განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/7–2019) 090100119002821688
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2019 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - გ-----------------–----
ადვოკატის – ნ--------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ გ-----------------–---- მიმართ
მამის სახელი: ზ---–--
დაბადებული: 0--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ---------
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება:ა---------–-----–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–--
პირადი ნომერი: 4-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ცაგერი, სოფელი- ლ-------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ცაგერი, სოფელი- ლ-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.გ-----------------–----, 2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში მდებარე ლ-------------–---- საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა დედა – მ----–--------–--------, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 22 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.107–112).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.გ-----------------–---- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 2 დეკემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ-----------------–---- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას, მ----–--------–--------ს, რის გამოც აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება (ს.ფ.14–17).
6.დაზარალებულ მ----–--- ს---–--------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ რეგისტრირებულია ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში. ფაქტიურად კი ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში, სადაც ჰყავს მეუღლე ც-------------------. ლაჯანაში ჰყავს 93 წლის დედა – ლ-------------–--- და 18 წლის შვილი პირველი ქორწინებიდან – გ-----------------–---. პირველ დეკემბერს იმყოფებოდა ლაჯანაში. დაახლოებით 19 საათისათვის გავიდა მეზობლის, ბ--------–-–--–--–-- ოჯახში, სადაც ივახშმეს. იქ მისულ შვილთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში წამოვიდა მეზობლების თანხმლებით. სახლში შესულს გ-------- აგინა უცენზური სიტყვებით, რაზედაც შეპასუხების შემდეგ დაუწყო ცემა და გააშველეს მასთან მყოფმა მეზობლებმა, თ------- და შ--–-- ლ-–--–--–----. გ-------ს ესროლა ტყემლის ბოთლი, რომელიც არ მოხვედრია. კედელს მოხვდა და დაიმსხვრა. შეშინებული იყო და დარეკა 112–ში. (დაზარალებულის დაკითხვის ოქმები, ს.ფ.11–13; 42-44).
7. ბრალდებულ გ-----------------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ მისი დედა, მ----–--------–-------- პირველ დეკემბერს მეზობლებთან სვამდა ღვინოს. სთხოვა არ დაელია, მაგრამ დედამ არ დაუჯერა. სახლში ნასვამი მიიყვანეს მეზობლებმა თ------- და შ--–-- ლ-–--–--–----. მის ყვირილზე და ხმაურზე გაეღვიძა. დედა საყვედური უთხრა სიმთვრალის გამო. მან უხეშად უპასუხა და დასარტყმელად გაიწია. მიუახლოვდნენ ერთმანეთს. რა დროსაც დედას დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში. მან აიღო ტყემლით სავსე ბოთლი და ესროლა, რაც არ მოხვედრია(ს.ფ.33–35, 43–52).
8.მოწმის სახით დაკითხული შ--–-- ლ-–--–--–--ა და თ------- ლ-–--–--–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დგინდება, რომ ბრალდებულ გ-----------------–---- დედა მ----–--------–-------- პირველ დეკემბერს ვახშმობდა და სვამდა მეზობლებთან ერთად. იქ მისულ შვილთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი. გ------- ადრე წავიდა. ხოლო ისინი დაახლოებით 12 საათისათვის დაიშალნენ. მ----–--------–-------- იყო ნასვამი. რომ არაფერი შემთხვეოდა სახლში წაიყვანეს. გ-------ს ეძინა. ნასვამი მ----–---ს ხმაურზე გაეღვიძა და დედა–შვილს შორის მოხდა კონფლიქტი. გ-------- დედას დაარტყა სახისა და თავის არეში, ხოლო მ----–---მ გ-------ს ესროლა ტყემლის ბოთლი, რომელიც არ მოხვედრია. დააწყნარეს ისინი. მ----–--- დააწვინეს პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე გ-------- დაიძინა. შემდეგ რა მოხდა არ იციან. (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 16–20; 21–23);
9.მოწმის სახით დაკითხული ლ-------------–---- (ბრალდებულის ბებია, დაზარალებულის დედა) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ გ-----------------–--- ძირითადად ცხოვრობს 93 წლის ბებიასთან. მ----–--- ს---–-------- კი მეორე მეუღლესთან თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში. ბებია გ-------ს ახასიათებს კარგ ბავშვად, ადასტურებს გ-------ს ზრუნვას მისადმი და მ----–--- ს---–--------ს მიდრეკილებას ადკოჰოლური სასმელისაკენ, შემთხვევის დღეს მის სიმთვრალეს, მისგან გ-------ს მიმართულებით ტყემლის ბოთლის გასროლას, ხოლო გ-------საგან მ----–---ს ცემის ფაქტზე მიუთითებს, რომ ასეთი საწოლიდან არ დაუნახავს. (ს.ფ.60–61).
10.2018 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ-----------------–----, 2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 00: 30 სააათზე იძალადა დედაზე – მ----–--------–--------ზე. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.66–68);
11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 დეკემბრის N008297318 დასკვნით, პირადი გასინჯვით, მოქ. მ----–--------–--------ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთების სახით.
დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალკ–ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ.38–41)
12. გ-----------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 2 დეკემბრის გ-----------------–---- დაკავების ოქმით, 2018 წლის 2 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მ----–--- ს---–--------ს მიმართ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელსახოცით და მინის ნამსხვრევებით, ინფორმაციით გ-----------------–---- შესახებ, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“; გ-----------------–---- ნასამართლობის ცნობით, გ-----------------–---- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, ოქმით ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ, ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთგელობის ცენტრისადმი, მიმართვით ცაგერის რაიონული სამმართველოსადმი, მიმართვით ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლიატორისადმი, დადგენილებით მ----–--- ს---–--------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილებით გ-----------------–---- ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
13.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად მ----–--------–-------- არის გ-----------------–---- ოჯახის წევრი.
14.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ-----------------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სამართლებრივი შეფასება:
15.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------–---- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
16. გ-----------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
17. გ-----------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. ხასიათდება დადებითად, დანაშაულს წინ უძღოდა ალკოჰოლური თრობით გამოწვეული დაზარალებულის არაადეკვატური ქმედება, არის თვითდასაქმებული.
სასჯელის დასაბუთება:
18. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-----------------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ-----------------–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა (ზრუნავს და არჩენს 93 წლის ბებიას), შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ხასიათდება დადებითად.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებული მუდმივად ცდილობს 18 წლის შვილის – (ბრალდებული) უარყოფითი მხარის წარმოჩენას(სასმელისა და ნარკოტიკისკენ მიდრეკილება), მის მიერ მიცემულ ჩვენებებში არსად არ მიუთითებს კონფლიქტის მიზეზზე, თუმც ბრალდებულის ამ მახასიათებელზე არ აღნიშნავენ საქმეში მოწმის სახით დაკითხული პირები და არც რაიმე წერილობითი მტკიცებულებაა წარმოდგენილი წარსულში გ-----------------–---- მიერ ასეთი ქმედების ჩადენისა. საქმეში მოწმედ დაკითხული პირები ადასტურებენ მადლ-------------–---- ალკოჰოლური თრობის იმ დონეს, რაც ხელს უშლიდა დამოუკიდებლად გადაადგილებაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებული დედა ცდილობს მისი სიმთვრალით გამოწვეული ხმაურისა და შვილის თხოვნის შეუსრულებლობის (არ მოეღო ალკოჰოლური სასმელი) გადაფარვას ბრალდებულის დაუდასტურებელ უარყოფით ჩვევებზე მითითებით, მაშინ როცა დაზარალლაბულ მ----–--- ს---–--------ს დედა, 93 წლის ლუბა ურთმელიძე კატეგორიულად გამორიცხავს გ-------ს ურთმელიძის უარყოფით მახასიათებლებს, ცუდ ჩვევვებზე არსად მიუთითებს, ახასიათებს დადებითად და ხაზს უსვამს მადლ-------------–---- სიმთვრალეს შემთხვევის დღეს.
სასამართლო სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული გ-----------------–--- არის 18 წლის, მაგრამ 19 წელს მიუღწეველი, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მის მიერ გატარებულ დროს (ერთი თვე და 20 დღე) და მიიჩნევს რომ ამ ასაკის პირისათვის საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული ვადა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ-----------------–---- მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული გ-----------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ-----------------–---ს, 2018 წლის 2 დეკემბრის 02:02 საათიდან, 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 100 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 (ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვთ 1 წლის ვადით.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ-----------------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ გ-----------------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელსახოცი და მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი