განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2019
საქმის ნომერი
330100118002642996
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4------

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ მ----------------ს,ბრალდებულ _ გ------------–----ის,ადვოკატების _ გ-------------------------------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ-------------------------–----ის (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------–--------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ,მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების - ო---------------ის, რ--------------ის, ა---------------ს, დაზარალებულ ს-----–----------–-----ს, ბრალდებულ გ------------–----ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ამოცნობის ოქმით; დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ------------–----ემ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ---–--–------------------------ის მიმდებარედ, გ------------–----ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ს-----–----------–-----ს კუთვნილ, წითელ ხელჩანთას, მასში მოთავსებული ნივთებითა და ფულადი თანხით 26 (ოცდაექვსი) ლარის ოდენობით.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ------------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

გ------------–----ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. იმავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს გ------------–----ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევი არ არის და ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

წითელი ნაჭრის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, ასევე გ------------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ოცლარიანი კუპიურა, სამი ხუთლარიანი კუპიურა, ხურდა ფული 18 (თვრამეტი) ლარისა და 45 (ორმოცდახუთი) თეთრის ოდენობით, მოქალაქის პასპორტი, შავი „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი და ლურჯი სასტვენი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; ო---------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; გ------------–----ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; რ--------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, გ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მსჯავრდებულ გ------------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 22 აგვისტოდან - 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------------–----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

წითელი ნაჭრის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, ასევე გ------------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ოცლარიანი კუპიურა, სამი ხუთლარიანი კუპიურა, ხურდა ფული 18 (თვრამეტი) ლარისა და 45 (ორმოცდახუთი) თეთრის ოდენობით, მოქალაქის პასპორტი, შავი „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი და ლურჯი სასტვენი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; ო---------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; გ------------–----ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე; რ--------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ერთ ლაზერულ დისკზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე