განაჩენი

სისხლის სამართლის 15.12.2018
საქმის ნომერი
330100115717729
თარიღი
15.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი ფატი გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნუ-------------ე,დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ალ--------------------–---–ი,ბრალდებული: გი------------–---–ი - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–--------------------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2014 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, ქ. თბილისში, გ---------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულად დაკავებისას, გი------------–---–ი არ დაემორჩილა შსს ძ---–-------–-----------------–------–----- განყოფილების გამომძიებლების თა-----–------–---–ის და ზუ------------------ის კანონიერ მოთხოვნას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით თა-----–------–---–სა და ზუ------------------ეს გაუწია წინააღმდეგობა, ხელების და ფეხების გამოყენებით დაუწყო მათ ცემა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და მიიმალა. გაწეული წინააღმდეგობის გამო თა-----–------–---–მა და ზუ------------------ემ ვერ შეძლეს გი------------–---–ის ადმინისტრაციულად დაკავება და პირადი გასინჯვის ჩატარება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, გი------------–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თა-----–------–---–მა განაცხადა, რომ 2014 წლის 13 ოქტომბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მას და მის თანამშრომელ ზუ------------------ეს დაევალათ გი------------–---–ის ადმინისტრაციული წესით შემოწმება, გი------------–---–ი იმყოფებოდა ქ.თბილისში, ჩ------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას მან დაინახა გი------------–---–ი, რომელიც გადაადგილდებოდა ქუჩაში, იგი მიუახლოვდა გი------------–---–ს, განუცხადა, რომ იყო პოლიციიდან, რასაც მოჰყვა გი------------–---–ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ამავდროულად ა/მანქანიდან გადავიდა სამი პირი, რომლებმაც გი------------–---–თან ერთად მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ იქ შეგროვდა ხალხი, დაახლოებით 20 პირი. მათ ვერ შეძლეს გი------------–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავება და წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში. გი------------–---–ი იქნევდა ფეხებს და ხელებს, რის გამოც მათ მისი შეკავება ვერ მოახერხეს. გი------------–---–მა უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზუ------------------ეს, რომელსაც მაისური ჰქონდა დახეული და ხელი დაზიანებული. ასევე მას, რომელსაც ჰქონდა დაზიანებები, მას ფეხები სტკიოდა და ხელი ჰქონდა დაზიანებული. მისივე განმარტებით, გი------------–---–ს ხელში რაღაც ეჭირა და მალავდა. არც მას და არც ზუ------------------ეს სამსახურეობრივი ფორმა არ ეცვათ, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი. მათ ასევე არ წარუდგენიათ ჩი---–---–-----ის პოლიციის თანამშრომლის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, ვინაიდან ვერ მოახერხეს. როდესაც უთხრეს ამ უკანასკნელს, რომ პოლიციიდან იყვნენ მაშინვე დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა. მან არ იცის გი------------–---–მა გაიგო თუ არა, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა ამას გაჰყვიროდა ბოლომდე ხმამაღლა. მან არ იცის ვინ იყვნენ გარშემომყოფები, რომლებმაც გი------------–---–ის დაკავებაში ხელი შეუშალეს. მანვე განმარტა - პირადობის მოწმობის საჩვენებლად რაიმე ხელისშემშლელი გარემოება მას არ გააჩნდა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, თა-----–------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ქალას რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარჯვენა იდაყვის დაჟეჟილობა, ექსკორაციები კიდურებზე. 1------- წ-ს პირადი შემოწმებისას თა-----–------–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები ზედა კიდურებზე - დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა--------------მ.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა ზუ------------------ემ, რომელმაც ასევე განმარტა - თა-----–------–---–ი მივიდა გი------------–---–თან და უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რის შემდეგაც მათ ხელების და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გი------------–---–ს ხელის მარჯვენა მტევანში რაღაც ეჭირა და ეუბნებოდა იქ მყოფებს, რომ დაემალათ. მისთვის უცნობია რა ნივთი ეჭირა გი------------–---–ს ხელში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ზუ------------------ეს დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მხრის მიდამოს დაჟეჟილობა. ჩანაწერში აღნიშნულია ექსკორიაციების ბეჭის არეში. 1------- წ-ს პირადი შემოწმებისას ზუ------------------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა მხრის სახსრის საპროექციოდ ზედა ზედაპირზე - დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა--------------მ.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ზუ------------------ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილია გამოგლეჯით ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ------–-----------მ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ტა-----–---------მ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გი------------–---–ის თაობაზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ინფორმაციის თანახმად გი------------–---–ი იმყოფებოდა ქ.თბილისში, ჩ------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გო---------–-ამ განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2014 წლის 15 ოქტომბერს მან და მისმა თანამშრომელმა ჯა--------მ ბრალდებულის სახით დააკავეს გი------------–---–ი. გო---------–-ას განცხადებით, დაკავებისას გი------------–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე და----------------მ დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს ვიდეო ჩანაწერი. მისი განმარტებით ვიდეო ჩანაწერი დაილუქა ადგილზე და გაუკეთდა ხელმოწერები.

 

მოწმე კო--------------------ს ჩვენებით, არის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,-----“-ის დირექტორი, ხოლო მისი თანამშრომელია გი------------–---–ი. 2014 წლის 13 ოქტომბერს მის თანამშრომლებს შეხვედრა ჰქონდათ ბენეფიციარებთან, მათ შორის გი------------–---–საც. როდესაც გი------------–---–ი ბენეფიციარებთან შესახვედრად შენობიდან გავიდა, მალევე, დაახლოებით ერთ წუთში შეიტყო ხმაურის და ჩოჩქოლის ხმა. იგი თანამშრომლებთან ერთად გავიდა გარეთ და შეესწრო, რომ ორი პირი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ცდილობდა გი------------–---–ის ა/მანქანაში ჩასმას, გი------------–---–ი დაბლა იყო დაგდებული. იგი და მისი თანამშრომლები დაეხმარნენ გი------------–---–ს და არ მისცეს ორ მამაკაცს მისი ა/მანქანაში ჩასმის უფლება. ერთ-ერთმა მამაკაცმა იარაღი მოიმარჯვა, განაცხადა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და არ მიკარებოდნენ, ასევე მათ აჩვენა მოწმობა, სადაც ეწერა შსს თანამშრომელი. ამავდროულად მოვიდა მისი თანმხლები პირი, ისინი ჩასხდნენ ა/მანქანაში და წავიდნენ. აღნიშნულის შემდეგ მან მოახდინა რეაგირება და მომხდარი ფაქტი შეატყობინა გე------–-----------–--ს. 2-3 დღის შემდეგ, როდესაც ის და გი------------–---–ი ერთად იმყოფებოდნენ, მათ გზა გადაუკეტეს პოლიციელებმა, წარუდგინეს პირადობის მოწმობები, თან ეცვათ ფორმები, გი------------–---–ს პოლიციელებისთვის არ გაუწევია არანაირი წინააღმდეგობა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ. მანვე განმარტა - როგორც ახსოვს გი------------–---–ი ძირს იყო დაგდებული, ხოლო ის პირები ცდილობდნენ ძალით მიეთრიათ მანქანამდე. როდესაც გი------------–---–ი შეიყვანეს შიგნით (სამსახური), მხოლოდ შემდეგ გაიგეს, რომ ხსენებული პირები იყვნენ პოლიციელები. ის არ დაიცავდა გი------------–---–ს და არ გაუწევდა წინააღმდეგობას იმ პირებს თუ ეცოდინებოდა, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

 

მოწმე მა--------–---–-ს ჩვენების მიხედვით, მათ ოფისში ტარდება საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრები. ერთ-ერთ ასეთ დღეს შეკრებილები იყვნენ ბენეფიციარები. ისინი (ის და მისი ლაბორანტი) გამოვიდნენ, მათ გვერდით რაღაც მაღაზიაა და მანდ შევიდნენ პროდუქტის საყიდლად. ის და მისი ლაბორანტი იქ ცოტა ხნით შეყოვნდნენ, რა დროსაც შემოესმათ ხმაურის ხმა, წააქციეს გი------------–---–ი მუცლით, ზემოდან ორი პირი ადგა, ერთი აწვა მუხლით. მიმდინარეობდა გი------------–---–ის ცემა, მან ჩათვალა რომ უნდა დახმარებოდა წაქცეულ ადამიანს. იქვე გამოვიდნენ თანამშრომლები და საკმაოდ ბევრი ხალხი შეგროვდა. პირები, რომლებმაც გი------------–---–ი წააქციეს უშვერი სიტყვებით იხსენიებდნენ მათ. გი------------–---–ის წაქცევის მომენტში მხოლოდ ის ორი პირი იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ უკვე შეგროვდა ხალხი. მას ხსენებული პირებისთვის არ შეუტყვია, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, პირიქით. მისთვის პოლიციის თანამშრომელი ასოცირდება წესრიგის დაცვასთან. მანვე განმარტა - ბრალდებული მისი არავინ არის, ის მხოლოდ თანამშრომელია. სანამ შეხვედრა დაიწყებოდა შევიდნენ მაღაზიაში (ლაბორანტთან ერთად), იქვე იდგნენ, ძალიან ახლოს, მათი ყურადღება მიიქცია ხმაურმა. ის პირები ძალიან ცუდ სიტყვებს ხმარობდნენ, როდესაც ხმაური ატყდა და ბევრი ხალხი შეგროვდა მხოლოდ მაშინ თქვეს იმ პირებმა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

 

მოწმე ნი---------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იმყოფებოდა თავის თანამშრომელთან ერთად ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიაში. მისი ყურადღება მიიპყრო ორმა უცნობმა პირმა, რომლებიც ხშირად შედიოდნენ და გამოდიოდნენ მაღაზიიდან, მათ სამოქალაქო ფორმა ეცვათ და ერთი შეხედვით არ ეტყობოდათ, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. უცებ ადგილიდან მოწყვეტით ეს ორი პირი თვალს მოეფარნენ, ის მექანიკურად მიტრიალდა, მიტრიალებისთანავე დაინახა, რომ ერთი პირი ეგდო ძირს. მისი პირველი რეაქცია იყო სიტუაციაში გარკვევა, ის მივიდა გასარკვევად თუ რა ხდებოდა, რაზეც საპასუხოდ იყო ხელის კვრა. მსგავსი განცხადება, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები ან ატარებდნენ სპეციალურ ოპერაციას ან აკავებდნენ ვინმე პირს, იმ ორი პირის მხრიდან არ ყოფილა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ პირი რომელიც წაქცეული ჰყავდათ იყო მათი თანამშრომელი გი------------–---–ი. იმავდროულად იქ შეგროვდა ბევრი ხალხი. მათი მისამართით იყო უწმაწური სიტყვები. როდესაც მათ გ---ი გამოგლიჯეს ხელიდან, მხოლოდ მაშინ თქვეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ისინი პოლიციელებს არც საქციელით ჰგავდნენ და არც ისე. მან ჩათვალა, რომ ეს იყო ქუჩური თავდასხმა. მანვე განმარტა - წამის მეასედში მოხდა ის, რომ გი------------–---–ი დაბლა ეგდო. იმ პირებმა სამი ნაბიჯი გადადგეს და გ----ი უკვე დაბლა იყო. მანამდე თავი, რომ წარედგინათ არანაირი საუბარი მათ შორის არ ყოფილა. იქ იმ ორი პირის მხრიდან იყო დედის გინება, შუბლის გახვრეტის მუქარა და ა.შ. როდესაც გაიგეს, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ, მათ დარეკეს გე------–-----------–--ში. გი------------–---–ი არის მისი ყოფილი თანამშრომელი.

 

ბრალდებულმა გი------------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მისთვის პოლიციის თანამშრომლებს არ წარუდგენიათ თავი და არც განუცხადებიათ, რომ იყვნენ პოლიციიდან. ორივე პირი იყო სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი. მას მოულოდნელად მივარდნენ, ერთ-ერთი პირი ყელში წვდა და ძირს დააგდო. ხმაურზე ოფისიდან მისი თანამშრომლები გამოვიდნენ, რომლებმაც დაიხსნეს იგი, რა დროსაც შევიდა ოფისში. დაახლოებით 10 წუთში, როდესაც ოფისში შევიდა მისი უფროსი კო-----------ე და დარეკა გე------–-----------–--ში, მან მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ ის პირები პოლიციელები იყვნენ. 2007 წლიდან ორჯერ ან სამჯერ არის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი პოლიციის თანამშრომლების მიერ, მას არასდროს გაუწევია პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა. ხოლო იმ დღეს, როდესაც ის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, იგი იმყოფებოდა სასამართლოში და მის მიმართ დადგა განაჩენი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ ხსენებული პირები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, ის აუცილებლად გაჰყვებოდა მათ ისე როგორც ამას აკეთებდა სხვა შემთხვევებში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ელექტრონული დისკზე ჩანს თუ როგორ მიემართება პირი ადამიანების სავალ ნაწილზე, ჩერდება, რა დროსაც მასთან უეცრად სირბილით მივარდა ორი პირი. აღნიშნულის შემდგომ შენობიდან და ავტომანქანის წინა მხრიდან მორბის ხალხი. ჩანს არეულობა. შენობიდან, სადაც დამონტაჟებულია ვიდეო სათვალთვალო კამერა გამოდის რამდენიმე ადამიანი და მიემართებიან ქვედა მიმართულებით, სადაც შეკრებილია ხალხი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეკრებილი ხალხი იშლება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის მტკიცებულებები (დაზარალებულების თა-----–------–---–ის და ზუ------------------ის ჩვენებები) გი------------–---–ის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ ისინი ვერ იქნება გაზიარებული და მიღებული უტყუარ მტკიცებულებებად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები თანხვედრილია, ისინი ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებს. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადასტურებულად მიიჩნევს, რაც ასევე მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, რომ დაზარალებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის დაზიანებული იყო მაისური, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ დაზიანებები და ვისგან. აქვს თუ არა აღნიშნულ ქმედებასთან შემხებლობა ბრალდებულს. მათი (დაზარალებულები) ჩვენებების მიხედვით ბრალდებულს განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციიდან, რასაც მოჰყვა გი------------–---–ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ამავდროულად ა/მანქანიდან გადავიდა სამი პირი, რომლებმაც გი------------–---–თან ერთად მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გი------------–---–ი იქნევდა ხელებს და ფეხებს. მათივე განმარტებით, მოგვიანებით იქ შეგროვდა ხალხი, დაახლოებით 20 პირი, რომლებმაც არ მისცეს გი------------–---–ის ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით გადაყვანის საშუალება. სრულიად საპირისპირო განმარტეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გი------------–---–მა და მოწმეებმა კო--------------------მ, მა--------–---–მა და ნი---------–-–---–მა, მათ თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ 2 პირი, რომლებიც გი------------–---–ს ელოდებოდნენ უცებ მივარდნენ ამ უკანასკნელს, დააგდეს ძირს და ცდილობდნენ ძალით ჩაესვათ ა/მანქანაში, არანაირ გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები ან ატარებდნენ სპეციალურ ოპერაციას ან აკავებდნენ ვინმე პირს, არ ყოფილა. პირიქით იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები მათი მისამართით, ეს ყველაფერი ქუჩურ თავდასხმას უფრო გავდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ბევრი ხალხი შეგროვდა და მათი დახმარებით გამოგლიჯეს ხელიდან გი------------–---–ი, თქვეს მათ, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარეს სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომლითაც საქმეში არსებული ბუნდოვანებები და საეჭვო გარემოებები აღმოიფხვრებოდა, არ წარუდგენია. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარუდგინოს ბრალდების მხარემ, თანაც ისე, რომ საქმეში არსებული ყველა საეჭვო გარემოება აღმოიფხვრას. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული იმ მოწმეთა ჩვენებები, მით უფრო მათი (მა--------–---–-, ნი---------–-–---–ი), ვინებიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ და უთითებენ, რომ გი------------–---–ს არ გაუწევია წინააღმდეგობა და არ მიუყენებია დაზიანებები პოლიციელებისთვის, პირიქით სამართლდამცავების მხრიდან ჰქონდა ადგილი უხეშ მოპყრობას (სიტყვიერი შეურაცხყოფა, უხეში ფორმით ძირს დაგდება), მათი (პოლიციელები) მხრიდან არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ. მოწმეები მა--------–---–- და ნი---------–-–---–ი არ არიან ბრალდებულის ოჯახის ახლობლები ან ნათესავები, ისინი არიან ბრალდებულის ყოფილი თანამშრომლები. მათ ამ საქმის მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ და არიან ნეიტრალური მოწმეები. ამასთან სასამართლო სხდომაზე ისინი გაფრთხილებულნი იქნენ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ამ პირობებში, რა მოტივაცია უნდა ამოძრავებდეთ მათ, რომ ბრალდებულის გამო მართლმსაჯულების წინააღმდეგ წავიდნენ, მიცემული იქნან პასუხისგებაში და დაკარგონ სამსახური. გარდა ამისა, შემთხვევა მოხდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომელსაც ყავდა უამრავი თვითმხილველი, მარტო გი------------–---–ს იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი ძალის გამოყენებით ა/მანქანაში არ ჩაესვათ ეხმარებოდა დაახლოებით 20 პირი, რომლებმაც ძალისმიერი მეთოდით გამოგლიჯეს ხელიდან პოლიციელებს, რათა იგი ა/მანქანაში არ ჩაესვათ. ამ ვითარებაში, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, როგორ მოხდა ისე, რომ ვერცერთმა მათგანმა, ასევე იქ მყოფმა სხვა პირებმა ვერ გაიგონეს პოლიციელების მოწოდება მათი სამსახურის შესახებ (რომ ისინი იყვნენ პოლიციელები). არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, გარდა პოლიციელების ჩვენებებისა, რომლითაც აღნიშნული გარემოება დადასტურდებოდა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ელექტრონულ დისკზე ასახული ინფორმაციის შედეგად, ასევე პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა იყო პოლიციელების მხრიდან მიზეზი ასეთი ფორმით ადამიანთან ურთიერთობის (ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ადამიანთან მივარდნა და მისი დამორჩილების მცდელობა ძალისმიერი გზით), მით უფრო, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა შემთხვევის ადგილზე არ არსებობდა (პოლიციელების ქმედებამდე სრულიად მშვიდი ვითარება იყო), ამის საშუალებას ასევე არ იძლეოდა ბრალდებულის წარსული, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იგი რამდენჯერმეა გადაყვანილი ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით, ასევე ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის და 2014 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც მისი დაკავება მოხდა, ის შეაჩერეს შესამოწმებლად ნარკოლოგიურში გადაყვანის მიზნით და არასდროს, არცერთ შემთხვევაში გი------------–---–ს არ გაუწევია წინააღმდეგობა პოლიციელებისთვის. ასევე სამართალდამცავების მხრიდან, ასეთი ქცევის საფუძველს არ იძლეოდა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ბრალდებულთან დაკავშირებით. ინფორმაციის შინაარსი არ უკავშირდებოდა ბრალდებულის მონაწილეობას რაიმე მძიმე დანაშაულში, რომ შესაძლოა მას თან ჰქონოდა იარაღი ან სხვა საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი და ეფექტური მოქმედების გარეშე არსებობდა შესაძლებლობა იარაღის (ნივთის) გადამალვის (განადგურების), საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო მოხმარებაზე ბრალდებულის მიერ. ამდენად, სასამართლოსთვის გაუგებარია რამ შეუშალათ ხელი პოლიციელებს, რომ წარედგინათ თავი ბრალდებულისთვის, ეჩვენებინათ პირადობის მოწმობები და ემოქმედათ მშვიდ ვითარებაში კანონის შესაბამისად, ხოლო პრევენციული ღონისძიებები გამოეყენებინათ, მაშინ თუ ამის აუცილებლობა იარსებებდა (ბრალდებული დააპირებდა გაქცევას, გასწევდა წინააღმდეგობას და ა.შ). სავარაუდოდ ამით აიხსნება მათ მიერ (პოლიციელები) სხდომაზე გაკეთებული განცხადება, თითქოსდა ბრალდებულს მარჯვენა ხელის მტევანში რაღაც ეჭირა და იგი ცდილობდა სხვისთვის გადაცემას, რასაც ისინი არ ადასტურებენ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში. ყოველივე აღნიშნული კი ტოვებს განცდას, რომ ამ ყველაფრით სამართალდამცავები, შეცვლილი ჩვენებებით ცდილობენ გაამართლონ თავიანთი ქმედებები შემთხვევის ადგილზე. ამასთან ერთად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა და გარშემომყოფებმა იცოდნენ პოლიციელთან ურთიერთობის შესახებ, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა პოლიციელის იდენტიფიცირების (ფორმა, პირადობის მოწმობა, ან თავის წარდგენა, რომ პოლიციელია და შემდეგ უკვე მოწმობის ჩვენება) აგრეთვე, პოლიციის მუშაკის მოთხოვნა ადმინისტრაციულ დაკავებასთან ანდა ნარკოლოგიურში გადაყვანასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს კანონიერი და თანაზომიერი, სხვა შემთხვევაში, თუკი ბრალდებულს და შემთხვევის ადგილზე მყოფ საზოგადოების არათუ დიდ, არამედ მთლიან ნაწილს არ აქვს პოლიციელის იდენტიფიცირების საშუალება, ხოლო მათი ქმედება, რაც გამოიხატება - საზოგადოების შეურაცხყოფით, ძალადობით (ხელის კვრით), ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აბსოლუტურად არაპროპორციული ძალით და საზოგადოებაში ტოვებს ქუჩური თავდასხმის განცდას, თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით ბრალდებულის დახსნა, ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, მით უფრო მაშინ, როდესაც უტყუარად არ დასტურდება წინააღმდეგობა ბრალდებულის მხრიდან (პოლიციელთა ჩვენებები არ არის თანხვედრილი საქმის სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებთან). სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომელს თავისი საქმიანობის განხორციელების დროს უნდა ახასიათებდეს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დამოკიდებულება, რაც ხელს შეუწყობს პოლიციასა და საზოგადოებას შორის ქმედით ურთიერთობას. პოლიცია სახელმწიფო ხელისუფლების გამოვლენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. პოლიციის თანამშრომლებს, თავიანთი ვალდებულებების განხორციელებისას, მოეთხოვებათ ადამიანის ღირსების პატივისცემა და მათი უფლებების დაცვა.

 

ასევე საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება - პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას კონკრეტულ საქმეზე რაიმე აღმატებული (ისევე როგორც მცირე) მნიშვნელობა სხვა მტკიცებულებებთან არ გააჩნია. თითოეული მათგანის სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. ის, რომ პოლიციის თანამშრომელმა რაღაც გარემოებაზე მიუთითა ჩვენების მიცემის დროს, იმთავითვე არ ნიშნავს სასამართლოს მიერ მის უპირობო მიღებას და გაზიარებას ისე, რომ არ იქნეს გაანალიზებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. საკმარისი არ არის მხოლოდ ის გარემოება, რომ პოლიციელთა ჩვენებები ერთმანეთში თანხვედრილია, ასევე მნიშვნელოვანია მათი თავსებადობა საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და როდესაც მათ შორის არსებობს წინააღმდეგობები ბუნებრივია ჩნდება ეჭვები, რომელიც მტკიცების ტვირთის ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა უარყოს ბრალდების მხარემ.

 

ჩვენებებს შორის არსებულ მნიშვნელოვან წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ბრალდების და დაცვის მოწმეების ჩვენებებს შორის, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქმეზე ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (No. 2) ((Ilgar Mammadov v. Azerbaijan), განაცხადი no. 919/15, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება).

 

აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს დაცვის მოწმეთა ჩვენებები, რადგანაც მიიჩნიეს, რომ დაცვის მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ, რათა დახმარებოდნენ ბრალდებულს, „თავი აერიდებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის“ (გადაწყვეტილების პუნქტი 227). ეროვნული სასამართლოების განაჩენების თანახმად, დაცვის მოწმეები პირადად იცნობდნენ ბრალდებულს და „მასთან ურთიერთობა აკავშირებდათ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ თუნდაც დაეშვა, რომ დაცვის ორ მოწმეს - რომლებსაც ის შეხება ჰქონდათ ბრალდებულთან (რომელმაც შემდგომში ევროპულ სასამართლოს მიმართა, როგორც განმცხადებელმა), რომ უბრალოდ იმგზავრეს მასთან ერთად - აკავშირებდათ ახლო პროფესიული თუ მეგობრული ურთიერთობა, მაინც გაუგებარი რჩებოდა, თუ რატომ და რა კონკრეტული საფუძვლით მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა, რომ დაცვის ყველა სხვა დანარჩენ მოწმეს ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა განმცხადებელთან; ან ასეთ დასკვნას რატომ უნდა გამოეწვია ის ვარაუდი, რომ მოწმეები აუცილებლად ცრუ ჩვენებას მისცემდნენ სასამართლოში და ამით ბრალდებულის გულისთვის მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას გარისკავდნენ (იქვე, გადაწყვეტილების პუნქტი 227).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ჭრილში, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების ის დასკვნა, რომ ყველა მოწმე, რომელმაც ბრალდებულის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, ცრუ და მიკერძოებული იყო - არ იყო საკმარისად დასაბუთებული. იმავდროულად, როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, ეროვნულ სასამართლოს მცდელობაც კი არ ჰქონია, რომ გულმოდგინედ შეემოწმებინა ბრალდების მოწმეთა ჩვენებებისთვის დამახასიათებელი სერიოზული ხარვეზები (პუნქტი 227). პირიქით, ბრალდებულის მსჯავრდებისას ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს და დაეყრდნენ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს. მთელი სამართალწარმოების განმავლობაში დაცვა კითხვის ქვეშ აყენებდა ამ ჩვენებების სანდოობას მოცემული საქმისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ფაქტობრივი ალოგიკურობის და უზუსტობის გამო, რასაც ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. რაც შეეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იგი დაეთანხმა, რომ ფაქტებს რომლებიც ეროვნულ სასამართლოებს მხედველობიდან გამორჩათ, შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა ბრალდების მოწმეთა ჩვენებების სანდოობა (გადაწყვეტილების პუნქტი 213).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის უფლება დასაბუთებულ განაჩენზე დარღვეული იყო. ბრალდებულის მსჯავრდება ეფუძნებოდა ხარვეზიან და დამახინჯებულ მტკიცებულებებს და მისი არგუმენტები აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს. ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღებოდა ან სათანადო დასაბუთების გარეშე, ან აშკარად დაუსაბუთებლად. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ილგარ მამადოვის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევა (გადაწყვეტილების პუნქტები 237 და 239).

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გი------------–---–ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გი------------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გი------------–---–ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

ზუ------------------ის მაისური - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

დისკი - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე