განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100119002798859
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

სტაჟიორ-პროკურორ – გ------- მ-------ის

ბრალდებულ _ ნ-----–---- კ------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ნ-----–---- რ------ს ძე კ------–--ის, დაბადებულის 1--- წლის------------ საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: გ---------ს რაიონის სოფელ მ----------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–---- კ------–--მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ნ-----–---- კ------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:20 საათზე, ნ-----–---- კ------–--ი მართავდა ავტომანქანა „ბმვ“-ს, რომელიც შემოვიდა მიმდებარე ტერიტორიიდან ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ი--------------“ მხრიდან, ლილოს ბაზრობის მიმართულებით სამოძრაო ზოლში, მისთვის განკუთვნილ საპირისპირო სავალ გზაზე და მოძრაობა გააგრძელა „ი--------------“ მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას ნ-----–---- კ------–--მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა თავისივე ზოლში მოძრავ თ------ ფ----------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „ტოიოტას“-ს. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად თ------ ფ----------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ე.ი. ნ-----–---- კ------–--მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ნ-----–---- კ------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ნ-----–---- კ------–--ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართულ სქემას, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნას, სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნას, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №----- დასკვნას, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ-----–---- კ------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ასაკს, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ნ-----–---- კ------–--ი აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი (შეწყალებულია), ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ იმას, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, აუნაზღაურა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული მკურნალობის ხარჯები (დაახლოებით 4000 ლარის ოდენობით) და ასევე ოპერაციის შემდგომაც აქცევდა სათანადო ყურადღებას, რის გამოც, როგორც საქმეში არსებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, ამ უკანასკნელს ბრალდებულის მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების მიხედვით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულმა პირნათლად შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები და მატერიალური დახმარება აღმოუჩინა მისი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ პირს, სასამართლოს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა საჭიროდ არ მიაჩნია. რაც შეეხება შინაპატიმრობას ანდა პირობითი მსჯავრის გამოყენებას, სასამართლოს მათი გამოყენებაც მიზანშეუწონლად მიაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებით, იგი უახლოეს მომავალში აპირებს მუშაობის დაწყებას, რაც დაკავშირებულია საზღვარგარეთ წასვლასთან და ამ ღონისძიებების გამოყენებით შესაძლოა ხელი შეეშალოს ანაზღაურებადი საქმიანობის წამოწყებაში, რაც უარყოფითად აისახება მისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე.

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს ასეთ ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რომლის გადახდის შესაძლებლობა ბრალდებულს გააჩნია, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამასთან, სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება და მართვის უფლების ჩამორთმევა, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია მის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების იმგვარ უხეშ დარღვევას, რაც მისთვის აუცილებელს გახდიდა მართვის უფლების ჩამორთმევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–---- კ------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. გაუქმდეს ნ-----–---- კ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------ს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთი) ცალ CD დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი