განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
330100118002756098
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- გ-------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ------ ბ--------–- ო---–- მ-----ო---–-, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, რეგისტრირებული: თ---–---- მ------------- მ/რ-ნი, კორპუსი #1-- ბინა #-- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ-–----ის მ-----/რ-ნი, კორპუსი #--, ბინა #--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, გ-–----ის მ-----/რ-ნის, 8--- კორპუსის სადარბაზოში, მე-15 და მე-16 სართულებს შორის განთავსებულ კიბეზე, ჯ------ მ-----ო---–-მ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა----- კ------ას მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყელში ხელი მოუჭირა და ერთხელ დაარტყა ხელის მტევანი თავში. ძალადობის შედეგად ა----- კ------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ჯ------ მ-----ო---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ა----- კ------ას და მოწმეების - ა------- ჩ---------ს, ნ------- ა---–----ს, ი------–- ქ---------ის გამოკითხვის ოქმებს, ა----- კ------ასთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ჯ------ მ-----ო---–-ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

ოჯახში ძალადობა

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4. დაზარალებულ ა----- კ------ას 2018 წლის 23 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჯ------ მ-----ო---–-სთან და ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი. ჯ------ მ-----ო---–- ხშირად თამაშობს აზარტულ თამაშებს და ოჯახში ფული არ მიაქვს. აღნიშნულის გამო სახლში საჭმლის და ბინის ქირის ფული არ აქვთ. ბრალდებულის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო ა----- კ------ა ძალიან ნერვიულობს და ამ საკითხზე მეუღლესთან ხშირად მოსდის კონფლიქტი. 2018 წლის 23 ოქტომბერს, სახლში იმყოფებოდნენ ა----- კ------ა, ჯ------ მ-----ო---–- და მათი 1 წლის შვილი, ჯ------ მ-----ო---–- ტელეფონით თამაშობდა აზარტულ თამაშებს, კერძოდ, ტოტალიზატორს, რაზეც დაზარალებულმა უთხრა, რომ თავი დაენებებინა თამაშისთვის და მიეხედა შვილისთვის და ოჯახისთვის. კონფლიქტის დროს ჯ------ მ-----ო---–-მ ა----- კ------ას შეაგინა უცენზურო სიტყვებით და ესროლა სკამი. დაზარალებული გვერდზე გაიწია, რის გამოც მასზე ნასროლი სკამი აიცდინა. მეუღლის ამგვარი საქციელის გამო, ა----- კ------ამ თავი შეურაცხყოფილად და დამცირებულად იგრძნო, ვერ მოითმინა დამცირება და წავიდა სახლიდან. მე-16 სართულის კიბეებზე ჯ------ მ-----ო---–- დაეწია, ყელში ხელი მოუჭირა ძლიერად, ხოლო შემდეგ თავში ჩაარტყა ძლიერად ხელი. ა----- კ------ამ ტკივილი იგრძნო, როგორც ყელში ხელის მოჭერის, ასევე თავში ხელის დარტყმის დროს. შეურაცხყოფის და დამცირების გამო, დაზარალებული განერვიულდა და გადაწყვიტა თვითმკვლელობა. ავიდა მე-16 სართულის სარკმელზე და სცადა გადახტომა, სარკმლის კიდეს თითებით ჩამოეკიდა, და მაშინ, როცა აპირებდა ხელის გაშვებას, ჯ------ მ-----ო---–-მ და ა----- ჩ---------მ ხელი მოჰკიდეს და არ მისცეს გადახტომის საშუალება. შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ მეზობლები და გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

 

2.5. დაზარალებულ ა----- კ------ას 2018 წლის 10 ნოემბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა დამატებით დაადასტურა, რომ ჯ------ მ-----ო---–- დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. 2018 წლის 23 ოქტომბერს, ჯ------ მ-----ო---–-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელში ხელი მოუჭირა და ერთხელ დაარტყა ხელი თავის არეში, ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმის გამო, რომ მეუღლე დიდი ხანია თამაშობს აზარტულ თამაშებს, აზარტული თამაშებისადმი მისმა ამგვარმა დამოკიდებულებამ ა----- კ------ა დაღალა და გადაწყვიტა თვითმკვლელობა, მე-16 სართულიდან გადახტომა.

 

2.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მომხდარი ფაქტის გამო დაზარალებულს ჰქონდა მძიმე სტრესული მდგომარეობა, გონების კარგვის ეპიზოდი, რის გამოც აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ჩარევა და ფსიქო-სტრესული მდგომარეობის გამო, ა----- კ------ა 2018 წლის 24 ოქტომბერს მოთავსდა სტაციონარში, გაეწია შესაბამისი მკურნალობა, კონსულტირებული იქნა ფსიქოლოგისა და ნევროლოგის მიერ.

 

2.7. 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ჯ------ მ-----ო---–-მ მეუღლის ა----- კ------ას მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. მსხვერპლის განმარტებით, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა, ხოლო შემდეგ ყელში ხელი მოუჭირა და თავში ჩაარტყა ძლიერად ხელი. შემაკავებელი ორდერის ოქმში, რომელიც შედგენილია შემთხვევის ადგილზე მიღებული ინფორმაციით, მითითებულია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მსხვერპლი გაიქცა სახლიდან, ჯ------ მ-----ო---–- დაედევნა და კიბეებზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.8. ძალადობის სურათის აღდგენის მიზნით, 2018 წლის 24 ოქტომბერს დაზარალებულთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა ა----- კ------ამ გამომძიებელს ექსპერტის და თარჯიმნის თანდასწრებით მიუთითა ადგილზე, სადაც მისი განმარტებით მეუღლემ შემთხვევის დღეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე მიუთითა მე-16 სართულის ფანჯარაზე, საიდანაც აპირებდა გადახტომას და აღწერა სუიციდის მცდელობის ვითარება და ხერხი.

 

2.9.ბრალდებულმა ჯ------ მ-----ო---–-მ გამოძიებაში დაადასტურა 2018 წლის 23 ოქტომბერს მისი მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა.

 

2.10. საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა შესავალ და საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაშაული და დაადასტურა წარდგენილი ბრალდება.

 

2.11.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ უდავო ტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ჯ------ მ-----ო---–-მ 2018 წლის 23 ოქტომბერს, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ა----- კ------აზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დადგინდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ.

 

2.12.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ჯ------ მ-----ო---–-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ჯ------ მ-----ო---–-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ჯ------ მ-----ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის გამომწვევი მიზეზი - ბრალდებული დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, სწორედ ეს გახდა ოჯახში კონფლიქტის და ფიზიკური ძალადობის მიზეზი, მოძალადის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ მსხვერპლი მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3.სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება: დანაშაულის მიზეზი - უდავო მტკიცებულებებით: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა ბრალდებულის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, სწორედ ეს გახდა ოჯახში კონფლიქტის და ფიზიკური ძალადობის მიზეზი. საყურადღებოა, რომ მოძალადის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ მსხვერპლი მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, რომ არა ადამიანების მყისიერი ჩარევა, დაზარალებულის სიცოცხლე შესაძლოა ლეტალურად დასრულებულიყო. ბრალდებულის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ შესაძლოა მომავალში კვლავ გამოიწვიოს ოჯახში კონფლიქტი და ფიზიკური ძალადობა, ძალადობის განგრძობადობის რისკის შესამცირებელად, რომლის მაპროვოცირებელი გარემოებაც არის ბრალდებულის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ზომიერად მკაცრი სასჯელი.

 

5.4.რაც შეეხება საქმეში არსებულ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს – ჯ------ მ-----ო---–-ს მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვა, შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ პირობითი მსჯავრის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების საფუძველი. ასევე დაზარალებულის პოზიცია, რომ იგი შეურიგდა ჯ------ მ-----ო---–-ს, ამჟამად ცხოვრობენ ერთად, ბრალდებულთან არ გააჩნია პრეტენზია, იგი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და არ სურს მისი დასჯა, დაზარალებულის ამგვარი დამოკიდებულება მოძალადის დასჯასთან მიმართებაში ავტომატურად არ განიხილება მსუბუქი სასჯელის გამოყენების საფუძვლად, სასამართლო შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, იმ პირობებში როდესაც მსხვერპლისთვის მიუღებელია მეუღლის აზარტული თამაშები, ხოლო ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ამ თამაშებზე, არსებობს რისკი იმისა, რომ იგივე მიზეზით ოჯახში გაგრძელდეს ძალადობა, ანუ არსებობს ძალადობის განმეორების რისკი, რაც ბრალდებულის პასუხისმგებლობას ამძიმებს.

 

5.5. სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულის მიერ ოჯახში შექმნილმა გარემოებამ დაზარალებული მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იყო იმდენად მძიმე, რომ მსხვერპლს დასჭირდა სტაციონარში მკურნალობა. ასევე სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახში ძალადობის აღკვეთას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.

 

5.6. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ჯ------ მ-----ო---–-ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით, ვინაიდან უფრო მსუბუქი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენება, ვერ იქნება ადეკვატური და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის შედეგიდან გამომდინარე. ამავე დროს, სასამართლო გარკვეულწილად მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და აღნიშნულიდან გამომდინარე არ განსაზღვრავს მაქსიმალურ სასჯელს.

 

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ჯ------ მ-----ო---–-ს სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს იგივე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ------ მ-----ო---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

2. ჯ------ მ-----ო---–-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 16 იანვრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 23 ოქტომბრიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

3. გაუქმდეს ჯ------ მ-----ო---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა