განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
200100119002822860
დავის ტიპი
276 1
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119002822860

N1/23-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

19 თებერვალი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - მ-------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ლ--- ა------ე

მამის სახელი: გ--–-

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.გურჯაანი, შ--–---–---–ის ქუჩა N4

მცხოვრები: ქ.თბილისი, ბ-----------–-–-ის ქუჩა N6, ბინა N6

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2015 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 73-ე კილომეტრზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ-----ში, ბაკურციხიდან გურჯაანის მიმართულებით მოძრაობდა „NISSAN MARCH“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M------, რომელსაც მართავდა ლ--- ა------ე. ამავე დროს, მის წინ თანხვედრი მიმართულებით მოძრაობდა „HONDA CIVIC“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც მართავდა ვ--–---- ლ---–---–ი.

2. მოძრაობისას ვ--–---- ლ---–---–მა საპირისპირო მხარეს გადასვლის მიზნით ავტომობილი გააჩერა თავისი სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს, რა დროსაც ლ--- ა------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით შეეჯახა მის წინ გაჩერებულ ავტომანქანა „HONDA CIVIC-ს“. ლ.ა------ეს გაცნობიერებული ჰქონდა რა ‘’საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის სხენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. შეჯახების შემდეგ „NISSAN MARCH“ მარკის ავტომანქანამ დაკარგა მართვა და შეეჯახა გვერდულზე მდგომ ქვეითს ნ-------------------ს, შემდეგ კი გადაბრუნდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ქვეითმა ნ-------------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ავტოტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--- ა------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. სასამართლოს ბრალდებულ ლ--- ა------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდედ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ლ--- ა------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. ლ--- ა------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

9. ნივთიერი მტკიცებულებები - „HONDA CIVIC“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------, რაც ხელწერილით დაუბრუნდა მფლობელს და „NISSAN MARCH“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M------, რაც ხელწერილით დაუბრუნდა მფლობელს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩეს მათ მფლობელობაში.

10. ლ--- ა------ის სისხლის ნიმუშის დარჩენილი ოდენობა და ვ--–---- ლ---–---–ის სისხლის ნიმუშის დარჩენილი ოდენობა, რაც ინახება ექსპერტიზის ბიუროში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური