განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/274-18 21 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------–--–----–-----ი;
დაცვის მხარე - დ---------------–-–---–ი;
ბრალდებული - ვ----–ი ა-–---ის ძე ზა----ე (დაბადებული 1--- წლის 18 აპრილს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, ი/მ ,,ვ----–ი ზა----ე“, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ ზ---------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული - გ------- თ------ს ძე ზა----ე (დაბადებული 1--- წლის 4 ოქტომბერს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, საქართველოს პ------–----ინგის ეროვნულ ფედერაციაში დასაქმებული, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ ზ---------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული - გ------- რ----------ს ძე ჯ-------ე (დაბადებული 1--- წლის 19 ივლისს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, პარაპლანისტების დამხმარე, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ ა-----------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული - ვ----–ი შ--–--- ძე ბ---------–ი (დაბადებული 1--- წლის 15 მარტს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, პარაპლანისტების დამხმარე, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ ა--------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული - დ------ გ-------ს ძე ედ--–-–---–ი (დაბადებული 1--- წლის 11 ივნისს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, პ------–----ინგის კომპანიის მფრინავი, მცხოვრები: ყაზბეგის რაიონის დაბა გ---------–ი, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 9 ივნისს, დილის საათებში, ფ---------ი ჩე-–-–--ი და ს-----ი დე--------ი მათი კუთვნილი ავტომანქანებით მიდიოდნენ ყაზბეგის რაიონის დაბა გ---------–ი ასაფრენ მოედანზე, სადაც უნდა განეხორციელებინათ ტურისტებისთვის პარაპლანით ფრენა. დაბა გ---------–ი სასტუმრო „ბიდარასთან“, ტურისტების მომსახურებაში კონკურენტმა ქართველმა მამაკაცებმა გადაუკეტეს ასაფრენ მოედნამდე მისასვლელი გზა. ფ---------ი ჩე-–-–--ი გადმოვიდა ავტომანქანიდან მათთან დალაპარაკების მიზნით, რა დროსაც მათ უთხრეს, რომ იქ არ ეფრინა და ფ---------ი ჩე-–-–--ს დაუწყეს ცემა. კერძოდ, დ----- ედ--–-–---–ი, ვ----– ზა----ე, ვ----– ბ---------–ი, გ------- ზა----ე, გ------- ჯ-------ე და გამოძიებით დაუდგენელი სხვა მამაკაცები ერთდროულად ხელებს და ფეხებს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ძალადობის შედეგად ფ---------ი ჩე-–-–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ვ----–ი ზა----ემ, გ------- ზა----ემ, გ------- ჯ-------ემ, ვ----–ი ბ---------–მა და დ------ ედ--–-–---–მა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვეს პატიება.
2.2. დაზარალებულ ფ---------ი ჩე-–-–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ივნისს, დაბა გ---------–ი სასტუმრო „ბიდარასთან“, როდესაც აპირებდა პარაპლანით აფრენას, ქართველმა მამაკაცებმა გადაუკეტეს გზა, მასთან მივიდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იმ ადგილას არ ეფრინა, რის შემდეგაც მოულოდნელად რამდენიმე პირმა ერთდროულად დაუწყეს ცემა, ფეხებით და ხელებით ურტყამდა დაახლოებით ათი ადამიანი. აღნიშნულის შედეგად ფ---------ი ჩე-–-–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფ---------ი ჩე-–-–--ს, იყვნენ ვ----–ი ზა----ე, გ------- ზა----ე, გ------- ჯ-------ე, ვ----–ი ბ---------–ი და დ------ ედ--–-–---–ი.
2.4. სასამართლო სამედიცინო N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ--------- ჩე-–-–--ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულ ფ---------ი ჩე-–-–--ის გამოკითხვის ოქმები; მოწმე ს-----ი დე--------ის გამოკითხვის ოქმები; დ----- ედ--–-–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი; გ------- ზა----ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, ვ----–ი ბ---------–ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, გ------- ჯ-------ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, ვ----–ი ზა----ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და ვიდეოჩანაწერი; ფ--------- ჩე-–-–--ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები; ავტომანქანა „ლადა“-ს ამოღების ოქმი; ავტომანქანა „ფორდ ფოკუსი“-ს ამოღების ოქმი; ავტომანქანა „ლადა“-ს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ფ--------- ჩე-–-–--ის მიერ დ----- ედ--–-–---–ის ამოცნობის ოქმი; ს-----ი დე--------ის მიერ ვ----– ზა----ის ამოცნობის ოქმი, ს-----ი დე--------ის მიერ ვ----– ბ---------–ის ამოცნობის ოქმი; ს-----ი დე--------ის მიერ გ------- ზა----ის ამოცნობის ოქმი; ს-----ი დე--------ის მიერ გ------- ჯ-------ის ამოცნობის ოქმი; შეტყობინება; ვ----– ზა----ის, ვ----– ბ---------–ის, გ------- ზა----ის, გ------- ჯ-------ის დაკავების ოქმები და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ვ----– ზა----ემ, გ------- ზა----ემ, გ------- ჯ-------ემ, ვ----–ი ბ---------–მა და დ------ ედ--–-–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულებს ვ----– ზა----ის, გ------- ზა----ის, გ------- ჯ-------ის, ვ----–ი ბ---------–ის და დ------ ედ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მათ თავი დამნაშავედ სცნეს წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებენ ჩადენილს, სასამართლოს სთხოვენ პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მათ არ გააჩნიათ.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულების პიროვნების, ასევე მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ისინი ითხოვენ პატიებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოთ პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----–ი ზა----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ვ----–ი ზა----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. ვ----–ი ზა----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
4. გ------- ზა----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
5. გ------- ზა----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. გ------- ზა----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
7. ვ----–ი ბ---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
8. ვ----–ი ბ---------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
9. ვ----–ი ბ---------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
10. გ------- ჯ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
11. გ------- ჯ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
12. გ------- ჯ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
13. დ------ ედ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
14. დ------ ედ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
15. ვ----– ზა----ის, გ------- ზა----ის, გ------- ჯ-------ის, ვ----–ი ბ---------–ის და დ------ ედ--–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
16. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: „ლადა ლარგუს“-ის ფირმის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით A----------; „ფორდ ფოკუს“-ის ფირმის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით Y-------; ფ--------- ჩე-–-–--ის ტანსაცმელი: მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, სპორტული შარვალი, მოყვითალო ფერის მაისური, შავი ფერის ჯემპრი; „სუპტინგ“-ის ფირმის ვიდეო კამერა; „ჯენიქს“-ის ფირმის აირის ბალონი; პარაპლანერისტის მწვანე ფერის პლასტმასის ჩაფხუტი და შავი ჩარჩოს მქონე მზის სათვალე დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
17. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი