გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
190310018002742808
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-3---18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20.02.2019 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენელი - ნ-----–--------–ი

 

მოპასუხე - დ------------------ე

 

დავის საგანი - გაცემული ხელფასის უკან დაბრუნება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დ------------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს 396.54 ლარის ანაზღაურება

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - დ------------------ემ 2019 წლის 28 იანვარს ჩაიბარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი და თანდართული მასალები, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია. 2019 წლის 20 თებერვალს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, მოპასუხე დ------------------ე არ გამოცხადებულა, რის გამოც სასამართლოსთვის მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დ------------------ემ 2017 წლიდან დაიწყო მსახურობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) სწ------------------------------------------–-----------–---–--------------------------------–--------------–----------–--ად. 2017 წლის 7 მარტს ქალაქ თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N0-----------, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, 2017 წლის 19 მაისს სასაზღვრო პოლიციის კაპიტან დ------------------ეს სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინა ბრალდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 6 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. (ს.ფ 24-27)

 

3.1.2. 2017 წლის 19 მაისიდან სასაზღვრო პოლ-–-----–------------------------------------------–---------–ერი დ------------------ე (პ/ნ 5----------) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 13 ივნისის N1-----1 ბრძანებით 2017 წლის 19 მაისიდან დროებით გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 13 ივნისის №1-------- ბრძანება; (ს.ფ 20)

 

3.1.3. 2017 წლის 6 ივლისის თბილისის საქალაქო სასამარლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განაჩენით დ------------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. ამავე განაჩენის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის №2------ ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი დ------------------ე (პ/ნ 5----------) დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან 2017 წლის 7 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის № MIA 4 18 02------; (ს.ფ 21-22)

- 2017 წლის 6 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი. (ს.ფ 24-27)

 

3.1.4 დ------------------ეს თანამდებობიდან გადაყენების მომენტისთვის ჩარიცხული ჰქონდა, მაისის თვის ხელფასი 945.60 ლარი (ცხრაას ორმოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) სრულად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 01 თებერვლის M---------------- მიმართვით, დგინდება, რომ დ------------------ე გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 19 მაისიდან. დ------------------ეს დასაბრუნებელი აქვს მიღებული ხელფასის ნაწილი, კერძოდ 19.05.2017 წლიდან 31.05.2017 წლის ჩათვლით მიღებული ხელფასის 396.54 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო მოთხოვნა N0---- (ს.ფ 28)

- საგადასახადო მოთხოვნა N0---- (ს.ფ 29)

- საგადასახადო მოთხოვნა N0---- (ს.ფ 30)

- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 01 თებერვლის M---------------- მიმართვა (ს.ფ 31)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N997 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე დ------------------ე 2017 წლის 19 მაისამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრ----------------------------------------–-----------–---–--------------------------------–-------------------–----------ცრის თანამდებობაზე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და იქ დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნა დ------------------ესთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

6.2. ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად: 1. პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან; 2. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია; 3. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N997 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის’’ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები, ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 13 ივნისის №1-------- და 2018 წლის 5 სექტემბრის № MIA 4 18 02------ ბრძანებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრ----------------------------------------–-----------–---–--------------------------------–-------------------–----------ცერი დ------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. განთავისუფლებისას დ------------------ეს მთლიანად ჩაერიცხა 2017 წლის მაისის თვის ხელფასი. შესაბამისად, ზედმეტად იქნა დარიცხული 13 დღის - 2017 წლის 19 მაისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელფასი 396.54 ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტში აღდგენას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

მოპასუხე დ------------------ის მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 396.54 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე დ------------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 396.54 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დ------------------ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს 396.54 ლარის გადახდა.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის მოტივირებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნინო ონიანი