განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/467-18.წ
გამოძიების ნომერი N041300418005
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–- ი-----ე
მამის სახელი: მ------------
პირადი ნომერი: N6----------
დაბადების თარიღი: 08.01.1974 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ეროვნება: ქართველი
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ქუთაისი, ჯ-----–---–ის ქ. #2/37
ადვოკატი: თ---------- მ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 08:10 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–ის ქუჩა #2/37-ში, ლ-–- ი-----ემ იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ე-–--- რ-----ეზე. (ყელში წაუჭირა ხელი, მოქაჩა თმებში, სახეში დაარტყა ხელი და თავი რამოდენიმეჯერ მიარტყმევინა კარებზე). ასევე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - ვ----–---ა ლ---–-----ეზე (სახეში გაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ე-–--- რ-----ემ და ვ----–---ა ლ---–-----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ლ-–- ი-----ემ ჩაიდინა, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული --ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვ----–---ა ლ---–-----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ ბრალდებულთან განქორწინებულია 2017 წლის ნოემბრის თვიდან. მათი თანაცხოვრების პერიოდში ეს უკანასკნელი ხშირად სვამდა და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ხარება დღე იყო, დილის საათები, როდესაც მასსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი წარმოიშვა მობილური ტელეფონის დატენვასთან დაკავშირებით. რა დროსაც, მისმა მეუღლემ უთხრა, რომ მადლობელი ყოფილიყო იმისათვის, რომ მის სახლში ცხოვრობდა და ესროლა მას ჩაქუჩი, რის გამოც, წაიყვანა თავისი შვილი და ჩუმად გამოიპარა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში, სადაც, მოხდა გაზის გაჟონვა და გახდა ცუდად, ამ დროს, მისმა გოგომ დაურეკა მამამისს ლ-–- ი-----ეს და სთხოვა დახმარება. ბრალდებული მალე მივიდა და გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში, საიდანაც, მისი თანხმობით ისევ დააბრუნა ისინი ლ-–- ი-----ემ თავის სახლში. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს, 2017 წლის 29 აპრილს, ბრალდებული ლ-–- ი-----ე ნასვამ მდგომარეობაში გვიან დაბრუნდა სახლში. დილის საათებში, მისი შვილი შეხვდა მის მეგობარს იური გაჩეჩილაძეს, რომელიც იყო მისი კლასელი. იგიც გაჰყვა მის შვილს და გაისეირნეს ქალაქში. სახლში დაბრუნდნენ დაახლოებით დილის 8 საათისათვის. დაბრუნების შემდგომ, ბრალდებული დაინტერესდა თუ ვინ ურეკავდა მათ შვილს ტელეფონზე, რის გამოც, შევიდა ამ უკანასკნელის საძინებელ ოთახში. სადაც, მისმა შვილმა მამამისს უპასუხა რომ ,,ამდენი წლის განმავლობაში არ გიკითხავს ჩემი ამბავი, ეხლა რატომ კითხულობო“, რაზედაც ლ-–- ი-----ემ უპასუხა, რომ იყო ,,უმადური შვილი“. ბავშვის ამ პასუხმა გამოიწვია ლ-–- ი-----ის აგრესია, მივარდა შვილთან და დაუწყო მას ხელებით დარტყმა. თან ნივთებს ისროდა და ჩაამსხვრია მინაც. ყვიროდა ,,გაეთრიეთ ჩემი სახლიდანო“. მათ შვილს თავი არტყმევინა რკინის კარებზე. დაზარალებულის განმარტებით, იგი მივიდა მათთან გაშველების მიზნით, რა დროსაც, ლ-–- ი-----ემ მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რის გამოც, მას ჰქონდა თავის ტკივილები და ,,შიშები“. ამ დროს პოლიციაში დარეკა ბავშვმა და ითხოვა დახმარება. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარის შუამდგომლობით, ნაწილობრივ გამოქვეყნდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან მისი ცემის ფაქტი. განმარტავს, რომ შვილთან ერთად აპირებს ისრაელში წასვლას. ბავშვის გაყვანის თაობაზე ლ-–- ი-----ემ მისცა თანხმობა. განმარტავს, რომ მართალია ლ-–- ი-----ემ დაარტყა მას ხელი კეფის არეში, მაგრამ მას დაზიანება არ მიუღია. ხოლო რაც შეეხება ბავშვს, ამ უკანასკნელს ხელი დაარტყა სახის არეში.
არასრულწლოვანმა ე-–--- რ-----ემ, მოწმის სახით დაკითხვის დროს, აჩვენა, რომ ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ჯ-----–---–ის ქუჩაზე, ერთი წლის წინ მისი მშობლები განქორწინდნენ. განქორწინებამდე, მისი მამა ბრალდებულ ლ-–- ი-----ე 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მათთან ერთად ცხოვრების დროს, მშობლებს შორის იყო ჩხუბი, მამამისი ლ-–- ი-----ე მის დედას ემუქრებოდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, რის გამოც, დედასთან ერთად გადავიდა ბუხაიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში. ამ ბინაში მოხდა გაზის გაჟონვა, ამიტომ დედამისი ვ----–---ა ლ---–-----ე გახდა ცუდად, რის გამოც, არასრულწლოვნის განმარტებით, სანამ სასწრაფოში დარეკავდა დაურეკა მამამისს ლ-–- ი-----ეს, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში, საიდანაც, გადაწყვიტეს რომ დაბრუნებულიყვნენ მამამისის სახლში. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ადრე გაიღვიძა, რა დროსაც, დაურეკა მისმა მეგობარმა და სთხოვა გასეირნება. იგი დაეთანხმა მას და დედამისთან ვ----–---ა ლ---–-----ესთან ერთად გაჰყვა მას გასასეირნებლად. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, მამამისმა ჰკითხა მათ თუ სად იყვნენ. მოწმის განმარტებით, ამ კითხვაზე მამას უპასუხა, რომ ადრე არ იყო დაინტერესებული მისით და ახლა რატომ გამოხატავდა ინტერესს, რასაც მოჰყვა მათ შორის კამათი. მამამისმა უპასუხა, რომ ,,ეხლა აღარ გჭირდებიო“. მივარდა მასთან და ბალიშით დაუწყო გაგუდვა, მოარტყა სახეზე, შემდეგ მოიქნია ბალიში და ჩაამტვრია კარების შუშა. ასევე, ხელი გაარტყა მასთან საშველად მისულ დედამისს ვ----–---ა ლ---–-----ესაც, ხოლო მას ხელით ურტყამდა ლოყაზე და კისერშიც, რის გამოც, გააღო კარები და გავიდა გარეთ. გადაწყვიტეს პოლიციაში დარეკვა. მამამისი ეუბნებოდა, რომ არ დაერეკათ პოლიციაში, ,,თქვენი ნივთები წაიღეთ და წადითო“. განმარტავს, რომ მამამისის მხრიდან ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც მასზე, ასევე, დედამისზეც. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ლოყაზე ჰქონდა სიწითლე. მხარის შუამდგომლობით ნაწილობრივ გამოქვეყნდა არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმი, სადაც მითითებული იყო მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. მოწმემ მთლიანად დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მე-5 განყოფილების გამომძიებელმა ბ--- კ-------ემ განმარტა, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, 2017 წლის 30 აპრილს დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოწმის განმარტებით, მის მიერ იქნა გამოკითხული დაზარალებული ვ----–---ა ლ---–-----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი ე-–--- რ-----ე. მის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დანიშნა ექსპერტიზები დაზარალებულებზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო დაზარალებულმა ვ----–---ა ლ---–-----ემ, რომელმაც მიუთითა იმ ოთახებზე, სადაც, მისმა მეუღლემ მას და მის შვილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, არასრულწლოვანმა ე-–--- რ-----ემ წარმომადგენელთან დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ მისი მამის ლ-–- ი-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002997918 დასკვნის თანახმად, ,,30.04.2018წ. 17:12-17:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ე-–--- რ-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები (ინექციის შემდგომი კვლები) და დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N003119818 დასკვნის თანახმად, ,,30.04.2018წ. 17:30-17:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ვ----–---ა ლ---–-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები (ინექციის შემდგომი კვლები). სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური (ტრავმული) დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამრთლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემული გარემოებები და განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი დადგენილების თანახმად, მოხდა ვ----–---ა ლ---–-----ის ობიექტური შემოწმება. ობიექტური შემოწმების დროს ვ----–---ა ლ---–-----ემ გადმოსცა, რომ 2018 წლის 30 აპრილს, ქ.ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N2/37-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 08:30 საათზე, მასთან მივიდა მისი ყოფილი მეუღლე ლ-–- ი-----ე, რომელმაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხელის დარტყმით. შემოწმების დროს ასევე განმარტა, რომ უჩიოდა თავის ტკივილს, მარჯვენა და მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, ირგვლივ მომწვანო მოყვითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მისივე განმარტებით, 3 დღის წინ თვითონ და მისი შვილი მოიწამლა გაზით, რის გამოც იკეთებდა გადასხმებს, სხეულზე გარეგნულად რაიმე მექანიკური-ტრავმული სახის დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. განმარტავს, რომ რაც შეეხება ე-–--- რ-----ეს, მისი შემოწმება მოხდა ასევე, 2018 წლის 30 აპრილს, გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი დადგენილების თანახმად. ე-–--- რ-----ემ გადმოსცა, რომ 2018 წლის 30 აპრილს ჯ-----–---–ის ქუჩა N2/37-ში მისმა მამამ ლ-–- ი-----ემ მას და მის დედას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხელის დარტყმით თავისა და სახის არეში. უჩიოდა ტკივილს თავის არეში, მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა და მარცხენა იდაყვის სახსრის ზედაპირზე აღენიშნებოდა წერტილოვანი ნაჩხვლეტის ჭრილობა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნაჩხვლეტი კვლები მიღებული აქვს სამი დღის წინ გაზის მოწამვლის შემდეგ გადასხმების შედეგად. განმარტავს, რომ დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებული არის რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. განმარტავს, რომ აღნიშნულ შესამოწმებელ პიროვნებებს არ განუმარტავთ, თუ რატომ ჰქონდათ თავის ტკივილი, ეს გაზის მოწამვლის ბრალი იყო თუ აღნიშნული სისხლნაჟღენთების.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აღწერა:
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ლ-–- ი-----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რა დროსაც, ცდილობდა მის შვილთან დაკავშირებას, მაგრამ ეს უკანასკნელი მასთან კონტაქტში არ შემოდიოდა. მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვთან ერთად აპირებდა ისრაელში წასვლას, რის გამოც, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ჩამოვიდა სახლში, მაგრამ ნახა, რომ მისი შვილი ძალიან ცუდად შეხვდა მას. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი საღამოს არ იყო სახლში და როდესაც იკითხავდა მის ამბავს, მეუღლე პასუხობდა, რომ ,,ამხანაგთან დარჩაო“. მოწმის განმარტებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში, მისმა მეუღლემ შესთავაზა, რომ მათ შორის მომხდარიყო განქორწინება. იგიც დაეთანხმა და განქორწინდნენ. შემდგომ მეუღლემ სთხოვდა, რომ გაეშვა ისრაელში ბავშვთან ერთად, რასაც დაჟინებით სთხოვდა და ამასვე სთხოვდა მისი შვილიც. ბოლოს იგი დაეთანხმა მათ და ნოტარიული თანხმობა მისცა მის მეუღლეს ვ----–---ა ლ---–-----ეს. ამის შემდეგ, მასთან ცხოვრობდნენ სახლში მისი ცოლ-შვილი. მოწმის განმარტებით, მას აქვს ოთხოთახიანი ბინა და მისცა ნებართვა მის მეუღლეს და შვილს ცალკე ოთახში ეცხოვრათ. ამას აკეთებდა ბავშვისათვის, რადგან იგი იქვე ახლოს სწავლობდა სკოლაში. ვ----–---ა ლ---–-----ე, ყოველთვის, როდესაც ბავშვი სახლში არ მიდიოდა ეუბნებოდა, რომ ,,შენი საქმე არ არის თუ სად დარჩება იგიო“. ერთ დღეს, მისმა მეუღლემ და შვილმა დილის საათებში, ჩაალაგეს ჩემოდნები და გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად. კერძოდ, ბუხაიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში. სადაც დაახლოებით 3 კვირის გადასულები იყვნენ, როდესაც დაურეკა მისმა შვილმა და უთხრა რომ მისულიყო მათთან. მანამდე ბავშვს მისთვის არ დაურეკია. როდესაც მათთან მივიდა სახლში ნახა, რომ მისი მეუღლე გაზით იყო მოწამლული და იყო გათიშულ მდგომარეობაში. იგი გადაიყვანა საავადმყოფოში, საიდანაც მისი შვილი და ვ----–---ა ლ---–-----ე დააბრუნა თავისთან სახლში, რადგანაც, მის მეუღლეს ჰქონდა თავბრუსხვევა და უკეთებდა გადასხმებს. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 29 აპრილს იყო დაახლოებით დილის 8 საათი, როდესაც გაიგონა მისი შვილის ლაპარაკი მობილურ ტელეფონზე. ვიღაცას ელაპარაკებოდა და დედამისთან ერთად გავიდა სახლიდან. დაბრუნდნენ დაახლოებით ნახევარ საათში. მან ჰკითხა ბავშვს, თუ ვის ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რატომ არ მიდიოდა სკოლაში. უპასუხა, რომ დილით ამხანაგს ელაპარაკებოდა და არ სცემდა კითხვებზე პასუხს. ასევე უთხრა, რომ ,,15 წლის განმავლობაში ფეხებზე გეკიდე და ახლა მეკითხებიო“. ასევე, მისმა მეუღლემ უთხრა მას რომ ,,შენ ვინ გეკითხებაო“. ორივე დედა-შვილი მივიდნენ კარებთან და გავიდნენ გარეთ. მისი მეუღლე დაემუქრა, რომ გაამწარებდა. თან ბავშვს ეუბნებოდა დაერეკა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, მათი წასვლის შემდეგ იგი გავიდა გარეთ, ცოტა ხნით გაისეირნა და როდესაც სახლში დაბრუნდა მასთან მისულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ მისი ყოფილი ცოლი მას საზღვარგარეთიდან ჩამოსვლამდეც ემუქრებოდა ,,უნდა გაგამწაროო“. განმარტავს, რომ მისი მხრიდან მისი ყოფილი მეუღლის და შვილის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ხოლო რაც შეეხება ჩამსხვრეულ მინას, იგი დიდი ხნის წინ იყო ჩამსხვრეული და შემთხვევის დღეს არ ჩაუმსხვრევია მას. განმარტავს, რომ ამჟამად, მისი ცოლ-შვილი ვ----–---ა ლ---–-----ე და ე-–--- რ-----ე წასულები არიან ისრაელში საცხოვრებლად.
მოწმის მ--–---- ჯ----–--–---–ის ჩვენებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის იგი მისული იყო მისი მეგობრის ლ-–- ი-----ის სახლში და შეუთანხმდა ამ უკანასკნელს რომ დილით წასულიყვნენ ,,სახაშეში“ ერთად. როდესაც დილით მივიდა ლ-–- ი-----ესთან, სადარბაზოში შესვლისთანავე ზემოდან გაიგონა ხმა. ლ-–- ი-----ე ამბობდა ხმამაღლა ,,ლიკა რა არის რა ხდებაო, არ უნდა ვიცოდე თუ სად მიდის ჩემი შვილიო“. ამ დროს გაიგონა ლ-–- ი-----ის მეუღლის პასუხიც ,,ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს მე და ჩემ შვილსო“, რაზედაც ლ-–- ი-----ე ეუბნებოდა მას თუ რას აკეთებდა, ასევე გაიგონა, რომ ლ-–- ი-----ის მეუღლე ლიკა ეუბნებოდა თავის შვილს ,,დარეკე პოლიციაში უნდა გავამწაროო“. მოწმის განმარტებით, მან იცოდა, რომ ლ-–- ი-----ეს და მის მეუღლეს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. საცხოვრებელ სახლში გაზის გაჟონვის მოწამვლის შემდეგ ლ-–- ი-----ემ თავისი მეუღლე და შვილი გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ მიიყვანა თავისთან სახლში. ეგონა რომ მათ შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. იმის მიუხედავად, რომ ლ-–- ი-----ის მეუღლე და მისი შვილი სახლიდან წასულები იყვნენ დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, ლ-–- ი-----ემ ისინი მაინც დააბრუნა სახლში. განმარტავს, რომ იგი ლ-–- ი-----ის ახლო მეგობარია. როდესაც შემთხვევის დღეს მივიდა მასთან სახლში, იგი შევიდა სადარბაზოში და როდესაც ავიდა მეორე სართულის კიბეზე, მაშინ გაიგონა ლ-–- ი-----ის მეუღლის ხმა. ლ-–- ი-----ე და მისი ოჯახი ცხოვრობს მეოთხე სართულზე.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავენ მისი მხრიდან დაზარალებულ ვ----–---ა ლ---–-----ის და ე-–--- რ-----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რაც, არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც, მის მიერ ჩვენებაში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც, ფაქტების სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და მათი გადმოცემის ინდივიდუალური ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული ჩვენების შინაარსისათვის დამახასიათებელია სინამდვილის ბრალდებულის სასარგებლოდ ასახვა, რადგანაც, ამ გარემოებათა გათვალისწინებით მის მიერ ასახული ინფორმაცია გარკვეულ ცვლილებებს განიცდის მათი გადმოცემისას, რის გამოც, ჩვენებებს შორის წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად არსებითია ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა და რამდენად შეესაბამებიან მათში გადმოცემული ფაქტები საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ გარემოებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასახავს თუ არა მათ ჩვენებებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. დადგენილია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმის მ--–---- ჯ----–--–---–ის ჩვენებაში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ:
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ბრალდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ, საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 30 აპრილს, ქ. ქუთაისი ივანე ჯ-----–---–ის ქუჩა #2/37-ში განთავსებულ ბინაში, ლ-–- ი-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს ვ----–---ა ლ---–-----ეს და შვილს ე-–--- რ-----ეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს და უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები რომლებიც, უშუალოდ აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებენ მათ.
იმ საკითხის გარკვევის მიზნით, ნამდვილად მიაყენა თუ არა ბრალდებულმა ლ-–- ი-----ემ სხეულის დაზიანება დაზარალებულ ვ----–---ა ლ---–-----ეს და არასრულწლოვან ე-–--- რ-----ეს, მნიშვნელოვანია ერთობლიობაში შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დაზარალებულმა ვ----–---ა ლ---–-----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ არასრულწლოვან ე-–--- რ-----ეს და ბრალდებულ ლ-–- ი-----ეს შორის სიტყვიერი შელაპარაკებისას, ბავშვის პასუხმა გამოიწვია ლ-–- ი-----ის აგრესია, მივარდა შვილთან და დაუწყო მას ხელების დარტყმა. თან ნივთებს ისროდა და ჩაამსხვრია მინაც. მათ შვილს თავი არტყმევინა რკინის კარებზე. დაზარალებულის განმარტებით, იგი მივიდა მათთან გაშველების მიზნით, რა დროსაც, ლ-–- ი-----ემ მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რის გამოც, მას ჰქონდა თავის ტკივილები და ჰქონდა შიში. არასრულწლოვან ე-–--- რ-----ის მიმართ დაზიანების მიღების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის ავთენტურობის დადგენის მიზნით დაკითხული იქნა დასკვნის შემდგენი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები. ამასთან, განმარტა, რომ დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული იქნა არასრულწლოვანი ე-–--- რ-----ე, რომელმაც განმარტა, რომ მამასთან სიტყვიერი კამათის დროს, ბრალდებული ლ-–- ი-----ე მივარდა მასთან და ბალიშით დაუწყო გაგუდვა, მოარტყა სახეზე, შემდეგ მოიქნია ბალიში და ჩაამტვრია კარების შუშა. ასევე, ხელი გაარტყა მასთან საშველად მისულ დედამისს ვ----–---ა ლ---–-----ესაც, ხოლო მას ხელით ურტყამდა ლოყაზე და კისერშიც. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხრიდან მისი ყოფილი მეუღლის და შვილის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც მის მიერ ჩვენებაში გადმოცემული გარემოებები არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002997918 დასკვნით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების სასამართლო გამოკვლევით, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ი-----ემ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
ქმედების, სამართლებრივი აღწერა:
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ლ-–- ი-----ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლისა კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ასევე ითვლება ყოფილი მეუღლე.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც, შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას. საქმის სასამართლო განხილვით, დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება განხორციელდა იმის გამო, რომ მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან და შვილთან იმის გამო, რომ დაინტერესდა თუ ვინ ურეკავდა მათ შვილს და სად იყო შემთხვევის დღეს დილით წასული. სწორედ აღნიშნული გახდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულებთან კონფლიქტის მიზეზი, რის გამოც, დადგა მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა ლ-–- ი-----ემ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო მისი მეუღლის ვ----–---ა ლ---–-----ის და არასრულწლოვანი შვილის ე-–--- რ-----ის მიმართ, რადგანაც, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ დაზარალებულებმა ვ----–---ა ლ---–-----ემ და არასრულწლოვანმა ე-–--- რ-----ემ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მთლიანად უარყოფს მისი მხრიდან დაზარალებულების მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ლ-–- ი-----ეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რადგანაც, აღნიშნული სასჯელი მოცემულ შემთხვევაში კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრამდე, სასამართლომ გამოიკვლია ხომ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაწესებული შეზღუდვები და დაადგინა, რომ ლ-–- ი-----ე, არ არის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, საპენსიო ასაკის პირი ან გაწვეული სამხედრო მოსამსახურე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული, ლ-–- ი-----ე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
2. ვინაიდან ლ-–- ი-----ე, სასამართლო განხილვამდე, იმყოფებოდა პატიმრობაში, 2018 წლის 30 აპრილიდან - 2018 წლის 03 მაისის ჩათვლით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ლ-–- ი-----ეს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 20 საათით და საბოლოოდ, ბრალდებულ ლ-–- ი-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორასოცდაათი) საათის ვადით.
3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მსჯავრდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს მ--- ხ--------ეს (პირადი N6----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს ამავე საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე