განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2-------------, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - მ----------–----ის,ადვოკატ - ლ--------------ს,ბრალდებულების - თ----------–--ისა და თ-------------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----------–--ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–-- 2---------რს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ბ-–---–---–--------, ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, და
თ-------------–---–ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–-- 1------------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, ბ-–---–---–--------/--ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, დ-------- ქუჩა, კორპუსი #-------, ბინა #--ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ----------–--ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, თბილისში, გ-–-----------------ნი, კორპუსი #-------------ში, თ----------–--ემ ხ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თ----------–--ემ თეფში ჩაარტყა სახის არეში ხ----------------ს, რა დროსაც ხ----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დადგენილად ცნო, ასევე, რომ თ-------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1- ოქტომბერს, დაახლოებით 16:41 საათზე, თ-------------–---–ი, მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- განხორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებებით, დაემუქრა თ-------------ნს ჯანმრთელობის დაზიანებით. კერძოდ, თ-------------–---–მა მისწერა თ-------------ნს, რომ, სადაც ნახავდა, თმებით ითრევდა და მაგრად სცემდა, რამაც თ-------------ნს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულების - თ----------–--ისა და თ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულების: თ----------–--ისა და თ-------------–---–ის, დაზარალებულების: ხ------------------ და თ-------------ნის, მოწმეების: ლ--------------------------–---–------------------------------------------------ გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია თ----------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თ-------------–---–ის მიერ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
უტყუარადაა დადგენილი, რომ თ----------–--ემ ხ----------------ს 2018 წლის 12 ოქტომბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თეფში ჩაარტყა სახის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, უტყუარადაა დადგენილი, რომ 2018 წლის 1- ოქტომბერს თ-------------–---–ი თ-------------ნს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, მობილურ ტელეფონზე მისწერა, რომ, სადაც ნახავდა, თმებით ითრევდა და მაგრად სცემდა, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამდენად, თ----------–--ემ ხ----------------- მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო თ-------------–---–მა ჩაიდინა თ-------------ნის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, თ----------–--ისა და თ-------------–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით და სასჯელები განესაზღვროთ ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
თ----------–--ისა და თ-------------–---–ის მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, ბრალდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულთა ქონებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
თ----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
თ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
თ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე