განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
180100118002784036
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/309-18 31 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- მ-------შვილი;

 

დაცვის მხარე - გ---- ჯა----–ვილი

 

ბრალდებული - რა----- ალი ო---–- (დაბადებული 1--- წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები მცხეთის რაიონის სოფელ ც--------–ი, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ ც--------–ი, რა----- ალი ო---–-მ მის შვილს ნ--- რ----- ო---–-ს უსაყვედურა იმის გამო, რომ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რისთვისაც მოხდა მისი გასამართლება. აღნიშნულზე მამას შეეპასუხა ნ--- რა----- ო---–-, რის გამოც რა----- ალი ო---–-მ შვილს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის დროს ნ--- რა----- ო---–-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა რა----- ალი ო---–-მ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ ნ--- რა----- ო---–-ს გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს მას მამასთან რა----- ალი ო---–-სთან მოუხდა შელაპარაკება, რა დროსაც ნ--- რ----- ო---–- შეეპასუხა მამას, რის გამოც მან სახის არეში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ნ--- რ----- ო---–-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ნ--- რ----- ო---–-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ორივე თვალბუდის არეში არსებული ექსკორაციების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.5. გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ნ--- რა----- ო---–- არის ბრალდებულ რა----- ალი ო---–-ს შვილი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება; დაზარალებულ ნ--- რ----- ო---–-ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: ა-–------- დ-------- კ----ს, ა-–---- ქ----– ო---–-ს, თ-------- ოდ-–---–ის, ლ-–- მო--------ის, დ----- წუ--–---იას, ნ--- და-–---–---–ის გამოკითხვის ოქმები; თავად რა----- ალი ო---–-ს გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერის ასლი, სამედიცინო ბარათის ასლი და საქმეში არსებული სხვა მასალები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რა----- ალი ო---–-მ 2018 წლის 12 ოქტომბერს შვილის ნ--- რა----- ო---–-ს მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ რა----- ალი ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, გულზე აქვს პრობლემები, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რა----- ალი ო---–-ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რა----- ალი ო---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. რა----- ალი ო---–-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

3. რა----- ალი ო---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. რა----- ალი ო---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი