განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
330100118002640271
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ნ--------------------

ბრალდებულ _ გ------------------,ადვოკატ _ ნ------------------- მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ----------------------------- (დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–--–-----------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, გ------------------ ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 0--------- საღამოს საათებში, ქ------–--–--------–--–-----------------------------------–- გ-----------------, ურთიერთშელაპარაკების დროს, დედას დ------------------ დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ------------------ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის გამო, დ------------------ დააპირა ოთახიდან გასვლა დახმარების სათხოვნელად, რა დროსაც გ-----------------მ ხელი ჰკრა დ------------------, რომელიც დაეცა ძირს და მიიღო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ-----------------მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარყო დ-------------------- ფიზიკური შურაცხყოფის მიყენების და სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი.

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------------------ მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. კერძოდ:

მოწმე ი----------------- ჩვენებით, 2----–-–----------- იმყოფებოდა სახლში დედასთან დ------------------თან და ძმასთან გ------------------თან ერთად. ოთახიდან გასვლისას დაინახა, რომ დ----------------- იყო წაქცეული და სთხოვდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას. დედის თხოვნით, რომელიც ხელს იშვერდა გ------------------კენ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დ----------------- იმ მომენტში აცხადებდა, რომ გ----------------- ხელით შეეხო მას, თუმცა არ ადასტურებდა სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს, ხოლო მას შემდეგ როდესაც იგი დაწყნარდა უარყო გ------------------ მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტიც. მოწმის განმარტებით, დ------------------ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ხშირი თავბრუსხვევა, გარკვეულ მომენტებში იყო არაადეკვატური, ახასიათებდა სიტუაციის არასწორად აღქმა და იყო შემთხვევა, როდესაც ძირს წაქცეული, დავარდნის ფაქტს აბრალებდა მის გარდაცვლილ მეუღლეს. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს პირადად არ შესწრებია. ოთახში შესვლის დროს დაინახა მხოლოდ დავარდნილი დ----------------- და გ-----------------, რომელიც გადიოდა ოთახიდან, რომელსაც ხელში რაიმე ნივთი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, სახლში ყოფნის დროს მართალია შემოესმა ხმამაღალი საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დ------------------ დაქვეითებული ჰქონდა სმენა, აღნიშნული გარემოებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. გ------------------ მხრიდან დამუქრების და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მას არ გაუგონია.

ექსპერტ კ--------------------------- ჩვენებით, 2----–-–----------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად, შ-------------–-------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #---------- ჩანაწერის თანახმად, მოქ. დ----------------- 2----–-–---------------------–-–------------- ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: მარცხენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა ცდომით. გამოძიების მიერ წარდგენილი მოქ. დ------------------ რენტგენოკვლევის CD-ჩანაწერი შესწავლილი იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: წარმოდგენილ რენტგენოგრამებზე აღინიშნება: სხივის ძვლის დისტალური მეტაფიზის მოტეხილობა. იდაყვის ძვლის სადგისისებური მორჩის ჩამოტეხვით. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება არ ეწინააღმდეგება მოქ. დ------------------ სტაციონარში მოთავსების თარიღს (-----–-–------------- დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ დ------------------ ჩვენებით, 2----–-–-----------, იმყოფებოდა სახლში შვილებთან ი-------------------------------- ერთად. გ----------------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მასთან საუბარი სამკვიდროს განაწილების საკითხზე გადაიზარდა კამათში. ი---------------- კამათის დროს იმყოფებოდა თავის ოთახში. გ----------------- საუბრისას გახდა აგრესიული, რა დროსაც აიღო დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რადგან ვერ გაეგო მას თუ ვისთვის უნდა მიეცა ქონება. დააპირა გარიდებოდა გ.-----------ეს და გასულიყო მეორე ოთახში, რა დროსაც გ-----------------მ ხელი ჰკრა ძლიერად, რის შედეგადაც დავარდა ძირს და დაცემისას იგრძნო ტკივილი. საშველად მოუხმო ი----------------ს, ხოლო გ----------------- გავიდა სახლიდან, რა დროსაც ხელში ეჭირა ის დანა, რითაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულ გ------------------ მხრიდან განხორციელებული მუქარა მისი მხრიდან აღქმული იქნა რეალურ მუქარად.

მოწმე ე-–---------------- ჩვენებით, 2----–-–----------- მის მიერ შემოწმებული იქნა პაციენტი დ-----------------, რომელსაც ჰქონდა მარცხენა ზემო კიდურის ტრავმა, რაც დადასტურდა რადიოლოგიურად და მომზადდა საოპერაციოდ. მოწმის განმარტებით, დაზარალებული დ----------------- აღნიშნავდა, რომ დაზიანება მიიღო მისი შვილის მიერ ხელის კვრის შედეგად დაცემისას.

მოწმე ა------------------------ ჩვენებით, 2----–-–----------- მიღებული შეტყობინებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება დ------------------ მიმართ განხორციელებული მუქარის და ძალადობის ფაქტზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა დაზარალებული და მოწმეები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–-----------–--–-----------------------------------–-. დათვალიერებაში მონაწილე ი----------------- განმარტებით, შესასვლელში მან აღმოაჩინა ძირს დავარდნილი დედა - დ----------------- და მიუთითა ის ადგილი, სადაც იწვა იატაკზე დავარდნილი დ-----------------. ი----------------- განმარტებით, როდესაც მისი ძმა გ----------------- კამათობდა დ------------------თან, თვითონ იმყოფებოდა ბინაში, შესასვლელში ხელმარჯვნივ განთავსებულ საძინებელ ოთახში.

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ------------------ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ------------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: 1). მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, 2). შედეგში - შიშის გამოწვევა და 3). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი არაა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.

რაც შეეხება სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------------------ მიერ დედის - დ------------------ მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. ასევე ვერ იქნა დადგენილი უტყუარად ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს ფაქტს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ დ------------------ სამედიცინო შემოწმებისას აღენიშნებოდა მარცხენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა ცდომით, იდაყვის ძვლის სადგისისებური მორჩის ჩამოტეხვით, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა დ------------------ აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია.

საქმის მასალების მიხედვით, 2----–-–----------- მომხდარი ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია დ------------------ მიმართ განხორციელებული მუქარის და მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, არის თავად დაზარალებული დ-----------------, რომლის მიერ გამოძიებაში გამოკითხვის დროს დაფიქსირებული ჩვენება, იმ საფუძვლით, რომ იგი გარდაიცვალა 2----–-–----------------- გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღნიშნულია გ------------------ მხრიდან მასზე განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტი. თუმცა მეორეს მხრივ აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ი----------------- ჩვენებასთან, რომელიც არ იყო აღნიშნული ფაქტის შემსწრე პირი და მისი ჩვენება გამომდინარეობდა სწორედ დაზარალებულ დ------------------ მონათხრობიდან, რომელიც მასთან საუბრისას არ ადასტურებდა გ------------------ მხრიდან მასზე განხორციელებულ მუქარას და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ 2----–-–----------- იგი იმყოფებოდა სახლში დედასთან დ------------------თან და ძმასთან გ------------------თან ერთად. ოთახში შესვლის დროს დაინახა ძირს დავარდნილი დ----------------- და გ-----------------, რომელიც გადიოდა ოთახიდან, რომელსაც ხელში არაფერი ჰქონია. დ------------------ მასთან საუბარში არ დაუდასტურებია გ------------------ მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის განხორციელების ფაქტი. მხედველობაშია მისაღები ჩვენების იმ ნაწილი, რითაც დადგენილია, რომ დ------------------ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ახასიათებდა სიტუაციის არასწორად აღქმა და თავბრუსხვევით გამოწვეულ ძირს დაცემას უკავშირებდა სხვა გარეშე ფაქტორებს. ექიმი ე------------– ასევე არის პირი, რომელიც მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობდა დაზარალებულ დ-------------------

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ა------------------------ ჩვენებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი დ------------------ მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ჯანმრთელობის დაზიანებს ფაქტზე, თუმცა როგორც გამომძიებელი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, ხოლო მის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა გ------------------ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ დაზარალებულ დ.-----------ის ჩვენება, რომელიც გამოქვეყნებული იქნა საფუძვლად ვერ დაედება გამამატყუნებელ განაჩენს და არ არის საკმარისი ბრალის ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. სასამართლოს შეფასებით არ არის წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ------------------ ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ გ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც გ----------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ----------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდეს.

გამართლებულ გ------------------ განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი