გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310517001998176
№ 3/80-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევან ქირია
მოსარჩელე ე------ კ------–--
წარმომადგენელი ლ---- ა-----ე
მოპასუხეები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი კ------- ი------
სს ,,ე------------- ჯ--------’’
წარმომადგენელი ა-------- გ--–------
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,ქმედების განხორციელება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ (N882016752207-07) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს შესაბამისი ცვლილება განახორციელოს სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ ამონაწერში, ე------ კ------–--ს სახელზე დაარეგისტრიროს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქ.ფ------ დ--------ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონება.
მოსარჩელეს პოზიცია:
ე------ კ------–--ს დედამ ე----- ღ-–-----მა (გარდაცვლილია) 2016 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ფ------ დ--------ს ქ. N-- რეგისტრაცია, თან დაურთო: რწმუნებულება, სამკვიდრო მოწმობა, ნახაზი და საარქივო ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან აღმოჩნდა ზედდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან, ს/კ 0-----------, მესაკუთრე: სს ,,ე------------- ჯ--------’’ (ს/ნ 2--------). დედის გვარი გადაკეთდა ,,კ------–--ზე’’.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოთხოვნილ იქნა რეგისტრაცია.
საქმეში ჩაება სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ წარმომადგენელი. მათი თანხმობით დოკუმენტაცია მედიატორს გადაეცა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. დოკუმენტაცია ასევე ფოთის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა, რომელმაც საჯარო რეესტრს მოკვლეული დოკუმენტაციის საფუძველზე აცნობა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ფ------ დ--------ს ქ.N---ში არის კ------–--ს საკუთრება.
მისი (ე------ი კ------–--ს) საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, სულ საერთო ფართი 1850 კვ.მ. მდებარეობს: ქ.ფ------ დ--------ს ქ.N---ში, ხოლო სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ ნაკვეთი - მის უკან, ს--------–--- ქუჩაზე სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ წარმომადგენლებმა არაერთხელ თხოვეს, რომ მის მიწის ნაკვეთს, სადაც არსებობს გადაფარვა, ისარგებლებდნენ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მათი მემკვიდრეობის დარეგისტრირების შემდეგ გამოისყიდიდნენ მათგან, მაგრამ ისარგებლეს ტექ. ბიუროს დაწვით და ვინაიდან რეგისტრაცია განხორციელებული არ ქონდათ, მათი მიწა მიიტაცეს.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ს--------–--- რეგიონული ოფისის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 01 ნოემბერს ს--------–--- რეგიონულ ოფისს წარედგინა ე----- ღ-–-----ის სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ.ფ----–-- დ--------ს ქ.N---ში მდებარე 1850 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო: მინდობილობის ასლი, სამკვიდრო მოწმობა, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, ფოთის არქივის 2016 წლის 18 მარტის NAA2016020894-03 საარქივო ცნობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელვერსიების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (ს/კ 0-----------). შესაბამისად, ოფისმა მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 29.11.2016 წ. ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა ოფისის მიერ მიღებულ N882015448021 (25.08.2015) გადაწყვეტილებაზე და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016752207-04 (03.11.2016) გადაწყვეტილებაზე და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა.
დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ზედდება ფიქსირდებოდა, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვით/აგეგმვით ნახაზი, ხოლო თუ არ ეთანხმებოდა - სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.
რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016752207-12 (22.02.2017) გადაწყვეტილება, ვინაიდან 2017 წლის 22 თებერვლის N59854 მიმართვით გადააგზავნა დოკუმენტაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საიდანაც მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N882016752207-16 (03.05.2017) გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N882016752207-17 (05.06.2017) გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ N882015448021-05 (25.08.2015) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ N321207 გადაწყვეტილება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016752207-04 (03.11.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში აღნიშნული საჩივარი მიიღო წარმოებაში და 2016 წ. 19 დეკემბერს 12:00 სთ ჩაატარა ზეპირი მოსმენა.
ზეპირ მოსმენას ესწრებოდნენ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ლ---- ა-----ე და სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ წარმომადგენელი თ----- ლ-----------.
შედეგად, უარი ეთქვა ე------ კ------–--ს წარმომადგენელს ლ---- ა-----ეს 2016 წლის 29 ნოემბრის N344165/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2017 წ. N882016752207-07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 20.06.2017 წ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ უნდა მოხდეს მათი ბათილად ცნობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო ორგანომ შეაჩერა N882016752207 საქმის წარმოება, ვინაიდან დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება მომიჯნავე სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ კუთვნილ უძრავ ქონებასთან. განმცხადებელს ამომწურავად განემარტა შეჩერების საფუძვლები და მისი ვალდებულება იყო, განსაზღვრულ ვადაში წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი, დაფიქსირებული ზედდების გათვალისწინებით. ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ის ხარვეზი, რაც დადგენილი იქნა საჯარო რეესტრის მიერ ზედდების ნაწილში, ამ უკანასკნელმა სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე.
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად შეისწავლა სადავო აქტის გარემოებები, მასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოებები, მოიპოვა ყველა შესაძლო დოკუმენტური მასალა და აღნიშნულის ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.
სადავო ტერიტორია სს ,,ე------------- ჯ--------მ’’ არსებული სახით საკუთრებაში მიიღო 29.06.2007 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს----------–-------------------–----------------–--------------------------’’ და 2015 წლის ივლისის თვეში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, (ს/კ 0---------------), ხოლო იმავე წლის აგვისტოს თვეში მოხდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (დაზუსტება) და ფართს მიენიჭა ახალი ს/კ - 0-----------.
სარეგისტრაციო წარმოების არცერთ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ გამოვლენილა რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოებები, მ. შ. ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება მიმდებარედ არსებულ არც დაზუსტებულ და არც დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე ტერიტორიებთან. სადავო ტერიტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ეჭირა ქვესადგურს. ტერიტორია თავიდანვე შეღობილი და გამოყოფილი იყო მავთულბადის ღობით, ხოლო 2015 წლის ბოლოს აღნიშნული ღობე შეიცვალა კაპიტალური ღობით ზუსტად იგივე საკადასტრო საზღვრების ფარგლებში. სს ,,ე------------- ჯ--------’’ წარმოადგენს სადავო ქონების კეთილსინდისიერ მესაკუთრეს, რომელსაც გადახდილი აქვს ამ უძრავი ქონების საფასური, მიღებული აქვს ქონება საკუთრებაში და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ყველანაირად წინ უსწრებს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებით საქმისწარმოების ფაქტს.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებში არ მოიპოვება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 01 ნოემბერს ე-----ი ღ-–-----ის წარმომადგენელმა ლ---- ა-----ემ განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, ქ.ფ------ დ--------ს ქ.N---ში. განცხადებას თან ახლავს შემდეგი დოკუმენტები: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა.
3.2.2. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, ფოთის არქივი - ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1978-1980 წწ. წიგნში, ე-–----ს ქ. N---ში მდებარე შენობის და მიწის რენტის გადასახადი დარიცხულია კ------–-- უ–---- ს--------ს ძის სახელზე, რომლის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 1700 კვ.მ.
3.2.3. საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი - 1850 კვ.მ. ფართობზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აშენებული 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი 174.7 კვ. მ., არასაცხოვრებელი - 45.4 კვ. მ.
3.2.4 . სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 17 ოქტომბრის N30/741/გ გადაწყვეტილებით დადგინდა სახელი - ე-----ი, გვარი - კ------–--, დაბადების თარიღი 1--------- წ., დაბადების ადგილი - ფ-----.
3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882016752207-06 (24.11.2016) გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, (ს/კ 0-----------), მესაკუთრე: სს ,,ე------------- ჯ--------ს" (ს/კ 2--------) ნაკვეთთან შესაბამისად, წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882016752207-17 (05.06.2017) გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.2.7. 2016 წლის 29 ნოემბერს N344165/17 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი.
3.2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის N233838 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ე----- კ------–--ს წარმომადგენელს 2016 წლის 29 ნოემბრის N344165/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
3.2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882016752207-08 (17.01.2017) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და ამავე სააგენტოს N882016752207-10 (25.01.2017) გადაწყვეტილებით მიღებული იყო ზომები სანოტარო მედიაციის თაობაზე.
3.2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882016752207-12 (22.02.2017) გადაწყვეტილებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან.
3.2.11. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნ------ს უბანი 2017 წლის 26 აპრილის N3 ბრძანებით, დადგენილი იქნა მოქალაქე ე-----ი კ------–--ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება: N882016752207) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თანდართული დოკუმენტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, რომლის შესაბამისად მოქალაქე ე-----ი კ------–--ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნაზაზზე ასახული მიწის ნაკვეთის.
3.2.12. სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ გენდირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის N2221903 წერილში, რომლის ადრესატია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოების დირექტორი ითხოვს გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ N882016752207 განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოიცავს სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ კუთვნილი 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს (იხ. სიტუაციური ნახაზი). ამ განაცხადის ნომერზე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ზედდების შესახებ. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, აცნობებს, რომ 0----------- (მანამდე 0--------------- კოდით რეგისტრირებულია სს ,,ე------- ------ ჯ--------ს’’ კუთვნილი ქ------------, რომელიც მათ მიერ შეძენისას ქალბატონ ე----- ღ-–-----ის (კ------–--ს) მფლობელობაში არსებული ფართისაგან ფაქტობრივადაც კაპიტალურად გამიჯნული იყო ( და არის).
3.2.13. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 03.07.2015 წ., (ს/კ 0---------------), ქ. ფ------ ს--------–--- (ჯ-----–---–-- N--), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი: 4049 კვ. მ., მესაკუთრე: სს ,,ე------- ------ ჯ--------’’ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: სს ,------- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N6316, დამოწმების თარიღი: 29.06.2007 ნოტარიუსი ნ---------–--.
3.2.14. ფ-------------–----------------ს 2018 წლის 15 თებერვლის AA2018004023-03 ცნობის თანახმად, ფ--------–-------–-------------------------–------------------------ს 1963 წლის 13 თებერვლის N47 გადაწყვეტილებით ,,ზოგიერთ მოქალაქეებზე ძველი, საცხოვრებლად უვარგისი სახლის დაშლის და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ’’, ა----------ა გადაწყვიტა: ,,კ------–-- უ–---- ს--------ს ძეს, ს--–------ ფ---- ტ-------- ,,ნ----------------------------’’ მებეტონეს, მცხოვრებს ს----–-- ქ. N---ში, რომლის ოჯახი შესდგება 6 სულისაგან ნება დაერთოს დაშალოს თავისი ძველი საცხოვრებლად უვარგისი სახლი და მის ნაცვლად გააშენოს ახალი საცხოვრებელი სახლი, თანახმად დამტკიცებული გეგმისა 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე’’. წარმოდგენილი გეგმა, ს----–-- ქ.N--, ზომით 600 კვ. მ.
3.2.15. ,,ფ-----’’ – 1------ ქ------------ს ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმა, პირობითი აღნიშვნებით.
3.2.16. ლევან სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის, ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნა.
ა) ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ე------ კ------–--სა და სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართი შეადგენს 5276.85 კვ. მ.-ს.
ბ) დღეის მდგომარეობით ს/კ N0----------- მიწის ნაკვეთზე არსებული, სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული შენობის მდებარეობას.
გ) მოსარჩელე მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ფართობების დაჯამების გათვალისწინებით (1850+4049=5899 კვ. მ.), ფაქტიურად არ არის იმ რაოდენობის ფართი (5276.85 კვ. მ.), რომ მოხდეს ორივე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.
დ) თუ მოსარჩელე მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება მოსარჩელის საკუთრებაში, ფაქტობრივად არ რჩება იმ ფართის მიწის ნაკვეთი, რაც ამჟამად რეგისტრირებული აქვს სს ,,ე------------- ჯ--------ს’’.
ე) სადავო მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არსებული მავთულბადის ღობის მდებარეობა მოცემულია დანართში N2. აღნიშნული ღობის ნაწილში (ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით) ფაქტიურად მოწყობილია ორი ღობე (შედარებით ახალი და ძველი). სადავო მიწის ნაკვეთებს შორის, სხვა ნაწილში დღეისათვის ღობე მოწყობილი არ არის, ასევე არ შეინიშნება ძველი ღობის ნარჩენები.
ვ) დღეის მდგომარეობით კ------–--ს მარცხნივ და მარჯვნივ არსებული სამეზობლო საზღვრების ( განთავსებულია ს----–-- ქ. N--) ზომების შედარება, NAA2018004023-03 საარქივო ცნობის გეგმაზე (ტომი II ს. ფ. 86) არსებულ მონაცემებთან ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან გეგმაზე არ არის მითითებული მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების ზომები.
ე------ კ------–--ს ფაქტიურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიგანე ს----–-- (დ--------ს) ქუჩის მხარეს, ძირითადად შეესაბამება აღნიშნულ გეგმაში მითითებულ ზომას (17.20 მ).
საარქივო ცნობის გეგმაზე, კ------–--ს მიწის ნაკვეთის მარცხნივ მითითებულია თ------–---ს მიწის ნაკვეთი. დღეისათვის ე------ კ------–--ს ჩრდილოეთ მხარეს (რომელიც შეესაბამება გეგმაზე მითითებულ თ-----–--ეს მიწის ნაკვეთის განლაგებას) მდებარე მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში ელექტრონულად არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკურად შეუძლებელია მიწის მესაკუთრის ვინაობის დადგენა.
საარქივო ცნობის გეგმაზე, კ------–--ს მიწის ნაკვეთის მარჯვნივ მითითებულია ნ---–------ს მიწის ნაკვეთი. დღეისათვის ე------ კ------–--ს სამხრეთ მხარეს (რომელიც შეესაბამება გეგმაზე მითითებულ ნ---–------ს მიწის ნაკვეთის განლაგებას) მდებარე ს/კ N0----------- მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია ს.ს. ,,ე------------- ჯ--------ს’’ საკუთრებად, რაც არ შეესაბამება საარქივო ცნობის გეგმაზე მითითებულ მონაცემებს.
საარქივო ცნობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, ნ---–------ს მიწის ნაკვეთი მოიცავს ს/კ N0----------- მიწის დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კვლევით ნაწილში და დანართებში NN1-3.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ე------ კ------–--ს სასარჩელო მოთხოვნები, ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ (882016752207-07) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს შესაბამისი ცვლილება განახორციელოს სს ,,ე------------- ჯ--------ს“ ამონაწერში, ე------ კ------–--ს სახელზე დაარეგისტრიროს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ.ფ------ დ--------ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონება, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
2016 წლის 01 ნოემბერს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს წარედგინა ე----- ღ-–-----ის სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ.ფ----–-- დ--------ს ქ.N---ში მდებარე 1850 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო: მინდობილობის ასლი, სამკვიდრო მოწმობა, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, ფოთის არქივის 2016 წლის 18 მარტის NAA2016020894-03 საარქივო ცნობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელვერსიების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (ს/კ 0-----------). აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 29.11.2016 წ. ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა ოფისის მიერ მიღებულ N882015448021 (25.08.2015) გადაწყვეტილებაზე და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016752207-04 (03.11.2016) გადაწყვეტილებაზე და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა.
დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ზედდება ფიქსირდებოდა, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვით/აგეგმვით ნახაზი, ხოლო თუ არ ეთანხმებოდა - სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.
რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016752207-12 (22.02.2017) გადაწყვეტილება, ვინაიდან 2017 წლის 22 თებერვლის N59854 მიმართვით გადააგზავნა დოკუმენტაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საიდანაც მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N882016752207-16 (03.05.2017) გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N882016752207-17 (05.06.2017) გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ N882015448021-05 (25.08.2015) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ N321207 გადაწყვეტილება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016752207-04 (03.11.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში აღნიშნული საჩივარი მიიღო წარმოებაში და 2016 წ. 19 დეკემბერს 12:00 სთ ჩაატარა ზეპირი მოსმენა.
ზეპირ მოსმენას ესწრებოდნენ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ლ---- ა-----ე და სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ წარმომადგენელი თ----- ლ-----------.
უარი ეთქვა ე------ კ------–--ს წარმომადგენელს ლ---- ა-----ეს 2016 წლის 29 ნოემბრის N344165/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მისი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.
ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ლევან სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის, ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნა.
ა) ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ე------ კ------–--სა და სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართი შეადგენს 5276.85 კვ. მ.-ს.
ბ) დღეის მდგომარეობით ს/კ N0----------- მიწის ნაკვეთზე არსებული, სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული შენობის მდებარეობას.
გ) მოსარჩელე მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და სს ,,ე------------- ჯ--------ს’’ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ფართობების დაჯამების გათვალისწინებით (1850+4049=5899 კვ. მ.), ფაქტიურად არ არის იმ რაოდენობის ფართი (5276.85 კვ. მ.), რომ მოხდეს ორივე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.
დ) თუ მოსარჩელე მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება მოსარჩელის საკუთრებაში, ფაქტობრივად არ რჩება იმ ფართის მიწის ნაკვეთი, რაც ამჟამად რეგისტრირებული აქვს სს ,,ე------------- ჯ--------ს’’.
ე) სადავო მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არსებული მავთულბადის ღობის მდებარეობა მოცემულია დანართში N2. აღნიშნული ღობის ნაწილში (ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით) ფაქტიურად მოწყობილია ორი ღობე (შედარებით ახალი და ძველი). სადავო მიწის ნაკვეთებს შორის, სხვა ნაწილში დღეისათვის ღობე მოწყობილი არ არის, ასევე არ შეინიშნება ძველი ღობის ნარჩენები.
ვ) დღეის მდგომარეობით კ------–--ს მარცხნივ და მარჯვნივ არსებული სამეზობლო საზღვრების ( განთავსებულია ს----–-- ქ. N--) ზომების შედარება, NAA2018004023-03 საარქივო ცნობის გეგმაზე (ტომი II ს. ფ. 86) არსებულ მონაცემებთან ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან გეგმაზე არ არის მითითებული მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების ზომები.
ე------ კ------–--ს ფაქტიურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიგანე ს----–-- (დ--------ს) ქუჩის მხარეს, ძირითადად შეესაბამება აღნიშნულ გეგმაში მითითებულ ზომას (17.20 მ).
საარქივო ცნობის გეგმაზე, კ------–--ს მიწის ნაკვეთის მარცხნივ მითითებულია თ-----–--ის მიწის ნაკვეთი. დღეისათვის ე------ კ------–--ს ჩრდილოეთ მხარეს (რომელიც შეესაბამება გეგმაზე მითითებულ თ-----–--ეს მიწის ნაკვეთის განლაგებას) მდებარე მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში ელექტრონულად არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკურად შეუძლებელია მიწის მესაკუთრის ვინაობის დადგენა.
საარქივო ცნობის გეგმაზე, კ------–--ს მიწის ნაკვეთის მარჯვნივ მითითებულია ნ----–-----ის მიწის ნაკვეთი. დღეისათვის ე------ კ------–--ს სამხრეთ მხარეს (რომელიც შეესაბამება გეგმაზე მითითებულ ნ----–-----ის მიწის ნაკვეთის განლაგებას) მდებარე ს/კ N0----------- მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია ს.ს. ,,ე------------- ჯ--------ს’’ საკუთრებად, რაც არ შეესაბამება საარქივო ცნობის გეგმაზე მითითებულ მონაცემებს.
საარქივო ცნობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, ნ---–------ს მიწის ნაკვეთი მოიცავს ს/კ N0----------- მიწის დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კვლევით ნაწილში და დანართებში NN1-3.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ე------ კ------–--ს სასარჩელო მოთხოვნები, ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ (882016752207-07) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--------–--- რეგიონულ ოფისს შესაბამისი ცვლილება განახორციელოს სს ,,ე------------- ჯ--------ს“ ამონაწერში, ე------ კ------–--ს სახელზე დაარეგისტრიროს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ.ფ------ დ--------ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონება, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე------ კ------–--ს სასარჩელო მოთხოვნები, ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ (882016752207-07) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს შესაბამისი ცვლილება განახორციელოს სს ,,ე------------- ჯ--------ს“ ამონაწერში, ე------ კ------–--ს სახელზე დაარეგისტრიროს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ.ფ------ დ--------ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონება, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასმართლოს მეშვეობით (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის №3).
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე