განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
330100119002800027
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

05 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ან-----–----ე,დაცვის მხარე

 

ბრალდებული: ირ---–-------------------------–--ა;

დაბადების თარიღი: 0--------------------–--–--

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N6------------

ნასამართლობა: არ მქონე,საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, პ-------------------------

სისხლის სამართლის საქმე 0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 1------------ გაცემული N0----- შემაკავებელი ორდერით ირ---–----------–--ას დაეკისრა იმ სახლისგან მოშორება სადაც მსხვერპლი, მისი და - ილ-------------–--ა ცხოვრობს და აეკრძალა დასთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ილ-------------–--ა იმყოფება.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, ირ---–----------–--ა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2---------- დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, 2018 წლის 1------------, იმყოფებოდა დის, ილ-------------–--ას სახლთან, მდებარე ქ. თბილისი, პ--------------------------თან, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2019 წლის 23 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ირ---–----------–--ას მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ირ---–----------–--ამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ირ---–----------–--ას მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: გი-------------ს, ლა–-----–-----ას, ილ-------------–--ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, 2018 წლის 2---------- დადგენილება სახდელის დაკისრების თაობაზე, N0----- შემაკავებელი ორდერი, 2018 წლის 1------------ დადგენილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, Nა--------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ირ---–----------–--ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

ირ---–----------–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან ოჯახის წევრის მიმართ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისიწნებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირ---–----------–--ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ირ---–----------–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ირ---–----------–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ირ---–----------–--ას მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

ერთი ცალი ელექტრონული დისკი - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე გიორგი დარახველიძე