განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
330100118002774874
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

პროკურორ _ ი-----–- ქ--------ს

ბრალდებულ _ ა---- პ-----------ის

ადვოკატ _ გ---- ბ---------ის

თარჯიმან - მ------ კ--–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ა---- ა–----ის ძე პ-----------ის, დაბადებულის 1--- წლის--------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების ქ------–--–-- მე--------–----------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- პ-----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ა---- პ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, დ------ ქუჩა №--, ბინა №--ში, ი----- პ-----------ის საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე - ა---- პ-----------ი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რა დროსაც ა---- პ-----------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი----- პ-----------ს, კერძოდ, ა---- პ-----------მა საფერფლე გადაამტვრია თავზე და ხელებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. აღნიშნული ქმედების შედეგად ი----- პ-----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ა---- პ-----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ა---- პ-----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერს, პაციენტის სამედიცინო ბარათს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ა---- პ-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათი, რაც აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, სასამართლოს ა---- პ-----------ის მიმართ საჭიროდ არ მიაჩნია საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ა---- პ-----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ამასთან, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რადგან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება მიზანშეუწონელი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული დასაქმებულია, აქვს საკუთარი შემოსავალი, რომელიც მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა და ამით არჩენს მცირეწლოვან შვილს, ხოლო ამ პირობებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუთავსებელი იქნება ბრალდებულის ანაზღაურებად საქმიანობასთან. ამასთან ბრალდებულის განმარტებით, იგი აღარ აპირებს მეუღლესთან თანაცხოვრების გაგრძელებას, რაც კონფლიქტის განმეორების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის მიმართაც იჩენს მზრუნველობას, კერძოდ, ეხმარება ფინანსურად და აქცევს სათანადო ყურადღებას,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---- პ-----------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---- პ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. მსჯავრდებულ ა---- პ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 21 ნოემბრიდან - 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. მსჯავრდებულ ა---- პ-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა---- პ-----------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საფერფლე (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–------------------ განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

– შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე და სსიპ „112“-დან გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი