განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/107-18
№061240618003
16 აგვისტო, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----------------–-----------------–--------–-–----------------------------------------------------–---------------–----------------------–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -160-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ----------------–მა ჩაიდინა - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ----------------–ი თავისი ყოფილი მეუღლის მ---------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ, კარის საკეტის გატეხვის გზით, შე---------–---------------–----------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში. ჩადენილი ქმედებით მან დაარღვია მ---------–---–ის ბინის ხელშეუხებლობა.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.სასამართლოს დასკვნა თ----------------–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულ თ----------------–ის გამოკითხვის ოქმს, დაზარალებულ მ---------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების გ----------–---–-------------------------–---------- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია თ----------------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თ----------------–ს ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - თ----------------–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -160-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თ----------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ----------------–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----------------–ი ცნობილ ქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ თ----------------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე