განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
სტაჟიორ-პროკურორ _ ნ----- თ-----–---–ის
ბრალდებულ _ დ-------- ჭ---–-----ის
ადვოკატ - მ--- წ--------–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ დ-------- ი----ის ძე ჭ---–-----ის, დაბადებულის 1--- წლის 1-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ-----ს რაიონის ს------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: მ–------ რაიონის ს------–-–--------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------- ჭ---–-----ემ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
დ-------- ჭ---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 ივლისს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, გ---–--- ქუჩა №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------- ჭ---–-----ემ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს - ტრანსგენდერ ქალს, ა--- მ----------ს (ა------). კერძოდ, შეაგინა, ესაუბრებოდა დამცინავად და სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რამაც ა--- მ----------ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
ე.ი. დ-------- ჭ---–-----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
სასამართლოს დასკვნა დ-------- ჭ---–-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობა განხორციელებულია გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულ ა--- მ----------ის 2018 წლის 24 ივლისის და 2018 წლის 12 ნოემბრის გამოკითხვის ოქმებით (რაც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული), რომელშიც დაზარალებული აღნიშნავს, რომ „---------- ჭ---–-----ისაგან ვიგრძენი სიძულვილი იმის გამო, რომ ვარ ტრანსგენდერი ქალი..., ეს სიძულვილი ვიგრძენი დ-------- ჭ---–-----ის ქცევებიდან (აგდებული ტონი, დამცინავი საუბარი),“ ასევე, „...სანამ ჩემთან მოვიდოდა, თავის მეგობრებს ეუბნებოდა, ნახე, რას გავს... დარწმუნებული ვარ, დ-------- ჭ---–-----ემ იმიტომ მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომ ვიყავი ტრანსგენდერი ქალი, სწორედ ამის შესახებ საუბრობდა იგი თავის მეგობრებთან.“ შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------- ჭ---–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცავს გენდერული იდენტობის მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას.
სასამართლო მხედველობაში იღებს დ-------- ჭ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებსაც, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, ამასთან, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, ხოლო, როგორც საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით ირკვევა, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან აუნაზღაურა მატერიალური სახის ზიანი და თანახმაა გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათიანი სასჯელი. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია დ-------- ჭ---–-----ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება. სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ასევე პირობითი მსჯავრის ან შინაპატიმრობის დანიშვნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მუშაობს ს---------------------ში (თ-----–--------------------------–----–-------------------------–-------------------------------–-) და ხელი შეეშლება ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში, რაც უარყოფითად აისახება მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან ბრალდებულის შემოსავალი არის მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ-------- ჭ---–-----ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს ასეთ ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რომლის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------- ჭ---–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ნივთიერი მტკიცებულებების (ხმოვანი პისტოლეტი მჭიდით და 10 (ათი) ცალი ვაზნა, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--ში), საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი