განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100118002763265
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ია ბაისონაშვილის მდივნობით

სტაჟიორ-პროკურორ _ კ---- ბ-------ს

ბრალდებულ _ მ-----– ა--–------–---–ის

ადვოკატ - ნ-----–---- წ---–-------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ-----– ზ------ის ძე ა--–------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2------სს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ. თბილისში, ი--------------–-------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– ა--–------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მ-----– ა--–------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, ბ-------ს ქუჩა №--, ბინა №--ში მ-----– ა--–------–---–მა შელაპარაკების საფუძველზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფ------ ფ------–---–ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელები სახის არეში, ასევე, დაარტყა ხელები გულმკერდისა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. მ-----– ა--–------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა მ-----– ა--–------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ-----– ა--–------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ-----– ა--–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას.

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ მ-----– ა--–------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენება, დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მისი თქმით, პირველად ჰქონდა ადგილი (ურთიერთობა აქვთ დაახლოებით ათი წელია), ხოლო ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფის განმეორებით ხასიათზე არც დაზარალებული მიუთითებს, ამასთან, საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს მ-----– ა--–------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით კი, რომ ბრალდებული ამჟამად არ არის დასაქმებული და არ აქვს ჯარიმის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა, რითაც აიხსნება მის მიერ გირაოს (2.000 ლარი) თანხის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობაც, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----– ა--–------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულების, აგრეთვე, მისი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ სასჯელს, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– ა--–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

2. მსჯავრდებულ მ-----– ა--–------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ-----– ა--–------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი