განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
330100118002749640
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ია ბაისონაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ მ------ ნ-----–-–---–ის

ბრალდებულ _ ი-–-- ხ-------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ი-–-- გ-------ის ძე ხ-------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ხ-–-----ს რაიონის სოფელ ც-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-- წ---–------ის ქუჩა №--ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–-- ხ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ი-–-- ხ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

ი-–-- ხ-------–---–ი მეუღლეს - მ------- წ--–-----ს თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და აგინებდა, რის გამოც მ------- წ--–-----ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

2018 წლის 22 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ-------–--–-- ტ-------------ს ქუჩა №--ში განთავსებული „---------ს აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–-- ხ-------–---–მა მეუღლეს - მ------- წ--–-----ს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, კერძოდ, მარცხენა ხელი მარჯვენა ლოყის არეში, ხოლო მარჯვენა - შუბლისა და ცხვირის მიდამოში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ი-–-- ხ-------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ი-–-- ხ-------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, დათვალიერების ოქმს, ამოცნობის ოქმს, პაციენტის სამედიცინო ბარათს, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ი-–-- ხ-------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენი-–-- ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც ი-–-- ხ-------–---–მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ ატარებდა სისტემატურ ან/და დაუნდობელ ხასიათს და წარსულში მომხდარი კონფლიქტები სიტყვიერი შელაპარაკებით შემოიფარგლებოდა, სასამართლოს ი-–-- ხ-------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან საჭიროდ არ მიაჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ი-–-- ხ-------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღარ ითვლება ნასამართლევად, პირველად არის მხილებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში და მისი თქმით, დღეისათვის დაზარალებულთან აქვს მშვიდი და ნორმალური ურთიერთობა, არ არსებობს საპატიმრო სასჯელის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, იგი აპირებს მეუღლესთან თანაცხოვრების გაგრძელებას. მათ ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც ბრალდებული, მეუღლესთან ერთად, მატერიალურად უზრუნველყოფს (მუშაობს „თ---–-----------------------------------ში), ხოლო საპატიმრო სასჯელის შეფარდების შემთხვევაში, ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას, რაც მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამავე გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება, რაც ხელს შეუშლის ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-–-- ხ-------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-–-- ხ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ი-–-- ხ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-–-- ხ-------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. გაუქმდეს ი-–-- ხ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. „-----------------ს ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი