განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
130100118002256486
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/8-2018

№ 038051217001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თეა გოგიძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა------ გოდერძის ძე გ--–-–---–-, დაბადებული 1972 წლის 22 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ კ-–----–------ში

 

ადვოკატი - ზ---------–--–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ა------ გ--–-–---–მა ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 05 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე ხაშურის რაიონის სოფელ კ-–----–------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ა------ გ--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ორსული მეუღლის - ხ--------------ნის მიმართ. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ორსულ მეუღლეს - ხ--------------ნს. კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დარტყმის შედეგად იგი დაეცა იატაკზე, რა დროსაც ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ა------ გ--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ა------ გ--–-–---–-ს მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმე ნ-----–- გ--–-–---–-ს ჩვენებას, დაზარალებულ ხ--------------ნის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვარიელების ოქმს, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაციას, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 00745617 დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ა------ გ--–-–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა------ გ--–-–---–მა ჩაიდინა მისივე ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ა------ გ--–-–---–ს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა------ გ--–-–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა------ გ--–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა------ გ--–-–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------ გ--–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება მსჯავრდებულ ა------ გ--–-–---–-ს მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. ა------ გ--–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2017 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.

4. გაუქმდეს ა------ გ--–-–---–-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ა------ გ--–-–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 3000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ნაყიდა ნოზაძის (პ/ნ 57001016505) კუთვნილ, 3415 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ხაშურის რაიონის სოფელ ალში (ს/კ 69.01.61.180).

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი