განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/44–2018) 090100118002766054
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - გ---------–-----------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ გ---------–----------- მიმართ
მამის სახელი: ზ--------
დაბადებული: 3--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ო---
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
პირადი ნომერი: 3-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი -ო----------------------------------–--------------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი -ო----------------------------------–--------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. გ---------–----------მ, 2018 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ონში, ყოფილი პირველი საშუალო სკოლის მიმდებარედ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა ძმაზე – ლ------–----------ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.
2.წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ---------–----------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, ამავე სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. (2019 წლის 4 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.151 – 156).
3.საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ---------–----------მ მოითხოვა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ძმებს შორის რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. საკითხი საყოფაცხოვრებო ხასიათისაა, უკავშირდება მათ დავას სახლთმფლობელობის გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ მისი ძმის, ლ------–-----------აგან სახლთმფლობელობის სარგებლობით შეზღუდვას, რაც გამოიხატება ჯართის დაყრასა და ,,ბრეზენტის“ ისე ჩამოფარებაში, რაც უხშობს სინათლეს და იძულებულია მთელი დღის განმავლობაში ისარგებლოს ელექტროენერგიით. აღნიშნულის თაობაზე თხოვნის მიუხედავად ვითარება არ შეცვლილა, რაც შეხება კონკრეტულ დღეს, მას ლ--------ვის არ დაურეკავს შეხვედრის თაობაზე, პირიქით მოხდა და საკითხის გარკვევა გადაიზარდა კამათში, თუმც არა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მიუთითა, რომ ძმამ სცადა დაებრალებინა თითქოს თოფი ესროლა მისი საცხოვრებელი ნაწილის კარებს, რაც არ მომხდარა. განმარტა, რომ ლ----ი ყოველმხრივ ზღუდავს, დაჰპირდა ,,ციხეში ამოლპობას“ და იცრუა, თითქოს დაარტყა. რაც შეეხება ხმაურს, ამით რაიმე ზიანი არ მიუყენებია.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი. აღნიშნული დაკავშირებულია ოჯახის წევრის სხეულზე დარტყმასთან ან/და სხვაგვარ ძალადობასთან, რასაც თან სდევს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა და განეკუთვნება ოჯახში ძალადობის დანაშაულთა კატეგორიას. მოცემულ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრის(გ---------–----------) მიერ, ოჯახის სხვა წევრის (ლ------–----------) მიმართ განხორციელებული ქმედება ძალადობრივი ხასიათისაა და იწვევს ფიზიკური ტკივილის შეგრძნებას, ზოგჯერ სხეულზე რჩება დაზიანებათა კვლები, ზოგჯერ შესაძლოა ასეთს არ ჰქონდეს ადგილი, თუმცა საბოლოოდ არც ერთ შემთხვევაში არ დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.
5.იმის გათვალისწინებით, რომ გ---------–----------- მოქმედებანი ცალსახად გამოხატავენ მის ნებას საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტიდან გამომდინარე დაზარალებულის მიერ ბრალდებულის თხოვნის შეუსრულებლობისა აეღო ჯართი და მოეხსნა ,,ბრეზენტი“, რაც ხელს უშლიდა მისი ოჯახის ნორმალური ცხოვრების პირობებს, კამათში გადაზრდილი ურთიერთობა სრულიად შესაძლებელია ძალადობრივი აქტის განხორციელებით დასრულებულიყო, რაც გამოიხატა ბრალდებულის მიერ დაზარალებულისავის სახის მიდამოში ხელის გარტყმაში, ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, უშუალოდ მიმართულია განზრახი დანაშაულის ჩასადენად და მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებანი:
6. უპირველეს ყოვლისა სასამართლო სათანადო შეფასებას აძლევს ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც დიდწილად ასახავს, დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ქონდა 2018 წლის 9 ნოემბერს. თუმცა თავისი შინაარსით ბრალდებულის განმარტება შეიცავს გარკვეულ სუბიექტურ დამოკიდებულებას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებთან მიმართებაში, რაც სასამართლოს აზრით განპირობებულია ბრალდებულის პოზიციიდან ამტკიცოს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რითაც ბრალდებული არ არის შეზღუდული, მაგრამ აშკარად ამტკიცებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მოტივსა და მიზანს, რომელიც პირდაპირ კავშირშია დაზარალებულ ლ------–----------- ქმედებასა და ბრალდებულის დამოკიდებულების აღქმასთან, რომ შეზღუდულია მისი უფლება ძმის საქციელით (ჯართის დაყრა, ბრეზენტის ჩამოფარებით დღის სინათლის დახშობა რასაც შედეგად სახლის დაბნელება მოჰყვა, მშენებლობის აკრძალვა) ისარგებლოს სახლთმფლობელობით. მისი ოჯახი შევიწროებულია და ლ------–---------- მხედველობაში არ იღებს არა მხოლოდ ძმის, არამედ სხვა პირთა მითითებასაც არასწორი საქციელის გამო.
სასამართლო შეფასებას აძლევს იმ გარემოებას, რომ ძმებს შორის დაპირისპირება, რაც ბრალდებულისაგან ფიზიკური ძალადობით დამთავრდა დაზარალებულის მიმართ, დაზარალებულის მხრივ ბრალდებულისაგან გარიდება და მეუღლესთან ერთად დედასთან წასვლა გახლდათ, რომელსაც მოუთხრო მომხდარის შესახებ და შემდგომი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დედასთან ერთად დაბრუნდა სახლში.
7.საქმეში არესებული 2018 წლის 10 ნოემბრის N002171 შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულად ცნობილმა ლ------–----------მ, 2018 წლის 9 ნოემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყებნა ძმას, გ---------–----------ს(ს.ფ.47–53).
8.საქმეში არესებული 2018 წლის 11 ნოემბრის N002172 შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ---------–----------მ 2018 წლის 9 ნოემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყებნა ძმას, ლ---- ლ---------ეს(ს.ფ.70–76).
9. საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV – 100/ა) დგინდება, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს ამბულატორიული გასინჯვის შედეგად, დაზარალებულ ლ------–----------ს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება, თავს გრძნობა კარგად და არის პრაქტიკულად ჯანმრთელი(ს.ფ.92).
10. საქმეზე წარმოდგენილი დაკავების ოქმით, განჩინებით ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, წერილით სასჯელაღსრულების დაწესებულებისადმი ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასტურდება, რომ გ---------–---------- დაკავებული იქნა 2018 წლის 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, რაც უზრუნველყოფილი იქნა პატიმრობით და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 13 ნოემბერს. (ს.ფ. 85–87, ს.ფ.113–123, ს.ფ.127 ),11. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული ლ------–----------- განმარტებით დადგენილია, რომ ბრალდებულსა და მას შორის უთანხმოება წლების მანძილზე მიმდინარეობს მამა–პაპისეულ სახლთან დაკავშირებით, რაც ცნობილია სანათესაოსთვის და დაპირების მიუხედავად, რომ ნორმალურად მოიქცევა აკეთებს საპირისპიროს. გ------- პირველ სარულზე ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ხოლო მეორე სართულზე პირადად, მეუღლესთან ერთად. ჰყავთ დედა, რომელიც ცხოვრობს ცალკე. კამათი მოუხდათ კასრთან და ფარდასთან დაკავშირებით, რომელიც მის მხარეს ჰქონდა და რომლის გადაადგილებასაც გ------- მოითხოვდა, რაზედაც უარი უთხრა, ვინაიდან მის წილში ჰქონდა განთავსებული. განაწყენებულმა გ-------მ მოულოდნელად ხელი დაარტყა, რა დროსაც ტკივილი განიცადა, ხოლო შემდეგ ქვით იწევდა მისი მიმარულებით. მოახერხა ხელის კვრა, გ------- წაიქცა. პირადად კი დრო იხელთა და დედასთან წავიდა მეუღლის თანხმლებით. ღამე გაათენა დედასთან. გ------- დილიდანვე ურეკავდა, მაგრამ არ უპასუხა. სახლში დაბრუნდა მეუღლესთან და დედასთან ერთად. დაახლოებით 18 საათზე გარედან გაიგონა ხმაური, გ------- მონადირეა და ეგონა თოფი გაისროლა, ფეხმძიმე მეუღლე ჰყავდა და შეშინდა. ასევე ბრახუნი იყო მის კარებზე, რომელიც დაზიანდა. აღმოჩნდა, რომ გ-------ს მოზრდილი ფიცარი დაურტყამს კარისათვის (სასამართლო სხდომის ოქმი).
12.მოწმის სახით დაკითხული გ------- და ლ------–----------ების დედის, მარინე ლ---------ის ჩვენებით დადასტურებულია, ძმებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტური დამოკიდებულება, ლ------–----------- მასთან სტუმრობა მეუღლესთან თანხლებით და დაზარალებულის მონათხრობი, რომ გ---------–----------მ დაარტყა მას, რის შედეგადაც ტკივილი განიცადა, რომ მოახერხა გამოქცევა და ცოლთან ერთად ესტუმრა. მეორე დღეს გაჰყვათ სახლში, რა დროსაც გაიგონა კარებზე ბრახუნის ხმა, ხოლო შემდეგ დაინახა გ---------–---------- ფიცრით ხელში. მანვე ხაზი გაუსვა ლ------–----------სა და მის მეუღლესთან კარგ დამოკიდებულებას, ხოლო გ-------ს ოჯახთან ურთიერთობა არ დაადასტურა (სასამართლლო სხდომის ოქმი).
13. მოწმეთა სახით დაკითხული გ------- დ---------ს, დ--------------ს, ვ-–-------------ს, გ------- მაისურაძის, ჩვენებებით დადგენილია, რომ გ---------–----------სა და ლ------–----------ს შორის არსებობს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაპირისპირება, რომ ლ------–----------მ განაცხადა შსს ონის რაიონულ სამმართველოში გ---------–----------- მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, სახის არეში ხელის დარტყმისა და ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტზე, რის შემდეგაც დაკითხეს გ---------–----------, რომელმაც უარყო ასეთი და არც ძმის მიერ დარტყმის ფაქტი დაადასტურა(სასამართლო სხდომის ოქმი).
14.სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის №--------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით მოქალაქე გ---------–----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთის სახით.
დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალკ–ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ.132 – 135).
15. გ---------–----------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება აგრეთვე ოქმებით გ---------–----------- ბინაზე შემოწმების შესახებ, დაზარალებულ ლ------–-----------ათვის უფლებების განმარტების ოქმით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, შუამდგომლობით გ---------–----------- დაკავების შესახებ, მოსამართლის განჩინებით გ---------–----------- დაკავების შესახებ, ოქმით ხ--------------–---–---ნ განხორციელებული სატელეფონო საუბრის შესახებ, ოქმით გ---------–-----------ათვის უფასო სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესაძლებლობის განმარტების შესახებ, დადგენილებით გ------- ლ---------ს მიმართ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ---------–----------- შესახებ, ცნობით გ---------–----------- ნასამართლობის შესახებ, ცნობით გ---------–----------- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“, ინფორმაციით ლ------–----------- შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, დადგენილებით ლ------–----------- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დადგენილებით გ---------–----------- ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით, გირაოს გადახდის ქვითრებით, საჩივრით მოსამართლის განმჩინებაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ---------–----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
16.სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ გ---------–----------- საბოლოო სიტყვაში მიცემულ განმარტებას, რომ დაზარალებულს არ შეხებია, ასეთი ქმედების შედეგად მას რაიმე დაზიანება მაინც ექნებოდა, რომ ლ------–---------- ცდილობს მის პროვოცირებას, თთქოს ხელი დაარტყა, ცრუობს, როცა უთითებს, რომ თითქოს ნათესავებმა მოუწოდეს, ძმასთან ურთიერთობის დალაგებისაკენ, რამეთუ აღნიშნული არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში წარმოდგენილ, სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. მცდარ სამართლებრივ შეფასებას აძლევს ბრალდებული გ---------–---------- მის მიერ ჩადენილ ქმედებას, როდესაც მიუთითებს ქმედების მართებულობაზე იმ თვალსაზრისით, რომ მოითხოვდა დაზარალებულისაგან მისი საკუთრების თავისუფლად სარგებლობის უფლების შეზღუდვის აცილებას. ამავდროულად არ გამორიცხავს დაპირისპირებას განცალკევებულ ადგილზე, სადაც მხოლოდ ორნი იყვნენ: ის და დაზარალებული.
ბრალდებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლ------–---------- მიუთითებს, თითქოს მას ხელით შეეხო, პირადად გამორიცხავს ლ------–---–-----ზე დარტყმის ფაქტს. მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ვერ დამტკიცდება მისი ბრალეულობა, რამეთუ ,,ერთი–ერთზე“ იყვნენ და სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს არ გამორიცხავს ამ ქმედების ჩადენის ადგილი და მოტივი, უკავშირდებოდა თუ არა ბრალდებულის ქმედება ძმისგან (დაზარალებული ლ------–----------) ბრალდებულის საკუთრების უფლების ხელყოფას და მისი გამოსწორების აუცილებლობას, ანუ მოხდა ეს მისი ინტერესის შელახვიდან გამომდინარე თუ არა. პირს არ აქვს უფლება ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს სხვას, იძალადოს ოჯახის წევრზე, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნიოს ამ ქმედების ჩადენა თავისსავე მიზნისათვის და გაამართლოს კანონსაწინააღმდეგო საქციელი. საქმის მასალებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად შეურაცხყო დაზარალებული, დაარტყა მას სახის არეში, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
17.ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ გ---------–-----------, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
18. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–----------მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
19. გ---------–----------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
20. გ---------–----------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ოჯახური მდგომარეობა (არის დაოჯახებული, სამი შვილის მამა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი), შეუბღალავი წარსული (არის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არ მქონე), დადებითი დახასიათება, უყვარს ბუნება, გატაცებულია ნადირობით, რომლის კანონით დადგენილი წესი არასდროს დაურღვევია, ქვეცნობიერად ცდილობს ძმის დაცვას შესაძლო პასუხისმგებლობისაგან და მის სხეულზე არსებულ დაზიანებებს უკავშირებს საყოფაცხოვრებო ტრავმას, დანაშაულის საფუძველი გახდა ოჯახის მამის ფუნქციის შესრულების მცდელობა: კუთვნილი სახლის ეზოში ძმისგან დაყრილი ჯართის წესრიგში მოყვანა და ბუნებრივი განათების ხელოვნურად შეზღუდვის თავიდან აცილება ლ---- ლ---–-----ს მხრივ ,,ტენტის“ ჩამოფარების გამო, რაც ძმასთან მშვიდობიანი დიალოგის, საერთო მეგობრებისა და მოძღვარის ჩართვის მიუხედავად მიღწეული ვერ იქნა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
21. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ---------–----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ---------–----------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საკიხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ---------–---------- არის მაღალმთიანი და სასაზღვრო ზონის ადმინისტრაციული ერთეულის ონის მცხოვრები, მონადირე, სათანადო წესით აქვს გაფორმებული მის მფლობელობაში მყოფი ამ დანიშნულების იარაღი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული გ---------–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ---------–----------ს, 2018 წლის 12 ნოემბრის 13:00 საათიდან, 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 10 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ---------–----------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს ბრალდებულ გ---------–----------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი