გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
050210018002678347
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210018002678347

N2/1129-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე- ლუ------------–---–ი,მოსარჩელე- მა------–-ძე,წარმომადგენელი-გო--------------–--ლი

მოპასუხე- თე----------–--------ძე,წარმომადგენელი-აკ----------ე

დავის საგანი:ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე თე----------–--------ძეს მოსარჩელის ოჯახზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება კერძოდ: მიწის ნაკვეთის სამხრეთ დაზიანებული ღობისთვის გამოწვეული ზარალი -1652 ლარის ოდენობით, ყანის მოყვანისათვის გაწეული ხარჯები -562 ლარი, განადგურებული ყანიდან აუღებელი შემოსავლის ღირებულება -817.80 ლარი, აუღებელი ჩალისა და თივის ღირებულება -269 ლარი, დაზიანებული თხილის ნერგებისათვის ზარალი- 2443 ლარი, შეშის მიტაცებით გამოწვეული ზარალი- 330 ლარი, 2016 წელს თხილის ბაღიდან შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 1386.90 ლარი და 2017 წელს თხილის ბაღიდან მიუღებელი შემოსავლის ღირებულება- 1248.90 ლარი. ღირებულების საბოლოო სიდიდე -9000 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის გო--------------–--ლის განმარტებით მიწის რეფორმის დროს მისი მარწმუნებლის კომლმა, რომელშიც შედიოდა ლუ------------–---–ი, ბა--------–--ე და შვილი მა------–-ძე, მიიღეს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მათ შორის სოფ. ოზურგეთის ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთი 6274 კვ.მ ფართის. ნაკვეთი გაფორმდა კომლის უფროსზე- ბა--------–--ის სახელზე, ნაკვეთი შემორობილი იყო მავთულის ბადით, შესასველში დამონტაჟებული იყო რკინის ჭიშკარი, ნაკვეთის ნაწილზე გაშენებული იყო ხეხილის ნარგავები, ხოლო ნაწილი გამოყენებული იყო საყანედ. 2012 წელს მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული 6274 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 2673 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაუფორმებია თე----------–--------ძისათვის მისი მარწმუნებლის მეუღლეს, ხოლო 2601 კვ.მ დარეგისტრირებულია მისი მარწმუნებლის მეუღლის-ბა--------–--ის კუთვნილებად. ყოველივე ეს მომხდარა მისი მარწმუნებლისა და მისი შვილის თანხმობის გარეშე, რისთვისაც სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში და მოითხოვეს თე----------–--------ძისაგან ნაკვეთის უკან დაბრუნება. ამავე დროს მოითხოვეს საკითხის გადაწყვეტამდე სადაო ნაკვეთის დაყადაღება. სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნაკვეთი დაყადაღდა და დღემდე არის დაყადღებული. სასამართლო დავა დასრულდა მორიგებით. მაგრამ მისი აღსრულება მოხდა 2018 წლის 29 ნოემბერს. სადაო მიწის ნაკვეთით ცენტერაძეს არასდროს არ უსარგებლია, ნაკვეთს დღემდე ფლობდა და სარგებლობდა მისი მარწმუნებელი და იღებდა მოსავალს. 2017 წელსაც მოხდა ნაკვეთის დამუშავება, როგორც თხილის ნარგავების, ასევე საყანე ფართობის, მაგრამ თე----------–--------ძის მიერ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოხსნილ იქნა ნაკვეთში შესასვლელი ჭიშკარი, ასევე აღებულ იქნა მავთულის ღობე. აღნიშნულმა განაპირობა ნაკვეთში პირუტყვის შესვლა და მოსავლის განადგურება. აღიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მისი მარწმუნებლის მიერ შეტყობინება შევიდა პოლიციაში და პოლიციელებიც გახდნენ მოწმენი მისი მარწმუნებლის ნაკვეთის განადგურების ფაქტსა. გო--------------–--ლის განმარტებით სხვა დროსაც ქონდა ცენტერაძის მხრიდან მის მარწმუნებლის მიერ გაღობილი ღობის აღების და და ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი . ვინაიდან თე----------–--------ძის ქმედებით მის მარწმუნებელს მიადგა ზიანი, ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

გო--------------–--ლს ეთანხმება ლუ------------–---–ი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე-თე----------–--------ძის წარმომადგენლის აკ----------ის განმარტებით, 6274.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მოსარჩელე მახარის თანასაკუთრებას, რამეთუ იგი წარმოდაგენდა აწ გარდაცვლილ ბათუ კილაძის საკუთრებას, საიდანაც 3673.00კვ.მ 2006 წლის 23 აგვისტოს შეიძინა მოპასუხე თ. ცენტერაძემ, საკ.კოდით: 26.12.16.0--/ ნაკვეთის წინა ნომერი: 26.12.01.007 და 2018 წლის 29 ნოემბრამდე წარმოადგენდა მის საკუთრებას. მხარე დაუსაბუთებულად მიჩნევს რაიმე სახის ნარგავების მოპასუხის მხრიდან დაზიანების ფაქტს. აკ----------ის განმარტებით მორიგებით დასრულებულმა დავამ დაკარგა იურიდიული ძალა, რამეთუ მოსარჩელე მხარემ არ შეუსრულებია მორიგებით ნაკისრი ვალდებულება და საკ.კოდი:26.12.16.0-- მქონე 3673.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს 2006 წლიდან მოპასუხე მხარე-თე----------–--------ძე წარმოადგენდა. მოსარჩელე მხარე თაავდ განმარტავს, რომ უკანონოდ ფლობდა და სარგებლობდა მოპასუხის საკუთრებით და არ აძლევდა მოპასუხეს საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას. მხარის განმარტებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და და სისრულის პრეზუმცია, რაც იმას ნიშნავს , რომ 2006 წლის 23 ოქტომბერიდან 3673.00კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკ კოდით:26.12.16.---- მესაკუთრეა მოპასუხე თ.ცენტერაძე. ჯერ კიდევ 2011 წელს მისმა მარწმუნებელმა თხოვა ბა--------–--ეს გაეთავისუფლებია მიწის ნაკვეთი, რომელსაც 2006 წლიდან მაინც სარგებლობდა ბა--------–--ე. თე----------–--------ძის მიერ გამიჯნულ იქნა ღობით სადაო მიწის ნაკვეთები, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ ორჯერ მოხდა გამიჯნული ღობის მოშლა, რასაც თავად ლუ------------–---–იც არ უარყოფს და მის მარწმუნებელს მოუთხარა თხილის ნარგევები. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 23.12.13 წლის გადაწყვეტილებით, რაც დატოვებული იქნა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.04.14 წლისა და საქ.უზენესი სასამართლოს 19.03.15 წლის განჩინებებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხე თ.ცე------------ან დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და ასევე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.01.16 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხე თ.ცე-------------ვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.05.16 წლისა და საქ. უზენაესი სასამართლოს 09.02.17 წლის განჩინებით. აკ----------ის განმარტებით მოსარჩელე მხარე მისი მარწმუნებლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავლებდა ღობეს და არ ეძლოდ საკუთრების შეუზღუდავად სარგებლობა, რის გამოც იძულებული იყო მოეშალა რობე. მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო დ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აკ----------ეს ეთანხმება მოპასუხე თე----------–--------ძე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეშია საშემფასებლო ანგარიში, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის სამხრეთ დაზიანებული ღობისთვის გამოწვეული ზარალი შეადგენს -1652 ლარს, ყანის მოყვანისათვის გაწეული ხარჯები -562 ლარს, განადგურებული ყანიდან აუღებელი შემოსავლის ღირებულება -817.80 ლარს, აუღებელი ჩალისა და თივის ღირებულება -269 ლარს, დაზიანებული თხილის ნერგებისათვის ზარალი- 2443 ლარს, შეშის მიტაცებით გამოწვეული ზარალი- 330 ლარს, 2016 წელს თხილის ბაღიდან შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 1386.90 ლარი და 2017 წელს თხილის ბაღიდან მიუღებელი შემოსავლის ღირებულება- 1248.90 ლარი. ღირებულების საბოლოო სიდიდე -8709.60 ლარი. შესაფასებელი ობიექტის ბიოლოგიური აქტივები შეადგენს-9000 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საშემფასებლო ანგარიში (იხ.ტ.1. ს.ფ. 19-37)

 

3.2.2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ბათუ კილძის უფლებამონაცვლედ ცნობილია ლუ------------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განჩინება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 47-48)

 

3.2.3 2017 წლის 4 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 3673 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 26.12.16.0--) მესაკუთრეა თე----------–--------ძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 53-54).

 

3.2.4 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოხდა ბა--------–--ესა და თე----------–--------ძეს შორის დადებული მორიგების დამტკიცება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თეიმურზ ცენტერაძეს გადაუხდიდა 2014 წლის 1 აპრილამდე 3500 ლარს ბა--------–--ე და თე----------–--------ძე დაუბრუნებდა ბა--------–--ეს მიწის ნაკვეთს ს/კ-ით 26.12.16.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განჩინება (იხ. ტ.1. ს.ფ. 56-58).

 

3.2.5.2013 წლის 20 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 2601 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 26.12.16.0--) მესაკუთრეა ბა--------–--ე, ლუ------------–---–ი და მა------–-ძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ.64).

 

3.2.6. საქმეშია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მა------–-ძის სარჩელი და რომელიც მოითხოვდა თე----------–--------ძის სახელზე შესრულებული სარეგისტრაციო ჩანაწერის - ს/კ 26.12.16.---- ბათილობას, რომელიც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

გადაწყვეტილება (იხ. ტ.1. ს.ფ. 94-117).

 

3.2.7. 2011 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 3673 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 26.12.16.0--) მესაკუთრეა თე----------–--------ძე, საფუძველი-2006 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ.118-119).

 

3.2.8. საქმეშია 2011 წლის 29 დეკემბრის თე----------–--------ძის ახსნა განმარტების ოქმი, რომლიდანაც ირკვევა, რომ 2006 წელს ბა--------–--ისაგან იყიდა მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირება მოახდინა 2011 წლის ოქტომბრის თვეში. აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით, ბა--------–--ის ოჯახში დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე მხარები შეთანხმდნენ, რომ სადაო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბა--------–--ეს უნდა მიეცა თე----------–--------ძისათვის სხვა ნაკვეთი ან უნდა გადაეხადა თანხა, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. 2011 წლის დეკემბერში თე----------–--------ძის მიერ მის ნაკვეთზე გაშენებულ იქნა 340 ძირი თხილის ნარგავები, რომელიც განადგურებულ იქნა ბა--------–--ის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეშია 2012 წლის 3 მარტის ბა--------–--ის ხელწერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ იგი ხელს არ შეუშლის თე----------–--------ძეს მისი ნაკვეთის სარგებლობაში და არ მიაყენებს ზიანს. ასევე საქმეშია ბა--------–--ის ახსნა-განმარტება 2012 წლის 1 თებერვლის, სადაც იგი აფიქსირებს, რომ 2011 წლის დეკემბერში მან მოუთხარა დარგული თხილის ნარგავები თე----------–--------ძეს 3673 კვ. მ გაშენებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ახსნა-განმარტება და ხელწერილი (იხ. ტ.1. ს.ფ. 129-131, 214-215).

 

3.2.9. საქმეშია 2012 წლის 17, 20 და 21 ოქტომბრის, 16 სექტემბრის, 21 დეკემბრის 112-ში შესული შეტყობინებები, სადაც თე----------–--------ძე ითხოვდა პოლიციის დახმარებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეტყობინებები (იხ. ტ.1. ს.ფ. 239-241, 258,-259).

 

3.2.10. საქმეშია ლუ------------–---–ის 2016 წლის 28 ოქტომბრის საჩივარი პროკურორისადმი თე----------–--------ძის მიერ რკინის ჭიშკრის ქურდობისა და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საცივარი (იხ. ტ.1. ს.ფ. 273-275).

 

3.2.11. საქმეშია თე----------–--------ძის 2016 წლის 22 ივნისის გმოკითხვის ოქმი, სადაც თე----------–--------ძე აღიარებს, რომ მან მოხსნა ჭიშკარი, ვინაიდან არ ეძლეოდა მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ზეპირი გასაუბრების ოქმი (ტ.1. ს.ფ. 278-279).

 

3.2.12. საქმეშია 2016 წლის 23 მაისის გამოკითხვის ოქმი, სადაც ლუ------------–---–ი აფიქსირებს, რომ 2010 და 2012 წლებში მან და მისმა მეუღლემ მოშალეს თე----------–--------ძის მიერ გამიჯნული ღობე, ასევე აფიქსირებს, რომ თე----------–--------ძემ მას მოუშალა ღობე და ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

გამოკითხვის ოქმი (იხ. ტ.1. ს.ფ. 284-286, 303 ).

 

3.2.13. მოწმე გი--------------ის ჩვენებით, რომელიც არის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიბელი, დრო არ ახსოვს, გამოძახებული იყო ღობის დაზიანების ფაქტზე. ნახა, რომ თე----------–--------ძე არღვევდა ღობეს. ორივე მხარე-თე----------–--------ძე და ლუიზა მანქანიშვილი უთითებდნენ, რომ მიწის ნაკვეთი იყო მათი საკუთრება. შედეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ დავაზე მიმდინარეობდა გამოძიება. მისი განმარტებით იგი აღნიშნულ დღეს მიეხმარა ლუ------------–---–ის ღობის გაღობვაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე გი--------------ის ჩვენება (იხ. სასა,მართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.14.მოწმე გი-------------ის ჩვენებით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიბელი, ახსოვს, რომ მოახდინა ბა--------–--ის გამოკითხა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და დაახელწერილა იგი. ასევე 112-ე განხორციელებული შეტყობინების გამო გასული იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ლუ------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ღობე იყო აღებული, თუმცა მას ღობე არც უნახია და არც ის იცის, ნამდვილად იყო თუ არა იქ ღობე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე გი-------------ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.15. მოწმე გი-------–----–-----ს ჩვენებით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, დაახლოებით 2014-2015 წელში გასული იყო შემთხვევის ადგილზე ლუ------------–---–ისგან შესული განცხადების გამო. იცის, რომ სადაო საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. მან აუხსნა ლუიზა მაქანაშვილს, რომ მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი გადაეღობა და თუ მოიგებდა საქმეს, მერე დაეყენებინა მოთხოვნა ზარალზე .

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე გი-------–----–-----ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.16. მოწმე ოთ---------------–ის ჩვენებით მისთვის ცნობილია, რომ ლუ------------–---–მა თე----------–--------ძეს მოუშალა გამიჯნული ღობე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ოთარ ჩხარტიშვილის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლუ------------–---–ის და მა------–-ძის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 115-ე, 170-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

 

როგორც დადგენილია ლუ------------–---–მა და მა------–-ძემ თავიანთი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართეს სასამართლო 2018 წლის 16 ოქტომბერს.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების-ლუ------------–---–ის და მა------–-ძის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მულხის მეორე ნაწილი ითვალისწინებს მტკიცებულებების ყოვლმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. კანონის ეს დანაწესი არ გულისხმობს მტკიცებულების შეფასებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულებათა ერთპიროვნულ შეფასებას, არამედ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლიობაში განხილვას. ცალკეული მტკიცებულებების გამოკვლევისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი საეჭვოობა და დიდი ალბათობით უნდა დადგინდეს მისი უტყუარობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ამ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილზე. 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს (102-ე მუხლი პირველი ნაწილი). ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი მე-2 ნაწილი). საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (102-ე მუხლი მე-3 ნაწილი). 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის შემოწმებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 3673 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 26.12.16.0--) მესაკუთრეა თე----------–--------ძე, საფუძველი-2006 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, აღნიშნული ნაკვეთის დარეგისტრირება კი მოახდინა 2011 წლის ოქტომბრის თვეში. სადაო ნაკვეთის გასხვისების გამო, ბა--------–--ის ოჯახში დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარები შეთანხმდნენ, რომ სადაო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბა--------–--ეს უნდა მიეცა თე----------–--------ძისათვის სხვა ნაკვეთი ან უნდა გადაეხადა თანხა, რაც ბა--------–--ის მიერ არ იქნა შესრულებული. სადაო ნაკვეთი თე----------–--------ძის საკუთრებას წარმოადგენდა 2018 წლის 29 ნოემბრამდე.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2011 წელს თე----------–--------ძემ მიმართა ბა--------–--ეს გაეთავისუფლებინა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან სურდა თხილის ნარგავების დარგვა. 2011 წლის დეკემბერში თე----------–--------ძის მიერ მის ნაკვეთზე გაშენებულ იქნა 340 ძირი თხილის ნარგავები, რომელიც განადგურებულ იქნა ბა--------–--ის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეშია 2012 წლის 3 მარტის ბა--------–--ის ხელწერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ იგი ხელს არ შეუშლის თე----------–--------ძეს მისი ნაკვეთის სარგებლობაში და არ მიაყენებს ზიანს. ასევე საქმეშია ბა--------–--ის 2012 წლის 1 თებერვლის ახსნა-განმარტება, სადაც იგი აფიქსირებს, რომ 2011 წლის დეკემბერში მან მოუთხარა დარგული თხილის ნარგავები თე----------–--------ძეს გაშენებული -3673 კვ. მ-ზე (იხ. პუნქტი 3.2.7-3.2.8) .

 

2013 წლის 20 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 2601 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 26.12.16.0--) მესაკუთრეა ბა--------–--ე, ლუ------------–---–ი და მა------–-ძე (იხ. პუნქტი 3.2.5).

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოხდა ბა--------–--ესა და თე----------–--------ძეს შორის დადებული მორიგების დამტკიცება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თე----------–--------ძეს გადაუხდიდა 2014 წლის 1 აპრილამდე 3500 ლარს ბა--------–--ე და თე----------–--------ძე დაუბრუნებდა ბა--------–--ეს მიწის ნაკვეთს ს/კ-ით 26.12.16.0-- (იხ. პუნქტი 3.2.4).

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ბა--------–--ის უფლებამონაცვლედ ცნობილია ლუ------------–---–ი (იხ. პუნატი 3.2.2).

 

2017 წლის 4 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 3673 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 26.12.16.0--) მესაკუთრეა თე----------–--------ძე (იხ. პუნქტი 3.2.3).

 

თე----------–--------ძის 2016 წლის 22 ივნისის გმოკითხვის ოქმით, თე----------–--------ძე აღიარებს, რომ მან მოხსნა ჭიშკარი, ვინაიდან არ ეძლეოდა მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება (იხ. პუნქტი3.2.11).

 

ლუ------------–---–ის 2016 წლის 23 მაისის გამოკითხვის ოქმით, ლუ------------–---–ი აფიქსირებს, რომ 2010 და 2012 წელში მან და მისმა მეუღლემ მოშალეს თე----------–--------ძის მიერ გამიჯნული ღობე (იხ. პუნქტი 3.2.12).

 

საქმეში წარმოდგენილია საშემფასებლო ანგარიში, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის სამხრეთ დაზიანებული ღობისთვის გამოწვეული ზარალი შეადგენს -1652 ლარს, ყანის მოყვანისათვის გაწეული ხარჯები -562 ლარს, განადგურებული ყანიდან აუღებელი შემოსავლის ღირებულება -817.80 ლარს, აუღებელი ჩალისა და თივის ღირებულება -269 ლარს, დაზიანებული თხილის ნერგებისათვის ზარალი- 2443 ლარს, შეშის მიტაცებით გამოწვეული ზარალი- 330 ლარს, 2016 წელს თხილის ბაღიდან შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 1386.90 ლარი და 2017 წელს თხილის ბაღიდან მიუღებელი შემოსავლის ღირებულება- 1248.90 ლარი. ღირებულების საბოლოო სიდიდე -8709.60 ლარი. შესაფასებელი ობიექტის ბიოლოგიური აქტივები შეადგენს-9000 ლარს (იხ. პუნქტი 3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსი იცნობს სხვადასხვა სახის ზიანის ინსტიტუტს, მათ შორის რეალურ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალს. ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ამ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

როგორც უკვე განიმარტა, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ სარწმუნოდაც რომ მიიჩნიოს საშემფასებლო ანგარიში, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან შემფასებლის მიერ შეფასება გაკეთებულია ლუ------------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. წარმოდგენილ შეფასებეში საუბარია დაზიანებულ ყანაზე, რომლის ფართობად მითითებულია 4548 კვ.მ. მაშინ როდესაც ლუ------------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა 2601 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ასევე დაუსაბუთებელია ღობის დაზიანების ფაქტი. მართალია მოპასუხე მხარე აღიარებს მხოლოდ ჭიშკრის მოხსნის ფაქტს, რომელზედაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ ღობის დაზიანებასთანმ დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოწმე გი-------------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე გასულს, საერთოდ არ უნდახავს ღობე , ხოლო მოწმე გი--------------ის ჩვენებით იგი დაეხმარა ლუ------------–---–ს დაზიანებული ღობის შეკეთებაში, გი-------–----–-----ს ჩვენებით მის მიერ ლუ------------–---–ს განემარტა, რომ გაემიჯნა მისი საკუთრება და თუ შემდგომ მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა დავა, შემდეგ მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ლუ------------–---–ის და მა------–-ძის სხვა მოთხოვნებიც მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა შესაბამისი მოთხოვნები. როგორც უკვე განიმარტა, შემფასებელი დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ინფორმაციას შესაძლო ზიანთან დაკავშირებით.

 

ამდენად, მართალია სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეები ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას, მაგრამ მათი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არაკანონიერი, ვინაიდან მოსარჩელეები ითხოვენ მიუღებელ შემოსავალს ზიანის სახით იმ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მათ საკუთრებაში არ იყო და, რომელსაც 2006 წლიდან სარგებლობდნენ უკანონოდ.

 

საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

როგორც უკვე განიმარტა, სადაო ქონების მესაკუთრე იყო თე----------–--------ძე, ხოლო ლუ------------–---–ი უკანონოდ სარგებლობდა აღნიშნული ნაკვეთით და იმ ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, როდესაც დადგენილია, რომ ლუ------------–---–ს სადაო უძრავ ქონებაზე სარჩელში მითითებულ პერიოდზე ინდივიდუალური საკუთრება არ გააჩნდა, ასევე ამ ქონების ფლობისა და სარგებლობის კანონით გათვალისწინებული უფლებაც არ გააჩნდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეების მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნვეყოფის ღონისძიება გასაჩივრებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ლუ------------–---–ის და მა------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელეების მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე