობის შესახებ, რის შემდეგაც მან მალევე დაამთავრა მოწყობა და სერჟანტთან ერთად გაემართა კაპრალი ი------------–-–---–ის სანახავად, მაგრამ მისი საცხოვრებელ კარავთან მისვლისთანავე გაიგონა გასროლის ხმა, რის შემდეგაც, ბრალდებული ზ---- ა------–---–ი და სერჟანტი ჩიტაია გაიქცნენ იმ მიმართულებით საიდანაც გასროლის ხმა გაისმა, ამის შემდეგ მან გაიგონა სერჟანტი ჩიტაიას ყვირილის ხმა და ის წავიდა მისი მიმართულებით, რის შემდეგაც მან ნახა, რომ ბუჩქებში მიწაზე იყო კაპრალი ი------------–-–---–ი, რომელსაც სახეზე სისხლი ეტყობოდა, მათმა გამდლიშვილი აიყვანეს ხელში და წამოიყვანეს კარვების წინ, საიდანაც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილი იქნა ქუთაისის საავადმყოფოში.
ბრალდებული განმარტავს, რომ გამოძიებით არ არის დადგენილი შემდეგი გარემოებები, კერძოდ იმდროისთვის ბანაკში იყო მორიგე და მისი თანაშემწე, რომლებიც შინაგანი სამსახურის წესდებით პასუგისმგებელნი არიან ქვედანაყოფში წესრიგისა და დღის განრიგის ზუსტად შესრულებაზე, არ არის დადგენილი ამ პირთა ვინაობები და შესაბამისად არ არსებოს საქმეში მათი ჩვენებები და ასევე, არ არის დადგენილი საშტატო თანმიმდევრობა, ვინ იყო ი------------–-–---–ის ათეულის მეთაური, ოცეულის სერჯანტი ან ოცეულის მეთაური, შინაგაინი სამსახურის წესდებით ათეულის მეთაური ვალდებულია ასწავლოს და აღზარდოს ჯარისკაცები, მუდმივად იცოდეს სად არიან და რას აკეთებენ ხელქვეითები და ასე შემდეგ.
ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის განმარტებით, სწავლებაზე და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხის შესრულებაზე კონტროლი დაევალა ბატალიონის მეთაურს თ------------------–---–ს, რომელმაც აღნიშნული ვალდებულებები იერარქიულად გადაანაწილა სამსახურის უფროსებზე და მეთაურებზე, როგორც N120 ბრძანებაშია, ამ ბრძანების მიღების შემდეგ კი მან შესაბამისი კონტროლი და დავალებები გადაუნაწილა მის ქვემდგომ მეთაურებს, კერძოდ ასეულის სერჟანტს ევალებოდა განწესის შერჩევა და ჯარისკაცების კონტროლი, შეიარაღების სერჟანტს იარაღებისა და საბრძოლო მასალების გაცემა და მასზე კონტროლი, საქმის მწარმოებელს დოკუმენტაციის დროზე მომზადება და კონტროლი და ასე შემდეგ, ყველას თავისი თანამდებობრივი ვალდებულებების მიხედვით.
ბრალდებულის განმარტებით, ყარაული არის საბრძოლო ქვედანაყოფი და ის ყველა მეთაურისგან დიდ ყურადღებას საჭიროებს, ქვედანაყოფის მორიგე ვალდებულია ღამეში ორჯერ შეამოწმოს ყარაიული, რომელიც სპეციალურ ჟურნალში აკეთებს ჩანაწერებს და თუ არ ეცოდინებოდა გუშაგს მორიგის ვინაობა შესაძლებელია შემოწმებაზე მისულ მორიგის მიმართ იარაღიც კი გამოეყენებინა, ამდენად, განწესის დაგზავნა სავალდებულოა დღისით, კარგი ხილვადობისას, როგორც მის მიერ იქნა განხორციელებული, ასევე, ყოველ დღე, მეცადინეობის დაწყების წინ ჯარისკაცებს უტარდებოდათ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოებასა და იარაღის გამოყენებაში, შესაბამისად მან ინსტრუქტაჟი ჩაატარა დილით და მოხდა განწესის დაგზავნა, ასევე მეპატრულეებს თავად უთხრა საღამოს ინსტრუქტაჟის შესახებ და მისივე განმარტებით, ყველა მეპატრულე ვალდებული იყო შეესრულებინათ მისი ბრძანება, ასევე განმარტავს, რომ დილით ჩატარებული ინსტრუქტაჟი შინაარსობრივად არ განსხვავდებოდა საღამოს ჩატარებული ინსტრუქტაჟისგან.
ბრალდებული არ დაეთანხმა სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებას, რომ ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარებულიყო განწესში დაგზავნამდე ერთი საათის ადრე და განმარტა რომ, ინსტრუქტაჟის ჩატარების დრო არ არის მითითებული ბრძანებაში და ასევე, წარმოდგენილ საყარაულო წესდებაში, რომლითაც იმდროისთვის ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ცვლილების შეტანა, განწესში დაგზავნამდე ერთი საათით ადრე ინსტრუქტაჟის ჩატარების ვალდებულებისა, მოხდა 2011 წელს საქართველო პრეზიდენტის მიერ და შესაბამისად, მას 2009 წელში ვერ გაითვალისწინებდა, თუმცა ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მან 2009 წლის 30 აპრილს, დილით პატრულში გამსვლელ ყველა მოსამსახურეს, რომელსაც ასევე ესწრებოდა კაპრალი ი------------–-–---–ი ჩაუტარა ინსტრუქტაჟი განწესის შესახებ და ამის შემდეგ დილის ათ საათზე უკვე მოხდა განწესის დაგზავნა და შესაბამისად, ამ დროიდან მეპატრულეები უკვე იმყოფებოდნენ დაგზავნილები განწესში. ასევე, ბრალდებული განმარტავს, რომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არც არასდროს ყოფილა. მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოახერხებდა საღამოს ინსტრუქტაჟის შემდეგ ი------------–-–---–თან შეხვედრას, რადგან 21 საათსა და 15 წუთზე უკვე გასროლა მოხდა, ნამდვილად არ შეესაბამება იმას, რასაც მოწმეები ასახავს. განმარტავს, რომ საღამოს ინსტრუქტაჟის შემდეგ მეპატრულეები მივიდნენ პუნქტთან, საიდანაც იარაღი გაიცემოდა, იძახდნენ თავის პირად ნომერს, რის შემდეგაც შეიარაღების სერჟანტი ყუთიდან იღებდა იარაღს და ა-----–-----–---ს დახმარებით აწვდიდა მეპატრულეებს, იარაღის აღების შემდეგ გადავიდნენ სამორიგეო კარავში, სადაც შეიარაღების სერჟანტთან ერთად გაიცემა მჭიდები საბრძოლო ვაზნებით. რეალურად იარაღის გაცემას უფრო მეტი დრო დასჭირდა ვიდრე ინსტრუქტაჟს, რადგან იარაღის მიღებისას ჯარისკაცი გარე დათვალიერებით ამოწმებს თავის იარაღს და ვაზნების რაოდენობას. განმარტავს, რომ გასროლა არ მომხდარა 21 საათსა და 15 წუთზე, ის მოხდა საღამოს შემოწმების დასასრულს, როდესაც, მეპატრულეები საგუშაგოზე გასასვლელად ემზადებოდნენ დაახლოებით 21 საათსა 55 წუთზე, რასაც ყველა მოწმე ადასტურებს ვინც იქ იმყოფებოდა. რაც შეეხება ფაქტს, რომ მას არ ყავდა თვილთმხილველი არსებობს ბანაკის განლაგების ფოტოსურათები და გამომძიებელ მ---–--ის მიერ შედგენილი ადგილმდებარეობის სქემა საღამოს ინსტრუქტაჟი ჩატარდა კარავი N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან გარე პერიმეტრზე ერთადერთი განათება იქ იყო. დამთავრების შემდეგ მეპატრულეები მივიდნენ კუნგთან, ხოლო თვითონ წამოვიდა მე-6 კარვისკენ ბილიკით, რომელიც ჩანს ფოტოსურათზე. განმარტავს, რომ ახლოს გაიარა კარავთან და შეხვდა ი------------–-–---–ს, რასაც მეპატრულეები ნამდვილად ვერ შეხედავდნენ რადგან მათ უკან და მოშორებით იყვნენ სხვაც არავინ შეუმჩნევია გარეთ. განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ბატალიონის მეთაურის ბრძანებები N80 და N81 აღნიშნული ბრძანებები არ შეესაბამება N81 ბრძანებას, რომელიც ნახსენებია თე-------------–---–ის დაკითხვის ოქმში, რომელიც შეეხება საჯარისო სამსახურის ორგანიზებას. სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ამონაწერი, რომ სამხედრო ნაწილის 16.102 მეთაურის ბრძანება N81 დან თავი პირველი 29 აპრილის ბრძანება, თავი მე-2 ჩაითვალოს გაუქმებულად, განწესში დანიშნული იყვნენ სხვა ასეულის მოსამსახურეები და მოხდა ჩანაცვლება, ჩემი ასეულის მოსამსახურეებით. საყარაულო წესდების მიხედვით ყარაული ინიშნება არანაკლებ 24 საათით ადრე განწესში გასვლამდე. აღნიშნული ბრძანება გამოძიებამ მიზანმიმართულად დამალა და არ წარმოადგინა სასამართლოს წინაშე, რადგან მასში გაწერილია, თუ მეთაურის ბრძანებით რომელი საათიდან იმყოფებოდნენ განწესში, ეს მოწმე გ-------–-------–---–მაც აჩვენა. ასე გახდებოდა ნათელი, რომ მეპატრულეების მთელი შემადგენლობა 10 საათიდან იმყოფებოდნენ განწესში. საღამოს ჩატარებული ინსტრუქტაჟი, მხოლოდ მის მიერ გადამოწმების მიზნით მოხდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი სერიოზული დოკუმენტი დამალვა, რის საფუძველზეც მეპატრულეები ასრულებდნენ განწესს და სასამართლოში არ წარმოადგენა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნული ბრძანების მიღება ვერ მოხერხდა, საპატრულო უწყისი, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობით იქნა ამოღებული შემთხვევის ადგილიდან იმავე ღამით, რომელიც არის დამოწმებული სამხედრო პოლიციის ბეჭდით, სრულიად იდენტურია საპატრულო უწყისის, რომელიც მიიღეს ბატალიონის შტაბიდან მეორე დღეს. გაურკვეველია, როგორ მოხდა ბატალიონის შტაბში გამოძიების მიერ უკვე ამოღებული დოკუმენტები, ეს დასტურია იმისა, რომ გამოძიებამ სასამართლოს წინაშე არ წარმოადგინა ის უწყისი, რომელსაც აწარმოებდა პატრულის უფროსი ი-----–--------–--ა, რადგან ნათელი გახდებოდა, რომ დილის 10 საათსა და 30 წუთიდან პატრულის უფროსი ი-----–--------–--ა ახორციელებდა ცვლებს გამშვებ პუნქტზე. სასამრთლოში წარმოდგენილ უწყისზე არ არის წარმოდგენილი მთელი შემადგენლობა, კერძოდ: ოთხი მეპატრულე და არც მათი გამოყვანის დროებია შეტანილი, მისთვის კი შეუძლებელი იყო 5 წლის შემდეგ ამ დოკუმენტების მოპოვება, ასევე, გაჟღერებული იყო თუ იცოდა ხელმძღვანელობამ მისი ავადმყოფობის შესახებ, რატომ არ მიიღეთ ზომებიო, თუ გადავხედავთ ი------------–-–---–ის ჰოსპიტალში ყოფნის დროს და მისი მეთაურად დანიშვნის დროს ეს კითხვა სრულიად უადგილო იქნებოდა. განმარტავს, რომ სწორედ ასეთმა გამოძიებამ გაურკვევლობაში ჩააგდო ის და დაზარალებული ოჯახი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან დღესაც მათ არ აქვთ პასუხი რა გახდა მიზეზი თავის მოკვლის, საიდან მოხდა სასმელი ბანკში და ისე დალია მარტომ, რომ ვერავინ დაინახა, როგორ გავიდა კარვიდან მთვრალი და როგორ გაიარა ამხელა მანძილი მოკლე დროში, როგორ მოახერხა იარაღზე მჭიდის მიგება გადატენა და შემდეგ გასროლა. განმარტავს, რომ მისი ვარაუდი ნამდვილად საფუძვლიანია გამოძიების მიკერძოებასთან დაკავშირებით ამიტომაც გამორჩათ უფრო მნიშვნელოვანი და ამიტომაც უწევს მტკიცება. ბრალდებულის განმარტებით, საპაექრო სიტყვაში სახელმწიფო ბრალმდებელმა აღნიშნა, რომ ვითომდა ზოგიერთი ჩვენების მიცემისას მიუთითებდა, რომ იდგა გამდლიშვილი საღამოს ინსტრუქტაჟზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მის მიერ მიცემულ ჩვენებებში არსად არ არის მითითებული, რომ საღამოს ინსტრუქტაჟზე ი------------–-–---–ი იდგა მოწყობაზე, არც ის უთქვამს, რომ როდის და სად მიიღო ავტომატი, ან მიიღო თუ არა საერთოდ. მას არ უნახავს გამდლიშვილი მთვრალ მდგომარეობაში. განმარტავს, რომ ყველა ჯარისკაცს პატივს სცემდა და ყველა მეგობრად მიაჩნდა, ამავდროულად ყოველთვის ხელმძღვანელობდა სამხედრო წესდებით, რომელიც იცავს ყველა ჯარისკაცს. ცხინვალის საომარ მოქმედებებში ამ ჯარისკაცებთან ერთად ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მათი ქვედანაყოფი ერთ-ერთი იყო, რომელიც დანაკარგის გარეშე დაბრუნდნენ ქვედანაყოფში. იყო ჯარისკაციც, ათეულის მეთაურის, ოცეულის სერჟანტიც. 2010 წლის მაისის თვემდე იყო ამავე ასეულის მეთაური და ასრულებდა მის მოვალეობას, მას ყავდა ბევრი მეთაური და მაკონტროლებელი ხელმძღვანელი, რომლებიც ძალიან გამოცდილი არიან და ბევრი ჯარისკაცი ჰყავთ აღზრდილი, ის რომ დამნაშავე ყოფილიყო, ამდენ ხანს არ დატოვებდნენ აღნიშნულ თანამდებობაზე. უფრო მეტიც, რამოდენიმე თვეში მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის ჩინი და მესამე ხარისხის მედალი, 2010 წელს დაინიშნა ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ქვედანაყოფის კავშირ გამბულობის უფროსად. გამომძიებლებმა მ–------ემ ა----–--ემ, ჩ---–--ემ და ჯგუფის უფროსმა მ---–--ემ სასამართლოზე თქვეს, რომ მათ არ იციან სამხედრო წესდებები და არც მათ ვალდებულებაში შედის ამ წესდებების ცოდნა. სამხედრო მოსამსახურეების დაკითხვისას და საგამოძიებო მოქმედებები დროს არ უსარგებლიათ სამხედრო წესდებებით და არც ვინმე სპეციალისტისთვის მიუმართავთ. არ ეგონა, რომ პროფესია ჯარისკაცი და სამხედრო წესდება, რომელზეც მთელი შეიარაღებული ძალებია აგებული ზოგიერთისთვის ასე უმნიშვნელო თუ იქნებოდა. იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამრთლო დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ არ ჩაუდენია დანაშაული და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, რითაც მიეცემა საშუალება, რომ მრავალი წლის შემდეგ მის ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრება გააგრძელოს. ითხოვს გამართლებელი განაჩენის გამოტანას.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N142/ დასკვნის მიხედვით ,,ი------------–-–---–ის ,სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული ტვინის ნივთიერების მასიური დაზიანება-დაგლეჯვით, რაც თავის მხრივ განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების შედეგად-პირის ღრუში რბილ სასაზე მარჯვნივ შემავალი ჭრილობის სახით, გამომავალი ხვრელით მარცხნივ თხემ კეფის საზღვარზე თავის ქალის ფუძისა და თხემ-კეფის ძვლების მრავალფრანგმენტოვანი მოტეხილობებით, რომლებიც უშუალო მიზეზში არიან დამდგარ შედეგთან.
ბ.გ.დ. გვამზე არსებული დაზიანებები: ცეცხლნასროლი შემავალი ჭრილობა პირის ღრუში რბილ სასაზე მარჯვნივ გამომავალი ხვრელით. თხემ-კეფის საზღვარზე მარცხნივ, თავის ტვინის ნივთიერების მასიური დაზიანებით-დაგლეჯით მასში სისხლჩაქცევებითა და ნაწილობრივ გარეთ გადმოსვლით, თხემ-კეფის და ფუძის ძვლების მრავაფრაგმენტოვანი მოტეხილობებით მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; ხანდაზმულობით არ ეწინაარმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ.
ი.გამდლიშვილის გვამზე არსებული ცეცხლსასროლი ჭრილობების ობიექტური სურათიდან გამომდინარე სროლა ნაწარმოები უნდა იყოს ახლო მანძილიდან - შესაძლებელია მიბრჯენით.
ე. გვამის ექსპერტიზის დროს აღებული იქნა სისხლისა და შინაგანი ორგანოების ამონაჭრების ნიმუშები სასამართლო ქიმიური გამოკვლევისათვის ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით“.
2009 წლის 17 ივნისის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურიდან მიღებული დამატებითი ცნობით დადგენილია, რომ ,,ი------------–-–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში სასამართლო ქიმიური გამოკვლევით აღმოჩნდა 4,3% (ოთხი და სამი მეათედი პრომილე) პრ. ეთილის სპირტი, რაც შეეფარდება მძიმე ხარისხის სიმთვრალის ფაზას. სისხლში და შინაგან ორგანოებში სასამართლო ქიმიური გამოკვლევისას არ აღმოჩნდა-ოპიატები, ბარბიტურატები, ფენოტიაზინის და ბენზოდიაზეპინის ნაწარმები, სისხლში იმუნურ-ფერმენტული გამოკვლევისას არ აღმოჩნდა-ოპიატი (ბუპრენრფინი).”
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და კვლევის რეალობა დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მერაბ გახოკიამ, რომელმაც დამატებით მიუთითა, რომ ი------------–-–---–ის გვამის გამოკვლევისას აღებული ნიმუშების დროის და აღნიშნულ ნიმუშებში აღმოჩენილი ეთილის სპირტის ოდენობის გაანგარიშებით, ი------------–-–---–ს ალკოჰოლური სასმელი მიღებული ჰქონდა გვამის გამოკვლევამდე (01.05.2009 წელი 03 საათი და 43 წუთი) დაახლოებით 10-12 საათით ადრე და ორგანიზმი იმყოფებოდა ე.წ. „ალკოჰოლური მონელების პროცესში“.
ბალისტიკური ექსპერტიზის N143/ბ დასკვნის მიხედვით-,,1.ექსპერტიზაზე წარდგენილი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის "აკ-74" მოდიფიკაციის N1563042 ავტომატი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და მისგან ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლები ნაწარმოებია.
2.ექსპერტიზაზე წარდგენილი 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის 58 ცალი ვაზნა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
3. ექსპერტიზაზე წარდგენილი 5,45მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის ვაზნის 01 ცალი მასრა ცეცხლსასროლი იარაღის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლილია ექსპერტიზაზე წარდგენილი 5,45მმ კალ;იბრის კალაშნიკოვის სისტემის "აკ-74" მოდიფიკაციის #1563042 ავტომატიდან,“
ქიმიური ექსპერტიზის N1759/20 დასკვნის მიხედვით-,,ექსპერტიზაზე წარდგენილ ი------------–-–---–ის კომუფლირებული ქურთუკის კაპიშონის მარჯვენა წინა ზედაპირებზე და სახელოებზე აღინიშნება დენთის დამწვარი მიკრონაწილაკების არსებობა.
ბიოლოგიური ექსპერტიზის N1759/28 დასკვნის მიხედვით:
,,1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ი------------–-–---–ის გვამური სისხლის ნიმუში მიეკუთვნება A(B) (II) ჯგუფს
2. ექსპერტიზაზე წარდგენილ ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი რომელიც მიეკუთვნება A(B) (II) ჯგუფს
3. ექსპერტიზაზე წარდგენილ სამხედრო კამუფლირებულ ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი რომელიც მიეკუთვნება A(B) (II) ჯგუფს“
ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებისა და ჩატარებული კვლევების რეალობა დაადასტურეს სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტებმა გ------- შალიკიანმა, თამილა აფაქიძემ, ირმა მელიავამ და ელენე ჩოხელმა, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების რეალობა დადასტურებული იქნა სასამართლო განხილვისას დაკითხული გამომძიებლების მერაბ მ---–--ის, დავით მ–------ის, გ------- ა----–--ის და ა-–---------- ჩ---–--ის მიერ.
სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული წერილობითი მასალებით ასევე დადგენილია:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის N594 ბრძანებით, უფროსი ლეიტენანტი ზ---- შ-----ს ძე ა------–---–ი დანიშნული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის II (B) 122მმ-იანი ჰაუბიცა დ-30 ბატარეის მეთაურად.
ბატარეიის მეთაურად დანიშვნასთან ერთად, სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის 2009 წლის 10 აპრილის N106 ბრძანებით, უფროს ლეიტენანტ ზ---- ა------–---–ს დაევალა უზრუნველეყო პირად შემადგენლობაზე შეიარაღების, ოპტიკური, მგრძნობიარე და დამხმარე ხელსაწყოების არსებული წესით მიმაგრება, სააღრიცხვო წიგნებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, საიარაღო ოთახებში, ფარეხებში შეიარაღება, ოპტიკური, მგრძნობიარე და დამხმარე ხელსაწყოებზე შესაბამისი აღნიშვნების დამზადება; პირად შემადგენლობასთან ინსტრუქტაჟის ჩატარება, შეიარაღება, ოპტიკური, მგრძნობიარე და დამხმარე ხელსაწყოების სწორად ექსპლოატაციის, მომსახურეობის შესახებ და დოკუმენტალურად გაფორმება. ასევე, ბრძანების თანახმად, კაპრალ ი------------–-–---–ზე მიმაგრებული იქნა AK-74 სისტემის N1563042 ცეცხლსასროლი იარაღი.
სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის 2009 წლის 21 აპრილის N74 ბრძანებით, 2009 წლის 22 აპრილიდან „სიმონეთი“-ს სასწავლო პოლიგონზე გეგმიურ საველე სწავლებაზე გამგზავრებულად ჩათვლილი იქნა იგორ მიხეილის-ძე გამდლიშვილი.
მე-2 ბატარეის მეთაურის ზ---- ა------–---–ის 2009 წლის 29 აპრილის N2262 პატაკის თანახმად ირკვევა, რომ იმავე წლის 30 აპრილს B ბატარეის პირადი შემადგენლობიდან განწესში პოლიგონი „სიმონეთ“-ში გადის: N2 მარშუტზე მოპატრულე კაპრალი გამდლიშვილი იგორ მიხეილის-ძე.
სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის, 2009 წლის 29 აპრილის N81 ბრძანებით, ზ---- ა------–---–ის მიერ ხელმოწერილი N2262 პატაკის საფუძველზე, ი------------–-–---–ი დამტკიცებული იქნა პატრულის გაწესში N2 მარშუტზე.
სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის 2009 წლის 21 აპრილის N120 ბრძანებით, საარტილერიო ბატალიონის ქვედანაყოფების საველე სწავლების ხარისხიანად ჩატარების და საჯარისო სამსახურის ორგანიზების მიზნით, სიმონეთის პოლიგონზე საველე ბანაკის მეთაურად დანიშნული იქნა საარტილერიო ბატალიონის მეთაურის მოადგილე მაიორი მ. ბუთხუზი, მეცადინეობის ხელმძღვანელებად დანიშნული იქნენ- A ბატარეასთან კაპიტანი მ. აღლემაშვილი, ხოლო B ბატარეასთან უფროსი ლეიტენანტი ზ---- ა------–---–ი; იმავე ბრძანების მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ საველე ბანაკის დაცვა განხორციელდეს, საველე ბანაკში მყოფი ქვედანაყოფების მიერ პატრულისა და საკონტროლო გამშვები პუნქტის განწესის მეშვეობით; პატრულირება განხორციელდეს ორ ცვლად, წყვილ-წყვილად 22:00 საათიდან 08:00 საათამდე, პატრულისა და საკონტროლო გამშვები პუნქტის განწესები შეიარაღდეს საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით და 60 საბძოლო ვაზნით, ბრძანების მე-7 მუხლით ქვედანაყოფების მეთაურებმა (კ-ნი მ. აღლემაშვილი; უფრ. ლ-ტი ზ. ა------–---–ი; ლ-ტი ლ. ენდელაძე) უზრუნველყონ:-განწესში გამსვლელ პირადი შემადგენლობის შერჩევა, ინსტრუქტაჟის ჩატარება და დოკუმენტალურად გაფორმება; პირადი შემადგენლობის მიერ განწესის შესრულების კონტროლი. მე-8 პუნქტში მითითებულია, რომ განწესების დაგზავნა მოხდეს 10:00 საათზე.
ქმედების სამართლებვრივი შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისიწნებული ბრალდების შემადგენლობა მატერიალურია, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია არსებობდეს პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რადგანაც, სამსახურეობრივი გულგრილობის არსებობისათვის აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა. ამ დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვან შესრულებაში.
თავის მხრივ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება გამოიხატება მასში, რომ მოხელე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს არასრულყოფილად, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. ამ შემადგენლობის დადგენისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაანალიზდეს თავისი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე, (რომელიც შესაძლებელია განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, კონტრაქტით ან ზემდგომი მოხელის მიერ გაცემული ბრძანებით) შეასრულა თუ არა პირმა მასზე დაკისრებული მოვალეობა ჯეროვნად, თუ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობამ ან მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვანმა შესრულებამ, გამოიწვია თუ არა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. უმოქმედობა ასეთ შემთხვევაში გამოიხატება მასში, რომ უფლებამოსილი პირი არ ასრულებს მასზე სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას, არ იღებს იმ ზომას, რაც უნდა მიეღო თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. ამ შემთხევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, შედიოდა თუ არა ამ მოქმედების შესრულება მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის სამსახურებრივ უფლებამოსილაბაში შედიოდა მოეხდინა საღამოს ჩატარებულ მოწყობაზე არ მყოფი სამხედრო მოსამსახურის ი------------–-–---–ის გადამოწმება, იყო თუ არა იგი ვარგისი განწესისათვის, უარყოფით შემთხვევაში უნდა მიეღო სათანადო ზომა, რომ ამ უკანასკნელზე არ მომხდარიყო იარაღის გადაცემა, რაც, ბრალდებულის მიერ არ იქნა შესრულებული, აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამეთაურო ხელმძღვანელობას გააჩნია, ზუსტად განსაზღვრული თავისი უფლება-მოვალეობები, კერძოდ, შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების 29-ე მუხლის მიხედვით, გარნიზონის უფროსი (ნაწილის მეთაური) პასუხს აგებს შიდა ყარაულის მოქმედებისათვის და განსაზღვრავს ყარაულის შემადგენლობას. ხოლო, რაც შეეხება იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომლის ჯარისკაცებისაგანაც არის დაკომპლექტებული საყარაულო სამსახურის შემსრულებელი ჯგუფი, მოეთხოვება კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ საშტატო იარაღის სათანადოდ გამოყენებას და წესდებით განსაზღვრული გუშაგის მოვალეობის სათანადო შესრულებას.
ამავე წესდების 66-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მეთაურები, რომელთა სამხედრო ნაწილიდანაც განწესდებიან ყარაულები, პასუხს აგებენ პირადი შემადგენლობის ყარაულში შერჩევის, საყარაულო სამსახურისათვის მათ მომზადების, იარაღისა და საბრძოლო მასალის გამართულობისა და ყარაულების დროულად დაგზავნისათვის, ასევე, წესდების 69-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, ასეულის (ბატარეის) ან ბატალიონის (დივიზიონის) მეთაური, რომელთაგანაც განწესდება ყარაული, ვალდებულია:
ა) შეამოწმოს ყარაულის პირადი შემადგენლობის შერჩევა საგუშაგოების ტაბელის მიხედვით;
ბ) ჩაატაროს ყარაულის პირად შემადგენლობასთან მეცადინეობა და შეამოწმოს მათი მოვალეობების ცოდნის დონე;
გ) ყარაულის პირადი შემადგენლობის დაგზავნაზე გაგზავნის წინ, შეამოწმოს იარაღისა და საბრძოლო ვაზნების მდგომარეობა, სამხედრო მოსამსახურეთა გარეგნული იერი, აგრეთვე შეავსოს და ხელი მოაწეროს საგუშაგო უწყისს.
ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე და მხარეთა მონაწილეობით, საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რადგანაც, 2009 წლის 21 აპრილის სამხედრო ნაწილის N16106-ის მეთაურის N120 ბრძანებით, ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მოვალეობას წარმოადგენდა განწესის შესრულებისათვის შეერჩია კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც შეძლებდნენ მათზედ დაკისრებული საბრძოლო ამოცანის სრულყოფილ შესრულებას, რაც, ბრალდებულის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული, რადგანაც, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2009 წლის 30 აპრილს სიმონეთის საველე ბანაკში საღამოს საათებში, ზ---- ა------–---–ის მიერ ჩატარებულ ინსტრუქტაჟს არ ესწრებოდა სამხედრო მოსამსახურე ი------------–-–---–ი. როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი------------–-–---–ი მითითებულ დროს იმყოფებოდა მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ასეთ მდგომარეობაში მყოფს არ შეეძლო საბრძოლო ამოცანის შესრულება და იგი სწორედ ამ მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა ინსტრუქტაჟზე და ამ დროს იმყოფებოდა იმავე ბანაკში არსებულ საძინებელ კარავში. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების და საარტილერიო ბატალიონის მეთაურის N120-ე ბრძანების მოთხოვნათა თანახმად, ბრალდებული ზ---- ა------–---–ი, როგორც ქვედანაყოფის მეთაური, ვალდებული იყო სრულყოფილად ჩაეტარებინა ინსტრუქტაჟი და სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო ამოცანის განსახორციელებლად დაგზავნამდე, გაერკვია და დაედგინა ი------------–-–---–ის ინსტრუქტაჟზე გამოუცხადებლობის მიზეზები და თუკი იგი ვერ შეძლებდა საბრძოლო ამოცანის შესრულებას, მიეღო ზომები და იგი შეეცვალა სხვა სამხედრო მოსამსახურით, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ზ---- ა------–---–ი ვალდებული იყო მიეღო ყველა ზომა, რომ ი------------–-–---–ის მიერ განწესის შესრულებისათვის ვარგისიანობის დადგენამდე არ მომხდარიყო მისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემა. ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოწყობაზე არ მყოფ ი------------–-–---–ზე იარაღი არ გაცემულიყო არ ყოფილა, რასაც ადასტურებენ ყარაულის უფროსი და შეიარაღების სერჟანტის თავის ჩვენებებში და იქვე მიუთითებენ, რომ ასეთი მითითების შემთხვევაში ი------------–-–---–ს იარაღს არ გადაცემდნენ, აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ ასმეთაურ ზ---- ა------–---–ისაგან იქნებოდა მითითება, რომ ი------------–-–---–ს არ გადაცემოდა იარაღი, ეს იქნებოდა იმის საფუძველი, რომ შეიარაღების სერჟანტი ამ უკანასკნელს იარაღს არ გადასცემდა და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი, რადგანაც დადგენილია, რომ ი------------–-–---–მა თავი მოიკლა მასზედ გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რომელიც მას გადასცეს, როგორც განწესში გამსვლელ პირს, ამ დროს მას, როგორც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს თავისი ფიზიკური მდგომარეობით არ შეეძლო საბრძოლო ამოცანის შესრულება. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სრულყოფილი შესრულების შედეგად, მძიმე ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მყოფი ი------------–-–---–ი ვერ მიიღებდა ცეცხლსასროლ იარაღს და თავისთავად მას არ ექნებოდა შესაძლებლობა ჩაედინა თვითმკვლელობა, რაც პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ- შედეგობრივ კავშირზე, აღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია შედეგი მაინც დამდგარიყო ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის მოქმედების შესრულების ან არშესრულების მიუხედავად, ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მითითებას, რომ ბატალიონის მეთაურის ბრძანების შესრულებაზე კონტროლი მის მიერ დავალებული ქონდათ მორიგეს და მის ქვემდგომ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ევალებოდათ განწესში გამსვლელ პირებზე კონტროლი, რადგანაც, თავად ბრალდებული იყო ვალდებული განეხორციელებია კონტროლი შეიარაღებული ძალების საყარაული წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებაზე, რადგანაც, წესდებითა და საარტილერიო ბატალიონს მეთაურის N120-ე ბრძანებით, სწორედ ბრალდებულზე იყო დელეგირებული ის ვალდებულებები, რომელთა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში არ დადგებოდა წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული შედეგი.
მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ დროისათვის განსაზღვრული არ იყო თუ დროის რა პერიოდში უნდა ჩატარებულიყო ინსტრუქტაჟი, რის გამოც, მან ინსტრუქტაჟი ჩაატარა დილის საათებში და აქედან გამომდინარე იგი არ იყო ვალდებული ინსტრუქტაჟი ჩაეტარებინა საღამოს საათებში, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული სამხედრო მოსამსახურეთა მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ განწესი, იმის გამო, რომ წარმოადგენს საბრძოლო ამოცანის შესრულებას, ინსტრუქტაჟი ტარდება განწესში გასვლამდე რაც შეიძლება მცირე დროის მონაკვეთში, ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, საამისოდ პასუხიმგებელი პირი, ამ შემთხვევაში ზ---- ა------–---–ი უნდა დარწუნებულიყო, რომ განწესში გამსვლელ ყველა სამხედრო მოსამსახურეს სრულყოფილად შეეძლია საბრძოლო ამოცანის შესრულება, რაც ამ უკანასკნელს, როგორც ქვედანაყოფის მეთაურს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების მოთხოვნათა თანახმადაც ევალებოდა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ წესდების თანახმად, საღამოს საათებში, განწესში გასვლის წინ ჩატარებულ ინსტრუქტაჟს არ ესწრებოდა ი------------–-–---–ი, რის გამოც, ბრალდებულმა დაუყონებლივ არ გაარკვია მიზეზი თუ რატომ არ ესწრებოდა ეს უკანასკნელი ინსტრუქტაჟს, არ გასცა სათანადო განკარგულება ინსტრუქტაჟზე არ მყოფ პირზე არ გაცემულიყო ცეცხლსასროლი იარაღი, მაშინ როდესაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული სამხედრო მოსამსახურეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2009 წლის 30 აპრილს, პატრულში გამსვლელი პირად შემადგენლობა დაგზავნილი იქნენ საღამოს ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ.
სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილში,რომ იგი თითქოს ცალკე შეხვდა ი------------–-–---–ს, რა დროსაც, მისთვის არ შეუჩნევია, რომ იყო ნასვამი. ბრალდებულის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოება გარდა ბრალდებულის ჩვენებისა დადასტურებული არ არის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. როგორც საქმეზე დაკითხული სამხედრო მოსამსახურეთა ჩვენებებით დგინდება ინსტრუქტაჟის ჩატარების დროისათვის ი------------–-–---–ი იმყოფებოდა მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რის გამოც, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შეხვედრის შემთხვევაში ბრალდებულიც შეამჩნევდა ამ მდგომარეობას, ისე როგორც ეს შეამჩნიეს ბანაკში მყოფმა სხვა სახედრო მოსამსახურეებმა, რაც, ასევე, დადასტურებულია, საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილით, სადაც მითითებულია აწ. გარდაცვლილი ი-------------–-–---–ის ალკოჰოლური თრობის ხარისხზე, ასევე, მტკიცების ამ ნაწილში, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მითითებას, რომ საქმეში არსებობს მოწმის ნ-----–-------------ს ჩვენება, რომლის თანახმად, შემთხვევის დღეს, მასთან სატელეფონო საუბრის დროს, მის ძმას, აწ. გარდაცვლილ ი------------–-–---–ს არ ეტყობოდა, რომ იყო ნასვამი, რადგანაც, ფაქტების სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და მათი გადმოცემის ინდივიდუალური უნარის გათვალისწინებით, მოწმის ჩვენების შინაარსისათვის დამახასიათებელია სინამდვილის ფაქტობრივი გარემოებების თავისებური ასახვა, რადგანაც, მოწმის მიერ ასახული ინფორმაცია გარკვეულ ცვლილებებს განიცდის მისი აღქმისა, დამახსოვრებისა და გადმოცემისას, რის გამოც, მოწმის ჩვენებასა და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას, უნდა გაირკვეს მიზეზი, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ, წინასწარგანზრახულ სიცრუეს, თუ არასწორად აღქმის, ნერვიულობის ბრალია. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად არსებითია ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, მოწმის ნ-----–-------------ს ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ტელეფონზე საუბრის დროს ვერ შეატყო, რომ ი------------–-–---–ს ნასვამი იყო, თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გასაზიარებელ გარემოებას, რადგანაც, აღნიშნული საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით გამორიცხავს ი------------–-–---–ის მიერ შემთხვევის დღეს ალკოჰოლის მიღების ფაქტს, რაც ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ შემთხვევის დღეს, აწ. გარდაცვლილი ი------------–-–---–მა თვითმკვლელობა განახორციელა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, რის გამოც, მოწმის ჩვენებაში ახსნილი გარემოებები, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც, იგი არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ.
ამდენად, ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, იმ მიმართებით, რომ გახდა თუ არა ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება დანაშაულებრივი შედეგის დადგომის აუცილებელი მიზეზი. როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული ფაქტობრივი და წერილობითი მტკიცებულებებით: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის N594 ბრძანაბით, სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის N106 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის N594 ბრძანებით, სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის 2009 წლის 21 აპრილის N74 ბრძანებით, რომლის თანახმადაც, 2009 წლის 22 აპრილიდან „სიმონეთი“-ს სასწავლო პოლიგონზე გეგმიურ საველე სწავლებაზე გამგზავრებულად ჩათვლილი იქნა იგორ მიხეილის-ძე გამდლიშვილი. მე-2 ბატარეის მეთაურის ზ---- ა------–---–ის 2009 წლის 29 აპრილის N2262 პატაკით, სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის 2009 წლის 29 აპრილის N81 ბრძანებით, რომლის თანახმადაც, ზ---- ა------–---–ის მიერ ხელმოწერილი N2262 პატაკის საფუძველზე, პატრულის გაწესში N2 მარშუტზე დამტკიცებული იქნა ი------------–-–---–ი. სამხედრო ნაწილი N16106-ის მეთაურის 2009 წლის 21 აპრილის N120 ბრძანებით, რომელიც შეეხება საარტილერიო ბატალიონის ქვედანაყოფების საველე სწავლების ხარისხიანად ჩატარებას და საჯარისო სამსახურის ორგანიზებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდებით, საქმეში რსებული ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ფოტოილუსტრაციებითა და სქემებით, გადაუდებელი აუცილებლობის წესით ამოღების ოქმებით, ჟურნალის დათვალიერების ოქმით, პირადი შემადგენლობის ინსტრუქტაჟის წიგნით, დროებით ხმარებაში გაცემული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის წიგნით, საპატრულო უწყისით, საბრძოლო მასალის გაცემის უწყისით, საგამოძიებო მოქმედებებისას ამოღებული და საექსპერტო კვლევისათვის გამოყენებული ნივთებით, დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, კერძოდ, მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს უშუალო მიზეზობრივ კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს ზ---- ა------–---–ის მიმართ, ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ყველა ნიშანი, ბრალდებულის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეულ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენა, რის გამოც, იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ხასიათდება დადებითად, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, დაჯილდოებულია მედლებით, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ, ყავს არასრულწლოვანი შვილები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, დადებით დახასიათებას, იმ გარემოებას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილია გაუფრთხილებლობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც, დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულს დაენიშნოს სასჯელის მინიმალური ზღვართან მიახლოებული სასჯელის ზომა.
ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ზ---- ა------–---–ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ზ---- ა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ზ---- ა------–---–ი დაპატიმრებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
3. ზ---- ა------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 დეკემბრის 10:31 საათიდან.
4. მსჯავრდებულ ზ---- ა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის #12-104წ. განჩინებით დაყადაღებულ რუსუდან ობოლაშვილის (პ/ნ 47001004915) სახელზე რიცხულ ქ. ახალციხეში, დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებას - დაზუსტებული ფართობით 502.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით #62.09.53.481 - ღირებულს 7000 ლარად, გირაოთი განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ფარგლებში.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- პირადი შემადგენლობის ინსტრუქტაჟის წიგნი, დროებით ხმარებაში გაცემული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის წიგნი, საპატრულო უწყისი, საბრძოლო მასალის გაცემის უწყისი (ინახება საგამოძიებო სამმართველოში), ასევე ,,AK-74” ავტომატი #1563042, 02 მჭიდით 40 ცალი, 4,45 კალ. ვაზნა, 01 ცალი 5,45 კალ. მასრა (დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო სამმართველოში) - დაუბრუნდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეით ბრიგადას.
- ი------------–-–---–ის სამხედრო ტანსაცმელი (დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო სამმართველოში) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე