გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002634752
საქმე № 3/253-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე: ა-----– მ-----–-–---–ი
წარმომადგენელი: ზ---ა მ-----–---–ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი: მ------ ბ---–---------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულების ბათილად ცნობა - ა-----– მ-----–-–---–ის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2018 წლის 14 მაისის №2----- წერილში მითითებულ №6-.4-.0-.0-- საკადასტრო კოდით ა-----– მ-----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (სამხრეთით) მდებარე 5345.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ა-----– მ-----–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარების დავალება.
სარჩელის თანახმად, ა-----– მ-----–-–---–ს 2001 წელს გორის რაიონის გამგეობის დადგენილებით იჯარით გადაეცა გორის რაიონის სოფელ ვ------ში მდებარე მრავალწლიანი ნარგავებით განაშენიანებული 169 20.00 კვ.მ-ი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, რომელიც შემდგომში გამოისყიდა და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მის სახელზე 6-.4-.0-.0-- სააკადასტრო კოდით. აღნიშნულ ფართზე მრავალწლიანი ნარგავების არსებობამ წარმოშვა მოწეული მოსავლის დასასაწყობებლად დამხმარე შენობა-ნაგებობის საჭიროება, რის გამოც იჯარით გადაცემული მიწის ფართის სამხრეთ მხარეს არსებულ თავისუფალ 5345.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თავისი ინიციატივით ააშენა დამხმარე შენობა-ნაგებობა, რომელიც დღემდე მის სარგებლობაშია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართთან ერთად. აღნიშნულს ადასტურებს მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, ასევე მოსარჩელის მითითებით, ორივე მისი ფართი - კანონიერად გადაცემულიც და თვითნებურად დაკავებულიც არის მოქცეული ერთ მთლიან ღობეში. არ არის გაყოფილი ერთმანეთისგან არც ბუნებრივი და არც ხელოვნური მიჯნით. ვინაიდან 5345.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მისი ფართის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა, დარეგისტრირება ვერ შეძლო, რის გამოც 2018 წლის 12 აპრილს №892018304-88 განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრს, მისი მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 მაისის №2----- მიმართვით გადაგზავნილ იქნა აღიარების კომისიაში, მოსარჩელემ კომისიაში წარადგინა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, რომლებიც უდასტურებდნენ მიწის ფართის თვითნებურად დაკავების ფაქტს. კომისიის 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ თურმე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით (საწყობით) დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №2----- წერილი, ა-----– მ-----–-–---–ის გორის მუნიციპლაიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 534- კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონებაც და რომელიც ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართვეელოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციით, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე 5343 კვ.ნ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საწყობით დაკავებულ ტეროტორიას, კომისიაში წარდგენილი სამი მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით კი ა-----– მ-----–-–---–ის მიერ მიწის ნაკვეთზე საწყობის აშენების ფაქტი არ დასტურდება, კომისიის 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულებით ა-----– მ-----–-–---–ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. შესაბამისად კომისია არ ეთანხმება თვითნებურად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალდებულებას და განკარგულების ბათილად ცნობას.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა პ----ა კ--------ი, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ ტერიტორია, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს ა-----– მ-----–-–---–ი, არის შემოღობილი და მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, რომელზედაც არის ხის ფარდული. ამავე ტერიტორიაზე იყო მეორე რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე დაშენებული ფარდული, რომელიც ამჟამად აშენებულია ბლოკით და გალესილია, ფანჯრებია გასაკეთებელი, ერთი მხარე შემოღობილია კაპიტალურად, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მეორე მხარეს რკინის ბადით, ბეტონის კონსტრუქციის მხარეს არის ხეივანი. მოწმის განმარტებით, სანამ ა-----– მ-----–-–---–ი თვითნებურად დაიკავებდა მიწის ნაკვეთს, მასზე იყო ფარდულები, მან ეს ფარდული ამოაშენა ბლოკით, რადგან აღებულ მოსავალს წვიმა და ქარი უფუჭებდა, საძირკველი იყო თუ არა ჩასხმული, მოწმისათვის უცნობია, აღნიშნული ფარდული იყო რკინის მილების კონსტრუქციის, სახურავგადაფარებული, რომელიც მ-----–-–---–მა ამოაშენა ბლოკით. ის საწყობი, რომელიც დარეგისტრირებული აქვს ა.მ-----–-–---–ს, არის მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზიდან არის შესასვლელი, მას შემდეგ არის საწყობი, რომელიც ამჟამად გალესილი და ამოშენებულია ბლოკით. მოწმის ჩვენებით ის ადგილი, სადაც ამჟამად გაშენებულია ხეივანი და არის საწყობი, იყო ნაგავსაყრელი და გაასუფთავა ა.მ-----–-–---–მა.
მოწმე დ----- ბ------–---–-ა დაკითხვისას განმარტა, რომ 1992 წლიდან ცხოვრობს ვ------ში, ა.მ-----–-–---–ს იცნობს 2000 წლიდან, როდესაც მივიდა საწყობში, მას შემდეგ მუშაობდა მასთან. ამ პერიოდში კომუნისტების დროინდელი საწყობები იყო დანგრეული, გაძარცვული, ტერიტორიაზე იყო ნაგავი, აღნიშნული აღადგინა ა.მ-----–-–---–მა, ტერიტორიიდან გაიტანა ნაგავი, დაასაქმა ხალხი. ერთი საწყობი ჰქონდა შესყიდული, ვინაიდან მასში აღარ ეტეოდა აღებული მოსავალი, მ-----–-–---–მა ჩაასხა საძირკველი და ამოაშენა მეორე საწყობი, გალესა, ამჟამად ფანჯრებია გასაკეთებელი, აშენებამდე იყო მხოლოდ ბოძები, სახურავზე ჰქონდა დამტვრეული შიფერი. მოწმის განმარტებით, მანაც მიიღო საწყობის აშენებაში მონაწილეობა. მოწმის ჩვენების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი არის ა.მ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული საწყობით დაკავებული მიწის შემადგენელ ნაწილი, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ა-----– მ-----–-–---–მა თვითნებურად დაიკავა, იყო მხოლოდ ბეტონის ბოძები.
მოწმე შ--–-ა მ---------–-–---–ის განმარტებით, ა.მ-----–-–---–თან მუშაობს 2001 წლიდან დღემდე. მისი ჩვენებით, სადავო მიწის ნაკვეთზე იყო ნაგავსაყრელი, მასზე არსებული საწყობები იყო დანგრეული. ძირითადი საწყობი იყო გაძარცვული, ბოძებზე იდგა, მიწასთან მყარად მათ დააკავშირეს, ჩაასხეს საძირკველი, აშენებამდე საწყობის ბეტონის ბოძები იყო მხოლოდ მიწაში ჩასმული, იშლებოდა. მოწმის ჩვენებით, ის ტერიტორია, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს მ-----–-–---–ი, არის რეგისტრირებული საწყობით დაკავებული ტერიტორიის ნაწილი.
ა-–---ი მ---------–-–---–ის ჩვენებით, მუშაობს ა.მ-----–-–---–თან ერთად, ა.მ-----–-–---–ს ხეხილის ბაღი აღებული ჰქონდა იჯარით. შემდგომ კი შეისყიდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ორი საწყობი, გასულ წელს გალესა პატარა საწყობი, რომლის ადგილასაც იყო ბოძები, საძირკველი კი გაუკეთა ა.მ-----–-–---–მა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 2001 წელს გორის რაიონის გემგეობის დადგენილებით ა-----– მ-----–-–---–ს იჯარით გადაეცა გორის რაიონის სოფელ ვ------ში მდებარე მრავალწლიანი ნარგავებით განაშენიანებული 169 20. 00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, რომელიც შემდგომ გამოისყიდა და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მის სახელზე, საკადასტრო კოდით 6-.4-.0-.4-.
მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; 2003 წლის სანოტარო აქტი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.2 1999 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონული სასამართლოს განჩინების თანახმად, ბიუჯეტის დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდა მოპასუხე შპს ,,ვ------ის“ კუთვნილი შენობის ხორბლის საწყობის გასხვისება 2 500 ლარად, ნოდარ გაიოზის ძე ბუზალაძის სახელზე.
მტკიცებულება: 1999 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონული სასამართლოს განჩინება;
3.3 2018 წლის 12 აპრილს ა-----– მ-----–-–---–მა 892018304-88 განაცხადით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე, უძრავი ნივთის მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვ------ი.
მტკიცებულება: 2018 წლის 12 აპრილის განცახდების №892018304-88 მიღების ბარათი;
3.4 ა-----– მ-----–-–---–მა 2001 წლიდან თვითნებურად დაიკავა მის სახელზე 6-.4-.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ მხარეს არსებული 5345.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი;
მტკიცებულება: ახსნა-განმარტება; სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები;
3.5 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამსახურეობრივი ბართიდან ირკვევა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით №892018304-88 განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე 2018 წლის 13 აპრილის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ქაღალდის ვერსიის პირველ გვერდზე 02 შენობის ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ვ------ის მეხილეობის ს/მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს (საწყობი).
მტკიცებულება: სამსახურებრივი ბარათი;
3.6 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა ა-----– მ-----–-–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
მტკიცებულება: 2018 წლის14 მაისის წერილი №2-----;
3.7 საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ა-----– მ-----–-–---–ის განცხადება და 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულებით არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით (საწყობი) დაკავებულ მიწის ნაკვეთს. მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 აგვისტოს 3-- განკარგულება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიის გასაჩივრებული აქტი და დაევალოს მოპასუხეს, საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, რამდენადაც კანონმდებლობით აღიარებულია პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ ფართებზე, ხოლო მოპასუხის მიერ გასაჩივრებულ აქტებში დასახელებული გარემოებები არ იძლევა მისი საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას; მოპასუხის მიერ არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულებით მოსარჩელეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5343.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით (საწყობი) დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამ შემთხვევაში განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებები, რაც გახდა უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება ის ფაქტი, რომ ა-----– მ-----–-–---–მა 2001 წელს თვითნებურად დაიკავა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარე 5343.00 კვ.მ მიწის ფართი, ამავე დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა რომ მიწის ნაკვეთზე იყო რკინის კონსტრუქციის ფარდული, რომელიც ა.მ-----–-–---–მა ააშენა და გამოიყენა საწყობად. თუმცა მოწმეთა ჩვენებებით, ისევე როგორც საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად არ დგინდება ის ფაქტი, ა.მ-----–-–---–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების მომენტში მასზე იყო თუ არა აშენებული მყარი შენობა ნაგებობა (საწყობი).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ 1999 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ბიუჯეტის დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდა მოპასუხე შპს ,,ვ------ის“ კუთვნილი შენობის ხორბლის საწყობის გასხვისება 2 500 ლარად, ნოდარ გაიოზის ძე ბუზალაძის სახელზე.
???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა;
დადგენილია, რომ კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკუთრების უფლების აღიარება, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული ის ფაქტი, ა-----– მ-----–-–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე არსებული საწყობი წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფოს საკუთრებას, იგი დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურეობრივ ბარათს, სადაც მითითებულია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ვ------ის მეხილეობის ს/მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს (საწყობი). კომისიას არ მიუმართავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის აღნიშნულის თაობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიამ არ ჩათვალა საჭიროდ ადგილზე შეესწავლა თვითნებურად დაკავებული ტერიტორია და ადგილზე მომხდარიყო გამოკვლევა იმ გარემოების სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა თუ არა საწყობი, ასევე გაერკვია ხომ არ იყო აღნიშნული საწყობი 1999 წლის 20 აგვისტოს განჩინებით გასხვისებულ ტერიტორიაზე განთავსებული. ასევე არ იქნა გამოკვლეული, ა-----– მ-----–-–---–ის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისას იყო მყარი შენობა-ნაგებობა, თუ მოსარჩელის მიერ მოხდა მისი აშენება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადების განხილვისას უნდა შეაფასოს მასში მითითებული მონაცემები, ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სამართლებრივად. აქედან გამომდინარე, ფაქტების სწორად დადგენას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, უტყუარად დადგენილად და დადასტურებულად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად იგი არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ადასტურებენ ა.მოგელასვილის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 2001 წელს თვითნებურად დაკავების ფაქტს, თუმცა ერთ შემთხვევაში მოწმე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია საწყობის საძირკვლი ა.მ-----–-–---–მა ჩაასხა თუ არა, ხოლო მეორე მოწმე ადასტურებს აღნიშნულ გარემოებას. ამასთან, მოწმეები ადასტურებენ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იყო რკინის კონსტრუქციის ფარდული, რომელიც ამოაშენა ა.მ-----–-–---–მა და იყენებდა მოსავლის დასასაწყობებლად. აქედან გამომდინარე ცალსახად არ დგინდება ის ფაქტი, ა.მ-----–-–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დროს იყო თუ არა მასზე განთავსებული მყარი შენობა-ნაგებობა, თუ აღნიშნული განხორცილდა მოსარჩელის მიერ, ასევე არ არის დადასტურებული ის ფაქტი, აღნიშნული საწყობი წარმოადგენს თუ არა სახელმწიფოს საკუთრებას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
დადგენილია, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე, რასაც დღემდე ფლობს, აღნიშნულ მიწის ფართზე ააშენა დამხმარე შენობა-ნაგებობა, მისივე განმარტებით, მითითებული კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) თვითნებურად დაეუფლა სადავო მიწის ნაკვეთს, ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 6-.4-.0-.0--, რომლის სამხრეთ მხარესაც მდებარეობს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა დათო ბერუაშვილის, ა-–---ი მ---------–-–---–ის და შ--–-ა მ---------–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული აქტი იმის შესახებ, რომ თამაზ ა-----– მ-----–-–---–მა 2001 წლიდან თვითნებურად დაიკავა საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით 6-.4-.0-.0-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ მხარეს მდებარე 5345 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც ამავე პერიოდიდან თავის კუთვნილ ნაკვეთთან ერთიანობაში შემოსაზღვრა მყარი ღობით და დღემდე უწყვეტად ფლობს მას. როგორც ირკვევა, წარმოდგენილი სანოტარო აქტითაც არ დგინდება მიწის ნაკვეთზე არსებული ობიექტის აშენების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტით არ ირკვევა, განკარგულების მიღებისას კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა თუ არა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ამ გარემოებათა გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე უნდა გამოეკვლია 2018 წლის 14 მაისის №2----- წერილის საფუძველზე, ა-----– მ-----–-–---–ის ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, დადებით შემთხვევაში, თვითნებურად დამკავებელ პირთა ვინაობა, მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართი, კონფიგურაცია და საზღვრები, ხომ არ წარმოადგენდა სადავო მიწა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ მიწას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიეღო გადაწყვეტილება სადავო მიწაზე ა-----– მ-----–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა არც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის და არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, და გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებასა და არგუმენტზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარება. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს მოპასუხეს; კერძოდ: დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილი, 2018 წლის 14 მაისის №2----- წერილის საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს ა-----– მ-----–-–---–ის ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, დადებით შემთხვევაში, თვითნებურად დამკავებელ პირთა ვინაობა, მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართი, კონფიგურაცია და საზღვრები, ხომ არ წარმოადგენს სადავო მიწა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ მიწას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო მიწაზე ა-----– მ-----–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონების და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” განსაზღვრული დებულებებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავეკოდექსის 53-ემუხლის 1-ლინაწილისთანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 700 ლარის გადახდის ქვითრები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.
იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯები, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
ამავე დროს, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 700 ლარით განსაზღვრა, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-----– მ-----–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულება ,,ა-----– მ-----–-–---–ის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“;
1.2. ა-----– მ-----–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №2----- წერილის საფუძველზე № 6-.4-.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარე 5345.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართზე და მასზე განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობაზე ა-----– მ-----–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარების დავალების შესახებ, ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდეს.
1.2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილი, 2018 წლის 14 მაისის №2----- წერილის საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს ა-----– მ-----–-–---–ის ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, დადებით შემთხვევაში, თვითნებურად დამკავებელ პირთა ვინაობა, მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართი, კონფიგურაცია და საზღვრები, ხომ არ წარმოადგენს სადავო მიწა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ მიწას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო მიწაზე ა-----– მ-----–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
2. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით და 700 (შვიდასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, სულ 800 (რვაასი) ლარი - გადახდეს ა-----– მ-----–-–---–ის სასარგებლოდ.
3. მოცემულ საქმეზე ზ---ა მ-----–---–ის მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 1) ა-----– მ-----–-–---–ის საქმეზე, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული