გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310019002847672 (3/10-2019)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივ--- - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - ირ---–ი ჯუ-–----ე
წარმომადგენელი - თე----- ჟვ---ა
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილება
წარმომადგენელი - და---- სი-----ა
მესამე პირი - სა-–---- მა-----–---–ი
დავის საგანი - საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის და---- სი-----ას მიერ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №000688 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის და---- სი-----ას მიერ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №000688 შემაკავებელი ორდერის გაუქმება
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 11 თებერვალს 00:25 წუთზე, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის სა-–---- მა-----–---–ის თხოვნის საფუძველზე სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადიდან გამოვიდა ბრიგადის წინამდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ სენაკში ცე--–---ის ქუჩაზე, სადაც მეუღლესთან ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდა შელაპარაკება, რის გამოც სა-–---- მა-----–---–მა გამოიძახა პოლიცია. სა-–---- მა-----–---–მა პოლიციელებს განუცხადა, რომ თითქოსდა ირ---–ი ჯუ-–----ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული საფუძვლით ირ---–ი ჯუ-–----ე გადაყვანილ იქნა სენაკის რაიონულ სამმართველოში, სადაც სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის და---- სი-----ას მიერ მის მიმართ გამოცემული იქნა №000688 შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან სა-–---- მა-----–---–ის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სა-–---- მა-----–---–ი ეჭვიანობდა მასზე და ხმამაღლა ლანძღავდა, ვინაიდან იმყოფებოდა სამსახურთან (სამხედრო ნაწილთან) ახლოს და შესაძლებელი იყო მეუღლის ხმა გაეგონათ მასთან ერთად ჯარში მოსამსახურე სხვა ჯარისკაცებს, პირზე აფარებდა ხელს, რადგან სხვა გამოსავალი არ ქონდა, ხოლო რაც შეეხება სა-–---- მა-----–---–ის ძირს დაცემას, იყო ღამის საათები და მან შემთხვევით ამ კამათის დროს წამოკრა ფეხი ქვას და დაეცა.
(იხ. შესაგებელი, 18.02.2019 სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების წარმომადგენელმა და---- სი-----ამ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა მის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერს და განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №000688 შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირი - სა-–---- მა-----–---–ი მოსარჩელის მოთხოვნას დაეთანხმა და განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №000688 შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს. ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ირ---–ი ჯუ-–----ესთან, ყავთ ორი შვილი, ბოლო წლის განმავლობაში მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, კერძოდ მეუღლეებს შორის არის უთანხმოება, ეჭვიანობს მეუღლეზე და ამის ნიადაგზე მივიდა ირ---–ი ჯუ-–----ის სამუშაო ადგილზე, გამოიყვანა გარეთ და ეჭვიანობის ნიადაგზე ხმამაღლა ეკამათებოდა, რა დროსაც მოსარჩელე მას პირზე ხელს აფარებდა და მოუწოდებდა სიმშვიდისკენ, აღელვების ნიადაგზე გამოიძახა პოლიცია, მის მიცემული ახსნა-განმარტება იყო აღელვების შედეგი. (იხ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების მიხედვით, შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილებაში, მოქალაქე სა-–---- მა-----–---–ის განცხადებით, ქალაქ სენაკში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, მისმა მეუღლემ, ირ---–ი ჯუ-–----ემ, სცემა, ითხოვა პოლიციის დახმარება, აღელვებულმა მისამართი დეტალურად ვერ გადმოსცა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინება, რეგისტრაციის №346836.
3.1.2. 2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის და---- სი-----ას მიერ გამოცემული იქნა №000688 შემაკავებელი ორდერი ირ---–ი ირ---–ი ჯუ-–----ის მიმართ, მსხვერპლი სა-–---- მა-----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების 2019 წლის 11 თებერვალის №000688 შემაკავებელი ორდერის ოქმი
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 11 თებერვალს ღამის საათებში მოძალადე ირ---–ი ჯუ-–----ემ, სა-–---- მა-----–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მოძალადის მიერ განხორციელებული ხელის დარტყმით - თავის, ტანის და ქვედა ტუჩის არეში. ამასთან მსხვერპლი განმარტავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას მისი მეუღლის მხრიდან ადრეც ჰქონია ადგილი, როდესაც ორსულად იყო მეორე ბავშვზე, აღნიშნულს მოძალადე ახორციელებდა 3 (სამი) წლის შვილის ლ--–-
ჯუ-–----ის თანდასწრებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების 2019 წლის 11 თებერვალის №000688 შემაკავებელი ორდერის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ირ---–ი ჯუ-–----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იგივე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების, შემაკავებელი ორდერის ოქმის №000688 მიხედვით, შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილებაში, მოქალაქე სა-–---- მა-----–---–ის განცხადებით, ქალაქ სენაკში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, მისმა მეუღლემ, ირ---–ი ჯუ-–----ემ, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მოძალადის მიერ განხორციელებული ხელის დარტყმით - თავის, ტანის და ქვედა ტუჩის არეში. ამასთან მსხვერპლი განმარტავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას მისი მეუღლის მხრიდან ადრეც ჰქონია ადგილი, როდესაც ორსულად იყო მეორე ბავშვზე, აღნიშნულს მოძალადე ახორციელებდა 3 (სამი) წლის შვილის ლ--–- ჯუ-–----ის თანდასწრებით
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ამავე კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რომ ირ---–ი ჯუ-–----ეს ქმედება, რომელიც სა-–---- მა-----–---–ის მიმართ განხორციელდა ოჯახური ძალადობის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს. ამდენად, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის და---- სი-----ას მიერ, 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №000688 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს ირ---–ი ჯუ-–----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ირ---–ი ჯუ-–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის და---- სი-----ას მიერ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №000688 შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს (მდ: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247) მეშვეობით.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია