გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2019
საქმის ნომერი
020310919002840211
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020310919002840211 (3/19-19)

გადაწყვეტილება

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

15.02.2--- წ ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

განმცხადებელი გუ-----------------ა

წარმომადგენელი ინ-----–-----–-ა

მოძალადე თე---------–---ა

მოთხოვნა: დამცავი ორდერის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

08.02.2--- წ გუ-----------------ამ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დამცავი ორდერის გაცემა მოძალადე თე---------–---ას მიმართ.

განმცხადებელმა განმარტა, რომ მოძალადესთან ქორწინებიდან ჰყავს საერთო შვილები გი----------–---ა და და--------–--ია. ამჟამად მხარეები განქორწინებულები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ბავშვები დედასთან ცხოვრობენ.

ოჯახში ძალადობის ფაქტზე 17.09.2--- წ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო 16.09.2--- წ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დადგენილებით თე---------–---ას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღის ვადით.

განცალკავების მიუხედავად თე---------–---ა განაგრძობს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, მოსვენებას არ აძლევს მსხვერპლს. ძალადობა ხორციელდება მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე. შესაბამის უძრავ ქონებასთან თე---------–---ას რაიმე სამართლებრივი კავშირი აქვს.

სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა (მსხვერპლმა) მიუთითა, რომ ნასვამი მოძალადე მიდის მასთან სახლში, ხმაურობს, ლანძღავს, აგინებს მას, ემუქრება მას ფანჯრების დამსხვრევით და მუდმივად ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებს მისი შვილების დედას, რითაც ბუნებრივია შეწუხებულები არიან ბავშვები.

განმცხადებელი მხარს უჭერს დამცავი ორდერის გამოცემას და მოითხოვს:

თე---------–---ას აეკრძალოს: ა) მსხვერპლთან - გუ-----------------ასთან, მის საცხოვრებელ ადგილთან (მის. ზუ--------------------------------ი, გა--------------2) და ნებისმიერ იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იქნება ბ) ყოველგვარი კომუნიკაცია(მ/შ სატელეფონო) მსხვერპლთან.

სასამართლო სხდომაზე მოძალადე არ გამოცხადდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხდომის ოქმი

- შემაკავებელი ორდერი,-დაბადების მოწმობები

-განქორწინების მოწმობა

-დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამოქმედდება გამოცემისთანავე, ხოლო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

სასამართლოს საქმის მასალების გამოკვლევა-შეფასებით დადგენილად მიაჩნია თე---------–---ას მიერ გუ-----------------ას მიმართ ძალადობა, რის გამოც მსხვერპლის დაცვის მიზნით უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი, რომლითაც თე---------–---ას (პ/ნ.: 62--------1) აეკრძალება: ა) მსხვერპლთან - გუ-----------------ასთან (პ/ნ 1---------3), მის საცხოვრებელ ადგილთან (მის. ზუ--------------------------------ი, გა--------------2) და ნებისმიერ იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იქნება ბ) ყოველგვარი კომუნიკაცია(მ/შ სატელეფონო) მსხვერპლთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115 მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.გუ-----------------ას განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. დამცავი ორდერი გამოიცეს შემდეგი პირობებით:

 

თე---------–---ას (პ/ნ.: 62--------1) აეკრძალოს: ა) მსხვერპლთან - გუ-----------------ასთან (პ/ნ 1---------3), მის საცხოვრებელ ადგილთან (მის. ზუ--------------------------------ი, გა--------------2) და ნებისმიერ იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იქნება ბ) ყოველგვარი კომუნიკაცია (მ/შ სატელეფონო საუბრები) მსხვერპლთან.

 

3. დამცავი ორდერი გამოიცა 6 თვის ვადით.

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

5. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით.

 

6. დამცავი ორდერი (აკრძალვები) მოქმედებს გამოცემისთანავე.

 

გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაეგზავნოს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს - მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა