განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/135-18
№061240718002
12 სექტემბერი, 2018წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–-----------------–-ილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–-------------------------------------------–--------–-–--------------------------------------------------–-----------------------------------------–---------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
მა-–---------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და არასრულწლოვნის მიმართ,აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ს------------------------------–-------------––-- ყოფილი ტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის მესამე სართულზე მცხოვრები, მთვრალი მა-–---------------ე თავის ბინაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეზობლად მცხოვრებ ლ---------–----–-ძის არასრულწლოვანი შვილის - დ------------ს მიერ ველოსიპედით დერეფნის გასასვლელ კარზე შეჯახებით განაწყენებულმა, ამ უკანასკნელს უყვირა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. აღნიშნულის გამო, არასრულწლოვან დ------------ს მისი დედა, ლ---------–----–-ძე, გამოესარჩლა, რა დროსაც ურთიერთშორის წარმოშობილი კამათი კონფლიქტში გადაიზარდა. მა-–---------------ე ხელთარსებული დანით ლ---------–----–-ძის, მისი მეუღლის ო------------ს და მათი არასრულწლოვანი შვილის დ------------ს სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, მათ ბინაში შესასვლელ კართან მივიდა, სადაც არასრულწლოვანი დ------------ და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. იგი კარზე ხელების დარტყმით და ხსენებული მუქარით ოთახში შესვლას შეეცადა, რის გამოც არასრულწლოვან დ------------ს და მის მშობლებს - ლ---------–----–-ძეს და ო------------ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.სასამართლოს დასკვნა მა-–---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შ-----------------–-----------–--------------------------–-----–-----------------––-–-----------------------------–----–------–---------–----–-----------------------------–----------–-------–---------------------------------------------–---------------------------–---------------------–---–-------------------–-------–----–-------------------------------------------------------------------–-------------- და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მა-–---------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მა-–---------------ეს ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და არასრულწლოვნის მიმართ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მა-–---------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და არასრულწლოვნის მიმართ. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მა-–---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მა-–---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მა-–---------------ე ცნობილ ქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ მა-–---------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება დანა, რომელიც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე