განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100115972757
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების №0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

24 დეკემბ----, 20-8 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებლები - ხ------------------, ე-------------–---–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - ნ-------- კ-------ე

ბრალდებული - გ------- ო------- ძე ე-----–---–ი, დაბადებული - 1--- წლის 29 მ------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ. ხ---–--–--- ქუჩა N--, კორპუსი N--, ბინა N----ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის მე-6 ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

20-- წლის 2---------------, დაახლოებით 00:50 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ------- ე-----–---–ი მართავდა მიკროავტობუსს და „საგზარ მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ჩამქრალი ფარებით მოძრაობდა ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე, ჩ---–----–---–-- ქუჩის მხრიდან გ---–--ას მოედნის მიმართულებით, რა დროსაც წრიულ მოძრაობაზე შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და მას შეეჯახა ო--------–---ის მხრიდან ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით მოძრავი გ-------– ა--------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. შეჯახების შემდგომ, გ------- ე-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფმა მიკროავტობუსმა შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, ავარდა გ---–--ას მოედნის მიმართულებით სამოძრაო გზის მხარეს არსებულ სამკუთხედის ფორმის უსაფრთხოების კუნძულზე, სადაც დაეჯახა ქვეითს - თ----- ბ---–---–ს, რის შემდგომაც გააგრძელა მოძრაობა, გადავიდა გ---–--ას მოედნის მიმართულებით სამოძრაო გზის საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა რ-------- მ-------–-- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს.

აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით თ----- ბ---–---–ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მხოლოდ ის გარემოება, რომ 20-- წლის 2--------------- დ-----–---–ის მოედანზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია სამი მანქანის დაზიანება და თ----- ბ---–---–ის გარდაცვალება. თუმცა, ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დადასტურა გ------- ე-----–---–ის ბრალეულობა მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში - მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ე-----–---–ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას.

მოწმის სტატუსით დაკითხული ბრალდებულის გ------- ე-----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 20-- წლის 2--------------- ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა სახლში. 24:00 საათიდან 1:00 საათამდე დროის შუალედში დაუკავშირდა უფროსი, რომელმაც უთხრა, რომ შეემოწმებინა შ------------------------------ შენობაზე არსებული განათება, რომელიც მათ მიერ იყო გაკეთებული და აინტერესებდა მუშაობდა თუ არა. მისი კუთვნილი ავტომანქანით „ფ------ ტ----------“, სახ. N--------ით, 60 კმ. სიჩქარით დაიძრა ორთაჭალის მიმართულებით. ვინაიდან, გზაზე კარგი განათება იყო დაავიწყდა ფარების ჩართვა, გაიარა ჩ---–----–---–-- ქუჩა და შეუხვია დ-----–---–ის მოედანზე, სადაც დაყენებულია საგზაო ნიშნები, „პირდაპირ და მარჯვნივ“ და „მთავარი გზა“. შესაბამისად, მოძრაობდა მთავარ გზაზე. გასცდა წრიულ ზოლს, გაიხედა აქით-იქეთ და არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა. უბრალოდ, სანაპიროს მხრიდან გამოდიოდა მანქანა, რომლის მძღოლიც ვალდებული იყო მისთვის დაეთმო გზა, ვინაიდან მას ჰქონდა საგზაო ნიშანი - დაუთმე გზა. სამწუხაროდ, მეორე ავტომანქანის მძღოლო არ დაემორჩილა აღნიშნულ საგზაო ნიშანს და მარჯვენა მხრიდან ძლიერად შეეჯახა, რის გამოც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადავარდა მარცხნივ, ავარდა კუნძულზე და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ქალბატონს. ცდილობდა საჭის დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო. მისი კუთვნილი მანქანა ინერციით გადავიდა გზის მეორე მხარეს, სადაც კუთხეში დაეჯახა მეორე მანქანას, შემდეგ - რესტორან „------------ კედელს და გაჩერდა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი----- დ------- ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე - თ----- ბ---–---–ი მუშაობდა რესტორან „----------–-“. პირველს აკლდა წუთები, როდესაც დაუკავშირდა და, რომელმაც აცნობა, რომ მის მეუღლე ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას თ----- ბ---–---–ი უკვე გადაყვანილი იყო ი------------ საავადმყოფოში, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეორე დღეს, დაახლოებით 4:00 საათისთვის, მისი მეუღლე გარდაიცვალა. თ----- ბ---–---–ის თანამშრომლებისგან ვინც მასთან ერთად იყვნენ გაჩერებაზე შემთხვევის დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა შეეჯახა მეორე ავტომანქანას, რომელმაც შეიცვალა მიმართულება და დაეჯახა მის მეუღლეს - თ----- ბ---–---–ს. ბრალდებული მივიდა ი------------ საავადმყოფოში და მიუსამძიმრა, თუმცა მას შემდეგ არ უნახავს. აქედან გამომდინარე დამნაშავის მიმართ გააჩნია მატერიალური და მორალური პრეტენზია, რადგან მის მეუღლეს დაეჯახა და არანაირი ყურადღება არ გამოუხატავს მისი ოჯახის მიმართ.

მოწმე გ-------– ა--------ის ჩვენების მიხედვით: საკუთრებაში ჰყავს ავტომობილი „ფ---–-–----- პ------“ სახელმწიფო ნომრით „F---6--“. 20-- წლის 2---------------, დაახლოებით 00:30 საათზე, იმყოფებოდა თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და მარტო მოძრაობდა ო--------–-------- მხრიდან ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით. მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა დ-----–---–ის მოედანს, სანამ შევიდოდა წრიულ სამოძრაო გზაზე „დაუთმე გზასთან“, შეანელა სიჩქარე 20 კმ/სთ-დე და შეუჩერებლად განაგრძო მსვლელობა ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით. ვიდრე შევიდოდა დ-----–---–ის მოედანზე, „დაუთმე გზიდან“, გაიხედა მარცხენა მხარეს, არ იყო არანაირი ავტომობილების მოძრაობა და გააგრძელა მსვლელობა იმავე მიმართულებით. გაიარა „დაუთმე გზიდან“ დაახლოებით 20 მეტრი მანძილი, რის შემდეგაც შეეჯახა ჩ---–----–---–-- ქუჩის მხრიდან გ---–--ას მოედნის მიმართულებით სწრაფად მოძრავ ავტომანქანა „ფ------ ტრანზიტს” წინა ნაწილით, მის მარჯვენა გვერდით ნაწილში. შეჯახების შემდეგ აღნიშნულმა „ფ------ ტ-----------“ დაკარგა მართვა, რის შემდეგაც ავარდა გამწვანების გაზონზე და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ქალბატონს, ქვეითზე შეჯახების შემდეგ აღნიშნული მიკროავტობუსი შეეჯახა გ---–--ას მოედნის მხრიდან ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით მოძრავ „ფ---–-–----- გ---–--ს“, ხოლო შემდეგ დაეჯახა რესტორან „------------ კედელს. მოწმის განმარტებითვე, ავტომანქანა „ფ------ ტ----------ს“ მძღოლს არ ჰქონდა ჩართული ფარები და მოძრაობდა სწრაფად, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე იყო საშუალო განათება, მიკროავტობუსი შენიშნა დარტყმის წინა მომენტში.

მოწმე რ-------- მ--------–ას ჩვენების მიხედვით, ჰყავს ავტომანქანა „ფ---–------- გ---–---’’ სახელმწიფო ნომრით „I------“. 20-- წლის 2---------------, დაახლოებით 1:00 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისში და აღნიშნული ავტომობილით მარტო მოძრაობდა გ---–--ას მოედნის მხრიდან ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით სავალი გზის პირველ სამოძრაო ზოლში. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა რესტორან „------------ მიმდებარე ტერიტორიას, უეცრად შენიშნა „ფ------ ტ----------ს” მარკის ავტომანქანა, რომელიც ასული იყო გამწვანების გაზონზე და შეეჯახა იქვე მდგარ ქვეითად მოსიარულე ქალბატონს, რის შემდეგ შეეჯახა მის მანქანას. აღნიშნული შეჯახების შედეგად, მისი ავტომობილი ინერციით შემოტრიალდა მარცხენა მხარეს, ხოლო შემჯახებელი „ფ------ ტ----------” შეეჯახა რესტორან „------------ კედელს წინა ნაწილით. შეჯახების შემდეგ, ჩამოვიდა ავტომობილიდან და ნახა, რომ ქვეითად მოსიარულე იწვა ასფალტზე. მოწმის განმარტებითვე, შემთხვევის ადგილზე იყო კარგი განათება და კარგად ჩანდა განვითარებული მოვლენები.

მოწმე გ------- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------–-------–-–----------------------------–- პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 20-- წლის 2--------------- მორიგეობდა პატრულ-ინსპექტორ ნ-------- გ---------სთან ერთად. ღამის საათებში მიიღეს შეტყობინება, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოცხადდა ო--------–-–ი, დ-----–---–ის მოედანზე, სადაც დახვდა სამი ავტომანქანა, ხოლო ქვეითად მოსიარულე უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მოიძია დაზარალებულის და მძღოლების მონაცემები, შეადგინა ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ. ცნობის შესაბამისად დადგინდა მძღოლების ვინაობა და იგი ადასტურებს ცნობაში მითითებულ გარემოებებს. შემთხვევის ადგილზე ჩართული იყო ლამპიონები და განათებული იყო დღესავით. მის მიერ შედგენილ ცნობაში მითითებული „შეუზღუდავი მხედველობა“ ნიშნავს, რომ მძღოლის მხედველობას არაფერი ფარავდა და უნდა დაენახა ნებისმიერი საფრთხე.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ-------- გ---------მ და დამატებით განმარტა, რომ მუშაობს ს----------–-------–-–----------------------------–- გამომძიებლის თანამდებობაზე. შემთხვევის ადგილზე მივიდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე. შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონებით და მხედველობა იყო შეუზღუდავი. მის მიერ მოპოვებული იქნა მძღოლების მონაცემები და შედგენილი იქნა სქემატური ნახაზი, რომელშიც ასახულია მისი მისვლისას შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაცია, რომლითაც დადგინდა, რომ „ფ---–------- გ---–---’’ მოძრაობდა სანაპიროს მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ნიშანი დაუთმე გზა. „ფ------ ტ----------“ მოძრაობდა ჩ---–----–---–-- მხრიდან პირდაპირ გ---–--ას მიმართულებით. მოწმის ჩვენებითვე, როდესაც პირდაპირ მოძრაობს მძღოლი არ არის ვალდებული ჩართოს მოხვევის მაჩვენებელი.

მოწმე ი---- ი-–------ის ჩვენებით დადგინდა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღო გ------- ე-----–---–ის დაკავებაში. იგი ადასტურებს მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობასა და სისწორეს.

მოწმე მ----- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „ფ------ ტ----------" სახ. ნომრით „C------“. 20-5 წლის 28 მ------, ღამის საათებში, მისი მიკროავტობუსით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე ბენზინგასამართი სადგური „------–--- წინ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მისი ავტომანქანა, რომლის საჭესთანაც იჯდა პირადად, განთავსებული იქნა აღნიშნული ავტოგასამართი სადგურის წინ, ჩ---–----–---–-- ქუჩის მხრიდან გ---–--ას მოედნის მიმართულებით. გამორთო შუქფარები, აღნიშნულ ექსპერიმენტში მონაწილეობდა აგრეთვე ვერცხლისფერი „ფოლცვაგენ პ------“ და მისთვის უცნობი ახალგაზრდა ქალბატონი. მიუხედავად იმისა, რომ იყო ღამის საათები, მისი ავტომანქანა მოედანზე შემოსვლისა და გასწორების დროს გარკვევით ჩანდა მისგან მარჯვნივ ახალი სანაპიროს მხარეს გაჩერებული „ფოლცვაგენიდან".

მოწმე ა-----– ჯ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. 20-5 წლის 28 მ------, ღამის საათებში, მისი მსუბუქი ავტომანქანა „ფ---–------- პ------“ განთავსებული იქნა ახალი სანაპიროს მხრიდან ანუ ო--------–---ის მხრიდან ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით დ-----–---–ის მოედნის კვეთასთან არსებულ ჰორიზონტალურ მონიშვნის ხაზთან, მარცხენა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ იყო ღამე, მხედველობა მის წინ არსებულ მონაკვეთზე იყო ნორმალური. მისი ავტომანქანის გარდა ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობას იღებდა მუქი ლურჯი ფერის „ფ------ ტ----------“, რომელიც მოძრაობდა ჩ---–----–---–-- ქუჩის მხრიდან გ---–--ას მოედნის მიმართულებით. ავტომანქანამ წრეზე შესვლისას, მიმართულება აიღო გ---–--ას მოედნის მიმართულებით და მაშინ გამოჩნდა იგი მისი მხედველობის არეში. აღნიშნული „ფ------ ტ----------“ მოძრაობდა ჩამქრალი „ფარებით". მისი მხედველობის არედან „ფ------ ტ----------“ იქნა გაჩერებული და მათ შორის მოხდა მონაკვეთების გაზომვა. ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც იდგა მისგან მარჯვნივ გ---–--ას მოედნის მიმართულებით სავალი გზის მარცხენა კუთხესთან.

მოწმე თ----–- ბ----ას ჩვენებით დადგინდა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა 24:00 საათის შემდეგ. შემთხვევის ადგილზე ხილვადობა იყო საშუალო, იდგა ბორდიულზე, რა დროსაც დაინახა ი---- მხრიდან მომავალი მიკროავტობუსი, ხოლო ორთაჭალის მხრიდან ამომავალი პატარა მანქანა.

მოწმე ლ-–- ხ-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს შ--------------–-------–-–------------------------------–---------------------------–---------–-----------------–--–- გამომძიებლის პოზიციაზე. მის მიერ 20-5 წლის მარტის თვეში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში გადაიღო ფოტოები. შემთხვევის ადგილზე იყო ხელოვნური განათება, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩანდა.

20-- წლის 2- ოქტომბრის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ცნობით დადგენილია, რომ 20-- წლის 2---------------, დაახლოებით 00:50 საათზე, ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომანქანა „ფ---–-------ი“ სახ. NF---6--, რომელსაც მართავდა გ-------– ა--------ი და „ფ------ ტ----------“ სახ. N-------, რომელსაც მართავდა გ------- ე-----–---–ი. შეჯახების შემდეგ, „ფ------ ტ----------“ შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თ----- ბ---–---–ს და ავტომანქანა „ფ---–-–----- გ---–--ს“ სახ. NI------, რომელსაც მართავდა რ-------- მ-------–-. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით, თ----- ბ---–---–ი გადაყვანილი იქნა ი------------ სახელობის კლინიკაში. აღნიშნული ცნობითვე დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე განათება იყო ჩართული და მხედველობა - შეუზღუდავი.

20-- წლის 2- ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე N-- ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ. სავალი გზა არის ასფალტირებული, მშრალი, უდეფექტო მცირედ დახრილი, მხედველობის არე შეუზღუდავი. დ-----–---–ის მოედანს უერთდება ჩ---–----–---–-- ქუჩა, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის N---- ქარხნის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით და პირიქით. ჩ---–----–---–-- ქუჩას მოედნის მიმართულებით მარჯვენა მხრიდან უერთდება დ-----–---–ის ქუჩა და ავტოგასამართი სადგური ,,ვ-----–-----’’. ასევე, მოედანს უერთდება ჩ---–----–---–-- ქუჩის მარჯვენა მხარიდან მეტრო ი---- მიმართულებით ორმხრივი მოძრაობიანი სავალი გზა, რომლის შეერთებასთან მოედანზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა უსაფრთხოების კუნძული, სადაც სავალ გზაზე არის ჰორიზონტალური მონიშვნები „დაუთმე გზა“ და აღნიშნული მონაკვეთი დაყოფილია ორ ზოლად, უწყვეტი ღერძულა ხაზით. მარჯვენა მხრიდან განთავსებულია საგზაო ნიშნები ,,მოძრაობა პირდაპირ’’ და ,,დაუთმე გზა’’. მეტრო ,,ი----’’ მხრიდან ჩამომავალ სავალ გზას მარჯვენა მხრიდან უერთდება ახალი სანაპიროს ქუჩა ორმხრივ მოძრაობიანი. მოედნის შეერთებასთან საპირისპირო სამოძრაო გზები გამოყოფილია გამწვანების გაზონით, სადაც განთავსებულია საგზაო ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია’’. მოედანზე შემომავალი სავალი გზა დაყოფილია წყვეტილი ღერძულა ხაზით ორ სამოძრაო ზოლად. მეორე ზოლში არის მონიშვნა „მოძრაობა პირდაპირ“, პირველ ზოლში „მოძრაობა მარჯვნივ“, ხოლო ზოლების დასასრულს ჰორიზონტალური მონიშვნა ,,დაუთმე გზა’’. აღნიშნული სავალი გზის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ავტოგასამართი სადგური ,,ლ-------–-’’ და მოედანს უერთდება ორმხრივი მოძრაობიანი სავალი გზა გ---–--ას მოედნის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით. საპირისპირო სავალი გზები ერთმანეთთან გამოყოფილია ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზით, მას ენაცვლება გზის გამყოფი გამწვანების გაზონი. აღნიშნული გამწვანების გაზონის სიგანეა წრიული მოძრაობის მიმართულებით 1--4 მეტრი. გ---–--ას მოედნის მიმართულებით აღნიშნული სავალი გზა დაყოფილია ორ ზოლად წყვეტილი ხაზებით. მეორე ზოლის სიგანეა 7.3 მეტრი, ხოლო საპირისპირო სავალი გზა ასევე დაყოფილია ორ ზოლად წყვეტილი ხაზებით. წრიულ მოძრაობასთან პირველი ზოლის სიგანეა 15.0 მეტრი, მეორე ზოლის სიგანეა 8.0 მეტრი. მარჯვენა მხრიდან მდებარეობს რესტორანი ,,ა---------’’, ავტომობილთა სამრეცხაო და უერთდება კორპუსებში შემავალი გზა. ასევე, აღნიშნული მიმართულებით განთავსებულია N-- ელ. განათების ბოძი. გ---–--ას მოედნის მხრიდან წრიულ მოძრაობაზე შემავალ ავტომობილთათვის ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით მოედანზე არსებულ გამწვანების გაზონზე განთავსებულია საგზაო ნიშანი ,,დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან და მარცხვნიდან“, ხოლო წრიულ მოძრაობაზე შესული ავტომობილებისთვის საგზაო ნიშანი ,,დაუთმე გზა’’, საგზაო ნიშანი ,,მოძრაობა პირდაპირ და მარცხნივ’’. აღნიშნულ მონაკვეთში, სავალი გზა არის ორ ზოლიანი, რომელიც გამოყოფილია უწყვეტი ღერძულა ხაზით, ორივე ზოლში არის ,,ჰორიზონტალური მონიშვნა მოძრაობა მარცხნივ’’ და ჰორიზონტალური მონიშვნა ,,დაუთმე გზა’’ მეტრო ,,ი----’’ მხრიდან. ასევე, ახალი სანაპიროს მხრიდან წრიული მოძრაობაზე მობრუნების მიზნით შესული ავტომობილთათვის წრიულ მოძრაობაზე გზა არის ორ ზოლიანი, ერთმანეთისაგან გამოყოფილი წყვეტილი ღერძულა ხაზით. პირველი ზოლის სიგანეა 4.7 მეტრი, მეორე ზოლის სიგანეა 5.5 მეტრი. ორივე ზოლში არის სავალ გზაზე ჰორიზონტალური მონიშვნები ,,მოძრაობა მარცხნივ“ და ,,დაუთმე გზა“, ასევე მარჯვენა მხარეს არსებულ გამწვანების გაზონზე განთავსებულია საგზაო ნიშნები ,,დაუთმე გზა’’ და საგზაო ნიშანი ,,პირდაპირ და მარცხნივ’’. N-- ელ. განათების ბოძიდან გ---–--ას მოედნის მხრიდან ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით სამოძრაო სავალი გზის პირველ ზოლში ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით 4.5 მეტრში წინა ნაწილით გაჩერებულია ავტომობილი ,,ფ---–-–----- გ---–---’’ სახელმწიფო ნომრით „I--------“. აღნიშნული ავტომობილი წინა მარცხენა საბურავით ტროტუარის კიდიდან დაშორებულია 7.6 მეტრით, უკანა მარცხენა საბურავით 7.9 მეტრი. ამავე ელ. განათების ბოძიდან ამავე ზოლში გ---–--ას მოედნის მიმართულებით 21.7 მეტრში, უკანა მარცხენა კუთხით გაჩერებულია ავტომობილი ,,ფ------ ტ----------’’ სახელმწიფო ნომრით „---------“, წინა ნაწილით რესტორან ,,ა---------ს’’ კედელზე შეჯახებულ მდგომარეობაში. მის ირგვლივ პირველ ზოლში სავალ გზაზე არის სითხის ჩამონაღვარი, ასევე შუშის და პლასტმასის ნამსხვრევები, რომელიც ირიბად მიემართება გამწვანების გაზონის მიმართულებით, გრძელდება საპირისპირო სავალ გზაზე და მთავრდება ავტომობილ ,,ფ---–-–----- პ------ს’’ სახელმწიფო ნომრით „F---6--“-ის წინა ნაწილიდან, სადაც ასევე არის სითხის ჩამონაღვარი. აღნიშნული ავტომობილი კი, გაჩერებულია ჩ---–----–---–-- ქუჩის მხრიდან გ---–--ას მოედნის მიმართულებით სამოძრაო სავალ გზაზე, რომელიც წინა ნაწილით მიმართულია წრიული მოძრაობის მიმართულებით, ხოლო უკანა ნაწილით ა---–-------------------------–-----. უკანა მარჯვენა საბურავით N-- ელ. განათების ბოძიდან დაშორებულია ჩ---–----–---–-- ქუჩის მიმართულებით 5.3 მეტრით, მისგან მარჯვენა მხარეს არსებული გამწვანების გაზონის კიდიდან - 6.4 მეტრით, წინა მარჯვენა საბურავით ამავე კიდიდან - 4.4 მეტრით, უკანა მარჯვენა საბურავიდან გ---–--ას მოედნის მიმართულებით - 1-.0 მეტრით. ამავე მიმართულებით სამოძრაო გზის მეორე ზოლში სავალ გზაზე გდია ავტომობილის ე.წ „ბამპერი“, რომელიც გამწვანების გაზონის კიდიდან დაშორებულია 3.1 მეტრით. ახალი სანაპიროს მხრიდან შემომავალ ავტომობილთათვის განკუთვნილი ჰორიზონტალურ მონიშვნა დაუთმე გზიდან წრიულ მოძრაობაზე არსებულ გამწვანების გაზონის კიდიდან მანძილი არის 24.0 მეტრი.

20-- წლის 2- ოქტომბრის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ე-----–---–ი იმყოფებოდა საშუალო თრობის მდგომარეობაში.

20-4 წლის 24 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თ----- ბ---–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები. მოტეხილობების შესაბამისად, რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები. ფილტვების დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევები. მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ელენთისა და ღვიძლის დაზიანებით. სპლენექტომიის შ/პ. სისხლჩაქცევები თირკმლების კაფსულაში და პარენქიმაში. მარჯვენა წვივის ძვლების მოტეხილობა. მარცხენა წვივის ძვლების სახსარში და მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. საჯდომ-ბოქვენის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა. მარჯვენა თეძოს ფრთის მოტეხილობა. გავის ძვლის მოტეხილობა. შინაგანი ორგანოების პოსტჰემორაგიული ანემია. დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა ზემო ქუთუთოზე. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. თ----- ბ---–---–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა, მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, ელენთის, ფილტვების, თირკმლების) დაზიანებით. სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერების თანახმად სიკვდილი დადგა 2-.1--1-წ.15სთ. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი ცვლილებები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღსა და დროს.

20-- წლის 8 ნოემბრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2------- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილის „ფ------ ტ----------" სახ. N C------ სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ავტომობილების „ფ---–------- პ------" სახ. N F---6-- და „ფ---–------- გ---–---“ სახ. NI------ საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. „ფ---–------- პ------" სახ. NF---6-- და „ფ------ ტ----------" სახ. N------- გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 70 გრადუსს, ხოლო ავტომობილების: „ფ------ ტ----------" N------- და „ფ---–------- გ---–---" სახ. NI------ გრძივ ღერძთა შორის მახვილი /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 60 გრადუსს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ----- ა------------ემ.

20-- წლის 1- ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N1---/ს დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილზე „ფ---–------- პ------“ სახელმწიფო ნომერი F---6-- მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 2035 (ორიათასოცდათხუთმეტი) ლარს, ავტომობილზე „ფ---–------- გ---–---“ სახელმწიფო ნომერი I------ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარს. ავტომობილზე ფ------ ტ----------" სახელმწიფო ნომერი C------ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს – 2200 (ორიათასორასი) ლარს.

20-- წლის 29 ოქტომბრის ვიდეო ფირის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ჩანაწერის გახსნის დროს ეკრანზე ისახება გ---–--ას ქუჩასა და დ-----–---–ის მოედნის კვეთა, სადაც ჩანაწერის მარცხენა მხარეს განთავსებულია რესტორანი ,,ა---------’’. მოედანზე არის წრიული მოძრაობა და მას უერთდება ახალი საწარმოს მხრიდან სამოძრაო გზა. ჩანაწერის ხანგრძლიობა არის 03 წუთი და 14 წამი, ჩანაწერის დაწყებისთანავე ეკრანზე ჩანს ოთხი ქვეითი, რომლებიც გაშლილად გადადიან სავალ გზაზე საწარმოს მიმართულებით და რომლებიც მოძრაობენ სამკუთხედი ფორმის გამწვანების ზოლზე. ჩანაწერის 00 წუთსა და 03 წამზე ეკრანზე ერთდროულად შემოდის დ-----–---–ის მოედანზე მოძრავი მუქი ფერის მიკრო ავტობუსი, რომლის მარჯვნივ მოძრაობს ღია ფერის მსუბუქი ავტომობილი, რომელთა შორის ხდება შეჯახება, რის შემდგომ მიკროავტობუსი იცვლის მოძრაობის მიმართულებას მარცხენა მხარეს და ავარდება გამწვანების ზოლში, სადაც ეჯახება ზემოთ აღნიშნულ ქვეითთაგან ერთ ქვეითს. შემდგომ, ისევ აგრძელებს მოძრაობას გ---–--ას ქუჩის მიმართულებით, სადაც უკვე საავტომობილო სავალ გზაზე ჩამსვლელი ეჯახება გ---–--ას ქუჩის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით მოძრავ მუქი ფერის, მსუბუქ ავტომობილს, ისევ აგრძელებს მოძრაობას და ეჯახება რესტორანს ,,ა---------ს’’ კედელს, რის შემდეგ ჩერდება.

20-- წლის 05 ნოემბრის ვიდეო ფირის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ჩანაწერის გახსნის დროს ეკრანზე ჩანს ჩ---–----–---–-- ქუჩისა და დ-----–---–ის მოედნის კვეთა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბენზინ გასამართი სადგური ,-------–---, დ-----–---–ის მოედანზე არის წრიული მოძრაობა და მას უერთდება გ---–--ას ქუჩა, ა---–-------------------------–----- სამოძრაო გზა. ჩანაწერის 02 წუთსა და 11 წამზე ეკრანზე ჩნდება დ-----–---–ის მოედანზე, გამწვანების ზოლზე, როგორ მოძრაობს ოთხი ქვეითი, რომლებიც მოძრაობენ ა---–-------------------------–-----. ორი ქვეითი მოძრაობს წინ, ხოლო მათ უკან გარკვეული მანძილის დაცილებით მისდევს ერთი ქვეითი. ჩანაწერის 02 წუთსა და 32 წამზე ეკრანზე ჩ---–----–---–-- ქუჩიდან შემოდის მუქი ფერის მიკრო ავტობუსი, რომელსაც შუქფარები არ უნთია და მოძრაობს დ-----–---–ის მოედანის მიმართულებით. ჩანაწერის 02 წუთსა და 34 წამზე ა---–-------------------------–----- სამოძრაო გზებიდან გამოდის ღია ფერის მსუბუქი მარკის ავტომობილი, რომელსაც ჩართული აქვს შუქფარები და იგი მოძრაობს დ-----–---–ის მოედანის მიმართულებით. ჩანაწერის 2 წუთსა და 36 წამზე მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომობილებს შორის დ-----–---–ის მოედანზე ხდება შეჯახება, რის შემდგომ მიკრო ავტობუსი იცვლის მიმართულებას მარცხენა მხარეს და ვარდება გამწვანების ზოლში, სადაც ეჯახება ზემოთაღნიშნული ქვეითებიდან ერთ ქვეითს. შემდეგ, ისევ აგრძელებს მოძრაობას გ---–--ას ქუჩის მიმართულებით, სადაც უკვე საავტომობილო სავალ გზაზე ჩასული ეჯახება გ---–--ას ქუჩის მხრიდან დ-----–---–ის მოედანის მიმართულებით მოძრავ მოლურჯო ფერის მსუბუქ ავტომობილს, რის შემდეგ კვლავ აგრძელებს მოძრაობას და ეჯახება რესტორან „------------ კედელს, რის შემდეგ ჩერდება.

20-5 წლის 20 იანვრის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოცემული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება მთლიანად დამოკიდებული იყო ავტომობილ „ფ---–-------ის“ F---6---ის მძღოლ გ. ა--------ზე, თუ იგი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედებდა, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. საქმის მასალებიდან გამომდინარე მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფ------ის“ G-------ის მძღოლის გ------- ე-----–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან. რაც შეეხება ავტომობილ „ფ---–-------ის“ I------–ის მძღოლ რ-------- მ-------–--, მასზე არ იყო დამოკიდებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: თ------ ჭ-------მ და დ------ დ---–-ა, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ გ------- ე-----–---–ის ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ვინაიდან შემთხვევის ადგილი იყო კარგად განათებული, მხედველობა იყო შეუზღუდავი და ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა კარგად ჩანდა.

20-5 წლის 1 ივნისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N3---- დასკვნით დადგენილია, რომ საქმეში არსებული მასალების, საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციების და ვიდეო ფირების გათვალისწინებით ქვეითად მოსიარულეებს თავიანთი მოქმედებით, ავომობილ „ფ------ის“ მძღოლ გ------- ე-----–---–ისათვის არც საფრთხე შეუქმნიათ და არც დაბრკოლება. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი „ფ---–-------ი“ ავტომობილ „ფ------ს“ მასზე დაჯახებით მიმართულების ტრაექტორიას არ შეუცვლიდა, ავტომობილი „ფ------ის“ ქვეითზე შეჯახება გამორიცხული იქნებოდა. საქმეში არსებული მასალების, საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციების და ვიდეო ფირების გათვალისწინებით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფ------ის“ მძღოლ გ. ე-----–---–ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევასთან. აღნიშნული კანონის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დაცვის შემთხვევაშიც მძღოლი გ. ე-----–---–ი ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა. საქმეში არსებული მასალების, საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციების და ვიდეო ფირების გათვალისწინებით, ავტომობილ „ფ---–-------ის“ მძღოლ გ. ა--------ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: თ------ ჭ-------მ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ე-----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ეწინააღმდეგებიან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.

კერძოდ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე, 20-- წლის 2--------------- 00:50 საათზე, ღამით ჩართული ხელოვნური განათების პირობებში, სადაც მხედველობა იყო შეუზღუდავი. აღნიშნული ოქმის ნამდვილობა დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა შს-------------–-------–-–------------------------------–--------------------------–------------------------------- შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის ინსპექტორმა გ------- ს-----ემ, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის დროს დ-----–---–ის მოედანი იყო დღესავით განათებული და მხედველობა იყო შეუზღუდავი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და მასზე თანდართული სქემიდან დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე N-- ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ. დ-----–---–ის მოედანს უერთდება ჩ---–----–---–-- ქუჩა, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის N---- ქარხნის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით და პირიქით. ჩ---–----–---–-- ქუჩას მოედნის მიმართულებით მარჯვენა მხრიდან უერთდება დ-----–---–ის ქუჩა, ავტოგასამართი სადგური „ვ-----–------“. ასევე, მოედანს უერთდება ჩ---–----–---–-- ქუჩის მარჯვენა მხრიდან მეტრო ი---- მიმართულებით ორმხრივი მოძრაობიანი სავალი გზა, რომლის შეერთებასთან მოედანზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა უსაფრთხოების კუნძული, სადაც სავალ გზაზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა „დაუთმე გზა“ და აღნიშნული დაყოფილია ორ ზოლად, უწყვეტი ღერძულა ხაზით. მარჯვენა მხრიდან განთავსებულია საგზაო ნიშნები „მოძრაობა პირდაპირ“ და „დაუთმე გზა“. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და სქემის ნამდვილობა დაკითხვისას დაადასტურა გამომძიებელმა ნ-------- გ---------მ, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დ-----–---–ის მოედანი იყო განათებული დღის განათებით და მხედველობა იყო შეუზღუდავი.

რაც შეეხება 20-4 წლის 14 იანვრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N--- და 20-5 წლის 25 მაისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნებს და ექსპერტების: ლ-–- ა-------–--ის, თ------ დ--------- და დ----- გ---–-----ის ჩვენებებს, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება როგორც გ------- ე-----–---–ისათვის წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ვინაიდან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ მოწმე გ-------– ა--------ის ჩვენებას, რომ მან ჩამქრალი ფარებით მოძრავი მიკროავტობუსი ვერ დაინახა, წინააღმდეგობაში მოდის შემთხვევის ადგილზე მყოფი როგორც თავად ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან, ისე ბრალდების მხარის მიერვე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან და მასში მონაწილე პირთა ჩვენებებთან, რომელთა მიხედვითაც შემთხვევის ადგილი კარგად იყო განათებული, მხედველობა - შეუზღუდავი და ჩამქრალი ფარებით მოძრავი მიკროავსობუსი ჩანდა კარგად. აღნიშნული მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N3---- დასკვნებთან და მათი გამცემი ექსპერტების მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებთან, რომელთა თანახმადაც შემთხვევის ადგილზე იყო კარგი განათება, შეუზღუდავი მხედველობა და გ-------– ა--------ი თუკი დაიცავდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს - დაუთმობდა გზას მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, შეჯახება არ მოხდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ექმნება შთაბეჭდილება, რომ უშუალოდ გ-------– ა--------ს აქვს მხედველობის პრობლემა, რაც გ------- ე-----–---–ისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ნამდვილად ვერ გახდება. შესაბამისად, გ------- ე-----–---–ის ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან და იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მოწმის - ექსპერტ თ------ დ--------- ჩევენებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესზე დაკითხვისას სრულად ვერ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და კატეგორიულობა და ჩვენებისას აღნიშნა, რომ ქვეითად მოსიარულეები ფ------ის მძღოლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ქვეითების მიერ მძღოლს არ ჰქონდა შექმნილი საფრთხე და შესაბამისად, კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ გ------- ე-----–---–ს არ ავალდებულებდა დამუხრუჭებას და როგორც მოძრაობდა, შეეძლო ისე გაეგრძელებინა გზა დამუხრუჭების გარეშე. მისივე ჩვენებით, როდესაც „ფ------ ტ----------“ შედის დ-----–---–ის მოედანზე, ავტომობილი „ფ----------- პ------“ გადამკვეთ გზაზე არ არის შესული და ვინაიდან, იგი შედიოდა მეორე ხარისხოვანი გზიდან და ჰქონდა ნიშანი „დაუთმე გზა“, ვალდებული იყო დაეთმო გზა „ფ-------ტ----------სთვის“ - ავტომანქანისათვის, რომელსაც ბრალდებული მართავდა.

ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემთხვევის დროს მოქმედი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია არ იმოძრაოს დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით ან მის გარეშე და უკანა საგაბარიტო სანათებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობები.

მიუხედავად იმისა, რომ გ------- ე-----–---–ი ავტომანქანით მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში და ჩამქრალი ფარებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მისი ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან და მის ქმედებაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-6 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 20-6 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-6 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ 20-- წლის 2--------------- დ-----–---–ის მოედანზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია სამი მანქანის დაზიანება და თ----- ბ---–---–ის გარდაცვალება. თუმცა, ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დადასტურა გ------- ე-----–---–ის ბრალეულობა მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში - მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ მისი ფუნქცია არაა, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობასა თუ პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე (პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), განაცხადი no. 26853/04, 20-- წლის 1- ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 1-8). მიუხედავად ამისა, პოპოვის საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ მაინც გამოთქვა მოსაზრება იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებზეც ეროვნულმა სასამართლომ მსჯავრდება დააფუძნა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: გვამის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვინმე ბ-ნი X-ის კომპიუტერისა და დისკეტების შემოწმების ოქმებს, ბრალდებულის პირადი ნივთების დათვალიერების ოქმებს, ინტერნეტ პროვაიდერის წერილებს და ა.შ. ევროპული სასამართლოს თქმით, ეროვნულ სასამართლოს არ აუხსნია, თუ რანაირად ამტკიცებდა ეს მრავალრიცხვოვანი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობას, ან საერთოდ, რა შემხებლობა ჰქონდა მათ საქმესთან. ცხადია, გვამის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები რელევანტური იყო, მაგრამ ისინი მხოლოდ ადასტურებდა პირის გარდაცვალებას. ზემოაღნიშნული მსჯელობის შედეგად, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას (გადაწყვეტილების პუნქტები 1-1 და 1-9).

შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულ გ------- ე-----–---–თან მიმართებაში პროკურატურამ ვერ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ------- ე---–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- ავტომობილი „ფ------ ტ----------", სახელმწიფო ნომრით C------, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- ავტომობილი „ფ---–------- პ------", სახელმწიფო ნომრით F---6--, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- ავტომობილი „ფ---–------- გ---–---", სახელმწიფო ნომრით I------, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- დისკი 2 პაკეტად, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-268-ე, 2-0-2-1-ე, 2-5-2-6-ე, 2-7-ე, 2-9-280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ე-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. გ------- ე-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ო----- შ------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, ზ------------------------ში, საკადასტრო კოდით - 0---------------- რომელიც დაყადაღებულია 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ნაწილში.

3. ნივთმტკიცება:

- ავტომობილი „ფ------ ტ----------", სახელმწიფო ნომრით C------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს,- ავტომობილი „ფ---–------- პ------", სახელმწიფო ნომრით F---6--, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- ავტომობილი „ფ---–------- გ---–---", სახელმწიფო ნომრით I------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- დისკი 2 პაკეტად, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

4. განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დ----- მგელიაშვილი